განაჩენი

სისხლის სამართლის 22.06.2018
საქმის ნომერი
330100117001951598
ინსტანცია
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001951598

საქმე №1ბ/223-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ---- ქ------ის

გამართლებულის: თ------ კ--–-------ს

ადვოკატის: ზ---- მ---ის, თ------ ხ------–---–ის, ი-–-- გ--------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცე-------–---------------–----------–-–-------------------სა და ს----------–-------–-–-ის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზ---- ქ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე: თ------ ბ-–---- ძე კ--–-------ს (პ/ნ 0----------) დაბადებულის 1----–-–------------–-, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, დ-----------–-----–----------------- - ამჟამად გამართლებულის მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ პუნქტით და საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ პუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით თ------ კ--–------ეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:

თ------ კ--–------ემ საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ პარიზში ყოფნისას, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,2513 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რაც პარიზი-სტამბული-თბილისის რეისით ქ. თბილისის აეროპორტის გავლით 2017 წლის 03 მაისს უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

2017 წლის 03 მაისს საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზის მიმდებარედ არსებულ ოთახში თ------ კ--–-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0,2513 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, 32 ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით:

თ------ კ--–------ე გამართლდა საქართველოს სსკ 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ პუნქტით და საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

თ------ კ--–-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზშივე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცე-------–---------------–----------–-–-------------------სა და ს----------–-------–-–-ის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზ---- ქ------ემ;

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გამამართლებელი განაჩენი; თ------ კ--–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ პუნქტით და საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენი-–-- ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დასტურდება თ------ კ--–-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება;

 

გამართლებულმა თ------ კ--–------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ზ---- მ---მა, თ------ ხ------–---–მა და ი-–-- გ--------ემ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნიეს თ------ კ--–-------ს მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და ითხოვეს მისი უცვლელად დატოვება;

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოტივებისა და მოთხოვნის საფუძვლიანობას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს პალატას აძლევს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დეტექტივ-გამომძიებელმა გ-------------–---–-- უჩვენა, რომ მან 2017 წლის 03 მაისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თ------ კ--–------ე იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, რომელსაც სტამბული-თბილისის რეისით საქართველოში უნდა შემოეტანა ნარკოტიკული ნივთიერებები. მოწმის განმარტებით აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ პატაკით ხელმძღვანელობას, მოითხოვა რეაგირება, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, პირველ რიგში ის გამოკითხული იქნა მოწმის სახით, სადაც ასევე დაადასტურა მიღებული ინფორმაციის ნამდვილობა.

 

დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ვ-–-----------–----–---–-- პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 03 მაისს მის სამსახურში მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თ------ კ--–------ე იყო ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი; მიღებული ინფორმაციის თანახმად მას სტამბული-თბილისის რეისით საქართველოში უნდა შემოეტანა ნარკოტიკული ნივთიერებები. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: თვითონ-ვ-–-----------–----–---–- და მისი თანამშრომლები ზ-------------–---–- და კ-------------–---–-; ჯგუფი თ------ კ--–------ეს დახვდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. სამართალდამცავებმა თ------ კ--–------ე შეაჩერეს აეროპორტის ტერიტორიაზე, კერძოდ მაშინ, როდესაც კ--–------ემ ბარგი აიღო და გასასვლელისკენ მიემართებოდა. პოლიციელებმა მას განუმარტეს უფლებები, წარუდგინეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და ბარგის შესამოწმებელ ოთახში ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც შარვლის უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა 32 აბი სუბოტექსი, 2 შეკვრად. ამის შემდეგ თ------ კ--–------ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რომელიც გადაიყვანეს ტომოგრაფიულ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. ტომოგრაფიული შემოწმების შედეგად მას არაფერი აღმოაჩნდა, ხოლო ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ლაბორატორიულად დაუდგინდა ,,ბუპრენოფრინის“ მოხმარება. ბრალდებულმა ჩხრეკის ოქმს მოაწერა ხელი და მას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამოღებული ნივთები დაილუქა ბრალდებულის თვალწინ, რომლის ლუქებსაც ასევე ხელი მოაწერა თ------ კ--–------ემ; მათ შეკითხვაზე თუ საიდან ჰქონდა აღნიშნული აბები, თ------ კ--–------ემ უპასუხათ, რომ საფრანგეთში შეიძინა 200 ევროდ, პირადი მოხმარებისათვის.

 

დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზ-------------–---–-- პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას უჩვენა, რომ 2017 წლის 03 მაისს მის სამსახურში მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თ------ კ--–------ე იყო ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი, რომელსაც თურქეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით საქართველოში უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნულის თაობაზე დაიწყო გამოძიება, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი მოწმის, ვ-–-----------–----–---–-სა და კ-------------–---–-ს შემადგენლობით; პოლიციელთა ჯგუფი თ------ კ--–------ეს დახვდა თბილისის აეროპორტში. მოწმის განმარტებით, მათ კ--–------ეს საზღვარზე გადმოსვლისა და დანახვისთანავე და ბარგის შესამოწმებელ ოთახში, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგადაც კ--–-------ს შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორ შეკვრად პოლიეთილენის პარკში დაფასოებული 32 ცალი აბის მაგვარი ნივთიერება. ასევე ამოღებული იქნა ქაღალდის ნაჭერში გახვეული თეთრი ფერის ნივთიერება. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, ხოლო თ------ კ--–------ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში. საგამოძიებო მოქმედებების ოქმებსა და ლუქებს ხელი მოაწერა ბრალდებულმაც და მას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავებამდე ბრალდებული იმყოფებოდა პოლიციელთა თვალთახედვის არეში და მას კავშირი არავისთან არ ჰქონია. მათ შეკითხვაზე თუ საიდან ჰქონდა აღნიშნული აბები, თ------ კ--–------ემ უპასუხათ, რომ საფრანგეთში შეიძინა 200 ევროდ, პირადი მოხმარებისათვის.

 

გამომძიებელმა კ------- ბ----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ მან თავის კოლეგებთან ერთად 2017 წლის 3 მაისს მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თ------ კ--–-------ს პირად ჩხრეკასა და დაკავებაში. ჩხრეკის შედეგად კ--–-------ს შარვლის უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორ პოლიეთილენის პარკში შეკრული 32 აბი და ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის ფხვნილი. ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია და მან ხელი მოაწერა ყველა დოკუმენტზე. მოწმის განმარტებით, კ--–-------ს დაკავებისას თავადაც მოფრენის დარბაზში იმყოფებოდა. დაკავების შემდეგ ბრალდებული შემოწმებაზე გადაიყვანეს საავადმყოფოში ტომოგრაფიულ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე.

 

გამომძიებელმა გ-------–--------–---–-- სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებდა წინასწარ გამოძიებას; მან აღნიშნა, რომ მის მიერ იქნა გამოკითხული თ------ კ--–------ე, რომელმაც მის შეკითხვაზე თუ საიდან ჰქონდა ჩხრეკის დროს ამოღებული აბები უპასუხა, რომ საფრანგეთში შეიძინა 200 ევროდ, პირადი მოხმარებისათვის. მოწმემ ასევე დაადასტურა ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 03 მაისს, 02:04 საათიდან 02:27 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზის მიმდებარედ არსებულ ოთახში თ------ ბ-–---- ძე კ--–------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისი ტანთნაცვამი ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ნაჭერში ორ შეკვრად დაფასოებული სულ 32 ცალი აბის მაგვარი ნივთი. ერთ შეკვრაში მოთავსებულია 15 ცალი, ხოლო მეორე შეკვრაში 17 ცალი აბის მაგვარი ნივთი. ასევე ამოღებული იქნა ქაღალდის ნაჭერში გახვეული, თეთრის ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, რომელიც თავის მხრივ გახვეული იყო პოლიეთილენის ნაჭერში;

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 03 მაისს, 04:47 საათზე, ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზის მიმდებარედ არსებულ ოთახში დაკავებული იქნა თ------ კ--–------ე;

 

2017 წლის 03 მაისის ნარკოლოგიური ექსპერტიზის #------- დასკვნით დასტურდება, რომ თ------ კ--–------ე კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ასევე შემოწმდა მისი ბიოლოგიური მასალა და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და კოკაინის და ფსიქოტროპული ნივთიერება ბენზოდიაზეპინების მოხმარების ფაქტი;

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ე-–--- ფ--–----ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

2017 წლის 03 მაისის ქიმიური ექსპერტიზის #91---------/ქრ დასკვნით დასტურდება, რომ 2017 წლის 03 მაისს თ------ კ--–-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ერთ მხარეს შავ, მეორე მხარეს თეთრ ქაღალდის ნაჭერში გახვეული თეთრი ფერის ნივთიერება, წონით - 0,2462 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი), წონით - 0,0362 გრამს და არანარკოტიკულ, არაფსიქოტროპულ და არაფსიქოაქტიურ ნივთიერება - ტეტრამისოლს. უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ბოლოებმილღობილ ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული 32 (ოცდათორმეტი) ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით ,,B8”, საერთო წონით - 12,5788 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და არანარკოტიკული, არაფსიქოტროპული და არაფსიქოაქტიური შემავსებელი ნივთიერებების შემცველ ტაბლეტებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა - 0,2513 გრამი;

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები ნ---- ნ----–---–ი და პ------ წ--–---–--ე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმნენ მას.

 

ზემოთ მითითებული მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასტურდებოდა თ------ კ--–-------ს ბრალეულობა საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება შეაფასა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის. კერძოდ:

 

საქმის სასამართლოში განხილვისას თ------ კ--–------ემ არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება და სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 03 მაისს მის დაკავებაში დაახლოებით ათამდე პირი მონაწილეობდა. როდესაც მან აეროპორტში თავისი ბარგი აიღო, სანამ პასპორტში ბეჭედს ჩაურტყამდნენ, იცოდა რომ უთვალთვალებდნენ. როდესაც შემოწმება გამოიარა, დაინახა რომ ბოძებთან იდგა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი მამაკაცი და ერთი გოგონა. ხსენებული გოგონა მას გაჰყვა ბარგთან ჩასვლისას, რა დროსაც რაღაც მიაჩეჩა პოლიეთილენის პარკში გახვეული. კ--–------ემ ხელი აუკრა მას. შემდეგ მოხდა მისი დაკავება და ბარგის შესამოწმებელ ოთახში შეყვანა, სადაც 10-12 კაცამდე იქნებოდა. აღნიშნული გოგონა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ოთახში შევიდა. ოთახში კ--–------ეს ეუბნებოდნენ, რომ ეთქვა თუ სად ჰქონდა ,,ფაქტი“, რაზეც ბრალდებული პასუხობდა, რომ მას არანაირი ,,ფაქტი“ არ ჰქონდა. იგი გააშიშვლეს, თუმცა ვერაფერი უპოვნეს, რის შემდეგაც დაემუქრნენ, რომ სსკ 260-ე მუხლით წაუყენებდნენ ბრალს. ბრალდებულის განმარტებით, პოლიციელების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. იგი 2012 წელსაც იყო დაკავებული ბრალდებულის სახით, რა დროსაც ციხეში ფიზიკური ძალადობის შედეგად დაუზიანდა ხერხემალი და ფეხი. ამის გამო, ბრალდებულმა ცემის შიშით ხელი მოაწერა ყველა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, ვინაიდან ერჩივნა ხელი მოეწერა მათზე, ვიდრე ფიზიკურად გასწორებოდნენ. ბრალდებულის განმარტებით, მას დაკავებამდე ორი თვით ადრეც უთვალთვალებდნენ სახლთან და სხვადასხვა ადგილებში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ბრალდებულის პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები ზ-------------–---–-, ვ-–-----------–----–---–- და კ-------------–---–- აძლევენ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, კერძოდ: ზ-------------–---–- განმარტავს, რომ ბრალდებულ კ--–------ეს საზღვარზე გადმოსვლისთანავე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და პოლიციელებს მისი ბარგთან მისვლისთვის არ დაუცდიათ, ხოლო ვ-–-----------–----–---–- აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა თ------ კ--–------ე შეაჩერეს აეროპორტის ტერიტორიაზე, კერძოდ მაშინ, როდესაც კ--–------ემ ბარგი აიღო და გასასვლელისკენ მიემართებოდა. თავად თ------ კ--–-------ს პირადი ჩხრეკის ოქმშიც მითითებულია, რომ ბრალდებულს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზის მიმდებარედ არსებულ ოთახში. ასევე ზ-------------–---–- აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ თ------ კ--–------ე გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, ხოლო მოწმეები ვ-–-----------–----–---–- და კ-------------–---–- განმარტავენ, რომ დაკავების შემდეგ ბრალდებული გადაიყვანეს ტომოგრაფიულ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე.

 

ამდენად, პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი პირების ჩვენებები წინააღმდეგობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე წინააღმდეგობაშია პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულ რეალობასთანაც.

 

ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე არ იქნა მოპოვებული აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე არსებული კამერების ვიდეოჩანაწერები, რომლითაც დადასტურდებოდა თუ რეალურად სად იქნა დაკავებული თ------ კ--–------ე და სად ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა. აღსანიშნავია, რომ თ------ კ--–------ემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლამდე გაიარა ორი სახელმწიფოს (საფრანგეთისა და თურქეთის) საზღვარი, სადაც მან ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაიარა შემოწმება, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას შარვლის უკანა ჯიბეში აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, რაც სასამართლოს ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.

 

გამომძიებელი გ-------–--------–---–- მიუთითებს თ------ კ--–-------ს ბრალეულობაზე, მაგრამ იგი არის ირიბი მოწმე და მისი ჩვენება, ამ ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული როგორც მტკიცებულება.

 

პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა თ------ კ--–-------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ამასთან, თ------ კ--–-------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც სარწმუნოდ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე პალატას მიიჩნევს, რომ თ------ კ--–------ემ საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ პარიზში ყოფნისას, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,2513 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რაც პარიზი-სტამბული-თბილისის რეისით ქ. თბილისის აეროპორტის გავლით 2017 წლის 03 მაისს უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

 

2017 წლის 03 მაისს საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზის მიმდებარედ არსებულ ოთახში თ------ კ--–-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0,2513 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, 32 ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი.

 

პალატა ვერ დაეთანხმება სასამართლოს მითითებას თითქოს თ------ კ--–-------ს პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი პირების ჩვენებები წინააღმდეგობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე წინააღმდეგობაშია პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულ რეალობასთანაც. სასამართლოს ასეთი დასკვნა ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ ერთობლივ მასალებს; საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ-------------–---–-- 2017 წლის 03 მაისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თ------ კ--–------ე იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, რომელსაც სტამბული-თბილისის რეისით საქართველოში უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას და მოითხოვა რეაგირება; აღნიშნულის თაობაზე დაიწყო გამოძიება, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი გ-------------–---–--, ვ-–-----------–----–---–-სა და კ-------------–---–-ს შემადგენლობით; პოლიციელთა ჯგუფი თ------ კ--–------ეს დახვდა თბილისის აეროპორტში. მოწმეთა განმარტებით, მათ კ--–------ეს საზღვარზე გადმოსვლისა და დანახვისთანავე შეიყვანეს ბარგის შესამოწმებელ ოთახში, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგადაც კ--–-------ს შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორ შეკვრად პოლიეთილენის პარკში დაფასოებული 32 ცალი აბის მაგვარი ნივთიერება. ასევე ამოღებული იქნა ქაღალდის ნაჭერში გახვეული თეთრი ფერის ნივთიერება. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, ხოლო თ------ კ--–------ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში. საგამოძიებო მოქმედებების ოქმებსა და ლუქებს ხელი მოაწერა ბრალდებულმა თ------ კ--–------ემ და მას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავებამდე ბრალდებული იმყოფებოდა პოლიციელთა თვალთახედვის არეში და მას კავშირი არავისთან არ ჰქონია. მათ შეკითხვაზე თუ საიდან ჰქონდა აღნიშნული აბები, თ------ კ--–------ემ უპასუხათ, რომ საფრანგეთში შეიძინა 200 ევროდ, პირადი მოხმარებისათვის.

 

მოწმეების - პოლიციის მუშაკების გ-------------–---–--, ვ-–-----------–----–---–-სა და კ-------------–---–-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის არ არის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, რასაც შეეძლო ემოქმედა საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაზე; მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული უმნიშვნელო წინააღმდეგობა, მათ მიერ ახსნილი იქნა საქმის განხილვისას, მათ განმარტეს, რომ გარკვეული დროის გასვლის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი არაერთ მსგავსი სახის პროცედურაში მონაწილეობენ, ცალკეული წვრილმანი დეტალები მთელი სიზუსტით შეიძლება ვერ გაიხსენონ; პალატა მათ ასეთ განმარტებას სარწმუნოდ მიიჩნევს;

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მითითება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არ იქნა მოპოვებული აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე არსებული კამერების ვიდეოჩანაწერები, არ შეიძლებოდა თ------ კ--–-------ს უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი გამხდარიყო; საქმის მასალებით, მათ შორის: პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 03 მაისს, 02:04 საათიდან 02:27 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზის მიმდებარედ არსებულ ოთახში თ------ კ--–------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისი ტანთნაცვამი ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ნაჭერში ორ შეკვრად დაფასოებული სულ 32 ცალი აბის მაგვარი ნივთი. ერთ შეკვრაში მოთავსებულია 15 ცალი, ხოლო მეორე შეკვრაში 17 ცალი აბის მაგვარი ნივთი. ასევე ამოღებული იქნა ქაღალდის ნაჭერში გახვეული, თეთრის ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, რომელიც თავის მხრივ გახვეული იყო პოლიეთილენის ნაჭერში, რომელიც სათანადოდ შეიფუთა და დაილუქა, ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები ხელმოწერით დაადასტურა თვით თ------ კ--–------ემ, მას რაიმე შენიშვნა ოქმის ნამდვილობის თაობაზე არ გამოუთქვამს;

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით, უტყუარადაა დადასტურებული, რომ 2017 წლის 03 მაისს, 04:47 საათზე, ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზის მიმდებარედ არსებულ ოთახში დაკავებული იქნა თ------ კ--–------ე; დაკავების ოქმის რეალობა დაადასტურა თვით თ------ კ--–------ემ და მას რაიმე შენიშვნა არც ამ ოქმის ნამდვილობის თაობაზე არ გამოუთქვამს;

 

ასეთ ვითარებაში ბრალდების მხარემ საჭიროდ არ მიიჩნია აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე არსებული კამერების ვიდეოჩანაწერების ამოღება და საქმეზე დართვა, რადგან ბრალდების მხარე თვითონ განსაზღვრას რომელი მტკიცებულება უნდა წარადგინოს ბრალის დასადასტურებლად; პალატა თვლის, რომ ეს გარემოება არ შეიძლებოდა თ------ კ--–-------ს გამართლების საფუძველი გამხდარიყო;

 

პალატა საქმის ერთობლივ მასალებთან ერთად აფასებს თ------ კ--–-------ს განმარტებას იმის შესახებ, თითქოს როდესაც მან აეროპორტში თავისი ბარგი აიღო, სანამ პასპორტში ბეჭედს ჩაურტყამდნენ, იცოდა რომ უთვალთვალებდნენ და როდესაც შემოწმება გამოიარა, დაინახა რომ ბოძებთან იდგა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი მამაკაცი და ერთი გოგონა. ხსენებული გოგონა მას გაჰყვა ბარგთან ჩასვლისას, რა დროსაც რაღაც მიაჩეჩა პოლიეთილენის პარკში გახვეული. მის ამ განმარტებასთან დაკავშირებით, საყურადღებოა, რომ მას ამ ვერსიის თაობაზე არც პირადი ჩხრეკისას და არც დაკავებისას არ განუცხადებია; აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წინასწარი გამოძიება ისე დამთავრდა, რომ თ------ კ--–------ეს გამოძიების დაწყებით სტადიაზე მიცემული განმარტება არ შეუცვლია; მისი ამ ვერსიის გასამაგრებლად დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება არ მოუპოვებია და არ წარუდგენია სასამართლოსათვის; პალატა ეთანხმება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თ------ კ--–-------ს მიერ განვითარებული ვერსია, მისი უდანაშაულობის შესახებ, ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელისგან თავის დაღწევის მიზანს;

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში თ------ კ--–------ეს ჰქონდა განზრახვა უკანონოდ შეეძინა და შეენახა ნარკოტიკული საშუალება და უკანონოდ შემოეტანა საქართველოში რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად არის გამოცხადებული. ის გარემოება, რომ მის მიერ უკანონოდ შეძენილ და შენახულ ნივთიერებაში ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დასტურდება, რომ 2017 წლის 03 მაისს თ------ კ--–-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ერთ მხარეს შავ, მეორე მხარეს თეთრ ქაღალდის ნაჭერში გახვეული თეთრი ფერის ნივთიერება, წონით - 0,2462 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი), წონით - 0,0362 გრამს და არანარკოტიკულ, არაფსიქოტროპულ და არაფსიქოაქტიურ ნივთიერება - ტეტრამისოლს. უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ბოლოებმილღობილ ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული 32 (ოცდათორმეტი) ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით ,,B8”, საერთო წონით - 12,5788 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და არანარკოტიკული, არაფსიქოტროპული და არაფსიქოაქტიური შემავსებელი ნივთიერებების შემცველ ტაბლეტებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა - 0,2513 გრამი; რაც სისხლის სამართლის კოდექსით გამოცხადებული დასჯადი ქმედებაა და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ‘ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენი-–--, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

პალატა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მსგავს დანაშაულებში მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას უნდა გულისხმობდეს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის რომელიმე ნიშნის არსებობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ეჭვის გამომრიცხავად დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენი-–-- თ------ კ--–-------ს მიერ მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენა;

 

რაც შეეხება თ------ კ--–-------სათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრას სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა განესაზღვროს ჩადენილი დანაშაულისათვის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმი; რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, ზოგადად კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, სააპელაციო პალატა იმავდროულად ითვალისწინებს თ------ კ--–-------ს მიერ ჩადენილი განზრახი დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას;

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის მაგივრად გამოტანილი იქნას გამამტყუნებელი განაჩენი ბრალდების ორივე ნაწილში;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცე-------–---------------–----------–-–-------------------სა და ს----------–-------–-–-ის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზ---- ქ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გამამართლებელი განაჩენი თ------ კ--–-------ს მიმართ;

თ------ კ--–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

თ------ კ--–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ------ კ--–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

თ------ კ--–------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 03 მაისიდან, 2018 წლის 22 იანვრამდე და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 11 ივნისიდან.

ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალებები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

 

მანუჩარ კაპანაძე