განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210018001407658
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-357-18 26 ივნისი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი)- მოსამართლეები: ლაურა მიქავა ნანა კალანდაძე თამარ სვანიძე სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - შპს ,,დი------’’ - ლ----------–---–- - შპს ,,M----------------'' - ს---–--------–-------–---–-
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება -
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- შპს „M----------------”-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
- დაეკისრა მოპასუხე შპს ,,დ------ს” მოსარჩელე შპს „M----------------”-ს სასარგებლოდ 60 000 აშშ დოლარის გადახდა;
- მოპასუხე შპს ,,დ------ს” დაეკისრა მოსარჩელე შპს „M----------------”-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის სარჩელის წარმოებაში მისაღებად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 4004 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2016 წლის 30 მაისს შპს „M----------------”-ს და შპს „დ------ს“ შორის გაფორმდა ავტომობილის იჯარის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის პირობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „დ------ს“ დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცა შპს „M----------------”-ის საკუთრებაში რიცხული D------.4-- მარკის სატვირთო ტრანსპორტი G--------- G---- მარკის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელით. აღნიშნული ხელშეკრულება მოიცავდა ასევე მძღოლის მომსახურების სერვისს მთელი იჯარის ხელშეკრულების განმავლობაში. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეიჯარე გადასცემდა მოიჯარეს ავტომობილს ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს. ხელშეკრულება კი ძალაში იყო ქონების მოიჯარეზე გადაცემის დღიდან 7 დღის განმავლობაში, 2016 წლის 05 ივნისის ჩათვლით. საიჯარო ქირა შეადგენდა 600 აშშ დოლარს.
2.2. ხელშეკრულების 2.2. პუნქტით განისაზღვრა, მოიჯარის ვალდებულებები, რომლის თანახმადაც მოიჯარე ვალდებული იყო დროულად გადაეხადა საიჯარო ქირა, ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ კი დაებრუნებინა ავტომობილი მეიჯარისათვის გამართულ მდგომარეობაში ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. ამავე ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოიჯარის ან მისი დავალებით მესამე პირის მიერ იჯარის საგნის გამოყენებით ისეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რომლისთვისაც საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ავტომობილის ჩამორთმევას (როგორც დანაშაულის საგნის, იარაღის ან საშუალების), მოიჯარე ვალდებულია მეიჯარეს გადაუხადოს ავტომობილის ღირებულება, რომელიც
მხარეთა შეთანხმებით შეადგენს 60 000 აშშ დოლარს.
2.3. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცეულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოიჯარეს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შპს „M----------------”-ის საკუთრებაში რიცხული D------.4-- მარკის სატვირთო ტრანსპორტი G--------- G---- მარკის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელით გადაეცა ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს და აღნიშნული ავტომობილის მძღოლი მოქმედებდა მოიჯარის დავალებით. ასევე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 2 ივნისს ზ/აღნიშნული სატვირთო ტრანსპორტით მოხდა კონტრაბანდული ს------–-- გადატანა ს----------–--------------- საზღვარზე, რის შედეგადაც საბაჟოზე განხორციელდა სატვირთო ავტომანქანის დაყადაღება და ჩამორთმევა, დაკავებული იქნა სატვირთო ავტომანქანის მძღოლიც.
2.4. ასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 30 მაისის იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ავტოსატრანსტორტო საშუალება დღემდე არ არის დაბრუნებული მეიჯარისათვის, იგი არის ჩამორთმეული და იმყოფება თ---------ს ტერიტორიაზე.
2.5. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე შპს „დი------“-ს მიერ მოხდა 2016 წლის 30 მაისის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა და ამ ვალდებულების დარღვევამ გამოიწვია შპს „M----------------”-სათვის მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაკარგვა. დადგენილია, რომ მოპასუხეს დღემდე არ მოუხდენია იჯარით გადაცემული ავტომანქანის დაბრუნება
თ---------ს რესპუბლიკაში მისი დაყადაღების და ჩამორთმევის გამო.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუ---–-- გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
2.7. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება- მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არარის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
2.9. დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული იქნა იჯარის ხელშეკრულება და შესაბამისად მხარეებს შორის აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი იქნა უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.
2.10. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა ავტომობილის იჯარის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის პირობით. აღნიშნული ხელშეკრულების
საფუძველზე შპს „დ------ს“ დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცა შპს „M------- G------”-ის საკუთრებაში რიცხული D------.4-- მარკის სატვირთო ტრანსპორტი G--------- G---- მარკის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელით. აღნიშნული ხელშეკრულება მოიცავდა ასევე მძღოლის მომსახურების სერვისს მთელი იჯარის ხელშეკრულების განმავლობაში. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეიჯარე გადასცემდა მოიჯარეს ავტომობილს ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს. ხელშეკრულება კი ძალაში იყო ქონების მოიჯარეზე გადაცემის დღიდან 7 დღის განმავლობაში, 2016 წლის 05 ივნისის ჩათვლით. საიჯარო ქირა შეადგენდა 600 აშშ დოლარს. ხელშეკრულების 2.2. პუნქტით განისაზღვრა მოიჯარის ვალდებულებები, რომლის თანახმადაც მოიჯარე ვალდებული იყო დროულად გადაეხადა საიჯარო ქირა, ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ კი დაებრუნებინა ავტომობილი მეიჯარისათვის გამართულ მდგომარეობაში ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დაქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით ასევე იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
2.13. მხარეები 2016 წლის 30 მაისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით თავიდანვე შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების წესზე. კერძოდ ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოიჯარის ან მისი დავალებით მესამე პირის მიერ იჯარის საგნის გამოყენებით ისეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რომლისთვისაც საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ავტომობილის ჩამორთმევას (როგორც დანაშაულის საგნის, იარაღის ან საშუალების), მოიჯარე ვალდებულია მეიჯარეს გადაუხადოს ავტომობილის ღირებულება, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შეადგენს 60 000 აშშ დოლარს.
2.14. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „დი------“-ს მიერ მოხდა 2016 წლის 30 მაისის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა და ამ ვალდებულების დარღვევამ გამოიწვია შპს „M----------------”-ს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაკარგვა. მოპასუხეს დღემდე არ მოუხდენია იჯარით გადაცემული ავტომანქანის დაბრუნება მეიჯარისათვის თ---------ს რესპუბლიკაში მისი დაყადაღების და ჩამორთმევის გამო.
2.15. შესაბამისად სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ სახეზეა ხელშეკრულების 2.2.4. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ასევე სახეზეა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის და ამ დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეზე ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს კანონით გათვალისწინებული ყველა ზ/აღნიშნული გარემოება მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 60 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „დ------მა“
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1-ე პუნქტში არასაწორად მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,დ------ს“ დროებით სარგებლობის უფლებით გადაეცა სატვირთო ტრანსპორტი.
2016 წლის 30 მაისით დათარიღებული იჯარის ხელშეკრულებით შპს ,,M----------------’’-სგან კომპანია შპს ,,დ------ს’’ არ გადასცემია ფაქტობრივ მფლობელობაში სატვითო ავტოსატრანსპორტო საშუალება, ფაქტობრივად (რეალურად) მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა არ დაწყებულა და არც შემდგარა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით ჩანს, რომ შპს ,,M--------- G------’’-მ სადავო ავტოსატრანსპორტო საშულების გამოყენებით 2016 წლის 31 მაისს ფაქტობრივად ს------–-- გადაზიდვის გარიგება გააფორმა მესამე პირთან შპს ,,ა-----------თან’’ და განახორციელა ს------–-- გადაზიდვის სერვისი თ---------ს ტერიტორიაზე, რა დროსაც შპს M---------მა თავისივე მძღოლის მეშვეობით კანონით დადგენილი საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით განახორციელა პროცედურა, რასაც მოჰყვა თ---------ს კანონმდებლობის დარღვევა, შეტანილ საქონელს მიენიჭა კონტრაბანდული სტატუსი, მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაკავება და საქმეთა განხილვა თ--------- რესპუბლიკის სასამართლო ორგანოებში.
3.2. სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.2-ე პუქნქტში არასაწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შპს ,,M----------------''-ს სატვირთო ტრანპორტი ნახევრადმისაბმელით გადაეცა მოიჯარეს შპს ,,დ------ს'' ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
3.3. სასამართლომ არასაწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ავტომობილის მძღოლი მოქმედებდა მოიჯარის შპს ,,დი------’’-ს დავალებით. არავითარი დავალება მოიჯარეს რომელიმე მძღოლისათვის არ მიუცია. საქმის მასალებშიც შპს ,,დი------’’-საგან მძროლზე მიცემული დავალება არსად არ ჩანს.
3.4. სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.2-ე პუნქტში არასწორად მიიჩნევს დადგენილად, რომ 2016 წლის 30 მაისის იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება დღემდე არ არის დაბრუნებული მეიჯარისათვის, იგი არის ჩამორთმეული და იმყოფება თ---------ს ტერიტორიაზე. შპს ,,M----------------''-ს იჯარის ხელშეკრულებით გათვალიწინებული ნივთის სარგებლობაში გადაცემის ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად შპს ,,დ------ს'' ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, არ მოუპოვენია ფაქტობრივი მმართველობა/ბატონობა, რაც ნიშნავს იმას რომ ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულენა შპს ,,დ------ს’’ არ გააჩნდა და დაუშვებელია 2016 წლის 30 მაისით დათარიღებული იჯარის ხელშეკრულება განხილულ იქნას ნივთის ფაქტობრივად ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტად.
3.5. რაც შეეხება თ---------ს რესპუბლიკაში ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტს, თ---------ს რესპუბლიკის სასამართლო განაჩენით და თურქეთში მოწმე მ-------------- ჩვენებით ჩანს, რომ დანაშაული განპირობებულია მოსარჩელის მხრიდან, კერძოდ მისივე თანამშრომლის მიერ, რომელიც ასრულებდა მის დავალებას, რაც გამოიხატება იმაში რომ მისმა მძღოლმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, სარფში თ---------ს გამშვებ პუნქტზე ცარიელი დეკლარაციის ჩაბარებით, შეიტანა გ-------–- ხორცის პაკეტებით დატვირთული ტრანსპორტი ს------–-- განუბაჟებლად, თ---------ს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალება გაატარა ცარიელი ტრაილერების გამშვები პუნქტიდან, რასაც შემდგომში მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
3.6. სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.3-ე პუნქტით არასწორად იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე რომ, თითქოს მოპასუხის შპს ,,დი------ს'' მიერ მოხდა 2016 წლის 30 მაისის იჯარის ხელშეკრულების დარღვევა და ამ ვალდებულების დარღვევამ გამოწვია შპს ,,M-------- G------''-ს კუთვნილი საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების დაკარგვა.
3.7. მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ შპს ,,დ------ს'' ჩააბარა ნივთი, ასევე ვერ ადასტურებს რომ შპს ,,დ------მა'' განახორციელა რაიმე დანაშაულებრივი ქმედება და მისი ბრალეულობით მიადგა ზიანი, პირიქით განაჩენით და დაკითხვის ოქმებით (ჩენებებით) ჩანს, რომ შპს ,,M----------------''-მ, კერძოდ, მისმა მძღოლმა მ-------------მ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ცარიელი დეკლარაციით, განახორციელა ს------–-- გადატანა კონტრბანდულად, შპს ,,დი------'' განაჩენში არსად არ ფიგურირებს ვინაიდან მოცემულ საქმესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ნიშანდობლივია დამდგარ ზიანთან მიმართბაში მიზეზობრივ კავშირშია თავად მეიჯარე შპს ,,M----------------''. არასწორია შპს ,,დი------ს“ დადანაშაულება მომხდარ ფაქტთან მიმართებაში.
3.8. 2016 წლის 30 მაისით დათარიღებული იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარემ აიღო ვალდებულება გადაეცა იჯარით სატრანსპორტო საშუალება შპს ,,დი------სათვის,'' სამწუხაროდ მეიჯარემ ნივთი არ გადასცა (არ ჩააბარა) მოიჯარეს და მეიჯარემ შპს ,,M----------------''-მ აღნიშნული ხელშეკრულების საგანი 2016 წლის 31 მაისს გამოიყენა გადაზიდვის გარიგების დადებისას მესამე პირთან შპს ,,ა-----------თან’’. აღნიშნული დასტურდება ს------–-- გადაზიდვის გარიგებით, კერძოდ სასაქონლო ზედნადებით, რომელიც მხარეებს შორის გაფორმებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 672-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 672-ე მუხლის თანახმად ,,გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით'', მოცემულ შემთხვევაში საქმეში დევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია 2----–-–------------ ზედნადები №0------ი, რომელიც ცალსახად ადასტურებს ,,M----------------''-სა და შპს ,,ა-----------ს'' შორის შემდგარ გარიგებას ს------–-- გადაზიდვის თაობაზე, აშკარად გამოხატულია მეიჯარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. 2016 წლის 30 მაისს შპს „M----------------”-ს (მეიჯარე) და შპს „დ------ს“ (მოიჯარე) შორის გაფორმდა ავტომობილის იჯარის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის პირობით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს „დ------ს“ დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცა შპს „M----------------”-ის საკუთრებაში რიცხული D------.4-- მარკის სატვირთო ტრანსპორტი G--------- G---- მარკის სპეციალიზებული ნახევარმისაბმელით, სახელმწიფო ნომრით L----;
იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარე ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული ავტომობილი გამართულ მდგომარეობაში გადაეცა მოიჯარისათვის (2.1.1. პინქტი);
აღნიშნული ხელშეკრულება მოიცავდა ასევე ამ ავტომობილის მძღოლით მომსახურების სერვისს მთელი იჯარის ხელშეკრულების განმავლობაში (2.1.2. პუნქტი);
ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეიჯარე გადასცემდა მოიჯარეს ავტომობილს ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს (3.1. პუნქტი);
ხელშეკრულება ძალაში იყო ქონების მოიჯარეზე გადაცემის დღიდან 7 დღის განმავლობაში - 2016 წლის 05 ივნისის ჩათვლით (1.1. პუნქტი);
4.2. იჯარის ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოიჯარის ან მისი დავალებით მესამე პირის მიერ იჯარის საგნის გამოყენებით ისეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რომლისთვისაც საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ავტომობილის ჩამორთმევას (როგორც დანაშაულის საგნის, იარაღის ან საშუალების), მოიჯარე ვალდებულია მეიჯარეს გადაუხადოს ავტომობილის ღირებულება, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შეადგენს 60 000 აშშ დოლარს;
4.3. საქმეში არსებული 2----–-–------------ სასაქონლო ზედნადებით და შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ გადამზიდავს - შპს „M----------------”-ს ავტოსატრანსპორტო საშუალება M------------ით უ----------- ე----–- უნდა გადაეტანა გ-------–- უ---–-- ს------–-- ხორცი. აღნიშნული სასაქონლო ზედნადების თანახმად, ტვირთის გამგზავნია P----------------”, ხოლო მიმღებია A------------------------. აღნიშნული გადაზიდვა ხორციელდებოდა შპს ,,ა-----------ის“ დავალებით (იხ. ს/ფ.: 69);
4.4. დადგენილია, რომ მ------------- მუშოაბს შპს „M----------------”-ში მძღოლად;
4.5. საქმეში არსებული თ---------ს რესპუბლიკის განაჩენით დადგენილია, რომ 2016 წლის 02 ივნისს ზ/აღნიშნული სატვირთო ტრანსპორტით მოხდა არადეკლარირებული ტვირთის გადატანა ს----------–--------------- საზღვარზე, რის შედეგადაც საბაჟოზე განხორციელდა სატვირთო ავტომანქანის დაყადაღება, დაკავებული იქნა სატვირთო ავტომანქანის მძღოლი მ-------------;
4.6. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს იჯარის ხელშეკრულებიდან;
სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც;
იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნის სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა, მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი, მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ;
ამდენად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარის უმთავრესი ვალდებულებაა გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი. როგორც წესი, ეს უკანასკნელი მოიჯარეს გადაეცემა პირდაპირ მფლობელობაში, თუმცა, პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა ყოველთვის აუცილებელი არ არის, თუ სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება მიიღწევა ნივთის უშუალო გადაცემის გარეშეც;
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარეს იჯარის საგანი დროებით უნდა გადასცემოდა სარგებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რაც წარმოადგენდა მის მიზანს. ამდენად, ხელშეკრულების დადების მიზნიდან გამომდინარე, მხარეს ევალებოდა საიჯარო ნივთის მოპასუხისათვის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა;
4.7. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სწორედ იჯარის საგნის გადაცემის საკითხი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
4.8. მოცემულ შემთხვევაში, იჯარის ხელშეკრულებაში არსად არ არის მითითებული, რომ ნივთი გადაეცა/ჩაბარდა მოიჯარეს, ასევე არ არსებობს ნივთის მიღება ჩაბარების აქტი ან სხვა ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომელიც ნივთის მოიჯარეზე ჩაბარებას/გადაცემას ან მის ფაქტობრივ მფლობელობაში/გამგებლობაში ყოფნას დაადასტურებს. მხოლოდ ხელშეკრულებაში მითითება, რომ მეიჯარე გადასცემს მოიჯარეს ავტომობილს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იჯარის საგანი მოიჯარისათვის გადაცემულია ხელშეკრულებაზე ხელმოწერილს დღეს. ფაქტობრივ მფლობელობაში ნამდვილად გადაეცა მოპასუხე მხარეს;
4.9. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალება შპს ,,M-------- G------”-ს მფლობელობაში იყო. 2----–-–------------ ზედნადებით დადგენილია, რომ გადამზიდავს - შპს „M----------------”-ს ავტოსატრანსპორტო საშუალება M------------ით უ----------- ე----–- უნდა გადაეტანა გ-------–- უ---–-- ს------–-- ხორცი. ამასთან, აღნიშნული სასაქონლო ზედნადების თანახმად, ტვირთის გამგზავნად მითითებულია P----------------”, ხოლო მიმღებად A------------------------. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, აღნიშნული გადაზიდვა ხორციელდებოდა შპს ,,ა-----------ის“ დავალებით, რის შედეგადაც შპს ,,M-------- G------”-მ განახორციელა ს------–-- გადაზიდვა საბაჟო პროცედურების დარღვევით/გვერდის ავლით, აღნიშნულს კი მოჰყვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა;
4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დაქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით ასევე იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს;
4.11. მხარეები 2016 წლის 30 მაისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით თავიდანვე შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების წესზე. კერძოდ ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოიჯარის ან მისი დავალებით მესამე პირის მიერ იჯარის საგნის გამოყენებით ისეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რომლისთვისაც საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ავტომობილის ჩამორთმევას (როგორც დანაშაულის საგნის, იარაღის ან საშუალების), მოიჯარე ვალდებულია მეიჯარეს გადაუხადოს ავტომობილის ღირებულება, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შეადგენს 60 000 აშშ დოლარს;
4.12. სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანისათვის დადგება ზიანის, მართლწინააღმდეგობის, მიზეზობრივი კავშირისა და როგორც წესი, ზიანის მიმყენებლის ბრალის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში (სსკ-ის 394-ე და 992-ე მუხლები აღნიშნული წინაპირობების მომცველია);
4.13. დელიქტურ სამართალში გამოიყენება ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ ის თავისი ბრალეულობის არარსებობას ვერ დაამტკიცებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთმა მოიცვა მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დასაბუთება;
4.14. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მტკიცების ტვირთის საპროცესო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა მისი მხრიდან მოპასუხის ბრალეულობის დასაბუთების გარეშე. ეს კი ნიშნავს სწორედ იმას, რომ დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს/ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა, რადგან ზიანის განმაპირობებელი ქმედება გამომდინარეობს ზიანის მიმყენებლის კონტროლისა და განკარგულების სფეროდან. ამ შემთხვევაში დამდგარი ზიანი მისი რისკის სფეროში მოიაზრება (უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის №ას-660-660-2018 გადაწყვეტილება);
პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ ერთდროულად არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ: 1. არსებობს ზიანი; 2. ზიანი მიყენებულია მოცემული პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; 3. ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოცემულ პირს, როგორც ზიანის მიმყენებელს. აღნიშნული პირობებიდან: დადგენილია ზიანი, თუმცა ვერ დადგინდა ვინმეს, კონკრეტულად, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვერ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის რომელიმე (მართლსაწინააღმდეგო) ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის, ვერ დადგინდა მოპასუხის ბრალი;
4.15. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცება, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არ დასტურდება იჯარის საგნის გადაცემის ფაქტი. უფრო მეტიც, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ შპს „M----------------”-მ აღნიშნული გადაზიდვა განახორციელა შპს ,,ა-----------ი“-ს სასარგებლოდ, ხოლო მოსარჩელის მძღოლმა გადაზიდვის სერვისისას საზღვარზე ცარიელი ტრაილერების გამშვები ზონიდან საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით შეიტანა ხორცი თ---------ს რესპუბლიკაში. ამდენად, არც მოცემულ შემთხვევაში იკვეთება, მოპასუხის რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საერთოდ არ დასტურდება მოპასუხის შემხებლობა მოცემული ავტომანქანის დაკავების გამო. შესაბამისად, დაუშვებელია ამ მოცემულობის გათვალისწინებით მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება;
4.16. ამდენად, მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში შეძლო სასარჩელო მოთხოვნების სრულად გაქარწყლება, მოსარჩელემ კი, ვერ უზრუნველყო დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოპასუხისათვის საიჯარო ქონების გადაცემის დამტკიცება ან მისი რაიმე ბრალეული ქმედება, რაც იქნებოდა მოპასუხისატვის ზიანის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა იზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს მიყენებული ზიანის გამო თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობია;
4.17. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. შპს „M----------------”-ს სარჩელი - თანხის დაკისრების თაობაზე, - უსაფუძვლოა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სწორი და იგი უნდა გაუქმდეს;
4.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
4.20. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.21. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „M----------------”-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. შპს ,,დი------’’-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „M----------------”-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა;
6.2. დადგენილია, რომ შპს ,,დი------’’-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, შპს „M----------------”-ს შპს ,,დი------’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო წარმოებისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5823.84 ლარის ოდენობით გადახდა;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,დი------’’-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,M----------------''-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს ,,M----------------''-ს შპს ,,დ------ს’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5823.84 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლეები: ლაურა მიქავა (თავმჯდომარე)
თამარ სვანიძე
ნანა კალანდაძე