განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2018
საქმის ნომერი
080100118002249400
ინსტანცია
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002249400

(1/ბ-286-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2018 წელი ქ.ქ-------ი

 

ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-------------------------------- მიმართ, დაბადებული: 198- წლის 1-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: წ---–-----ო, სოფელი ქ-------ი,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ---------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის მაისიდან ოქტომბრის თვემდე ქ-------ში ზ---------------ე თავის ყოფილ მეუღლეს მ--------------ეს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სისტემატიურად ამცირებდა სიტყვიერი შურაცხყოფით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.

 

ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით ზ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით.

ზ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქ-------ის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი რუსუდან ლაბაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ---------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო. სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით არ შეესაბამება მსჯავრდებულ ზ---------------ის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილ ქმედების სიმძიმეს. ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით სახიფათოა, ვინაიდან ამგვარ ქმედებას უმეტეს შემთხვევაში ახასიათებს განმეორებითობა. ამდენად პრევენციის მიზნით აუცილებელია მოხდეს მკაცრი რეაგირება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ---------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ--------------ის ჩვენებით, მოწმის დ--–-----------ის დაკითხვის ოქმებით, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერის მასალებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ზ---------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ-------ის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის რუსუდან ლაბაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ზ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით.

 

ზ---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე