განაჩენი

სისხლის სამართლის 08.06.2018
საქმის ნომერი
110100118002251968
ინსტანცია
თარიღი
08.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002251968

(1/ბ-278-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----------------------------ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 27 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზ----------ის რაიონი, სოფელი პ------–-------ი;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი------------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1986 წლიდან დ--------------------ე ქორწინებაში იმყოფება ი------------------სთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ სამი შვილი. 2017 წლის პირველ დეკემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ზ----------ის რაიონის სოფელ პირველ სვირში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ი------------------მ, განაწყენების ნიადაგზე, ხელი დაარტყა თავის არეში დ--------------------ეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც დ---------------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით ი------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ი----- კ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

 

ი----- კ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 1 დეკემბრიდან, 2017 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით;

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზ----------ის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ნიქაბაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ი----- კ----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და საშიშროება, ის, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტი ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, არსებობს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი, რომლის აღსაკვეთად აუცილებელია მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც გახდებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მყარი გარანტი. დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი----- კ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი----- კ----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის - დ--------------------ის ჩვენებით, მოწმეების - თ----- კ----------ის, ნ--–- კ----------ის, შ-----------–-–---–ის, მ------------------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ი----- კ----------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ი----- კ----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზ----------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვახტანგ ნიქაბაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ი------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ი----- კ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება- შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

 

ი----- კ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 1 დეკემბრიდან, 2017 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ი------------------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სსიპ 112-დან გადმოგზავნილი შეტყობინების აუდი ჩანაწერი „CD“ დისკზე, რომელიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე