განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2018
საქმის ნომერი
330100116001636720
ინსტანცია
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100116001636720 - 1ბ/227-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

13 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯერირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაკა ჭოლაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ---------–---–ი, ა----–----–---–ი

 

მსჯავრდებული: გ--–-----–-–---–ი (პ/ნომერი №0----------), დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---------–--–---–----------------------------------------–----------------–--------–-----------------------------------------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 360-ე მუხლის მეორე ნაწილი.

 

სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

ადვოკატი - გ---------–---–---–ი, თ------------–---–ი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--–-----–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–-------–--–---–მა და ითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მსჯავრდებულმა გ--–-----–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ---------–---–---–მა და თ------------–---–მა შეცვალეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლა.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2010 წლის 15 ნოემბერსა და 14 დეკემბერს მ-----–----------მა გ--–-----–-–---–ისაგან ისესხა 40 000 აშშ დოლარი, თვეში 3 %-იანი სარგებლის გადახდის პირობით. მ-----–----------ს გარკვეული პერიოდის შემდგომ გაუჩნდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც ვერ მოახერხა გ--–-----–-–---–ის მიმართ არსებული ვალდებულებების ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შესრულება, რამაც მ-----–----------სა და გ--–-----–-–---–ს შორის წარმოშვა ფინანსური დავა, რაც იხილებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გ--–-----–-–---–ს მიაჩნდა, რომ მ-----–----------ის მიერ მისდამი გადასახდელმა თანხამ 2016 წლის აგვისტოში შეადგენდა 100 000 აშშ დოლარს. ზემოხსენებული თანხის მოთხოვნის უფლების კანონით დადგენილი წესით მოპოვების და რეალიზაციის გზა გ--–-----–-–---–მა უგულვებელყო, თავისად დაიგულა მ-----–----------ის თანხის მოთხოვნის უფლება და ამ უფლების განხორციელება მან განიზრახა თვითნებურად, დადგენილი ლეგიტიმური წესების საწინააღმდეგოდ, ძალადობრივი ქმედებების გამოყენების გზით. ამ მიზნით, თავისზე რეგისტრირებული ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გ--–-----–-–---–ი, თანმხლებ პირის - პნევმატური იარაღით შეიარაღებული მ-----–--------–---–ის დახმარებით, 2016 წლის 16 აგვისტოს მ-----–----------ს დახვდა საცხოვრებელ სახლთან თბილისში, კ----–-----------თან და ვინაიდან ეს უკანასკნელი ვალდებულებას არ ასრულებდა ჯეროვნად და დათქმულ ვადაში, გ--–-----–-–---–მა ცეცხლსასროლი იარაღის ტარი ჩაარტყა თვის არეში და იძულებით შეიყვანა საცხოვრებელ სახლში, სადაც განაგრძო მისი ცემა. გ--–-----–-–---–ის ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მ-----–----------მა მიიღო ჭრილობა თხემ-საფეთქლის მიდამოში, სისხლნაჟღენთები და ესკორაციები ორივე ყვრიმალის, ტუჩების და ღრძილების მიდამოში, პირველი კბილის გვირგვინის მოტეხილობა, ზედა ყბის ალვეოლარული მორჩის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებათა ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ჯანმრთელობის დაზიანების პარალელურად, მ-----–--------–---–ის დახმარებით, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, ძალადობრივი ქმედებების გაგრძელების, გ--–-----–-–---–მა თვითნებურად მოსთხოვა მ-----–----------ს ეღიარებია მის მიმართ 100 000 აშშ დოლარის ოდენობის ვალდებულება და დაეწერა მისთვის შესაბამისი ხელწერილი. რეალური და იმ წუთიერი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის ქვეშ მყოფმა მ-----–----------მა, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, გ--–-----–-–---–ს დაუწერა ხელწერილი მის მიმართ 100 000 აშშ დოლარის ოდენობის ვალდებულების არსებობის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ, ასევე დადგენილი წესების უგულვებელყოფით, მ-----–----------ის კუთვნილი საფულიდან გ--–-----–-–---–ი თვითნებურად დაეუფლა 560 ლარის ოდენობით ფულად თანხას და მ-----–--------–---–თან ერთად დატოვა მ-----–----------ის ბინა. გ--–-----–-–---–ის მიერ თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ გამოყენებამ მ-----–----------ს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგები, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

გ--–-----–-–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების მის მიერ ჩადენა, გარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მის მიერ აღიარებისა დადგენილია, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ტ---------------ის, მ-----–----------ის, ა---------–-------ის, ი-----–----------–---–ის, ზ-------------ს, ქ---------------–--ლის, ე---------------–---–ის, ნ--------–----ის ჩენებებით, ასევე საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ მოწმეტა ჩვენენებით, ავადმყოფობის ისტორიით, ექპერტიზის დასკვნებით, ხელწერილით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, შპს „მაგთიკომისა და „ჯეოსელის“ ინფორმაციით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრილ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა რომლებიც ადგენენ და გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--–-----–-–---–მა ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მეორე ნაწილით; მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგები, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--–-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მისი მისწრაფება აუნაზღაუროს დაზარალებულს მიყენებული ზიანი.

 

გ--–-----–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა იზიარებს დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან გაზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა სასჯელის დანიშვნისას, ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებებს (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, განსაკუთრებით მის მისწრაფებას დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიჩნია მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ისათვის პირველი ინსატნციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, რაც პალატის აზრით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამასთან, პალატა მიუთითითებს დაზარალებულის მიერ სააპელაციო სასამართლოში დაფიქსირებულ პოზიციაზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი, კერძოდ; ქონებრივი ინტერესების არსებობა მსჯავრდებულთან, სასჯელის განსაზღვრის პროცესში მხედველობაში ვერ იქნება მიღებული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - მ-----–----------ის ბინის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები: მობილური ტელეფონი, დანა, ჩანგალი, ბალიშის პირი, საწოლის ზეწარი, პერანგი, შარვალი; მ-----–--------–---–ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პნევმატური პისტოლეტი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------ს დ--------------------------–-------- განყოფილებაში დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

 

მ-----–----------ის ბინის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის სამი ანაწმენდი, სხვადასხვა ნივთებიდან ამოღებული ხუთ-ხუთი ანაწმენდი, სამი ცალი დაქტილოფირი, მ-----–----------ის ნერწყვის, ხელის თითის კვლების, სისხლის, ხელნაწერისა და ხელწერის ნიმუშები, გ--–-----–-–---–ის ნერწყვის და ხელის თითის კვლების ნიმუშები, მ-----–--------–---–ის ნერწყვის და ხელის თითის კვლების ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------ს დ--------------------------–-------- განყოფილებაში, განადგურდეს;

 

გ--–-----–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: ზამბარიანი ბლოკნოტი (მ-----–----------ის ხელწერილთან ერთად), რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------ს დ--------------------------–-------- განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს;

 

გ--–-----–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------ს დ--------------------------–-------- განყოფილებაში, გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

 

გ--–-----–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა - 27 ცალი ვაზნა, 2 ცალი რეზინის ჭურვიანი ვაზნა, ერთი ცალი ფუჭი ხმოვანი ვაზნა, ორი ცალი სანადირო თოფი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------ს დ--------------------------–-------- განყოფილებაში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

4 ცალი კომპაქტ დისკი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------ს დ--------------------------–-------- განყოფილებაში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გ--–-----–-–---–ის, ნ--------–-–---–ის და ა-–-----------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, (მდებარე: თ---–--------–---------------------------------------------------------------------------------------------------------) გ--–-----–-–---–ის გირაოს თანხის 6000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

გ--–-----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 360-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად;

 

_ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ--–-----–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ს სასჯლის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან.

 

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გ--–-----–-–---–ის, ნ--------–-–---–ის და ა-–-----------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, (მდებარე: თ---–--------–---------------------------------------------------------------------------------------------------------) გ--–-----–-–---–ის გირაოს თანხის 6000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - მ-----–----------ის ბინის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები: მობილური ტელეფონი, დანა, ჩანგალი, ბალიშის პირი, საწოლის ზეწარი, პერანგი, შარვალი; მ-----–--------–---–ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პნევმატური პისტოლეტი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------ს დ--------------------------–-------- განყოფილებაში დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

 

მ-----–----------ის ბინის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის სამი ანაწმენდი, სხვადასხვა ნივთებიდან ამოღებული ხუთ-ხუთი ანაწმენდი, სამი ცალი დაქტილოფირი, მ-----–----------ის ნერწყვის, ხელის თითის კვლების, სისხლის, ხელნაწერისა და ხელწერის ნიმუშები, გ--–-----–-–---–ის ნერწყვის და ხელის თითის კვლების ნიმუშები, მ-----–--------–---–ის ნერწყვის და ხელის თითის კვლების ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------ს დ--------------------------–-------- განყოფილებაში, განადგურდეს;

 

გ--–-----–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: ზამბარიანი ბლოკნოტი (მ-----–----------ის ხელწერილთან ერთად), რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------ს დ--------------------------–-------- განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს;

 

გ--–-----–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------ს დ--------------------------–-------- განყოფილებაში, გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

 

გ--–-----–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა - 27 ცალი ვაზნა, 2 ცალი რეზინის ჭურვიანი ვაზნა, ერთი ცალი ფუჭი ხმოვანი ვაზნა, ორი ცალი სანადირო თოფი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------ს დ--------------------------–-------- განყოფილებაში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

4 ცალი კომპაქტ დისკი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------ს დ--------------------------–-------- განყოფილებაში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი