განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100118002264006
საქმე №1ბ/618-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბ---------–--–---–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 01 მ------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----–--------------------–-----–-------––-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით ბ---------–--–---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
ბ---------–--–---–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისიწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 16 დეკემბერს, ქ-----–--------------------–-----–-------––-, თავის საცხოვრებელ სახლში ბ---------–--–---–-–---–მა მეუღლის, ნ-------------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა - თავის არეში ხელის მრავალჯერ დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან ბ---------–--–---–-–---–მა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, დაზარალებულს ხელის თავში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ტკივილი, მისი მეუღლის განმარტებით იგი სისტემატიურად მოიხმარს ალკოჰოლს და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ფიზიკურად ძალადობს მასზე. დაზარალებულის განმარტებით მისი არასრულწლოვანი შვილები ინცინდენტის დროს ჯართის შესაგროვებლად იმყოფებოდნენ, რაც ოჯახში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს, კონფლიქტის დროს ბ---------–--–---–-–---–მა ცეცხლი წაუკიდა და გაანადგურა ოჯახში არსებული საჭირო ნივთები, რაც ხაზს უსვამს არამარტო ბ---------–--–---–-–---–ის ძალადობრივ ბუნებას, არამედ მის გულგრილ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებისა და ოჯახში არსებული სიდუხჭირის მიმართ, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
მსჯავრდებულ ბ---------–--–---–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---------------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ნ-------------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ც-------–--–---–-–---–---------–--–---–-–---–-------------–--–---–-–---–-- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, ბ---------–--–---–-–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულს, დაავადებულია ,,C’’ ჰეპატიტით, საქმეში წარმოდგენილია განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ არის დაინტერესებული მისი მკაცრად დასჯით, ისინი აგრძელებენ ერთად ცხოვრებას.
პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ბ---------–--–---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
ბ---------–--–---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 2 თებერვლის ჩათვლით;
მსჯავრდებულ ბ---------–--–---–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ბ---------–--–---–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სარეცხი მანქანის ძრავის დეტალები, ნამწვის ნიმუშები, ორი ლიტრი ტევადობის პლასტმასის ბოთლი მასში მოთავსებული სითხით განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე