განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2018
საქმის ნომერი
020100118002270909
ინსტანცია
თარიღი
04.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002270909

(1/ბ-172-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ივნისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორ _ მარიამ ქორიძის,ადვოკატ- დემურ სოტკილავას,მსჯავრდებულ - დ------------–---–-ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----------–------------–---–-ას მიმართ, პირადი №5----------, დაბადებული 1--- წლის 10 თ--------–-, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: წ--–-------, ს-------ს ქუჩა №21,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

დ------------–---–-ას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში; ასევე, განსაცდელში მიტოვება, ე.ი. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე დ------------–---–-ა გადაადგილდებოდა ქ. წ--–-------ში, წ-------------- ქუჩაზე მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ოპელ ასტრა’’ს მარკის, სახელმწიფო ნომრით B------ ავტომობილით, რა დროსაც, დ-------------–---–--მ, იმყოფებოდა რა მთვრალ მდგომარეობაში, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, კერძოდ ვერ გაითვალისწინა ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით და შეეჯახა სავალი ნაწილის დასასრულს ქვეითად მიმავალ გ---------------ს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო გ---------------მ.

დ------------–---–-ას, რომელსაც ევალებოდა დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, ავტომობილით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და მიატოვა დაზარალებული განსაცდელში, რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით დ------------–---–-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

დ------------–---–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276ე მუხლის მე4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამორთმევა საქმიანობის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

დ------------–---–-ას ძირითადი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან. დამატებითი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და გავრცელდა ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.

დ------------–---–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ: მოხდა ნივთმტკიცება ,,ოპელ ასტრა’’ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრით B------ საპროცესო კონფისკაცია; დ------------–---–-ას ტანსაცმელი დაუბრუნდა ბრალდებულ დ------------–---–-ას ოჯახს; შუშის ნამსხვრევები, სისხლის მაგვარი ლაქები განადგურდა; გ---------------ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბუნდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ქორიძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენში და დ------------–---–-ას საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით დამნაშავედ ცნობას და სასჯელის სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი დ--------–---–--ს სსკ-ის 128-ე მუხლით გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. გამამართლებელი განაჩენის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს, რასაც ბრალდების მხარე ვერ დაეთანხმება, ვინაიდან სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული განმარტება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საგზაო შემთხვევის განვითარებას არ ჰყოლია თვითმხილველი, მხოლოდ და მხოლოდ შეჯახების ხმაზე შემთხვევის ადგილისაკენ თავდაპირველად გაემართნენ რ----–-------------ი და დ--------------ი, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მათ უშუალოდ არ დაუფიქსირებიათ, თუ რა სიჩქარით განაგრძო სვლა ავტომანქანამ. ამასთან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მას შემდეგ რაც მოხდა საგზაო შემთხვევა პოლიციელ ს-------------ს დევნის შედეგად იქნა შეჩერებული მსჯავრდებული დ------------–---–-ა. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას მსჯავრდებულის ძლიერ ნასვამობასთან დაკავშირებით და რომ სწორედ ძლიერი ნასვამობის გამო ვერ შეძლებდა აღნიშნული პიროვნება შეჯახების აღქმას არ უნდა იქნას გაზიარებული, ვიანიადან საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირები ცალსახად აცხადებენ, რომ შეჯახებას ჰქონდა ძლიერი ხმა, ამასთან როგორც ირკვევა ავტომანქანას, რომლითაც განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება დ------------–---–-ამ აღენიშნებოდა დაზიენებები, კერძოდ, დაზიანებული იყო წინა საქარე მინა, ავტომობილის ძრავის სახურავი, წინა სანომრე ნიშანი, ასევე ჩამსხვრეული იყო წინა მარჯვენა მაშუქი და მოხვევის მაჩვენებელი. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, გამორიცხულია მსჯავრდებულს მსგავსი შეჯახება ვერ ეგრძნო. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, დგინდება, რომ დ------------–---–-ა შეეჯახა ქვეითად მოსიარულე პირს და ნაცვლად იმისა, რომ ეზრუნა დაზარალებულზე, იგი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ დ------------–---–-ას ინტერესების დამცველი ადვოკატი დემურ სოტკილავა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანას და დ------------–---–-ას მიმართ მინიმალური სასჯელის 4 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, ასევე ითხოვს ნივთმტკიცებად ცნობილი ,,ოპელ ასტრას” მარკის ავტომობილის მფლობელისათვის დაბრუნებას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დ--------–---–--ს გააჩნია მძიმე ჯანმრთელობის, ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა. არ არის ნასამართლევი. საქმეში დაზარალებულად ცნობილ, მოწმის სახით დაკითხულ აწ/ გარდაცვლილ გ---------------ს სიცოცხლეში დ------------–---–-ას მიმართ არანაირი სახის პრეტენზია არ ჰქონია, გამომდინარე იქედან, რომ დაზიანების მიყენებისა და საავადმყოფოში მკურნალობის პერიოდში, მსჯავრდებული ფინანსურად გვერდში დაუდგა. დ--------–---–--ს გარდაცვლილი ყავს 25 წლის ვაჟი, რომლის სასაფლაოზეც იმყოფებოდა და მიირთვა სასმელი. ჰყავს მეუღლე და სტუდენტი ქალიშვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი არის თავად. ასევე აღსანიშნავია, რომ ავტო-სატრანსპორტო საშუალება გახლდათ მისი ოჯახის რჩენის ერთ-ერთი წყარო.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ზუგდიდის რაიონულ პროკურატურის პროკურორს მარიამ ქორიძეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ დ------------–---–-ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დემურ სოტკილავას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ------------–---–-ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ---------------ს ჩვენებით, მოწმეების - რ----–-------------, მ------------–---–-ას, ლ----------–-----ას, დ-----------------ის, ლ---–-------–-–---–ის, ს-------------ს, ლ---------------ას ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ტრასოლოგიურ და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ქიმიურტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

რაც შეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას დ------------–---–-ას საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის ნაწილში სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ამ ნაწილში ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე.

განსაცდელში მიტოვება საფრთხის შემქმნელი დელიქტია და ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დაუხმარებლობას იმის მიერ, ვისაც ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება. კონკრეტული ქმედების ჩასადენად აუცილებელია რომ ქმედების ჩამდენ პირს რეალური შესაძლებლობა ჰქონდეს მიიღოს ზომები ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ-----–---–-ა შემთხვევის ადგილზე არ გაჩერებულა, ის მოშორებით შეაჩერეს, დადგენილია ისიც, რომ ქმედებას თვითმხილველი მოწმეები არ ყავს ვინც უშუალოდ დაადასტურებდა იმას, რომ კ-----–---–-ამ გააცნობიერა ჩადენილი ქმედების შედეგი და მაინც განაგრძო სვლა. ბრალეულობის დადგენა, მხოლოდ იმ მოტივით, რომ იყო დიდი ხმაური და კ-----–---–-ა აუცილებლად აღიქვამდა ჩადენილ ქმედებას, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პროკურორის ვარაუდს.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ დ------------–---–-ას მიმართ ,,ოპელ ასტრა’’ს მარკის ავტომობილის სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში და მიაჩნია რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც სსკ-ის 52-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელის -ქონების ჩამორთმევის კონსტიტუციურობა დაადასტურა, თუმცა განიმარტა, რომ ქონების ჩამორთმევა პროპორციულ საშუალებად რომ ჩაითვალოს, უნდა დადასტურდეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად არის შესაფასებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საეჭვო გახდება საკუთრების უფლებაში ჩარევის მართლზომიერება.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოც მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევის დასაშვებობა, თავისთავად არ ნიშნავს ჩარევის თანაზომიერებას. ჩარევა თანაზომიერად რომ შეფასდეს, გასათვალისწინებელია ის გარანტიები, რომელიც მესაკუთრეს იცავს. დანაშაულის საგნის ჩამორთმევა საზოგადოებრივ საჭიროებას მაშინ წარმოადგენს, როცა საგნის უკანონო ფლობას აქვს ადგილი ან არსებობს იმის საშიშროება რომ საგანი კვლავ იქნეს გამოყენებული სამართალდარღვევის ჩასადენად. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩამოსართმევი საგანი არის თუ არა საფრთხის წყარო, არის თუ არა იგი თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული, თუ დასახელებული გარემოებები არ არსებობს და ისე ხდება ქონების ჩამორთმევა, მაშინ ამ დამატებითი სასჯელის პროპორციულობის საკითხი მოკლებულია სამართლიანობას.

სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე- Ismailov v. Russia, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის გადალახვისას ქვეყანაში ფარულად შეტანილი ნაღდი ფულის ჩამორთმევა, მისი კანონიერი წარმოშობიდან გამომდინარე- არაპროპორციულ ზომად მიიჩნია. თუმცა ეს ფული რომ „დანაშაულის იარაღს“ წარმოადგენდა, არც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უარყვია.

მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კანონიერი გზით შეძენილი, თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი ავტომანქანის ჩამორთმევა არ წამოადგენს თანაზომიერ, პროპორციულ ზომას ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში, იმდენად რამდენადაც ამ ზომას არ შეიძლება ჰქონდეს მსჯავრდებულისათვის დანაშაულის ჩადენის სურვილის დაკარგვის ეფექტი (in personam), ამ საშუალების გაუვნებელყოფა ვერ გააქრობს საზოგადოებისათვის პოტენციურ საფრთხეს (im rem). არ შეიძლება ავტომანქანის ჩამორთმევას ისეთივე შედეგი ჰქონდეს საზოგადოების უსაფრთხოებისათვის და ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებული ნივთების, მაგ. იარაღის ან ნარკოტიკის ჩამორთმევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ნივთმტკიცებად ცნობილი ,,ოპელ ასტრა’’ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით B------ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ამასთან, პალატა დ------------–---–-ას მიმართ სასჯელის შემსუბუქებისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედების ჩადენის ხერხს, მსჯავრდებულის პიროვნებას (აღიარა შერაცხული დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მსჯავრდებულ დ------------–---–-ას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით შეუმცირდეს 01 წლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მარიამ ქორიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ დ------------–---–-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის დემურ სოტკილავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულ დ------------–---–-ას მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დ------------–---–-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

დ------------–---–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276ე მუხლის მე4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 03 წლის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

დ------------–---–-ას ძირითადი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან. დამატებითი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

დ------------–---–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 იანვრის №---------------------------- განჩინებით 6000 ლ----- ფარგლებში დაყადაღებულ, დ------------–---–-ას და ლ-----ა კ-----–---–-ას კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე წ--–-------, ს-------ს ქ. N23-ში (საკადასტრო კოდი 4-----------), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები:

- ,,ოპელ ასტრა’’ს მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით B------ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

- დ------------–---–-ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს დ------------–---–-ას ოჯახს;

- შუშის ნამსხვრევები და სისხლისმაგვარი ლაქები განადგურდეს;

- გ---------------ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე