განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2018
საქმის ნომერი
010141318700061404
ინსტანცია
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0-----------------

საქმე №1/აგ-405-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ--------–--ევის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 იანვრის განაჩენით:

 

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ფ--------–--ევს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ფ--------–--ევი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 16 აგვისტოს, 2013 წლის 07 ოქტომბრის, 2013 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ამ მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 07 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ--------–--ევს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, სადანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 02 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 03 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი;

 

მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინაარმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 20 ნოემბრიდან;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით:

 

ფ--------–--ევი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქ/პუნქტებით და სსკ-ის 273-ე მუხლით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათის დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ფ--------–--ევს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ფ--------–--ევს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2015 წლის 16 აპრილიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 20 ნოემბრიდან - 2015 წლის 15 აპრილის ჩათვლით;

 

ფ--------–--ევს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ)საექიმო საქმიანობის უფლება; გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ)პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლბა.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:

 

დამტკიცდა 2016 წლის 19 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ თ---------ესა და ბრალდებულ ფ--------–--ევს შორის;

 

ფ--------–--ევი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და მოუხდელი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, მთლიანად დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ფ--------–--ევს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის თანახმად, ფ--------–--ევს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაში ჩაეთვალა 2016 წლის 07 მაისიდან, 2016 წლის 01 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დღეებიდან 24 დღე.

 

ფ--------–--ევს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართელოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ)საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ)პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლბა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის განაჩენით:

 

დამტკიცდა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------------–--ლსა და ბრალდებულ ფ--------–--ევს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ფ--------–--ევი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქარველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის მე-40 და 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ბრალდებულ ფ--------–--ევს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის მე-40 და 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის N1------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, კვლავ ჩაეთვალა პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ფ--------–--ევს ძირითდი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის მე-40 და 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

ფ--------–--ევს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართელოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ)საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ)პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლბა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენით:

 

ფ--------–--ევის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2016 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ნაწილში) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ფ--------–--ევი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ნაწილში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

ფ--------–--ევი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2017 წლის 04 იანვრის ეპიზოდი ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლის“ მოხმარების ნაწილში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ფ--------–--ევს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ფ--------–--ევს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

ფ--------–--ევს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 02 ნოემბრიდან;

 

ფ--------–--ევს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართელოს კანონის მესამე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ)საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ)პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლბა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ ფ--------–--ევის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმას 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით - ნაწილობრივ მიემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩათვლილია პირობითად და ფ--------–--ევს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი; მსჯავრდებულ ფ--------–--ევს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 2 ნოემბრიდან;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინებით, მსჯავრდებულ ფ--------–--ევის საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება, მსჯავრდებულ ფ--------–--ევის მიმართ არსებული განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ, დარჩა უცვლელი.

 

2018 წლის 11 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ფ--------–--ევმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ფ--------–--ევის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით; სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენით ფ--------–--ევს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე განმეორებით უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზრვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით. ასევე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა უფლებები.

 

რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ფ--------–--ევი უნდა გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან;

 

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენით, ფ--------–--ევს ასევე მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლის“ უკანონოდ მოხმარებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, რომელმაც მთლიანად შთანთქა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი. ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლის“ მოხმარებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენით ფ--------–--ევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელი. ფ--------–--ევი უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელისაგან და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე. სხვა ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ფ--------–--ევის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ფ--------–--ევის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე:

 

მსჯავრდებული ფ--------–--ევი გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინებები მსჯავრდებულ ფ--------–--ევის მიმართ არსებული განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ლ. თევზაძე