განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2018
საქმის ნომერი
180100117002327168
ინსტანცია
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N180100117002327168 №1ბ/216-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: მურმან ისაევი

მანუჩარ კაპანაძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ--------–--–----–-----ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - თ----------–----–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: დ-----------------------------------–------------;

 

კვალიფიკაცია:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება);

 

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა).

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის დ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

▪ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, თ----------–----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის დანიშვნა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, ვინაიდან თ----------–----–---–ი უსაფუძვლოდ იქნა გამართლებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

▪ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახით მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რადგან განაჩენით დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არასამართლიანი და მსჯავრდებულის პიროვნებიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის მოთხოვნა - სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ----------–----–---–ს ბრალი წარედგინა:

- განზრახ მკვლელობაში;

- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში;

- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თ----------–----–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, რუსული წარმოების, კალაშნიკოვის კონსტრუქციის, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის, ,,AKC-74” მოდელის N1------ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, 5,45 მმ (5,45X39მმ) კალიბრის, 1972 წლის ნიმუშის საბრძოლო მასალა - 58 ცალი ვაზნა. 2017 წლის 20 ივლისს, აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და-----------ში. დაახლოებით 23:00 საათზე, და-----------–---------------------ში მდებარე მ--–--------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, იმავე დღეს გ--------------ესთან მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა თ----------–----–---–მა, შურისძიების მოტივით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა გ--------------ეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია თ----------–----–---–ის ბრალეულობა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----------–----–---–მა ჩაიდინა:

- განზრახ მკვლელობა;

- ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თ----------–----–---–მა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ სახლში - და-----------ში, თ------------------–------------ში, წლების განმავლობაში ფარულად შეინახა სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, რუსული წარმოების, კალაშნიკოვის კონსტრუქციის, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის, ,,AKC-74” მოდელის, N1------ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ამავე იარაღისთვის განკუთვნილი სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, 5,45 მმ (5,45X39მმ) კალიბრის, 1972 წლის ნიმუშის, საბრძოლო მასალა - 58 ცალი ვაზნა.

 

2017 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, და-----------–---------------------ში მდებარე მ--–--------------–---–ის საცხოვრებელ სახლში გ--------------ესთან მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ----------–----–---–მა შურისძიების მოტივით განიზრახა გ--------------ის მოკვლა. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი ქვეითად წავიდა იმავე დ---–-, დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით არსებულ თავის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც აიღო მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ზემოხსენებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად, იარაღი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, რის შემდეგაც თ----------–----–---–ი შეიარაღებული დაბრუნდა რა მ--–--------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიზანმიმართული გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა გ--------------ეს, რის შემდეგაც შემსწრე პირებმა თ----------–----–---–ი დაუყოვნებლივ განაიარაღეს. მიღებული ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად გ--------------ე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სიკვდილის უშუალო მიზეზია გულმკერდის ერთი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის და ფილტვების გამჭოლი დაზიანებით და შინაგანი სისხლდენით. დანაშაულის ჩადენის შემდეგ თ----------–----–---–ი მიიმალა.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, თ----------–----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

თ----------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თ----------–----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

 

თ----------–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 აგვისტოს 19:50 საათიდან.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა თ----------–----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით გადაადგილება კონკრეტული მიზნით, რათა დანაშაულის საგნად სწორედ ამ იარაღის გამოყენებით ჩაედინა მკვლელობა, არ იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების შემადგენლობას.

 

პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თ----------–----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მსჯავრდებასთან ერთად დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და შეფასება:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თ----------–----–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მ--–--------------–---–ის სახლში ვინმეს მოსაკლავად არ მისულა. ამასთან, თ----------–----–---–მა უდავოდ გახადა აღნიშნული ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის - მხოლოდ სასჯელის ნაწილში.

 

მტკიცებულებები: დაზარალებულის უფლებამონაცვლის თ------------ის დაკითხვის ოქმი, მოწმეების - მ--–--------------–---–ის, კ-------------–---–ის, ა-----–-----–-----ის, მ--–---------------ის, რ--------------–---–ის, ს-----------------–---–ის, დ---------------–ის, ნ-----–-------–-–---–ის, ნ---------–---------ის, ნ-----–----------–---------ის, თ------------–--ის, ი------------ის, ა---------–-------ის დაკითხვის ოქმები, ჟ-----------–---–ის და თ------------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, 2017 წლის 21 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2017 წლის 21 ივლისის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, 2017 წლის 21 ივლისის ამოღების ოქმები, 2017 წლის 21 ივლისის გვამის დათვალიერების ოქმი, 2017 წლის 01 აგვისტოს ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, ნიმუშის აღების ოქმები, 2017 წლის 31 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ოქმი, 2017 წლის 07 ნოემბრის ამოღების ოქმი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 სექტემბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 03 ოქტომბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 07 ნოემბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 07 ნოემბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 ოქტომბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

შესაბამისად, მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თ----------–----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არ უარყო, რომ თ----------–----–---–მა ნამდვილად ატარა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ჩაიდინა მკვლელობა, თუმცა აღნიშნა, რომ ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით გადაადგილება კონკრეტული მიზნით, რათა დანაშაულის საგნად სწორედ ამ იარაღის გამოყენებით ჩაედინა მკვლელობა, არ იძლეოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების შემადგენლობას. შესაბამისად, შეფასების საკითხს წარმოადგენს ის გარემოება აქვს თუ არა იარაღის ტარებისას კონკრეტულ მიზანს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

 

პალატა განმარტავს, რომ იარაღის ტარების, როგორც თავისთავად ტერმინის არსი, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს.

 

თ----------–----–---–მა, მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღი, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და უკანონოდ ატარებდა, გამოიყენა განზრახ მკვლელობის ჩასადენად. კერძოდ, მ--–--------------–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურებულია, რომ მასთან სახლში იმყოფებოდნენ სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ გ--------------ე და თ----------–----–---–ი, რომლებსაც, როგორც მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, უთანხმოება მოსვლიათ სიგარეტთან დაკავშირებით. მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ თ----------–----–---–ი ადგა სუფრიდან, წავიდა სახლში, რომელიც მდებარეობს მისი სახლიდან დაახლოებით 200 მეტრში და დაბრუნდა ავტომატით ხელში. თ----------–----–---–მა დამიზნებით ერთი გასროლა განახორციელა გ--------------ის მიმართ. ამის შემდეგ მათ შეძლეს თ----------–----–---–ის განეიტრალება და მისთვის იარაღის წართმევა, ხოლო დაჭრილი გ--------------ე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. მან მოგვიანებით შეიტყო, რომ საავადმყოფოში მიყვანისას გ--------------ე ექიმების განმარტებით უკვე გარდაცვლილი იყო. აღნიშნული ფაქტი ასევე დადასტურებულია მოწმეების რ--------------–---–ის და კ-------------–---–ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებებით. ამასთან, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ--------------ის სიკვდილის მიზეზი არის სწორედ გულმკერდის ერთი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, გულის და ფილტვების გამჭოლი დაზიანებით.

 

აღსანიშნავია, რომ იარაღის ტარება შესაძლებელია განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ.. ამასთან, იარაღი და საბრძოლო მასალა დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ვარგისია გამოყენებისათვის და მათი ვარგისიანობა დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 07 ნოემბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თ----------–----–---–ის მიერ უკანონოდ შეძენილი ავტომატი (ხელოვნურად შეკრული ორი მჭიდი), წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, რუსული წარმოების (,,იჟევის“ საიარაღო ქარხნის მიერ 1981 წელს დამზადებულ) ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის ,,AKC-74” მოდელის N1------ ავტომატურ იარაღს და შესაბამისად მისდამი კონსტრუქციულად კუთვნილ ორ, ტექნიკურად გამართულ, 30-30 ვაზნის ტევადობის მჭიდს. აღნიშნული იარაღი ტექნიკურად გამართულია და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის (სროლისთვის). ასევე იარაღიდან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 57 ცალი ვაზნა წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 5,45 მმ კალიბრის 1972 წლის ნიმუშის, ზემოთხსენებული მოდელის (ნიმუშის და კალიბრის), ასევე რიგი შესაბამისი კალიბრის და კონსტუქციის (ან მათი მოდიფიკაციისთვის) განკუთვნილ საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ - ვაზნებს. მათგან 10 (ალბათური პრინციპით აღებული ვაზნა) ვარგისი აღმოჩნდა დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის (სროლისთვის). დარჩენილი 47 ცალი ვაზნა, არსებული გარეგნული მსგავსებისა, ვარგისი უნდა იყოს გამოსაყენებლად. ამავე გარსიანი, ტრასირებადი დანიშნულების ტყვია და მასრა ტექნიკური და კონსტრუქციული პარამეტრებით სრულად შეესაბამება ანუ ანალოგიურია, ზემოთხსენებული წარმოდგენილი 57 ცალი 5,45 მმ კალიბრის 1972 წლის ნიმუშის საბრძოლო ვაზნის კომპონენტს - ტყვიას და მასრას, რომლებიც ნასროლია (გასროლილია) ,,AKC-74” მოდელის N1------ ავტომატურ იარაღში.

 

,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ტ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, თ----------–----–---–ს, ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა მინიჭებული იარაღის ფლობის, განკარგვის, იარაღით სარგებლობისა და ტარების უფლება. მითითებული კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ასეთი ნებართვა თ----------–----–---–ს არ გააჩნდა, შესაბამისად, მას ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი ჰქონდა, ინახავდა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

 

უდავოა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, შესაბამისად, მისი ტარება პოტენციურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და ხასიათდება მაღალი ხარისხის საშიშროებით. ტარების შემთხვევაში, არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, თ----------–----–---–ს არ გააჩნდა სპეციალური ნებართვა, რომ შეენახა ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა მას გააჩნდა უკანონოდ შეძენილი კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის ,,AKC-74” მოდელის N1------ ავტომატური იარაღი და ვაზნები, რასაც ინახავდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ თ----------–----–---–ს უმიზნოდ არ უხეტიალია სოფელში და ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოგვიანებით არ გაჩენია გ--------------ის მოკვლის განზრახვა, არ გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით პასუხისმგებლობას, რადგან თავად სასამართლო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თ----------–----–---–ს ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები არ ჰქონია შენახული იმ ადგილას, სადაც განახორციელა გ--------------ის მიმართულებით გასროლა.

 

კონკრეტული მიზნით, ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით გადაადგილების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად არმიჩნევა, პალატის მოსაზრებით, არასრულფასოვან შედეგამდე მიგვიყვანს, რადგან ამ მოცემულობით, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში (იარაღის უკანონოდ ტარების და გამოყენების შემთხვევაში), უპირობოდ გამოირიცხებოდა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკანონო ტარება) დაკვალიფიცირება.

 

პალატის აღნიშნავს, რომ შენახვის ადგილიდან იარაღის აღება და მისი გადაადგილება, თუნდაც 200 მეტრით, წარმოადგენს მის ტარებას და არ აქვს მნიშვნელობა პირი ვინმეს სიცოცხლის მოსასპობად მიდიოდა თუ შემდეგ დააბრუნებდა შენახვის ადგილზე. შესაბამისად, ამ ნაწილში პალატას დასაბუთებულად მიაჩნია ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

მსჯავრდებულის განმარტება, რომ ენდობოდა ადვოკატს და სწორედ მისი მითითების საფუძველზე არ გაასაჩივრა განაჩენი, ვერ გახდება მსჯავრდებულის არგუმენტების გაზიარების საფუძველი. მოცემულ საქმეზე, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ. პალატის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ მტკიცებულების უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს და თ----------–----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ თ----------–----–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი (ნაწილობრივ აღიარა დანაშაული) გარემოების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს საბოლოო სასჯელი თ----------–----–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

 

სააპელაციო საჩივარში დანაშაულის ხასიათზე მითითება ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, რადგან სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით დაუნიშნა სასამართლომ თ----------–----–---–ს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც წარდგენილი ბრალდების ხასიათის და ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისია.

 

ბრალდების მხარის მიერ, სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სასჯელის დამძიმებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ თ----------–----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი, მისი პიროვნების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, დანაშაულის ნაწილობრივ აღიარების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის დ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ცვლილება შევიდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენში.

 

თ----------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და თ----------–----–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თ----------–----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2017 წლის 01 აგვისტოდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ხის კომოდის ძირიდან ამოღებული 1 ცალი მასრა, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 617176 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად სამზარეულო ოთახის მარჯვენა კედლიდან ამოღებული 1 ცალი ტყვიის გულას მსგავსი ლითონის საგანი, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 617185 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 1 ცალი ბალიშის პირი, მასზე არსებული სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 397501 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მ--–--------------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად სამზარეულო ოთახში განთავსებული ლოგინიდან ამოღებული ლურჯი ფერის ე.წ სვიტერი, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 397506 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს მ--–--------------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად სამზარეულო ოთახში განთავსებული ლოგინიდან ამოღებული მოთეთრო ფერის სქელი ზეწარი, მასზე არსებული სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული 1 პაკეტად, N001 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მ--–--------------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად სამზარეულო ოთახის მარჯვენა კედელთან მდგარი სკამიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, 2 ცალ წებოვან ლენტზე, დალუქული 1 პაკეტად, N0290757 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად სამზარეულო ოთახის მარცხენა კედელთან მდგარი სკამიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, 2 ცალ წებოვან ლენტზე, დალუქული 1 პაკეტად, N0290756 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდიდან ამოღებული 4 ცალი გამჭირვალე ფერის მინის ჭიქა, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 397568 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მ--–--------------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად სამზარეულო ოთახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდი, 1 ცალ წკირზე საკონტროლო წკირთან ერთად დალუქული 1 პაკეტად, NFCI 397565 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად სახლის მისაღებ ოთახში არსებული მაგიდიდან ამოღებული 1 ცალი ხაკის ფერი ნაჭრის ქუდი, დალუქული 1 პაკეტად, N2 ბეჭდიანი ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს თ----------–----–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, მეტლახის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდი 1 ცალ წკირზე, საკონტროლო წკირთან ერთად, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 397564 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული 1 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნომრით „1------“, ორი მჭიდით და 47 ვაზნით, დალუქული N0266547 სპეციალურ ყუთში, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - ჩაბარდეს შს სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველოს ამ უწყების - შს სამინისტროს ბალანსზე ასაღებად;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მონაწილე ექსპერტის ერთი წყვილი ხელთათმანი, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 397567 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად საცხოვრებელი სახლის დერეფნიდან ამოღებული 1 ცალი ლურჯი ფერის ტილო, მასზე არსებული სისხლის მაგვარი ლაქებით, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 397566 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მ--–--------------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

§ თ----------–----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 3 წყვილი ფეხსაცმელი, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 515206 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს თ----------–----–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს;

§ თ----------–----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 617513 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს თ----------–----–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს;

§ თ----------–----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 6 ცალი შარვალი, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 515205 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს თ----------–----–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს;

§ თ----------–----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 2 ცალი ქურთუკი, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 515207 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს თ----------–----–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს;

§ თ----------–----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 3 ცალი ქურთუკი, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 515208 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს თ----------–----–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს;

§ თ----------–----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მუყაოს კოლოფი, მასში მოთავსებული სხვა და სხვა ნივთებით, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 584564 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს თ----------–----–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს;

§ მ--–---------------ის მანქანიდან აღებული სისხლის ნიმუში, ქამრის ჩამკეტთან ერთად, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 364742 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ კ-------------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, N0309074 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ რ--------------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, N0309073 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ ა-----–-----–-----ისგან აღებული ხელის ანაწმენდების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 365036 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ ა-----–-----–-----ისგან აღებული ფრჩხილების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI365037 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ კ-------------–---–ისგან აღებული ხელის ანაწმენდის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 364739 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ რ--------------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული 1 პაკეტად, N0268802 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს რ--------------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

§ კ-------------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული 1 პაკეტად, N0268803 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს კ-------------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

§ მ--–--------------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული 1 პაკეტად, N0240733 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მ--–--------------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

§ ა-----–-----–-----ისგან აღებული სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის N2 ბეჭდიანი ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ კ-------------–---–ისგან აღებული ფრჩხილის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI364740ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ მ--–--------------–---–ისგან აღებული ხელის ანაწმენდების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 364737 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ მ--–--------------–---–ისგან აღებული ფრჩხილების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 364738 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ მ--–--------------–---–ისგან აღებული სახის ანაწმენდების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 364736 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ მ--–--------------–---–ისგან აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 584796 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ კ-------------–---–ისგან აღებული სახის ანაწმენდების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 364734 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ კ-------------–---–ისგან აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 584797 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ რ--------------–---–ისგან აღებული ხელის ანაწმენდების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 364733 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ რ--------------–---–ისგან აღებული ფრჩხილების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 364732 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ რ--------------–---–ისგან აღებული სახის ანაწმენდების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 364731 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ რ--------------–---–ისგან აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 584565 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ამოღებული გ--------------ის ტანსაცმელი დალუქული 2 პაკეტად, N0292549 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

§ გ--------------ის გვამიდან აღებული სახის, ხელების და ჭრილობის ანაწმენდების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, N0307273 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში -განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ გ--------------ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI0309075 ლუქით, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

§ გ--------------ის გვამიდან აღებულით მის და ფრჩხილების ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, N0307279 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ თ----------–----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ცალი ოც ლარიანი, ერთი ცალი ათ ლარიანი და ხუთი ცალი 5 ლარიანი კუპიურა, დალუქული 1 პაკეტად, N2 ბეჭდიანი ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ თ----------–----–---–ის ნდობით აღჭურველ პირს;

§ თიანეთის ჯანდაცვის ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ CD დისკზე, დალუქული 01 პაკეტად, N2 ბეჭდიანი ლუქით, დართული ამ სისხლის სამართლის საქმეზე - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

§ თ----------–----–---–ისგან აღებული ხელების ანაბეჭდების ნიმუშები, დალუქული 01 პაკეტად, N FCI584369 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ თ----------–----–---–ის სახიდან ანაწმენდების ნიმუშები, დალუქული 1 პაკეტად, NFCI365035 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ თ----------–----–---–ისგან აღებული ხელის ანაწმენდების ნიმუშები, დალუქული 01 პაკეტად, NFCI365085 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ თ----------–----–---–ისგან აღებული თმის ნიმუშები, დალუქული 1 პაკეტად, NFCI365086 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ დეპარტამენტს;

§ თ----------–----–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული 1 პაკეტად, N0292550 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ თ----------–----–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს;

§ თ----------–----–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, NFCI0309075 ლუქით, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

§ იუ-------–-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თ----------–----–---–ის კუთვნილი ერთი ტაბლეტი, დალუქული 01 პაკეტად, NFCD653697 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს გუ–----–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს;

§ იუ-------–-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თ----------–----–---–ის კუთვნილი ზურგჩანთა, მასში არსებული ტანსაცმლით, დალუქული 1 პაკეტად, N0266544 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ თ----------–----–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს;

§ იუ-------–-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად თ----------–----–---–ის ჩანთიდან ამოღებული მცენარეული მასა, დალუქული 1 პაკეტად, NFCD0306458 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ თ----------–----–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს;

§ გ--------------ის პირადი ნივთები, დალუქული 1 პაკეტად, N0307276 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: მურმან ისაევი

 

მანუჩარ კაპანაძე