განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001974556 (3ბ/3006-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ა-----------
წარმომადგენელი- ს--–----------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი- გ--------------–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა-----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1--- წლის 4 აპრილს გაცემული დაბადების მოწმობის თანახმად, მ-----–-------------------------- დაიბადა 1--- წლის 4 მარტს. დაბადების მოწმობით დგინდება, რომ ა----------- არის მ-----–-------------ს დედა.
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დაცვისა და გაცილების სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დ--------------, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 1--- წლის 6 ივლისს გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის მასალებზე დაყრდნობით, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1--- წლის 9 ნოემბერს მიღებულ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დაცვისა და გაცილების სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დ-------------- 1--- წლის 6 ივლისს, სამმართველოს ხელმძღვანელობის განკარგულების თანახმად, მივლინებულ იქნენ დასავლეთ საქართველოში, მდინარე ჩ---–-----ან არსებული საგზაო პოლიციის საგუშაგოდან, ხელშეკრულების საფუძველზე ტვირთის გამოსაცილებლად. დანიშნულების ადგილისაკენ, მსუბუქი ავტომანქანით მოძრაობისას, სოფელ წ-------------თან, ლ----–---------–--ის ა/მაგისტრალის პარალელურად მშენებარე გზის 700 კილომეტრზე, მათი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადმოვიდა ავტობუსი და შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთივე პოლიციელი გარდაიცვალა.
2.3. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1--- წლის 9 ნოემბერის დასკვნის თანახმად, საქართველოს რეპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დაცვა-გაცილების სამსახურის თანამშრომელი, უფროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მ-----–-------------------------- ამორიცხულ იქნა პირადი შემადგენლობის სიიდან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების გამო. 2017 წლის 7 ივნისს გაცემული იქნა გარდაცვალების მოწმობა, რომლის თანახმადაც მ-----–-------------ს გარდაცვალების ფაქტი რეგისტრირებულ იქნა 1--- წლის 11 ივლისს.
2.4. 2017 წლის 21 აპრილს ა-----------მ, როგორც მ-----–-------------ს დედამ, განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოჯახის წევრის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების გამო, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად საჭირო აქტის გამოცემის მოთხოვნით.
2.5. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2017 წლის 10 მაისის N---- გადაწყვეტილებით, ა-----------ს მოთხოვნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე მ-----–--------------------------ს (დაბ.04.03.1---წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურებაზე არ დაკმაყოფილდა.
2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის 2017 წლის 18 მაისის წერილით, ა-----------ს ეცნობა, რომ ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე მ-----–--------------------------ს (დაბ.1---წ.) გარდაცვალების ფაქტი არ ექცეოდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის მოქმედების ფარგლებში, სამინისტრო მოკლებული იყო ცნობის გაცემის შესაძლებლობას, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნიდან გამომდინარე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2017 წლის 10 მაისის N---- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცნობის გაცემა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების დადგენა მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო. იმავე კანონის მე-3 მუხლი ადგენს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ ამა თუ იმ პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განსაზღვრისას. ეს პრინციპებია: სამართლიანობა, კანონის წინაშე თანასწორობა, მუდმივობა, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს. ამგვარად, ნათელია რომ კანონმდებლის ნებას წარმოადგენს მხოლოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში გაიცეს სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესითა და პირობებით. ამასთან, „პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ხოლო იმავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. იმავე კანონის 221 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1000 ლარს. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.
2.9. ამდენად, საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ზემოხსენებულ ნორმაში ასახულ ქმედებებად ვერ ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობის ნებისმიერი შემთხვევა. ამგვარი მოსაზრების საფუძველია კანონმდებლის ნება, ერთმანეთისაგან იქნეს დიფერენცირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალება და მისგან გამომდინარე სოციალური გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტი) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ ვითარებაში დაღუპვა და მისგან გამომდინარე გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი). „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით დადგენილია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომლებიც ექცევა მითითებული ნორმის რეგულაციაში და ასეთი შემთხვევებია: პოლიციელის გარდაცვალება ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა საკითხი იმის შესახებ, ექცევა თუ არა მ-----–-------------ს გარდაცვალება ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მ-----–-------------ს გარდაცვალების ფაქტი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დ-------------- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 1--- წლის 6 ივლისს გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის მასალებზე დაყრდნობით, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1--- წლის 9 ნოემბერს მიღებულ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დაცვისა და გაცილების სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დ-------------- 1--- წლის 6 ივლისს, სამმართველოს ხელმძღვანელობის განკარგულების თანახმად, მივლინებულ იქნენ დასავლეთ საქართველოში, მდინარე ჩ---–-----ან არსებული საგზაო პოლიციის საგუშაგოდან, ხელშეკრულების საფუძველზე ტვირთის გამოსაცილებლად. დანიშნულების ადგილისაკენ, მსუბუქი ავტომანქანით მოძრაობისას, სოფელ წ-------------თან, ლ----–---------–--ის ა/მაგისტრალის პარალელურად მშენებარე გზის 700 კილომეტრზე მათი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადმოვიდა ავტობუსი და შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთივე პოლიციელი გარდაიცვალა. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მ-----–------------- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ შემთხვევას, რაც თავისთავად არ ქმნის კანონისმიერ წინაპირობას იმისათვის, რომ მ-----–-------------ს გარდაცვალების ფაქტი მოექცეს ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის რეგულაციაში. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტით და ამავე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე გარდაცვლილ პოლიციელთა წრე (სუბიექტები) არ არის ერთი და იგივე. „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება ყველა იმ პოლიციელზე, რომელიც გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მაგრამ მისი სამსახურებრივი საქმიანობა არ იყო დაკავშირებული ამავე მუხლის 11 პუნქტით განთვალისწინებული სპეციფიკური და მომეტებული საფრთხის შემცველი უფლებამოსილებების განხორციელებასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მიზნებისა და პრინციპების დაცვით ეთქვა მოსარჩელეს უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე - სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით აქტის გამოცემაზე. აღნიშნული გამომდინარეობს „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი სახეზე არ აირს.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოთხოვნაც მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, რომლის საფუძველზე ა----------- მიიღებს კომპენსაციას ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოდენობითა და წესით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ უდაო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მ-----–-------------ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალება და მისი მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ შემდეგი - ექცევა თუ არა მ-----–-------------ს გარდაცვალება ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის მოქმედების ფარგლებში. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არასწორად მსჯელობს აღნიშნულ სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით და არასწორად განმარტავს ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ და პირველ პრიმა პუნქტებს. კერძოდ, „პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული რეალაქტი არის ისეთი საჯაროსამართლებრივი ქმედება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ, შეცვლისაკენ ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ, ხოლო იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პოლიციის პრევენციული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმ. ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული რეალაქტის - გამოყენებით ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პოლიციელის საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული, კონკრეტულ შედეგზე - საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა, დანაშაულთან ბრძოლაზე და ა. შ. ორიენტირებული ქმედება (რეალაქტი) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმების ლოგიკური და სისტემური მეთოდით შეფასების შედეგად განიხილება, როგორც პოლიციის პრევენციული საქმიანობა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ხოლო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის დისპოზიცია ვრცელდება იმ პირებზე მათ შორის, რომლებიც გარდაიცვალნენ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, კონკრეტული ფაქტის განმსაზღვრელია არა ის, თუ პოლიციელი პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას და საზოგადოებრივი წესრიგის ან/და დამნაშავეობასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული მოქმედების რომელ სტადიაზე გარდაიცვალა, არამედ ასეთი ქმედების (რეალაქტის) და გარდაცვალების უტყუარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია მთავარი პირობა. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დაცვისა და გაცილების სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მ-------------ი სამმართველოს ხელმძღვანელობის განკარგულების თანახმად მივლინებულ იქნენ დასავლეთ საქართველოში დანიშნულების ადგილისკენ მსუბუქი ავტომობილით მოძრაობისას ავტოავარიის შედეგან ხუთივე, სპეციალური დავალების საფუძველზე მოქმედი პოლიციელი გარდაიცვალა. გამომდინარე აქედან, უდავო ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მ-----–-------------ს გარდაცვალების ფაქტსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შორის უტყუარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს. სწორედ ამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირით გამოწვეული პოლიციელების (რომელთა მოვალეობის შესრულების სპეციფიკაც შეიცავს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებულ საფრთხეს) გარდაცვალების ფაქტები ექცევა ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე პირველი პრიმა პუნქტის მოქმედების ფარგლებში.
3.2. რაც შეეხება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველ პუნქტს, აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმის მოქმედების ფარგლებში ექცევა იმ პოლიციელების გარდაცვალების ფაქტები, რომელთა საქმიანობის სპეციფიკა და უფლებამოსილების განხორციელება დაკავშირებული არ არის მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის რისკთან, ვინაიდან „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის ყველა საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი წოდებები. ამავე ნორმის მოქმედების ფარგლებში მოექცევა პოლიციელის გარდაცვალების ფაქტი მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე პირველი და პირველი პრიმა პუნქტები და არასწორი განმარტების შედეგად მცდარი დასაბუთების საფუძველზე მ-----–-------------ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტი მოაქცია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების ფარგლებში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1--- წლის 4 აპრილს გაცემული დაბადების მოწმობის თანახმად, მ-----–-------------------------- დაიბადა 1--- წლის 4 მარტს. დაბადების მოწმობით დგინდება, რომ ა----------- არის მ-----–-------------ს დედა.
4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დაცვისა და გაცილების სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დ--------------, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 1--- წლის 6 ივლისს გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის მასალებზე დაყრდნობით, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1--- წლის 9 ნოემბერს მიღებულ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დაცვისა და გაცილების სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დ-------------- 1--- წლის 6 ივლისს, სამმართველოს ხელმძღვანელობის განკარგულების თანახმად, მივლინებულ იქნენ დასავლეთ საქართველოში, მდინარე ჩ---–-----ან არსებული საგზაო პოლიციის საგუშაგოდან, ხელშეკრულების საფუძველზე ტვირთის გამოსაცილებლად. დანიშნულების ადგილისაკენ, მსუბუქი ავტომანქანით მოძრაობისას, სოფელ წ-------------თან, ლ----–---------–--ის ა/მაგისტრალის პარალელურად მშენებარე გზის 700 კილომეტრზე, მათი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადმოვიდა ავტობუსი და შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთივე პოლიციელი გარდაიცვალა.
4.4. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1--- წლის 9 ნოემბერის დასკვნის თანახმად, საქართველოს რეპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დაცვა-გაცილების სამსახურის თანამშრომელი, უფროსი ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მ-----–-------------------------- ამორიცხულ იქნა პირადი შემადგენლობის სიიდან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების გამო. 2017 წლის 7 ივნისს გაცემული იქნა გარდაცვალების მოწმობა, რომლის თანახმადაც მ-----–-------------ს გარდაცვალების ფაქტი რეგისტრირებულ იქნა 1--- წლის 11 ივლისს.
4.5. 2017 წლის 21 აპრილს ა-----------მ, როგორც მ-----–-------------ს დედამ, განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოჯახის წევრის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების გამო, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად საჭირო აქტის გამოცემის მოთხოვნით.
4.6. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2017 წლის 10 მაისის N---- გადაწყვეტილებით, ა-----------ს მოთხოვნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე მ-----–--------------------------ს (დაბ.04.03.1---წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურებაზე არ დაკმაყოფილდა.
4.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის 2017 წლის 18 მაისის წერილით, ა-----------ს ეცნობა, რომ ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე მ-----–--------------------------ს (დაბ.1---წ.) გარდაცვალების ფაქტი არ ექცეოდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის მოქმედების ფარგლებში, სამინისტრო მოკლებული იყო ცნობის გაცემის შესაძლებლობას, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნიდან გამომდინარე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.8. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
4.12. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების დადგენა მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო. იმავე კანონის მე-3 მუხლი ადგენს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ ამა თუ იმ პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განსაზღვრისას. ეს პრინციპებია: სამართლიანობა, კანონის წინაშე თანასწორობა, მუდმივობა, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს. ამგვარად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ნათელია, რომ კანონმდებლის ნებას წარმოადგენს მხოლოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში გაიცეს სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესითა და პირობებით. ამასთან, „პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ხოლო, იმავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. იმავე კანონის 221 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან − 1000 ლარს. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.
4.13. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ზემოხსენებულ ნორმაში ასახულ ქმედებებად ვერ ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობის ნებისმიერი შემთხვევა. ამგვარი მოსაზრების საფუძველია კანონმდებლის ნება, ერთმანეთისაგან იქნეს დიფერენცირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალება და მისგან გამომდინარე სოციალური გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტი) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ ვითარებაში დაღუპვა და მისგან გამომდინარე გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი). „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით დადგენილია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომლებიც ექცევა მითითებული ნორმის რეგულაციაში და ასეთი შემთხვევებია: პოლიციელის გარდაცვალება ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა საკითხი იმის შესახებ, ექცევა თუ არა მ-----–-------------ს გარდაცვალება ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მ-----–-------------ს გარდაცვალების ფაქტი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დ-------------- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 1--- წლის 6 ივლისს გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის მასალებზე დაყრდნობით, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1--- წლის 9 ნოემბერს მიღებულ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დაცვისა და გაცილების სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დ-------------- 1--- წლის 6 ივლისს, სამმართველოს ხელმძღვანელობის განკარგულების თანახმად, მივლინებულ იქნენ დასავლეთ საქართველოში, მდინარე ჩ---–-----ან არსებული საგზაო პოლიციის საგუშაგოდან, ხელშეკრულების საფუძველზე ტვირთის გამოსაცილებლად. დანიშნულების ადგილისაკენ, მსუბუქი ავტომანქანით მოძრაობისას, სოფელ წ-------------თან, ლ----–---------–--ის ა/მაგისტრალის პარალელურად მშენებარე გზის 700 კილომეტრზე მათი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადმოვიდა ავტობუსი და შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთივე პოლიციელი გარდაიცვალა. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, დადგენილია, რომ მ-----–------------- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ შემთხვევას, რაც თავისთავად არ ქმნის კანონისმიერ წინაპირობას იმისათვის, რომ მ-----–-------------ს გარდაცვალების ფაქტი მოექცეს ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის რეგულაციაში. საქალაქო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტით და ამავე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე გარდაცვლილ პოლიციელთა წრე (სუბიექტები) არ არის ერთი და იგივე. „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება ყველა იმ პოლიციელზე, რომელიც გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მაგრამ მისი სამსახურებრივი საქმიანობა არ იყო დაკავშირებული ამავე მუხლის 11 პუნქტით განთვალისწინებული სპეციფიკური და მომეტებული საფრთხის შემცველი უფლებამოსილებების განხორციელებასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მიზნებისა და პრინციპების დაცვით ეთქვა მოსარჩელეს უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე - სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით აქტის გამოცემაზე. აღნიშნული გამომდინარეობს „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი სახეზე არ არის.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე