განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2018
საქმის ნომერი
200100115973070
ინსტანცია
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200100115973070 - 1ბ/527-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

4 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - შ------------

 

მსჯავრდებული: რ----------–-–---–ი (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–------------–-----------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებული: გ-------–----ე (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–------------–-----------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებული: გ----------–----ე (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1--- წლის 1--------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–------------–-----------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებული: გ---------------–---–ი (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–------------–-----------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

ადვოკატი - მ--–--------–------–---–ი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა რ----------–-–---–მა, გ-------–----ემ, გ----------–----ემ, გ---------------–---–მა, მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--–--------–------–---–მა და ითხოვეს გამამტუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთა მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

განაჩენი ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა გ---------------–---–მა, გ-------–----ემ, გ----------–----ემ, მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ------------–--ემ და ი----------–--ემ და ითხოვეს მსჯავრდებულთა მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო სასამართლოში, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ------------ს მიერ, ზემდგომი პროკურორის ი-----–---------ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა მსჯავრდებულებთან რ----------–-–---–თან, გ---------------–---–სა და გ----------–----ესთან 2018 წლის 4 ივნისს მიღწეული საპროცესო შეთანხმების ოქმები და ითხოვეს მისი დამტკიცება.

 

სააპელაციო სასამარათლოში საქმის განხილვის დროს, მსჯვრდებულმა გ-------–----ემ თავი დამნაშავედ სცნო და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2015 წლის 6 მაისს ღამის 00:40 საათზე შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორები ი-----–-----------–---–ი და შ--–---–--–----–-–---–ი აწარმოებდნენ შემოვლას თელავის რაიონის სოფელ კ-------ში. შემოვლის დროს ი-----–-----------–---–მა და შ--–---–--–----–-–---–მა საქართველოს ასკ 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დააკავეს ამავე სოფელში მცხოვრები დ----------------–---–ი. რ----------–-–---–ი, გ----------–----ე, გ-------–----ე და გ---------------–---–ი ძალადობითა და ძალადობის მუქარით შეეცადნენ, გაეთავისუფლებინათ დაკავებული დ----------------–---–ი. მათ პოლიციის მუშაკებს შეაწყვეტინეს საქმიანობა და არ მისცეს საშუალება ი-----–-----------–---–სა და შ--–---–--–----–-–---–ს, დაკავებული კანონით დადგენილი მოქმედებების შესასრულებლად გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში. რ----------–-–---–ის, გ----------–----ის, გ-------–----ისა და გ---------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი-----–-----------–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად მარჯვენა მუხლისა და მარჯვენა ლავიწის არეში, ხოლო შ--–---–--–----–-–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად მარცხენა მხრის არეში.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: პირველის ინტსნაციის სასამართლოშ გამოკვლეული მტკიცებულებბეით - მოწმეების ი-----–-----------–---–ის, შ--–---–--–----–-–---–ის, ა-–---------------–ის, ნ-----–------------–--ის, ჩვენებებით და ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულების გ----------–----ის, გ-------–----ის, რ----------–-–---–ის, და გ---------------–---–ის მიერ წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გ-------–----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და მსჯავრდებულ გ-------–----ეს ისე განუსაზღვრა მოცმული მუხლისათვის დადგენილი მინიმალური სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი, გ-------–----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, გ-------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

 

წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმებით, გ---------------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

რ----------–-–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გ----------–----ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

პალატამ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულთა მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია, ისინი ბნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს და მიღწეულია მსჯავრდებულების მხრიდან მათი ადვოკატისაგან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულები გ----------–----ე, რ----------–-–---–ი და გ---------------–---–ი სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.

 

შუამდგომლობა სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატას მიაჩნია, რომ გ----------–----ემ, გ-------–----ემ, რ----------–-–---–მა და გ---------------–---–მა ჩაიდინეს პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

ნივთმტკიცებისა და სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შ--–---–--–----–-–---–ისა და ი-----–-----------–---–ის მაისურები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გი--------------–---–-ს, გ----------–----ის, გ-------–----ისა და რ----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

პირობით მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ-------–----ის და მისი ინტერსების დამცველი ადვოკატის მ--–--------–------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

გ-------–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლები აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ-------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 6 მაისიდან 2015 წლის 9 მაისის ჩათვლით.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენში გ----------–----ის, გ---------------–---–ის და რ----------–-–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორ შ------------ს და მსჯავრდებულ რ----------–-–---–ს შორის.

 

დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორ შ------------ს და მსჯავრდებულ გ----------–----ეს შორის.

 

დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორ შ------------ს და მსჯავრდებულ გ---------------–---–ს შორის.

 

გ---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის დრო - 2015 წლის 6 მაისიდან 2015 წლის 9 მაისის ჩათვლით, ასევე 2018 წლის 29 მარტიდან 2018 წლის 4 ივნისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას გ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 მაისის განჩინებით 8000 (რვა ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ გ---------------–---–ის (პირადი №2----------), დ----------------–---–ის (პირადი №2----------), ნ-----–----------–---–ის (პირადი №2----------) და ნ------------–---–ის (პირადი №2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N5-----------.

 

რ----------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ რ----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის დრო - 2015 წლის 6 მაისიდან 2015 წლის 9 მაისის ჩათვლით, ასევე 2018 წლის 29 მარტიდან 2018 წლის 4 ივნისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გ----------–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ----------–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის დრო - 2015 წლის 6 მაისიდან 2015 წლის 9 მაისის ჩათვლით, ასევე 2018 წლის 29 მარტიდან 2018 წლის 4 ივნისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ----------–----ის, გ-------–----ისა და რ----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას გ----------–----ის, გ-------–----ისა და რ----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განჩინებით 8000 (რვა ათასი) - 8000 (რვა ათასი) - 8000 (რვა ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ლ------------ის (პირადი №2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N5-----------.

 

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შ--–---–--–----–-–---–ისა და ი-----–-----------–---–ის მაისურები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი გ-------–----ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი გ----------–----ის, გ---------------–---–ის, რ----------–-–---–ის მიმართ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი