განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118-02336779
(1/ბ-264-18წ)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ფ-----------------------–-----ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 1- დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, მცხოვრები: ქ. ბ------ი, ფ------------–--–ის გამზირი №3--, ბინა №56 ;
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ფ-----------–-----ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დამცირება, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 02 თებერვლიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში, ქ. ბ------ი, ფ------------–--–ის გამზირი №3---ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ფ-----------–-----ე, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლე მ-----–--------–--ეს, ალკოჰოლური სასმელების მიღებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკურად ძალადობდა და სისტემატიურ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა მ-----–--------–--ის ფიზიკურ ტკივილს და დამცირებას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით ფ-----------–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ფ-----------–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით ხარძეიშვილი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ფ-----------–-----ის მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელის დანიშვნას მაქსიმალური ვადით. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღო. კ-–-----ის პიროვნება, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიმართ დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ დამტკიცებული იყო შემაკავებელი ორდერი. მოსამართლემ მოცემული დანაშაულის ხასითიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დანაშაულით გამოწვეული მძიმე შედეგები, კერძოდ ის რომ მისი არასრლწლოვანი შვილები არიან მოწმეები იმისა თუ როგორ აყენებდა ფ----–----ე მეუღლეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას სისტემატიურად. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ფ-----------–-----ი მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ფ-----------–-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ-----–--------–--ის ჩვენებით; მოწმეთა ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ფ-----------–-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ფ-----------–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის დავით ხარძეიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ფ-----------–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ფ-----------–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა ა------ კ-–-----ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას მდებარე ბ------ი, ს----ის ქ. N10 - საკადასტრო კოდი №------------.
ფ-----------–-----ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე