განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100118002339085
საქმე №1ბ/624-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვ--–-------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 1------------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, განქორწინებულის, საშუალო განათლებით, ნ----------–----------------, უ---–------, მცხოვრების: მ–------------------------–--–--------------–---------–----------------, ბინა N----ში, ამჟამად პატიმრის, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით:
ვ--–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რომლიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღვეთა 1 (ერთი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცადელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ვ--–------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 9 დეკემბერს, დაახლოვებით 15:30 საათზე, ვ--–------------–---–მა, მ–------------------------–-–--------------–--------–---–-, ქუჩა N--, ბინა N----ში, ფ-------------–-–---–-- საცხოვრებელ სახლში, მის ყოფილ მეუღლეს თ------------ს მუშტი დაარტყა სახის, ცხვირის და შუბლის არეში, ხოლო შემდეგ მეორე ხელის მუშტი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც თ------------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–--–--–----, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. აპელანტის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა მისი ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასჯელის დამამძიმებელი გარემოებაა, არ იქნა გაათვალისწინებული დანაშაულის სპეციფიკა, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ყოფა-ქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ, კერძოდ მას, არც კი უცდია დაზარალებულთან შერიგება. ამასთან, 2016 წელს ორჯერ განახორციელა ძალადობა თ------------ზე. მის მიმართ სასამართლომ ერთხელ უკვე გამოიყენა შეღავათი და 2016 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაუთვალა პირობითად, მაგრამ გამოსაცდელი ვადის გასვლიდან მალევე ვ--–------------–---–მა უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ვ--–------------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის და ვერ ჩაითვლება მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
მსჯავრდებულ ვ--–------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----------–---მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ თ------------ის ჩვენება, მოწმეების: ფ-------------–-–---–---------------–---–---------------------- ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ ვ--–------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად უნდა ჩაითვალოს დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან. პალატას მიიჩნია, რომ სასჯელი არის როგორც მისი პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულების თანაზომიერი, პროპორციული და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მისი გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ვ--–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღვეთა 1 (ერთი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
ვ--–------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 დეკემბრიდან.
ვ--–------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ვ--–------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება:
,,CD’’ დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე