განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
330100117001997761
ინსტანცია
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001997761

საქმე №1/ბ-404-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ივნისი 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნი----–------–-ს,მსჯავრდებულ: ბე----------–-–---–-ს,მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბე----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბე----------–-–---–-ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, მცხოვრების: ა-------–-------------------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ექვსი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 26 იანვრის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 27 იანვრის ეპიზოდი);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით ბე----------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) თითოეული ეპიზოდისათვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) თითოეული ეპიზოდისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სხვა ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და ბ-----------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და ბ-----------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ბ-----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 ივნისიდან.

 

ბ-----------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა 1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (ორი ეპიზოდი); 2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ექვსი ეპიზოდი); 3. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (2017 წლის 26 იანვრის ეპიზოდი); 4. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (2017 წლის 27 იანვრის ეპიზოდი).

 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 30 დეკემბერს, ქ------–--–---–---------------ში განთავსებულ ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, რომლის ,,i.p.” მისამართია 3----------- ბე----------–-–---–-ა მა------------ს პირადი მონაცემების გამოყენებით შპს ,,ფ-------–---------------------ს’’ ვებგვერდზე ,,m-----------ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მა------------ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შედეგადაც გადმორიცხულ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2017 წლის 4 იანვარს ქ.------–--–---–---------------ში განთავსებულ ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, რომლის ,,i.p.” მისამართია 3----------- ბე----------–-–---–-ა მა------------ს პირადი მონაცემების გამოყენებით შპს ,,ა-–-----------------------ს” ვებგვერდზე ,,a-------------ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მა------------ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შედეგადაც გადმორიცხულ ფულად თანხას 450 ლარის ოდენობით თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2017 წლის 4 იანვარს, ქ-------–--–---–--------------ში განთავსებულ ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, რომლის ,,i.p.” მისამართია 3----------- ბე----------–-–---–-ა მა------------ს პირადი მონაცემების გამოყენებით შპს ,,ფ-----------ს’’ ვებ. გვერდზე ,,1---------ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მა------------ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შედეგადაც გადმორიცხულ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2017 წლის 5 იანვარს, ქ.------–--–---–---------------ში განთავსებულ ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, რომლის ,,i.p.“ მისამართია 3----------- ბე----------–-–---–-ა მა------------ს პირადი მონაცემების გამოყენებით შპს ,,ბ------------ს“ ვებგვერდზე ,,a--------ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მა------------ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შედეგადაც გადმორიცხულ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2017 წლის 6 იანვარს, ქ-------–--–---–----------------ში განთავსებულ ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, რომლის ,,i.p.“ მისამართია 3----------- ბე----------–-–---–-ა მა------------ს პირადი მონაცემების გამოყენებით სს ,,ზ-------------ს’’ ვებგვერდზე ,,z------------ზე’’რეგისტრაცია გაიარა და მა------------ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შედეგადაც გადმორიცხულ ფულად თანხას 700 ლარის ოდენობით თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2017 წლის 9 იანვარს, ქ.------–--–---–---------------ში განთავსებულ ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერული მონაცემების საშუალებით, რომლის ,,i.p.“ მისამართია 3----------- ბე----------–-–---–-ა მა------------ს პირადი მონაცემების გამოყენებით შპს ,,ს-------------ს’’ ვებგვერდზე ,,s-------------ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მა------------ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შედეგადაც გადმორიცხულ ფულად თანხას 150 ლარის ოდენობით თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2017 წლის 9 იანვარს ქ.------–--–---–---------------ში განთავსებულ ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, რომლის ,,i.p.“ მისამართია 3----------- ბე----------–-–---–-ა მა------------ს პირადი მონაცემების გამოყენებით შპს ,,ქ--------------------ს’’ ვებგვერდზე რეგისტრაცია გაიარა და მა------------ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შედეგადაც გადმორიცხულ ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2017 წლის 10 იანვარს, ქ-------–--–--–---------------ში განთავსებულ ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერული მონაცემების საშუალებით, რომლის ,,i.p.“ მისამართია 3----------- ბე----------–-–---–-ა მა------------ს პირადი მონაცემების გამოყენებით შპს ,,ვ----------------ს’’ ვებგვერდზე ,,W--------- ზე’’რეგისტრაცია გაიარა და მა------------ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შედეგადაც გადმორიცხულ ფულად თანხას 150 ლარის ოდენობით თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

2017 წლის 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბე----------–-–---–- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის გაასამართლა და სასჯელის ზომად ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით განუსაზღვრა.

 

2017 წლის 26 იანვარს, ბე----------–-–---–- ლი--------–-–--–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა შპს ,,ქ--------------------ს’’ კუთვნილ ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით, რითაც კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2017 წლის 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ-----------–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის გაასამართლა და სასჯელის ზომად ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.

 

2017 წლის 27 იანვარს, ქ.------–--–---–---------------ში განთავსებულ ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, რომლის ,,i.p.“ მისამართია 3----------- ბე----------–-–---–-ა მა------------ს პირადი მონაცემების გამოყენებით შპს ,,4--------ს’’ ვებგვერდზე ,,v--------ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მა------------ს სახელით სესხის ხელშეკრულება მოტყუებით გაფორმა, რის შედეგადაც გადმორიცხულ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბე----------–-–---–-ა, რომელმაც მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენის გაუქმება უსაფუძვლობის გამო და მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ბ-----------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიეცა 5 დღის ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად. მსჯავრდებულმა ბე----------–-–---–-ა 2018 წლის 7 მაისს, შეავსო სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზი.

 

მსჯავრდებულმა მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 26 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, იმ საფუძვლით, რომ 2017 წლის 27 იანვრის ეპიზოდთან დაკავშირებით სესხის აღება იცოდა დაზარალებულმა და მოხდა მისი თანხმობით, ხოლო 2017 წლის 26 იავნრის ეპიზოდს საფუძვლად დაედო ერთადერთი მტკიცებულება სმს მიმოწერის სახით მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის, რომელიც მსჯავრდებულის დაკითხვის დროს მის ტელეფონიდან გამომძიებელმა მიწერა დაზარალებულს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბე----------–-–---–-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ბე----------–-–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: დაზარალებულების - მა------------სა და ლი--------–-–---–-ს, დაზარალებულების წარმომადგენლების - ნი---------ს, სა-–---------–---ს, გი--------------–----ს, სო-----–-------ს, რა--------------ს, ირ---–--------------ს, თე--------–---------------------------------------------------–-------------------------------------------–-------–-–-----–-----------–--–-------–---–--–---–-- გამოკითხვის ოქმებით, 2017 წლის 6 მაისის მაია ფრუიძესთან დოკუმენტების დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 17 მაისის სს ,,ლ------------------’’ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან (შპს ,,ფ-------–----------’’, შპს ,,ს-------------’’, შპს ,,ა-–-----------------------’’, შპს ,,ბ------------’’, შპს ,,ფ----------------’’, შპს ,,4----------’’, შპს ,,ფ-----------’’, შპს ,,ქ--------------------’’) ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით და გამოთხოვილი ინფორმაციით, 2017 წლის 18 მაისის სს ,,ლ------------------’’ მა------------ს კუთვნილი ანგარიშის ამონაწერის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 24 მაისის მა------------ს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქიდან’’ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის დათვალიერების ოქმებით, 2017 წლის 24 მაისის სს ,,ლ--------------ს’’ თანხების განაღდების ამსახველი ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), 2017 წლის 15 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერებისა და სს ,,სა---------–---------დან’’ გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმებით, 2017 წლის 19 მაისის ოქმებს შპს ,,ს--–------დან’’ და შპს ,,მ----------დან’’ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და შესაბამისი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის განაჩენით, დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ, ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალება ამ დროს არის მოტყუება, რომლის დახმარებითაც ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში და მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს. ამასთან, თაღლითობა განზრახი დანაშაულია და დამნაშავეს წინასწარ აქვს გაცნობიერებული მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი.

 

მოტყუება - ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ, ისე პასიურ ქმედებაში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევაში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი და სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.

 

მსჯავრდებულ ბე----------–-–---–-ს არგუმენტებს, რომ მას თაღლითობა არ ჩაუდენია და 2017 წლის 27 იანვრის ეპიზოდთან დაკავშირებით სესხის აღება, რის შესახებ ცნობილი იყო დაზარალებულისთვის მოხდა მისივე თანხმობით, ხოლო 2017 წლის 26 იავნრის ეპიზოდს საფუძვლად დაედო ერთადერთი მტკიცებულება, მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის მიმოწერა, რომელიც მსჯავრდებულის დაკითხვის დროს მისი ტელეფონიდან გამომძიებელმა მიწერა დაზარალებულს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის პოზიცია ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ, დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებს და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბე----------–-–---–-ს მიერ მოტყუებით, დაზარალებულების - მა------------ს და ლი--------–-–---–-ს ნებართვის გარეშე მათი პირადი მონაცემების გამოყენებით რეგისტრაცია სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების ვებგვერდებზე და მოტყუებით სესხის ელექტრონული ხელშეკრულებების გაფორმება, რის შედეგადაც აღნიშნულ ორგანიზაციებს მიადგათ მატერიალური ზიანი.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულების: მა------------ს და ლი--------–-–---–-ს ჩვენებები, საქმეში არსებული 2017 წლის 17 მაისის სს ,,ლ------------------’’ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და და გამოთხოვილი ინფორმაცია, 2017 წლის 18 მაისის სს ,,ლ------------------’’ მა------------ს კუთვნილი ანგარიშის ამონაწერის დათვალიერების ოქმი, 2017 წლის 24 მაისის მა------------ს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქიდან’’ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის დათვალიერების ოქმები, 2017 წლის 24 მაისის სს ,,ლ--------------ს’’ თანხების განაღდების ამსახველი ვიდეომასალის დათვალიერების ოქმი (თანდართული ფოტოცხრილით), 2017 წლის 15 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერებისა და სს ,,სა---------–---------დან’’ გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმები ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას წარმოადგენენ, რაც აშკარად უთითებს ბე----------–-–---–-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენაზე და რომლებიც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ბე----------–-–---–-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ბე----------–-–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ექვსი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (2017 წლის 26 იანვრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (2017 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ბე----------–-–---–-ა სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულებს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და ისე განუსაზღვრა მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ბე----------–-–---–-სთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბე----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ბე----------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) თითოეული ეპიზოდისათვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) თითოეული ეპიზოდისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს სხვა ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და ბ-----------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და ბ-----------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ბ-----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 22 ივნისიდან.

 

ბე----------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ორი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი