განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2018
საქმის ნომერი
330310016001210938
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001210938

საქმე №3ბ/888-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

27 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი, რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გ-----------–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

წარმომადგენლები - ლ-–---------–---, გ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები - ქ--------------–-–---–-, თ-------–-----------

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

2.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით გ-----------–-–---–-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საჯარო რეესტრიდან 2011 წლის 2--------–-ს ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ა-–--------------------------------–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 615.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 0----------------------) მესაკუთრეები არიან გ-----------–-–---–- და მ---------------–---–ი. საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 2------------- ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ყ------------------, კორპუსი №-----------–ი მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1614.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 0----------------------) მესაკუთრეა გ-----------–-–---–-.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 2--------ს შედგენილი იქნა №------ მითითება გ-----------–-–---–-ს მიმართ, ქ. თბილისში, ა-–--------------------------- კორპუსზე, გამზირის მხრიდან, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი ბაქნის ქვეშ შექმნილი ფართის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ-----------–-–---–ს დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა) წარდგენა ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

 

2015 წლის 2--------–ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა შემოწმების აქტი N------, რომელშიც დაფიქსირდა გ-----------–-–---–-ს მიერ მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1--------ს №----------- ბრძანების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 2--------ის №------ მითითების საფუძველზე გ-----------–-–---–-ს მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 (ორი) თვით.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1-----------ს №------ დადგენილებით გ-----------–-–---–-, ქ. თბილისში, ა-–--------------------------- კორპუსზე, გამზირის მხრიდან უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის (მოწყობილი ბაქნის ქვეშ ფართის შექმნა), დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით და დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2015 წლის 1-------------ს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1-------------ს №------ დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, №-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გ-----------–-–---–მა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 0------------------ ბრძანებით გ-----------–-–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1-----------ს №------ დადგენილება.

 

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 2----------------- დადგენილებით, ქ. თბილისში, ა-–-----------------------------–-, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოებისათვის 10000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმდნენ ა---------–----–---ი, გ------------------ე, მ-------------ე, გ----------–-–---–ი, გ-----------–-–---–- და ზ---------------ე.

 

ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 2------------------ განკარგულების თანახმად, დაკმაყოფილდა ა---------–----–---ის, გ------------------ის, მ-------------ის, გ----------–-–---–ის, გ-----------–-–---–-ს, ზ---------------ის ადმინისტრაციული საჩივრები და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 2----------------- დადგენილება.

 

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 2---------------------- მიწერილობის თანახმად, ვ-–------------–-–---–ის მიერ ქ. თბილისში, ა-–-----------------------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში განხორციელდა კიბის რეკონსტრუქცია ადმინისტრაციული ინსპექციის ნებართვის გარეშე და ვ-–------------–-–---–ს დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი).

 

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 1----------------------- შემოწმების აქტის თანახმად, არ იქნა შესრულებული 2007 წლის 1-----------ს გაცემული მიწერილობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №------- ბრძანების თანახმად, 2016 წლის 2--------------------- განცხადების პასუხად, დაევალა თ--------------ეს 10 დღის ვადაში განმარტებით ბარათში ობიექტის აღწერა (არქიტექტურულ გეგმარებითი თვალსაზრისით).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------–-–---–-ს მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 2--------ს შედგენილი №------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, სადავო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 1-----------ს №------ დადგენილების მიღებამდე.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ანგამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ან და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას უკავშირებს მხოლოდ ისეთ პროცედურულ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული აქტის გამოცემა პროცედურული დარღვევით ყოველთვის არ იწვევს ამ აქტის ბათილობას.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონის მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ორი გარემოების - სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტისა და პასუხისმგებელი პირის დადგენას.

 

საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 2------------- ამონაწერის თანახმად, დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ყ------------------, კ----------------------–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1614.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 0----------------------) მესაკუთრეა გ-----------–-–---–-. ამავე ამონაწერის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია 2011 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები.

 

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1-----------ს №------ დადგენილებით, გ-----------–-–---–-, ქ. თბილისში, ა-–--------------------------- კორპუსზე, გამზირის მხრიდან უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის (მოწყობილი ბაქნის ქვეშ ფართის შექმნა), დაჯარიმდა 8000 ლარით და მასვე დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი არ არის ის გარემოება, რომ გ-----------–-–---–-ს საკუთრებაში არსებულ ფართში მოხვედრა შესაძლებელია სადავო ფართის გავლის გზით.

 

სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი ფოტო-მასალის შეფასების შედეგად, დადასტურებულად მიიჩნია, რომ №------ დადგენილების მიღების მომენტისათვის ქ. თბილისში, ა-–--------------------------- კორპუსზე, გამზირის მხრიდან არ არსებობდა მხოლოდ კიბის ბაქანი.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 2--------ს შედგენილ იქნა №------ მითითება გ-----------–-–---–-ს მიმართ, ქ. თბილისში, ა-–--------------------------- კორპუსზე, გამზირის მხრიდან, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი ბაქნის ქვეშ შექმნილი ფართის თაობაზე.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და ადმინისტრაციული წარმოების მასალის შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ №------ მითითების გაცემის დროისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ იყო განაცხადი ფართის ლეგალიზების მოთხოვნით, 2015 წლის მარტის თვიდან ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში სადავო ფართის წითელ ხაზებში მოქცევის შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ-----------–-–---–- დაჯარიმდა ქ. თბილისში, ა-–--------------------------- კორპუსზე, გამზირის მხრიდან უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის. კერძოდ, მოწყობილი ბაქნის ქვეშ ფართის შექმნისათვის. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომლის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.),ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 2----------------- დადგენილებით, ქ. თბილისში, ა-–-----------------------------–-, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოებისათვის 10000 ლარით დაჯარიმდნენ ა---------–----–---ი, გ------------------ე, მ-------------ე, გ----------–-–---–ი, გ-----------–-–---–- და ზ---------------ე. ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 2------------------ განკარგულებით კი დაკმაყოფილდა ა---------–----–---ის, გ------------------ის, მ-------------ის, გ----------–-–---–ის, გ-----------–-–---–-ს, ზ---------------ის ადმინისტრაციული საჩივრები და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 2----------------- დადგენილება, რომელიც გ-----------–-–---–-ს შემთხვევაში ეხებოდა მის საკუთრებაში არსებულ ფართში მოწყობილ ვიტრაჟს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნულ და განსახილველ საკითხთა იდენტურობის შესახებ მოსაზრება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ასევე, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 2---------- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ა-–------------------------- პირველ სართულზე მოქ. ვ-----–-–---–-- საცხოვრებელ ბინაზე, ქუჩის მხრიდან არსებული კიბის რეკონსტრუქციის პროექტი. ამასთან, 2007 წლის 2------------ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №-------- მიწერილობა ეხებოდა ქ. თბილისში, ა-–-----------------------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ კიბის რეკონსტრუქციას. სასამართლომ მიუთითა, რომ N-------- მიწერილობა ეხებოდა განხორციელებულ კიბის რეკონსტრუქციას, ხოლო განსახილველი დავა ეხება კიბის ბაქნის ქვეშ მოწყობილ ფართს.

 

მოცემულ პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1-----------ს №------ დადგენილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 0------------------ ბრძანების ბათილად ცნობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 0------------------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხის ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.1. გ-----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ გაბარიტების ცვლილება, თუმცაღა სადავო კიბე მოწყობილია 2003 წელს. 2011 წლიდან გ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებული ფართიც წარმოიქმნა სწორედ მოცემული კიბის ქვეშ და არ სცდება მას. სასამართლო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1-----------ს N------ დადგენილებასთან დაკავშირებული ფოტომასალის საფუძველზე ადგენს, რომ დადგენილების მიღების მომენტისათვის კორპუსზე, გამზირის მხრიდან არ არსებობდა მხოლოდ კიბის ბაქანი. ამასთან, სასამართლო არ დაელოდა მოპასუხის მიერ იმ ფოტომასალის წარდგენას, რომელიც, სავარაუდოდ, თან ერთვის 2007 წლის ადმინისტრაციული წარმოების მასალებს და სადაც ასახული იქნებოდა, რომ მოცემული პერიოდიდან სადავო ფართის მდგომარეობა არ შეცვლილა, ანუ იმ დროისათვის კიბის ბაქანთან ერთად არსებობდა კიბის უჯრედიც, თუმცაღა ადმინისტრაციულ ორგანოს მაშინ ბაქნის ქვეშ ფართის მოწყობა უკანონოდ არ მიუჩნევია.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლო არასწორად მსჯელობს ა-–-----------------------ში მდებარე ფართთან დაკავშირებით წინა წლებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებასა და მის საფუძველზე მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 2---------- ბრძანებით შეთანხმდა თბილისში, ა-–------------------------ პირველ სართულზე მოქალაქე ვ-----–-–---–-- საცხოვრებელ ბინაზე ქუჩის მხრიდან არსებული კიბის რეკონსტრუქციის პროექტი, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ 2003 წლის მიწერილობა ეხებოდა კიბის რეკონსტრუქციას, ხოლო განსახილველი დავის საგანია კიბის ბაქნის ქვეშ მოწყობილი ფართი. აპელანტი თვლის, რომ მითითებული კიბის რეკონსტრუქციის პროექტი გულისხმობს ბაქნის ქვეშ ფართის შექმნასაც.

 

აპელანტი მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ გ-----------–-–---–- არ არის მშენებლობის მწარმოებელი პირი. მოპასუხემ დაადასტურა, რომ სანამ ადმინისტრაციული ორგანო გ-----------–-–---–ს (ამჟამინდელ მესაკუთრეს) დააჯარიმებდა, ვალდებული იყო მოეძიებინა მშენებლობის მწარმოებელი პირი, ვინაიდან მესაკუთრეს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება მშენებლობის მწარმოებელი პირის დადგენა. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ ვერ მიუთითა კონკრეტულ გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ზედამხედველობის სამსახურის მიერ უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი პირის დადგენის მცდელობას.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, არის კეთილსინდისიერი შემძენი და დაუშვებელია მისი დაჯარიმება იმ ქმედებისათვის, რომელიც არ ჩაუდენია არც განზრახ და არც გაუფრთხილებლობით. სადავო ფართი მოეწყო 2003 წელს, ხოლო აპელანტმა უძრავი ქონება შეიძინა 2011 წელს. დღეის მდგომარეობით, სადავო ფართი უკვე გ-----–-–---–ის საკუთრებაშია, რადგან 2015 წლის 2------------ს მოხდა მის საკუთრებაში არსებული ფართის დაზუსტება. ფართის შეძენისას მის წინამდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრი და გ-----–-–---–ს მათი თავდაპირველი იერსახე არ შეუცვლია.

 

აპელანტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ-----------–-–---–-ს მიერ შენობის გაბარიტების ცვლილება, შენობა დაჯარიმების მომენტში არც მის კერძო საკუთრებაში ირიცხებოდა. ასევე, 2003 წლის 1-------------- ბრძანებით შეთანხმდა კიბის უჯრედი იმ სახით, როგორიც ჰქონდა მას მოცემული პერიოდისთვის. კიბის უჯრედის შემინვა აზრს მოკლებული იქნებოდა, თუ მის უკან არ იარსებებდა ღია სივრცე. აპელანტი თვლის, რომ მისი დაჯარიმება მოხდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი პირის მოძიების მცდელობის გარეშე. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 2---------- ბრძანებით შეთანხმდა თბილისში, ა-–------------------------ პირველ სართულზე ვ-----–-–---–-- საცხოვრებელ ბინაზე ქუჩის მხრიდან არსებული კიბის რეკონტრუქციის პროექტი. (ს.ფ. 30)

 

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 2---------------------- მიწერილობის თანახმად, ვ-–------------–-–---–ის მიერ ქ. თბილისში, ა-–-----------------------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში განხორციელდა კიბის რეკონსტრუქცია ადმინისტრაციული ინსპექციის ნებართვის გარეშე და ვ-–------------–-–---–ს დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი) (ს.ფ. 216-217)

 

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 1----------------------- შემოწმების აქტის თანახმად, არ იქნა შესრულებული 2007 წლის 1-----------ს გაცემული N-------- მიწერილობით გათვალისწინებული მოთხოვნები. (ს.ფ. 219)

 

საჯარო რეესტრიდან 2011 წლის 2--------–-ს ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ა-–--------------------------------–- მდებარე 15 კვ.მ. შემოქმედებითი სახელოსნოს (ს/კ 0----------------------) თანამესაკუთრეები არიან გ-----------–-–---–- და მ---------------–---–ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ 2011 წლის 1--------–-- ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26)

 

საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 2------------- ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ყ------------------, კ------------------–- მდებარე 23,59 კვ.მ. ნახევარსარდაფის (ს/კ 0----------------------) მესაკუთრეა გ-----------–-–---–-. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების შესახებ 2011 წლის 1--------–--ა და 2011 წლის 2------------ს ხელშეკრულებები და ბმა „დ--–----“ კრების ოქმი, დამოწმებული 2015 წლის 1------------ს. (ს.ფ. 27-28)

 

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 2----------------- დადგენილებით, ქ. თბილისში, ა-–-----------------------------–-- მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოებისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმდნენ ა---------–----–---ი, გ------------------ე, მ-------------ე, გ----------–-–---–ი, გ-----------–-–---–- და ზ---------------ე. დადგენილების თანახმად, ქ. თბილისში, ა-–-----------------------------–-- მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულია მიშენება და ფასადის შეცვლა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. კერძოდ, მოწყობილია ორი კიბის მარში, ბაქანი მოაჯირით, ვიტრაჟები კარებით, კონდიციონერები. ასევე, კიბის მარშისა და ბაქნის ქვეშ მოწყობილია ვიტრაჟები კარებით და შექმნილია ფართები მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის წითელი ხაზების გარეთ. დადგენილებაში კონკრეტულად გ-----------–-–---–-ს მიმართ აღნიშნულია, რომ მის საკუთრებაში არსებულ ფართში მოწყობილია ვიტრაჟი. (ს.ფ. 56-59)

 

ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 2------------------ განკარგულებით დაკმაყოფილდა ა---------–----–---ის, გ------------------ის, მ-------------ის, გ----------–-–---–ის, გ-----------–-–---–-ს, ზ---------------ის ადმინისტრაციული საჩივრები და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 2----------------- დადგენილება. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამრვევისათვის ჯარიმის ოდენობის დაკისრება დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად რა სახის სამართალდარღვევა იქნა მის მიერ ჩადენილი. ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს სამართალდამრღვევისათვის იმ სახდელის დაკისრება, რასაც კანონი ითვალისწინებს კონკრეტული სამართალდარღვევისათვის. მოცემულ შემთხვევაში, ცალკეული სამართალდამღვევი პირების მიერ განხორციელებულ იქნა ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებსაც არ შეეძლოთ გამოეწვიათ შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. სადავო დადგენილება არ არის დასაბუთებული, რით შეიცვალა თბილისში, ა-–-----------------------4---–- მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გაბარიტები. შესაბამისად, სამართალმდარღვევი პირების დაჯარიმება 10000 ლარით უსაფუძვლოა. (ს.ფ. 48-55)

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 2--------ს შედგენილი იქნა №------ მითითება გ-----------–-–---–-ს მიმართ, ქ. თბილისში, ა-–--------------------------- კორპუსზე, გამზირის მხრიდან, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი ბაქნის ქვეშ შექმნილი ფართის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ-----------–-–---–ს დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა) წარდგენა ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. (ს.ფ. 191-192)

 

2015 წლის 2--------–ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა შემოწმების აქტი N------, რომელშიც დაფიქსირდა გ-----------–-–---–-ს მიერ 2015 წლის 2--------ის N------ მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა. (ს.ფ. 187-188)

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1--------ს ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 2--------ის №------ მითითების საფუძველზე გ-----------–-–---–-ს მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 (ორი) თვით. (ს.ფ. 181)

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1-----------ს №------ დადგენილებით გ-----------–-–---–-, ქ. თბილისში, ა-–--------------------------- კორპუსზე, გამზირის მხრიდან უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის (მოწყობილი ბაქნის ქვეშ ფართის შექმნა), დაჯარიმდა 8000 ლარით და დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. (ს.ფ. 22-24)

 

გ-----------–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1------------- №------ დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 0------------------ ბრძანებით გ-----------–-–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1-----------ს №------ დადგენილება. ბრძანებაში მიეთითა ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 2------------ N---- განკარგულებაზეც, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 2----------------- დადგენილება. №--- ბრძანების შესაბამისად, N------ დადგენილებით გ-----------–-–---–ს პასუხისმგებლობა დაეკისრა კუთვნილ ფართში ვიტრაჟის მოწყობისათვის. საქმის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოარკვია, რომ ამ დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა არა სამართალდარღვევის არარსებობა, არამედ ცალკეული პირებისათვის პასუხისმგებლობის ზომის არასწორად განსაზღვრა. შესაბამისად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თავიდან დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და გარემოებათა გამოკვლევის შედეგად გამოავლინა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა არა ვიტრაჟების მოწყობას, არამედ ფართის შექმნას, კერძოდ, კიბის ბაქანის ქვეშ არსებული სივრცის შევსებას, რომელიც ემიჯნება გ-----------–-–---–-ს საკუთრებას. აქედან გამომდინარე, სამართალდარღვევის ობიექტად მიჩნეულ იქნა არსებული ბაქანის ქვეშ ფართის შექმნა, რაც თავისთავად გულისხმობს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაბარიტების ცვლილებას, რისთვისაც კანონმდებლობა პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრავს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას 8000 ლარით. (ს.ფ. 16-21)

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 2-----–------------- ბრძანებით გ-----------–-–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა თბილისში, ყ--------------. კორპუსი 4------–- განთავსებულ ნახევარსარდაფზე უნებართვოდ მიშენებული ფართი.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და გ-----------–-–---–-ს სამართალდამრღვევად მიჩნევის კანონიერება.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება(არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამასთანავე, დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მშენებლობა უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით. პირმა მშენებლობის განხორციელებისათვის სათანადო წესით უნდა მოიპოვოს ნებართვა, ხოლო I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა საჭიროებს დადასტურებას. ამასთანავე, შესაბამისი წესების დაუცველობა წარმოადგენს სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველსა და პასუხისმგებელი პირისათვის სათანადო სანქციის შეფარდების წინაპირობას, თუმცაღა საქმე უნდა აწარმოოს უფლებამოსილმა ორგანომ, კანონით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვით.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის ,,ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები. ამავე მუხლის "რ" ქვეპუნქტით სამშენებლო სამართალდარღვევა განმარტებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით.

 

განსახილველ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევაზე - ქ. თბილისში, ა-–--------------------------- კორპუსზე, გამზირის მხრიდან, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი ბაქნის ქვეშ ფართის შექმნაზე რეაგირება განხორციელებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ასევე, დადგენილია სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. რაც შეეხება აპელანტის მითითებას ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 2---------- ბრძანებასა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 2---------------------- მიწერილობაზე, ისინი შეეხებიან სადავო ტერიტორიაზე არსებულ კიბის რეკონსტრუქციას და არ დგინდება მათი კავშირი და იდენტურობა ბაქნის ქვეშ ფართის მოწყობასთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა წარმოშობს კანონით დადგენილ ვადაში სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენისა და სანქციის დაკისრების მოვალეობას. კონკრეტულ შემთხვევაში, გ-----------–-–---–- განმარტავს, რომ ფართი შეიძინა 2011 წელს, როდესაც უკვე აშენებული იყო სადავო ობიექტი.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ სანქციის დაკისრებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა სცადოს მშენებლობის მწარმოებელი პირის დადგენა, მოძიება და მხოლოდ აღნიშნულის შეუძლებლობა წარმოშობას სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე პასუხისმგებლობის გავრცელების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ აღნიშნული გარემოების გამოკვლევის, შესწავლისა და შეფასების ფაქტი არ დასტურდება. სადავო აქტები არ შეიცავს მითითებას, რომ ფართის მესაკუთრეზე პასუხისმგებლობის დაკისრებამდე, ადგილი ჰქონდა მშენებლობის მწარმოებელი პირის დადგენის მცდელობას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ 2013 წლის 2-------ს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №------ დადგენილებით, ქ. თბილისში, ა-–-----------------------------–-- მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოებისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმდნენ ა---------–----–---ი, გ------------------ე, მ-------------ე, გ----------–-–---–ი, გ-----------–-–---–- და ზ---------------ე. დადგენილების თანახმად, ქ. თბილისში, ა-–-----------------------------–-- მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულია მიშენება და ფასადის შეცვლა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. კერძოდ, მოწყობილია ორი კიბის მარში, ბაქანი მოაჯირით, ვიტრაჟები კარებით, კონდიციონერები. ასევე, კიბის მარშისა და ბაქნის ქვეშ მოწყობილია ვიტრაჟები კარებით და შექმნილია ფართები მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის წითელი ხაზების გარეთ. დადგენილებაში კონკრეტულად გ-----------–-–---–-ს მიმართ აღნიშნულია, რომ მის საკუთრებაში არსებულ ფართში მოწყობილია ვიტრაჟი. აღნიშნული დადგენილება ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 2------------------ განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი. მართალია, განკარგულების სამოტივაციო ნაწილში ხაზგასმულია, რომ ცალკეული სამართალდამღვევი პირების მიერ განხორციელებული იქნა ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებსაც არ შეეძლოთ გამოეწვიათ შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. სადავო დადგენილება არ არის დასაბუთებული, რით შეიცვალა თბილისში, ა-–-----------------------4---–- მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გაბარიტები, შესაბამისად, სამართალმდარღვევი პირების დაჯარიმება 10000 ლარით უსაფუძვლოა, თუმცაღა განკარგულების სარეზოლუციო ნაწილით ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა და სადავო დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ქ. თბილისის მერიის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაუქმდა არა მისი უსაფუძვლობისა და სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის მოტივით, არამედ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დაუდგენლობისა და სანქციის ოდენობის არასწორად განსაზღვრის საფუძვლით, განკარგულების სარეზოლუციო ნაწილით საჩივრები სრულად დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება და საკითხის საბოლოო გადაწყვეტა უნდა იყოს შესაბამისი. დაინტერესებული პირისათვის გასაგები უნდა იყოს, რა შედეგით დასრულდა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შედეგად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათლად, მკაფიოდ და გასაგებად უნდა ჩამოყალიბდეს საკითხის გადაწყვეტის შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოიშვება როგორც მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემა, ასევე, ადრესატი შესაძლებელია შეყვანილი იქნას შეცდომაში და შეილახოს მის მიერ აქტის გასაჩივრების უფლების გამოყენა იმ კუთხით, რომ პირი არასწორად ვარაუდობდეს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. მოცემულ შემთხვევაში კი, თბილისის მერიის N---- განკარგულებით დაკმაყოფილებულია საჩივარი, გაუქმებულია N------ დადგენილება და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს რაიმე დამატებითი გარემოების გამოკვლევა და შესწავლა განკარგულების სარეზოლუციო ნაწილით არ დაევალა. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია მსჯელობს N------ დადგენილების საკითხის არსებითი გამოკვლევის გარეშე მიღების შესახებ, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, თუმცაღა იმავდროულად ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის საკითხის დამატებითი შესწავლის დავალებას არც განკარგულების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს. ამდენად, წარმოადგენს რა კონკრეტულ შემთხვევაში ზედმგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული განკარგულება კანონიერ ძალაში შესულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მისით გათვალისწინებული მოწესრიგება ითვლება კანონიერად და ამავდროულად, არსებული მდგომარეობით, სწორედ აღნიშნული განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების საბოლოო ეტაპს. შესაბამისად, ქ. თბილისში, ა-–-----------------------------–-- მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოებისათვის ა---------–----–---ის, გ------------------ის, მ-------------ის, გ----------–-–---–ის, გ-----------–-–---–-სა და ზ---------------ის დაჯარიმება მიჩნეული უნდა იქნას უკანონოდ. იმავდროულად, იმ პირობებში, როდესაც განკარგულება არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას სამართალდარღვევის საქმის ხელახალი წარმოების შესახებ, იმავე სამართალდარღვევის საქმეზე ხელმეორედ საქმის წარმოება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განხორციელებულიყო, თუკი ადგილი ექნებოდა არსებული ვითარების ცვლილებას.

 

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1-----------ს №------ დადგენილებით გ-----------–-–---–-, ქ. თბილისში, ა-–--------------------------- კორპუსზე, გამზირის მხრიდან უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის (მოწყობილი ბაქნის ქვეშ ფართის შექმნა), დაჯარიმდა 8000 ლარით და დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული და ბათილად ცნობილი 2013 წლის 2----------------- დადგენილება ეხება ერთი და იმავე პირის მიმართ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე განხორციელებულ მშენებლობას, იმ განსხვავებით, რომ №------ დადგენილებაში სანქცია გამოყენებულია ნაკლები ოდენობით და მხოლოდ გ-----------–-–---–-ს მიმართ არის შედგენილი. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევათა იდენტურობის განხილვისას არსებითია ფაქტობრივი მდგომარეობის შედარება, საკითხს არ ცვლის ის ფაქტი, რამდენი პირის მიმართ არის შედგენილი დადგენილება და რამდენის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევას ეხება. განმსაზღვრელია, კონკრეტული პირის მიმართ კონკრეტული დარღვევის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. რაც შეეხება სანქციათა ოდენობის სხვაობას. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. ამდენად, კანონმდებლობა სანქციის ოდენობის განსაზღვრის კუთხით ერთმანეთისაგან განასხვავდებს მშენებლობა განხორციელდა სახელმწიფოს თუ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, თუმცაღა უშუალოდ სამართალდარღვევა ორივე შემთხვევაში ერთნაირი შემადგენლობით არის გამოხატული. ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შეფასდეს რამდენად ერთსა და იმავე ფაქტობრივ ვითარებას ეხება №------ და №------ დადგენილებები.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ №------ და №------ დადგენილებების საფუძვლად არსებული დარღვევის არაიდენტურობა დადგენილია იმით, რომ №------ დადგენილება ეხებოდა ვიტრაჟს, ხოლო №------ კიბის ბაქნის ქვეშ ფართის მოწყობას. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოყენებული ტერმინების მიხედვით არ უნდა მოხდეს საკითხის გადაწყვეტა, აღნიშნული სადავო გარემოების მხოლოდ ფორმალურ შეფასებას გამოიწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე შემთხვევაში საქმე ეხებოდა ერთსა და იმავე ადგილას განთავსებულ ერთი და იმავე ფართობის ობიექტს, ვიტრაჟის მოწყობა ფართის(ობიექტის) არსებობის გარეშე შეუძლებელია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლებიც ვერ ადასტურებენ, რომ სხვადასხვა ობიექტს, ან სხვადასხვა მოცულობისა თუ კონსტრუქციის ფართებს ეხება გამოვლენილი სამართალდარღვევა. სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ №------ და №------ დადგენილებებით გ-----------–-–---–- დაჯარიმდა ერთი და იგივე სამართალდარღვევის ჩადენისათვის. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც 2013 წლის 2----------------- დადგენილება ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ბათილად ცნო და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის საკითხის დამატებითი გამოკვლევა არ დაუვალებია, ფაქტობრივ გარემოებათა იდენტურობის ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო, რომ უკვე მოწესრიგებული და კანონიერ ძალაში შესული აქტით გადაწყვეტილი საკითხი ხელახლა გამოეკვლია და მიეღო განსხვავებული გადაწყვეტილება.

 

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლების არგუმენტს, რომ ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 2------------------ განკარგულებით საკითხის დამატებითი კვლევა დაევალათ, პალატა აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, №---- განკარგულება მსგავსი დავალების შესახებ მითითებას არ შეიცავს და საჩივარს სრულად აკმაყოფილებს, მეორე მხრივ კი, განკარგულებით ასეთი დავალების არსებობის შემთხვევაშიც კი, №------ დადგენილების გამოცემისას გასულია სახდელის დადების ვადები.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განმარტებას საქმეზე Nბს-126-125(კ12), რომ „უნებართვო მშენებლობა თავისი ბუნებით წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას. იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. განსახილველ შემთხვევაში სადავო მშენებლობით, ვიდრე იგი არ აღმოიფხვრება, უწყვეტად ირღვევა შესაბამისი კანონმდებლობა და გაგრძელდება მანამ, სანამ სახეზე იქნება სამართალდარღვევა." ამრიგად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობა დენადი სამართალდარღვევაა. იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება შესაძლებელია როგორც დემონტაჟის, ასევე ლეგალიზების გზით. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, დენადი სამართალდარღვევის მიმდინარეობის ხანგრძლივობას მის გამოვლენამდე მნიშვნელობა არ აქვს და მხედველობაში არ მიიღება სანქციის შეფარდების კუთხით, თუმცაღა დარღვევის გამოვლენის შემდგომ ამოქმედდება სახდელის დადების ვადები, რომლებიც უპირობოდ უნდა იქნას დაცული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, დენადი სამართალდარღვევის არსებობაზე მითითება, მისი გამოვლენის შემდგომ არ აუქმებს შესაბამისი ვადების დაცვის აუცილებლობას.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მითითებული მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

ამავე მუხლის მე-13 ნაწილის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-14 ნაწილით კი დადგენილია, რომ ამ თავით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენა და მასზე რეაგირება უნდა მოხდეს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დადგენილი ვადების დაცვით. სადავო სამართალდარღვევა გამოვლენილია 2013 წელს და განკარგულება თბილისის მერიამ მიიღო 2013 წლის 2------------, რომლის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გაგრძელდა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე რეაგირების - ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დენა. სადავო N------ დადგენილება გამოცემულია 2015 წლის 1-----------ს. შესაბამისად, დარღვეულია ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 2-----–------------- ბრძანებით გ-----------–-–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა თბილისში, ყ--------------. კორპუსი 4------–- განთავსებულ ნახევარსარდაფზე უნებართვოდ მიშენებული ფართი. შესაბამისად, სადავო ობიექტის დემონტაჟი ვეღარ განხორციელდება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დაცული არ არის კანონმდებლობის მოთხოვნები.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. გ-----------–-–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1-----------ს №------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 0------------------ ბრძანება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გ-----------–-–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. გ-----------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 1-----------ს №------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 0------------------ ბრძანება.

 

5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გ-----------–-–---–-ს სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი