განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
340100117002146571
ინსტანცია
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100117002146571

საქმე №1ბ/609-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თ------–---–---ის მიმართ, დაბადებულის 19-- წლის 7------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, ნ----------–----, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ---------–-------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ყ------–--------------------–-–-–------------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით:

თ------–---–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით თ------–---–---ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი. საბოლოოდ, თ------–---–---ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.

 

თ------–---–---ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

ყ-----–--------------------–-–-–------------–- მცხოვრებ თ-------–---–----ს 2017 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა მეუღლე - მ--------------–---–თან და მას არასრულწლოვანი შვილების - დ------------–-----–---–-------- თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც თავისა და წელის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ასევე მკლავებზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც მ--------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ 2017 წლის აგვისტოს თვიდან თ-------–---–---- სისტემატიურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის - მ--------------–---–ის მიმართ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–---–მა და ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და თ------–---–---ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მის პიროვნებას, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა მისი ოჯახის წევრის მიმართ, თანაც მსხვერპლის არასრულწლოვანი წევრების, შვილების თანდასწრებით, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასჯელის დამამძიმებელი გარემოებაა, არ იქნა გათვალისწინებული, რომ თ------–---–---ე ნასამართლევია განზრახი ძალადობრივი ხასიათის (საქართველოს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით) დანაშაულის ჩადენისათვის და ამჟამად პირობით მსჯავრდებულია, დაზარალებულს მის მიმართ გააჩნია პრეტენზია, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოითხოვენ უზრუნველყოფილ იქნეს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა და აღიკვეთოს ძალადობა მისი დედის მიმართ, ოჯახში ძალადობის მიმართ სახელმწიფოს მკაცრი და ხისტი პოლიტიკა აქვს, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ მ--------------–---–ის, მოწმეების - ნ-----------–-–---–-------------------–-–---–---------–---–-------–---–-- ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა მხედველობაში იღებს, რომ თ------–---–---ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა, იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და პირობით მსჯავრდებულია, პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია. ამასთან, პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მძიმე ოჯახურ პირობებს. იმ ფაქტს, რომ იგი არის ხუთი შვილის მამა, თავისი შრომით ინახავდა ოჯახს, მისი საპატიმროში ხანგრძლივი დროით ყოფნა უარყოფითად აისახება მის არასრულწლოვან შვილებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ არ ჩათვალა დადგენილად, რომ თ------–---–---ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მეუღლის მიმართ სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას. პალატას მიიჩნია, რომ დანიშნული სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

თ------–---–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით თ------–---–---ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი. საბოლოოდ, თ------–---–---ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათი.

თ------–---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ თ------–---–---ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 სექტემბრიდან.

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, მსჯავრდებულის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე