განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140100117002166699 - 1ბ/152-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
15 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: მაკა ჭოლაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------–--–----–-----ი
მსჯავრდებული:ე----------------–-- (პირადი ნომერი: №5----------, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–--------------------------–--------;
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, მასვე ჩამოერთვა საქმიანობის უფლება, კერძოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 03 (სამი) წლის ვადით;
ადვოკატი - მ------------–--ე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე----------------–--მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის გ--------–--–----–-----ის მიერ წარმოდგენილი იქნა მსჯავრდებულ ე----------------–--სთან 2018 წლის 15 ივნისს მიღწეული საპროცესო შეთანხმების ოქმი და მხარეებმა ითხოვეს მისი დამტკიცება.
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 13:35 საათზე თ---–------------–----–---- საავტომობილო გზის 100-ე კილომეტრზე, ქ-----–------------ ტერიტორიაზე თბილისის მიმართულებით ,,მიცუბიშის’’ მარკის ავტომობილით მოძრავმა ე----------------–--მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ჩაეძინა საჭესთან, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გადავიდა სავალი გზის მარჯვენა მხარეს და გადავარდა თხრილში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს ე----------------–--ს მგზავრებმა ს------------------–------------მა და მ-------------მ, ხოლო ფ-----------------------ი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებების გამო გარდაიცვალა საავადმყოფოში.
საპროცესო შეთანხმების არსი:
წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმებით, ე----------------–-- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;
მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 02 წლის ვადით;
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების ს------------------–------------ის, მ-------------ს, მოწმე ა----------–----------ის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ----------------–---------ის და ე----------------–--ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული სქემით და ფოტოცხრილით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N1--------, N1----------, N1---------- დასკვნებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კომპლექსური ავტო ტრასოლოგიური -ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
პალატამ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება, ასევე მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ე----------------–-- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.
შუამდგომლობა სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.
შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე.
სამართლებრივი შეფასება:
პალატას მიაჩნია, რომ ე----------------–--მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით;
ნივთმტკიცებისა და სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ,,მიცუბიშის’’ მარკის ავტომანქანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ლაზერული დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის გ--------–--–----–-----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორ გ--------–--–----–-----სა და მსჯავრდებულ ე----------------–--ს შორის.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
4.ე----------------–-- (პირადი ნომერი №5----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სასჯელის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 03 წლისა და 09 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 წელი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვას საქმიანობის უფლება, კერძოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 02 წლის ვადით;
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
5. მსჯავრდებულ ე----------------–--ს რეალურად დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 ოქტომბრიდან;
6. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ე----------------–--ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ მ----- შ-----ს (პ/ნ 1------------------------–-----------–-----------------------------------------------------------------------––-–------------------------------140 – 3 000 ლარის ფარგლებში;
8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები - ,,მიცუბიშის’’ მარკის ავტომანქანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ლაზერული დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
10 განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი