განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001419358
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3765-17 “ 04 ” მაისი, 2018წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე მოსამართლეები თამარ ზამბახიძე თამარ ალანია ირაკლი ბონდარენკო
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი _ _ _ თ--------ზ თ-----ე ლ-–- ტ-------ე ნ---- კ-------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 07.06.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის განსახილველად დაბრუნება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ-–- ტ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ--------ზ თ-----ის, ნ--- თ-----ისა და ა-- გ-------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ლ-–- ტ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, ქუჩა კე---–--ე ქ. №19, კორპუსი №3, ბინა №46, საკადასტრო კოდი: №01--------------------6 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ლ-–- ტ-------ეს.
გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.06.2017წ. განჩინებით თ--------ზ თ-----ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:
2.1. 2017 წლის 03 აპრილს 17:30 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები თ--------ზ თ-----ე, ნ--- თ-----ე და ა-- გ-------–--ე, რომელთაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2.2. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ მოპასუხეებს თ--------ზ თ-----ეს, ნ--- თ-----ესა და ა-- გ-------–--ეს სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობათ 2017 წლის 15 თებერვალს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით. ((სატელეფონო კავშირი დამყარდა ნ--- თ-----ესთან, რომელსაც სასამართლო სხდომის დღის, დროისა და ადგილის, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სავარაუდო შედეგების შესახებ ეცნობა პირადად, როგორც თ--------ზ თ-----ის დედას და ა-- გ-------–--ის დედამთილს) ს.ფ. 81)).
2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
2.4. სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ლ-–- ტ-------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა კე---–--ე ქ. №19, კორპუსი №3, ბინა №46, საკადასტრო კოდი: №01--------------------6. მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მითითებულ ნივთს და მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებენ მას.
2.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
ამასთან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით განჩინებაში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ:
2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოებების დადასტურება, რომელიც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობის ან სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.
2.7. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აღიარებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული პრინციპით უდავოდ აღიარებულია მხარის უფლება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება თავისი უფლებების დაცვის თაობაზე და აირჩიოს ამ უფლებათა დაცვის კანონით გათვალისწინებული ფორმა, რაც გულისხმობს, რომ თავად მხარეზეა დამოკიდებული თავისი უფლებების განხორციელება. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოცხადებაც მხარის უფლებების დაცვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე არ იქნა გამოცხადებული 2017 წლის 18 აპრილს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, რაც წარმოადგენდა მის ვალდებულებას. ამასთან, მხარისთვის უდავოდ ცნობილი იყო სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები ე.ი. მხარე აცნობიერებდა, რომ მოცემული ქმედების შედეგად მის მიმართ შესაძლოა დამდგარიყო არასასურველი შედეგი. სასამართლოს ერთადერთ მოვალეობას წარმოადგენს მხარეთა თა--სწორობის პრინციპის დაცვა, კერძოდ, მხარეებისათვის საქმის მასალების გადაცემა, მხარეების სასამართლო სხდომაზე მოწვევა, რაც აღნიშნულია კიდეც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით. თავის მხრივ, ისარგებლებს, თუ, არა მხარე კანონმდებლობით აღიარებული უფლებებზე, დამოკიდებულია მხოლოდ მის ნებაზე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი იძულების წესით მონაწილეობა მიაღებინოს მხარეს საქმის განხილვაში.
2.8. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ მოპასუხე თ--------ზ თ-----ეს, სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა 2017 წლის 15 თებერვალს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით. ((სატელეფონო კავშირი დამყარდა ნ--- თ-----ესთან, რომელსაც სასამართლო სხდომის დღის, დროისა და ადგილის, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სავარაუდო შედეგების შესახებ ეცნობა პირადად, როგორც თ--------ზ თ-----ის დედას და ა-- გ-------–--ის დედამთილს) ს.ფ. 81)).
2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. სასამართლო საჩივარში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს: მართალია, მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ნ--- თ-----ის პირადობის მოწმობის ასლი, რომლითაც დგინდება, რომ ნ--- თ-----ე დაბადებულია 1928 წლის 29 ოქტომბერს (არის 88 წლის), თუმცა, ხანდაზმული ასაკი არ გამორიცხავს პირის სრულ ქმედუნარიანობას. ამასთან, სასამართლო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ნ--- თ-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მიუხედავად, ცნობაში მითითებული მოკლე ანამნეზისა (პაციენტს აღენიშნება მეხსიერების დაქვეითება-როგორც ფიქსაციაზე, ასევე რეპროდუქციაზე, არტერიული წნევის ციფრების მომატება), საყურადღებოა, ცნობის გაცემის თარიღი - 2017 წლის 11 აპრილი. ამდენად, ნ--- თ-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა გაცემულია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ. აღნიშნული კი არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული იყო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პერიოდისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც გამორიცხავდა ნ--- თ-----ის სრულფასოვან ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეჭვქვეშ დააყენებდა სასამართლოს მიერ მასთან განხორციელებული სატელეფონო შეტყობინებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.
2.10. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი ვერ უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე - 241-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებზე, რის გამოც ვერ მოხდა მისი 2017 წლის 03 აპრილს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადება და რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება უნდა განახლდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია საჩივრის ავტორის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. სასამართლო სხდომის შესახებ სატელეფონო საუბარი შედგა აპელანტ თ--------ზ თ-----ის დედას, ნ--- თ-----ეს და სასამართლოს თა--მშრომელს შორის. ნ--- თ-----ე არის 89 წლის, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღენიშნება მეხსიერების დაქვეითება და მას აპელანტისათვის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუწოდებია. ნ--- თ-----ე არაადეკვატურად აღიქვამს რიგ მოვლენებს, არ შეუძლია ინფორმაციის სწორად აღქმა და გადმოცემა.
ნ--- თ-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტურდება მკურნალი ექიმის მიერ გაცემული ცნობით. სასამართლომ ჯანმრთელობის ცნობა არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად, ვინაიდან იგი გაცემული იყო 11.04.2017წ., ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. ნ--- თ-----ე დაბადებულია 1928 წელს და მისი ასაკიდან და ცნობაში აღნიშნული დიაგნოზიდან გამომდინარე, შეუძლებელია იგი სრულიად ჯანმრთელი ყოფილიყო 2017 წლის თებერვლის თვეში. აღნიშნული დიაგნოზი არ არის ისეთი კატეგორიის დაავადება, რომელიც ვლინდება დროის მცირე მონაკვეთში.
4.გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების ძალაში დატოვების დასაბუთება
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. 04.07.2016წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ-–- ტ-------ემ მოპასუხე თ--------ზ თ-----ის, ნ--- თ-----ის და ა-- გ-------–--ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (ტ. I, ს.ფ. 1-12). სარჩელი ეფუძნება გარემოებებს მასზედ, რომ მოსარჩელე აღრიცხულია უძრავი ქონების - მდებარე, თბილისი, კე---–--ის N19, კორპუსი N3, ბინა N46 - მესაკუთრედ, რომელსაც ფლობენ მოპასუხეები და უარს ამბობენ ფართის გამონთავისუფლებაზე.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.02.2017წ. განჩინებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 03.04.2017წ. (ტ.I, ს.ფ. 64).
4.3. პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ აპელანტი თ--------ზ თ-----ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, თ--------ზ თ-----ე 03.04.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იქნა სატელეფონო შეტყობინების გზით (ტ.I, ს.ფ. 81). კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი აქტით დგინდება, რომ 15.02.2017წ. სასამართლო მოხელე ტელეფონით დაუკავშირდა ერთ-ერთ მოპასუხეს, ნ--- თ-----ეს, თავად მის მიერ შესაგებელში მითითებულ ტელეფონის ნომერზე და როგორც პირადად, ასევე მას, როგორც აპელანტ თ--------ზ თ-----ის დედას და მოპასუხე ა-- გ-------–--ის დედამთილს, აცნობა 03.04.2017წ. 17:30 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე. აქტის თა--ხმად, ადრესატს განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 53, აქტი, ტ. 1, ს.ფ.81).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო უწყება 03.04.2017წ. სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა თ--------ზ თ-----ისთვის, ჩაბარდა რა აღნიშნული უწყება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს - დედას, ნ--- თ-----ეს.
აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს ნ--- თ-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მის ხანდაზმულ ასაკზე და განმარტავს, რომ მას აღენიშნება მეხსიერების დაქვეითება და ინფორმაცია სასამართლოს სხდომის შესახებ აპელანტისათვის არ გადაუცია. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ასაკი (უწყების ჩაბარების მომენტში ნ--- თ-----ე იყო 88 წლის) თავისთავად არ წარმოადგენს ადამიანის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაშიც არის აღნიშნული, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სატელეფონო შეტყობინების განხორციელების მომენტში, ანუ 15.02.2017წ. მდგომარეობით, ნ--- თ-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებდა. საქმეში წარმოდგენილი ცნობა ნ--- თ-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ -11.04.2017წ. (ტ.1, ს.ფ.98), შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტით დადასტურებულად ვერ მიიჩნევა ის გარემოება, რომ სატელეფონო შეტყობინების განხორციელების მომენტში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად იყო გართულებული, რომ არსებობდა მის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი და იგი ვერ აღიქვამდა სასამართლო მოხელის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას სასამართლოს სხდომის შესახებ.
ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც გამორიცხავდა ნ--- თ-----ის სრულფასოვან ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეჭვქვეშ დააყენებდა სასამართლოს მიერ მასთან განხორციელებული სატელეფონო შეტყობინებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტი თ--------ზ თ-----ე (მოპასუხე) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, სარჩელში მითითებული და მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობით დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ--------ზ თ-----ე (მოპასუხე) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აპელანტი არ უთითებს სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას და სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარის უფლებები. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობა.
აქვე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლომ არაერთხელ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომების გადადების თაობაზე (იხ.: 28.11.2017წ., 20.02.2017წ., 13.03.2018წ., საოქმო განჩინებები).
საბოლოოდ, სასამართლომ 17.04.2018წ. საოქმო განჩინებით დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა 04.05.2018წ., რის თაობაზეც კანონით დადგენილი წესით ეცნობა აპელანტს. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მიერ 20.04.2018წ. წარმოდგენილი განცხადება 04.05.2018წ. განხილვის გადადების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მოახსენოს თავისი შეხედულებები.
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.I, ს.ფ. 139; ტ. II, ს.ფ. 20 ).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ--------ზ თ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 07.06.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ირაკლი ბონდარენკო