განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2018
საქმის ნომერი
080210016001479120
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210016001479120

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 2/ბ-1197-17 10 მაისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - შპს ,,გ---–-”, ნ--–- მ-------–-–---–-, ა-–---------- მ-------–-–---–- მ--–------ გ----------- სს „-----------–--- ბ----“ ჯ---- ტ--–-----

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, მოპასუხეთათვის, მოსარჩელეს სასარგებლოდ დაკისრებული პროცენტის 1425 აშშ დოლარით შემცირება, ასევე დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება 450,28 აშშ დოლარამდე. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 31.10.2014 წელს, მოსარჩელესა და მოპასუხე შპს ,,გ---–-’’-ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #G------------2----- და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება #G--------------2------, რომლითაც მსესხებელზე კრედიტის სახით გაიცა 320 000 აშშ დოლარი, 72 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%. ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.5%. სესხის დაფარვის მიზნით შედგენილ იქნა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. სესხის უზრუნველსაყოფად, ც-–---- კ--–----- და ვ---------- ზ------------- გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, ასევე იპოთეკით დაიტვირთა: 1) შპს ,,გ---–-’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქ--------------------------------------------------------------------------------- 2) ა-–---------- ს-------–---–-- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქ----------------------------------------------------------------------------------–------–------------------------------------- 3) ა-–---------- მ-------–-–---–-სა და ნ--–- მ-------–-–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუ-------------------–-–---–ი #1-------------------------. მიუხედავად გაფრთხილებისა, 2016 წლის 15 თებერვლიდან მოპასუხეებმა არ შეასრულეს ვალდებულება, რის გამოც, 2016 წლის 23 აგვისტოსათვის ბ----ს მიმართ მათი დავალიანება შეადგენს 334 650.51 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა- 294 316.31 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი 17820.27 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 22513.92 აშშ დოლარი, რაც სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მხარემ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ასევე 0,001%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში ცნო სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო სესხის პროცენტის და 0,001%-ზე მეტი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარი განაცხადა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მოსარჩელე, სს ,,ს----------–--- ბ----’’-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მოპასუხეებს შპს ,,გ---–-’’-ს (ს/ნ 4--------), ა-–---------- მ-------–-–---–- (პ/ნ 6----------), ც-–---- კ--–---- (პ/ნ 6----------) და ვ---------- ზ--------- (პ/ნ 0----------) სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ----’’-ს (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ, 313 487.43 აშშ დოლარის (სესხის ძირი- 294 316.32 აშშ დოლარი, სესხის პროცენტი- 17820.27 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1350.84 აშშ დოლარი) გადახდა; 3. მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ----’’ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე- მოპასუხეების შპს ,,გ---–-’’-ს, ა-–---------- მ-------–-–---–-, ც-–---- კ--–---- და ვ---------- ზ---------------, მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ----’’-ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 21163.08 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვას უარი; 4. მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ----’’-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს; აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტებით მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების გადახდევინების მიზნით აუქციონზე რეალიზებულ იქნეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები: 1. შპს ,,გ---–-’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქ--------------------------------------------------------------------------------- 2. ა-–---------- ს-------–---–-- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქ-------------------------------------------------------------------------------–------–-------------------------------------- 3. ა-–---------- და ნ--–- მ-------–-–---–---- თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქ---------------------–-–---–------, ს/კ 0------------------- 5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნეს შპს ,,გ---–-’’-ს, ა-–---------- მ-------–-–---–-ს, ც-–---- კ--–----ა და ვ---------- ზ--------- საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ; 6. მოპასუხეებს, შპს ,,გ---–-’’-ს, ა-–---------- მ-------–-–---–-, ც-–---- კ--–---- და ვ---------- ზ--------- სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ----’’-ს სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის ნაწილის 279.7ლარის გადახდა; 7. მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ----’’ დაუბრუნდეს მის მიერ საგადახდო დავალებით #1333, თარიღი-08/23/2016., სახელმწიფო ხაზინაში, სახაზინო კოდით 3--------, ბ----ს კოდით TRESGE22, სს ,,ს----------–--- ბ----’’, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან 4404.1 ლარი; ხოლო 316.20 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 31.10.2014 წელ, მოსარჩელესა და მოპასუხე შპს ,,გ---–-’’-ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #G------------2----- და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება #G--------------2------, რომლითაც მსესხებელზე კრედიტის სახით გაიცა 320 000 აშშ დოლარი, 72 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%, ხოლო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის განისაზღვრა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების 0.5%. სესხის დაფარვის მიზნით, შედგენილი იქნა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. 2.2. სესხის უზრუნველსაყოფად, ც-–---- კ--–----- და ვ---------- ზ------------- გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, ასევე იპოთეკით დაიტვირთა: 1) შპს ,,გ---–-’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქ--------------------------------------------------------------------------------- 2) ა-–---------- ს-------–---–-- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქ--------------------------------------, ნაკვეთი 2/ქ.ქ----------------------------–------–------------------------------------ ; 3) ა-–---------- მ-------–-–---–-სა და ნ--–- მ-------–-–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუ-------------------–-–---–ი #1-------------------------. 2.3. მიუხედავად გაფრთხილებისა, 2016 წლის 15 თებერვლიდან მოპასუხეებმა არ შეასრულეს ვალდებულება, რის გამოც, 2016 წლის 23 აგვისტოსათვის ბ----ს მიმართ მათი დავალიანება შეადგენს-334 650.51 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა- 294 316.31 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი -17 820.27 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 22 513.92 აშშ დოლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 623-ე, 868-ე, 361-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 286-ე, 301-ე, 302-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან. კრედიტორმა, მოვალეზე გასცა სესხის თანხა, თუმცა ძირითადმა მოვალემ (მსესხებელმა) და სოლიდარულმა თავდებებმა დაარღვიეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით არ დააბრუნეს სესხი და მასზედ დარიცხული პროცენტი, რაზეც როგორც მსესხებელი, ასევე თავდები პირები გაფრთხილებულ იქნენ მოსარჩელის მხრიდან. ვინაიდან, სესხის ძირი თანხის- 294 316.32 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2-ე და 208.3-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 2.5. იმაზე მითითებით, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით სარგებელი, რაც სრულად არ იქნა შესრულებული, სკ-ის 867-ე, 868.1-ე 623-ე მუხლების საფუძველზე, 17 820.27 აშშ დოლარის ოდენობით საპროცენტო სარგებელის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა. 2.6. ვინაიდან, 31.10.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.5%-ის ოდენობით, სასამართლომ დაადგინა, რომ 365 დღეზე გადაანგარიშებით, მისი მთლიანი ოდენობა წლიური 182.5%-ის ტოლია. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, ამ ოდენობით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რაც უნდა შემცირდეს 16-ჯერ და ნაცვლად დღიური 0.5%-სა, უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.03%, რაც წლიურად 10.95%-ია. შესაბამისად, ვადაგადაცილებულ 365 დღეზე გაანგარიშებით მიღებული პირგასამტეხლო-1350.84 აშშ დოლარი სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხეთა მოთხოვნა პირგასამტეხლოს 0.001%-მდე შემცირების თაობაზე და ხელშეკრულებაში დაფიქსირებული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო 0.5% შეამცირა, მხოლოდ 0.03%-მდე და მასზედ გაანგარიშებით პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 1350.84 აშშ დოლარის გადახდა, რაც 0,001%-ზე გაანგარიშებით იქნებოდა 450.28 აშშ დოლარი. 3.2. გარდა ამისა, სასამართლომ პროცენტის სახით დააკისრა 17 820 აშშ დოლარის გადახდა, მაშინ, როდესაც აღნიშნულ თანხას უნდა გამოკლებოდა 1425 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელის მიერ არასწორად იქნა ჩარიცხული ჯარიმის ანგარიშში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სესხის საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე სამართლებრივ დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შემდეგი საკითხების გარკვევა: 1) მოვალეთა მიერ გადახდილი თანხებით დაიფარა თუ არა საპროცენტო სარგებლის სახით დარიცხული დავალიანება, რაც შესაძლოა გახდეს გადაწყვეტილებით დაკისრებული პროცენტის შემცირების საფუძველი; 2) გონივრულია, თუ არა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.03%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც წლიურად 10.95%-ს შეადგენს. 4.4. 31.10.2014 წელს, მოსარჩელესა და მოპასუხე შპს ,,გ---–-’’-ს შორის დადებული N G--------------2------ საკრედიტო ხელშეკრულების 3.2.4.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კლიენტის მიერ შეტანილი თანხიდან, პირველი რიგში დაიფარებოდა საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ კრედიტის თანხა და ბოლოს სხვა გადასახადები. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეიცვალოს ბ----ს შეხედულებით. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმებით. (ს.ფ.17-25). 4.5. საქმეზე წარმოდგენილი, შპს „გ---–-ს“ საბანკო ანგარიშიდან ნაერთი ამონაწერით ირკვევა, რომ 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით, სესხის ანგარიშზე შეტანილი თანხებით იფარებოდა, მხოლოდ ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი (ს.ფ.113-122). 4.6. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ სადავო 1425 აშშ დოლარი მათ მიერ შეტანილი იქნა სარჩელის წარმოდგენამდე 5-6 თვის განმავლობაში, (2015 წლის დეკემბრის შემდგომ პერიოდში) პერიოდულად, თუმცა კრედიტორთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, ეს თანხები მიქცეული უნდა ყოფილიყო საპროცენტო სარგებლის დასაფარად და არა პირგასამტეხლოს ანგარიშში, რაც შესრულებული არ იქნა და რამაც განაპირობა პროცენტის სახით მეტი ოდენობით დავალიანების წარმოშობა. 4.7. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ 2016 წლის 23 აგვისტოს დავალიანების ცნობის გაცემის დროისათვის (ს.ფ.90) მოპასუხეთა დავალიანება შეადგენდა 354 650,51 აშშ დოლარს, მათ შორის დარიცხული პროცენტი- 17820,27 აშშ დოლარს. სააპელაციო საჩივარში მითითებული 1425 აშშ დოლარი მოვალეთა მიერ შეტანილი იქნა პერიოდულად, სარჩელის წარდგენამდე 5-6 თვის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ და ვინაიდან, მისი შემოტანის დროისათვის (2016 წლის იანვრიდან) ვალდებულება დარღვეული იყო, თანხა მიმართული იქნა პირგასამტეხლოს ანგარიშში, რაც გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან. 4.8. საპროცენტო სარგებლის ოდენობასთან დაკავშირებით აპელანტის პრეტენზიის მართებულობის შეფასების მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5 და 102-ე მუხლებზე, რომლის მიხედვითაც, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც. ამასთან, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. 4.9. სამოქალაქო კოდექსის 387.1 მუხლის თანახმად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. 4.10. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მხარეთა განმარტებებითა და საქმეში განთავსებული შპს „გ---–-ს“ ანგარიშიდან ნაერთი ამონაწერით დასტურდება, რომ 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით, მოვალის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისას ხდებოდა, იმ დროისთვის ძირითადი თანხის ნაწილისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა, ხოლო შემდგომ პერიოდზე (2016 წლის იანვრიდან), ვალდებულების დარღვევის გამო, ნაწილ-ნაწილ შეტანილი 1425 აშშ დოლარით განხორციელდა გადაუხდელი ძირითადი დავალიანების პროპორციულად დარიცხული ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაფარვა. ვინაიდან, სადავოს არ წარმოადგენს 2016 წლის იანვრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, კრედიტორის მოქმედება ამ დროის შემდეგ, მოვალის მიერ ჩარიცხული თანხიდან თავდაპირველად მოეხდინა პირგასამტეხლოს დაფარვა, სრულად გამომდინარეობს ხელშეკრულების 3.2.4.1. პუნქტის შეთანხმებიდან და სკ-ის 316.1-ე, 317.1-ე და 387.1 მუხლების დანაწესიდან. ამდენად, აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ 1425 აშშ დოლარით დაფარული უნდა ყოფილიყო საპროცენტო სარგებელი და არა პირგასამტეხლო და, რომ მოვალის, შპს „გ---–-ს“ ანგარიშზე შეტანილი თანხები სს „-----------–--- ბ-----“ არამიზნობრივად-არასწორად განკარგა და ამ თანხების სხვაგვარად განკარგვის შემთხვევაში, სარჩელის წარმოდგენის დროისათვის მოპასუხეთა დავალიანება, სესხზე დარიცხული საპროცენტო თანხის ნაწილში 1425 აშშ დოლარით ნაკლები იქნებოდა- გაზიარებული ვერ იქნება. 4.11. რაც შეეხება პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობასთან დაკავშირებით აპელანტის პრეტენზიას, პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში დასაბუთებულია და დამატებით განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. 4.12. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ, 31.10.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად არ იქნა შესრულებული, მათი მხრიდან 2016 წლის 15 თებერვლიდან სესხის დაფარვის მიზნით თანხა გადახდილი არ ყოფილა, რის გამოც 2016 წლის 23 აგვისტოსათვის გადაუხდელმა ძირითადმა დავალიანებამ შეადგინა- 294 316.31 აშშ დოლარი. ამდენად, გადაუხდელი ძირითადი დავალიანების ოდენობისა და ვადაგადაცილებული დროის გათვალისწინებით, პალატა მიჩნევს, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.03%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც წლიურად 10.95%-ს შეადგენს- გონივრულია და არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, სს „-----------–--- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს შპს ,,გ---–-ს”, ნ--–- მ-------–-–---–-სა და ა-–---------- მ-------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს ,,გ---–-ს”, ნ--–- მ-------–-–---–-სა და ა-–---------- მ-------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტთა მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-196 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,გ---–-ს”, ნ--–- მ-------–-–---–-სა და ა-–---------- მ-------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი მხარის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე