განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100116001394092
საქმე №1/ბ 39-18
g ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: გერონტი კახეთელიძე
ვეფხია ლომიძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: დ-------------ე
ადვოკატის: მ------------–--ის
მსჯავრდებულის: გ------–----------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ------–----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------–----------ის მიმართ, დაბადებული - 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–----------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, გ------–----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა)წლის ვადით.
გ------–----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: შპს ,,ს-----ის“ დამფუძნებელმა (20 % წილით) გ------–----------ემ განიზრახა ამავე საზოგადოების თანადამფუძნებლის შ--–-------–---–ის (60 % წილით) ფინანსებით შეძენილი ტკბილეულის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხისა და რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საქონლის დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გ------–----------ემ 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის თებერვლამდე პერიოდში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს ,,ს-----ის“ მეშვეობით რეალიზებული პროდუქციიდან ამონაგები ფულადი თანხა 36 149 ლარი და 44 006.63 ლარის ღირებულების პროდუქცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ------–----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------------–--ემ, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცლვად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, 2018 წლის 12 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დ-------------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ გ------–----------ის მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ გ------–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-43-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5 000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით და 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა გ------–----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------------–--ემ.
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული გ------–----------ე ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულ გ------–----------ეს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ------–----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, გ---------------–---–ის, კ-----–----------ის, ს-------------ის, ე-------------------ის, ო----------–---–ის, თ----------------–--ის, დ---------–-–---–ის, ზ------------–---–ის, ა-----------–---–ის, გ-----–-------ის, ვ----–---------ის, დ---------–-------–---–ის, რ------------------ის, თ-----------–------ის, მ-----------–---–ის, ბ-------------------ს, შ--–-------–---–ის, დ-------–------ისა და დ--------------–---–ის დაკითხის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით თანდართული დოკუმენტაციით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ გ------–---------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ დ-------------ეს და მსჯავრდებულ გ------–----------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენში გ------–----------ის მიმართ შევიდეს ცვლილება;
3. გ------–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი)წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-43-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი)ლარის ოდენობით და 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ------–----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 8 დეკემბრიდან 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
5. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ გ------–----------ის ყოფაქცევაზე და დახმარებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: გ. კახეთელიძე
ვ. ლომიძე