განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001530496
საქმე №3ბ/1086-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
27 თებერვალი , 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი: რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე - ე----- ც----------–ი;
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება;
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ე----- ც----------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2016 წლის 5-------–-ს ?1--- გადაწყვეტილება;
ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 9------------ს ?------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ე----- ც----------–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე თ------ ლ-------–-ს (დაბ. 0---------წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ფაქტის დადასტურების შესახებ.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–- გარდაიცვალა 1----–-–----------ს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–- გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ იგი სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საგამოძიებო განყოფილების უფროსის დავალებით გაემგზავრა დუშეთის რაიონის სოფელ ბ---------ში. ავტომანქანას მართავდა სხვა პირი. სამსახურებრივი დავალების შესრულების შემდეგ, უკან დაბრუნებისას, ძლიერი წვიმის გამო ადიდებული არაგვისაგან ჩანგრეული გზის მონაკვეთზე, მანქანა მოულოდნელად გადავარდა მდინარეში და გატაცებული იქნა დინების მიმართულებით. შემთხვევის ადგილზე, სხვა თანამშრომლებთან ერთად გარდაიცვალა თ------ ლ-------–-.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიციის გ-------–--–-----------ს 1996 წლის 7----–---ს დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–- გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვასთან დაკავშირებით ამოირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან.
მოსარჩელე ე-----ი ც----------–ი არის სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებლის, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–-ს მეუღლე.(ს.ფ. 65-66, 70-73, 68-69)
2016 წლის 1-------ს მოსარჩელე ე-----ი ც----------–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის მეუღლისათვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე კომპენსაციის დანიშნვა.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2016 წლის 5-------–-ს ?1--- გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ე-----ი ც----------–ს უარი ეთქვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებლის, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–-ს (დაბ 0--------- წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2016 წლის 5-------–-ს ?1--- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრით, 2016 წლის 1-------ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა მოსარჩელე ე-----ი ც----------–მა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 9------------ს ?------- წერილობითი მიმართვით არ დაკმაყოფილდა.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2016 წლის 5-------–-ს ?1--- გადაწყვეტილება, რომლითაც ე-----ი ც----------–ს უარი ეთქვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებლის, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–-ს (დაბ 0--------- წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 9------------ს ?------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ე----- ც----------–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებია, ისინი შეიცავენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, გარდაცვლილი პოლიციელის - თ------ ლ-------–-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტის დადგენის თაობაზე მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება ?1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის ?7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა იყოს, მოსარჩელე ე-----ი ც----------–ის მოთხოვნა, ეფუძნება თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი, გამომდინარეობს თუ არა კანონმდებლობიდან.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ, მათ შორის აქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50- მუხლის 11პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამკანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული რეალაქტი არის ისეთი საჯაროსამართლებრივი ქმედება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ, შეცვლისაკენ ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ, ხოლო იმავე კანონის მე- 5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პოლიციის პრევენციული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული რეალაქტის − გამოყენებით.
ამრიგად, პოლიციელის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის) საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული, კონკრეტულ შედეგზე - საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და დანაშაულთან ბრძოლაზე ორიენტირებული - ქმედება (რეალაქტი), „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ აღნიშნული ნორმების ლოგიკური და სისტემური მეთოდით შეფასების შედეგად, განიხილება, როგორც პოლიციის პრევენციული საქმიანობა, ხოლო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის დისპოზიცია ვრცელდება იმ პირებზე მათ შორის, რომლებიც გარდაიცვალნენ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას ან/და დამნაშავეობასთან ბრძოლისას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–- გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ იგი სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საგამოძიებო განყოფილების უფროსის დავალებით გაემგზავრა დუშეთის რაიონის სოფელ ბ---------ში. ავტომანქანას მართავდა სხვა პირი. სამსახურებრივი დავალების შესრულების შემდეგ, უკან დაბრუნებისას, ძლიერი წვიმის გამო ადიდებული არაგვისაგან ჩანგრეული გზის მონაკვეთზე, მანქანა მოულოდნელად გადავარდა მდინარეში და გატაცებული იქნა დინების მიმართულებით. შემთხვევის ადგილზე, სხვა თანამშრომლებთან ერთად გარდაიცვალა თ------ ლ-------–-.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიციის გენერალ -ლეიტენანტის 1996 წლის 7----–---ს დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–- გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვასთან დაკავშირებით ამოირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მიზანი ერთი მხრივ, არის პოლიციელთა საქმიანობაში მათი მოტივაციის გაზრდა, ხოლო მეორე მხრივ, მათი გაბედული საქმიანობის გამო გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებისათვის სახელმწიფოს მიერ პატივის მიგება, რაც განსაზღვრულია აღნიშნული ნორმის მიღებამდე წარდგენილი პროექტის განმარტებით ბარათშიც.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის, კანონპროექტის განმარტებით ბარათში განსაზღვრულია ზემოთ აღნიშნული ნორმის შინაარსის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ავტოავარიაში დაღუპვის შემთხვევაც.
სასამართლომ განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტები, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნორმა პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვალების შემთხვევას ითვალისწინებს, პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების განსხვავებულ ვითარებას განსაზღვრავს , კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა 11 პუნქტი კონკრეტულად განსაზღვრავს იმ ვითარებას, შემთხვევას, რომლის დროსაც პოლიციელის გარდაცვალება ამ პუნქტით დადგენილ სამართლებრივ შედეგს წარმოშობს. სასამართლომ, განმარტა, რომ კანონი პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ნებისმიერ შემთხვევას ითვალისწინებს და ნებისმიერ შემთხვევაში ადგენს გარდაცვლილი პოლიციელისათვის პატივის მიგების პირობებს, თუმცა გარდაცვალების ვითარებიდან გამომდინარე, განსხვავებულად ადგენს კომპენსაციის ოდენობას და წესს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს იმ ვითარების დადგენას, რომლის დროსაც წარმოიშობა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტები პოლიციელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების სხვადასხვა შემთხვევებს ითვალისწინებს კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა 11 პუნქტი კონკრეტულად განსაზღვრავს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევებს იმისათვის, რომ ამ ნორმის შინაარსი გავრცელდეს გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებზე, რაც სასამართლოს განმარტებით დეტერმინირებულია იმით, რომ თვით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის ყველა საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი და ყველა თანამშრომლის საქმიანობის სპეციფიკა და უფლებამოსილებების განხორციელება დაკავშირებული არ არის მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის რისკთან, თუმცა 50-ე მუხლის პირველი პუნქტით სახელმწიფო ასეთი კატეგორიის პოლიციელებსაც არ ტოვებს შესაბამისი პატივის გარეშე, მაგრამ იმ პოლიციელთა გარდაცვალება, რომელთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეიცავს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მომეტებული საფრთხის რისკს და მათი გარდაცვალება სწორედ ასეთი უფლებამოსილების განხორციელების შედეგია, განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს კანონის შესაბამისად, რა მიზნითაც იქნა დამატებული 50-ე მუხლის 11 პუნქტი, ხოლო სასამართლოს შეფასებით, პოლიციელი, რომელიც ოპერატიული მუშაკია და ოპერატიული დავალების - პრევენციული ღონისძიების შესრულების შედეგად გარდაიცვლება განეკუთვნება პოლიციელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 50-ე მუხლის 11 პუნქტი ითვალისწინებს.
მითითებული კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი ითვალისწინებს ისეთ ვითარებას,როდესაც პოლიციელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელება
უშუალოდ უკავშირდება ექსტრემალური, უკიდურესად დაძაბული ვითარების წარმოქმნას, რაც ობიექტურად და მომეტებულად იმთავითვე შეიცავს პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს და მიუხედავად ასეთი საფრთხისა პოლიციელი ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რასაც შედეგად მისი გარდაცვალება მოჰყვება. აღნიშნული ვითარება არ უნდა უკავშირდებოდეს პოლიციელის მიერ, მხოლოდ მისი საერთო, რუტინული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და მისი გარდაცვალება მხოლოდ შემთხვევითობით არ უნდა იყოს განპირობებული, რომელიც უბრალოდ დაემთხვა პოლიციელის მიერ მისი რუტინული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, ასეთი ვითარება სიტუაციური, პრევენციული ღონისძიების, სპეციალური დავალების შესრულების და ა.შ. შედეგი უნდა იყოს და უშუალოდ ასეთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან პირდაპირ და ობიექტურად უნდა გამომდინარეობდეს, რასაც სასამართლოს შეფასებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებლის, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–-ს გარდაცვალებისას ჰქონდა ადგილი, რამდენადაც დადგენილია, რომ იგი სპეციალური სამსახურებრივი დავალების საფუძველზე, პრევენციული ღონისძიების განხორციელების მიზეზ- შედეგობრიობით გარდაიცვალა.
დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ე-----ი ც----------–ი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის - თ------ ლ-------–-ს მეუღლეა, რომლებიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.
სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ” საქართველოს შინაგანსაქმეთა მინისტრის ?627 ბრძანების პირველ და მეორე პუნქტებზე, რომლის თანახმად, ბ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის ბ შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისია, რომელიც ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის საფუძველზე განიხილავს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოდან წარმოდგენილ დოკუმენტაციას სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-----ი ც----------–ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლების, აგრეთვე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონების და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2016 წლის 5-------–-ს ?1--- გადაწყვეტილება, რომლითაც ე-----ი ც----------–ს უარი ეთქვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებლის, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–-ს (დაბ 0--------- წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 9------------ს ?------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ე----- ც----------–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე თ------ ლ-------–-ს (დაბ. 0---------წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ფაქტის დადასტურების შესახებ.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მითითება საქართველოს კონსტიტუციის მე-13, 21-ე, 42-ე მუხლებზე, ასევე ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის მე-6 მუხლსა და პირველ დამატებით ოქმზე - ძალიან ზოგადი და არა შესაბამისი მოტივაციაა გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის, რადგან არც საკუთრების და არც მემკვიდრეობის უფლება შს სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია და არ დაუყენებია საკითხი შსს-ს ყოფილი თანამშრომლის თ------ ზ-------ს ძე ლ-------–-ს მეუღლეს-ე----- ც----------–ს, ჰქონდათ თუ არა უფლება სასამართლოში ედავა გაზრდილი ერთჯერადი ფულადი დახმარებისა და სოციალური კომპენსაციის დანიშვნის კუთხით (რომელიც იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაცვლილი პოლიციელის მემკვიდრეებზე გაცემული აქვს სრულად, ამაზე დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ). საქალაქო სასამართლო თავის გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის საქმის შინაარსთან დაუკავშირებელ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტს ეფუძნება. ჯერ ერთი, ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს პრეცედენტული სამართალი მაშინ, როდესაც სადაო საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები არსებობს, მეორეც ევროპული სასამართლოს მოყვანილი პრეცედენტი (02.02.2010-ის N 7975/06, კლაუს და იური კილაძეების საქართველოს წინააღმდეგ) ეხება რეპრესირებული პირების მემკვიდრეების მიერ ზიანის ანაზღაურების საკითხს და რა მსგავსებაა მოსარჩელის მიერ დაყენებულ მოთხოვნასთან არ არის დაკონკრეტებული და არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. შესაბამისად, აპელანტის განცხადებით აღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე და ევროპის სასამართლოს პრეცედენტზე მითითება სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების საფუძვლად, არის შეუსაბამო და დაუსაბუთებელი.
აპელანტი აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №627 ბრძანებით შეიქმნა კომისია და დამტკიცდა ამ კომისიის დებულება. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომისიის მიზანია სამინისტროს შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ო" ქვეპუნქტის შესაბამისად, შს სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურება."
აპელანტი უთითებს, რომ კომისიამ შეისწავლა თ------ ლ-------–-ს მეუღლის ე----- ც----------–ის განცხადების საფუძველზე თ------ ზ-------ს ძე ლ-------–-ს საქმე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მეუღლე თ------ ლ-------–- მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებლად. 1996 წლის 2------ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თ------ ლ-------–- ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. ამდენად, სადავოდ არაა გამხდარი თ------ ლ-------–- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტი, რაც დასტურდება 1996 წლის 7----–---თ დათარიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებლ თ------ ლ-------–-ს გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის მასალებზე გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიციის გენერალ-ლეიტენანტ კ--- თ--------ის მიერ დამტკიცებული დასკვნით. მასზე გავრცელდა ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე მოხდა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერთდროული კომპენსაციის (ათი წლის ხელფასის ოდენობით) გაცემა, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში ვერ გავრცელდება ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის" 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტი.
აპელანტის აზრით, აღნიშნული კონკრეტული შემთხვევა (მოსარჩელის მოთხოვნა) არ ექცევა "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ო" ქვეპუნქტითა და "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის I პრიმა პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის რეგულაციაში, ვინაიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის დაღუპვის ეს ფაქტი უკავშირდება უბედურ შემთხვევას.
აპელანტი უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს მტკიცებულების სახით თან ერთვის შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებლის შ--–-- გ-----–-ს ძე ჭ----------–--ა და თ------ ზ-------ს ძე ლ-------–-ს ავტოავარიაში დაღუპვის ფაქტზე, საქართველოს შს მინისტრის, პოლიციის გ-------–--–-----------ს კ--- თ--------ის მიერ დამტკიცებული 1996 წლის 7----–---თ დათარიღებული დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ 1996 წლის 2------ს დაახლოებით 22 საათზე და 30 წუთზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ, უკან დაბრუნებისას დუშეთის რაიონის სოფელ ბ---------ში, ჟინვალის მიმართულებით მოძრაობისას ძლიერი წვიმის გამო ადიდებული არაგვისაგან ჩამონგრეული გზის მონაკვეთზე ავტომანქანა მოულოდნელად გადავარდა მდინარეში და გატაცებული იქნა დინების მიმართულებით. ამდენად, სახეზეა სტიქიური უბედურებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევა. როგორც გარდაცვალების მოწმობაშია მითითებული გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს : მექანიკური ასფიქცია განვითარებული წყალში დახრჩობის შედეგად.
აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის დაღუპვის ის შემთხვევა, როდესაც პოლიციელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელება იმთავითვე შეიცავს პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს და მიუხედავად ასეთი ვითარებისა, პოლიციელი მაინც ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, კანონმდებელმა გამიჯნა პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების იმ შემთხვევისაგან, როდესაც სახეზეა პოლიციელის უბედური შემთხვევის დროს დაღუპვა. სწორედ ეს იყო "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლში I პრიმა პუნქტის დამატების მიზეზი და ასეთ სიტუაციურ ვითარებაში (პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში) დაღუპული პოლიციელების ოჯახებისათვის გაზრდილი ერთჯერადი ფულადი დახმარების ( 100 000 ლარის ) გაცემა.
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს არასწორად აქვს გამოყენებული ასევე ადმინისტრაციული აქტის ბათილობის დასაბუთებისას საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 22-ე, 32-ე, 34-ე, 60-ე მუხლები. კომისიის დასკვნა არის თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეს სადაოდ მხარეებს არ გაგვიხდია, რომელზეც სასამართლო აპელირებს თავის გადაწყვეტილებაში. ამასთან, შს მინისტრის 2015 წლის 31 აგვისტოს №627 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 5-------–-ს №1--- გადაწყვეტილების გამოცემისას არ დარღვეულა ადმინისტრაციული აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ისინი მიღებულია საქმის ყოველმხრივი შესწავლის, შესაბამისი გარემოებების მოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადაგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმებით გათვალისწენებულ არცერთ დარღვევას ადგილი არ ჰქონია კომისიის 2016 წლის 5-------–-ს №1--- გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლოს ფართოდ მსჯელობისა და ადმინისტრაციული აქტის ბათილობასთან შემხებლობაში მყოფი არაერთი სამართლებრივი ნორმის მითითების მიუხედავად, არ არის დაკონკრეტებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელი ქმედება (ან უმოქმედობა) ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ თუ საპროცესო კოდექსს ან რომელი კონკრეტული მტკიცებულებით დასტურდება გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევების არსებობა.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–- გარდაიცვალა 1----–-–----------ს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–- გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ იგი სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საგამოძიებო განყოფილების უფროსის დავალებით გაემგზავრა დუშეთის რაიონის სოფელ ბ---------ში. ავტომანქანას მართავდა სხვა პირი. სამსახურებრივი დავალების შესრულების შემდეგ, უკან დაბრუნებისას, ძლიერი წვიმის გამო ადიდებული არაგვისაგან ჩანგრეული გზის მონაკვეთზე, მანქანა მოულოდნელად გადავარდა მდინარეში და გატაცებული იქნა დინების მიმართულებით. შემთხვევის ადგილზე, სხვა თანამშრომლებთან ერთად გარდაიცვალა თ------ ლ-------–-.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიციის გ-------–--–-----------ს 1996 წლის 7----–---ს დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–- გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვასთან დაკავშირებით ამოირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან.
მოსარჩელე ე-----ი ც----------–ი არის სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებლის, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–-ს მეუღლე.(ს.ფ. 65-66, 70-73, 68-69)
2016 წლის 1-------ს მოსარჩელე ე-----ი ც----------–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის მეუღლისათვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე კომპენსაციის დანიშნვა.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2016 წლის 5-------–-ს ?1--- გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ე-----ი ც----------–ს უარი ეთქვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დუშეთის განყოფილების გამომძიებლის, პოლიციის კ-------- თ------ ზ-------ს ძე ლ-------–-ს (დაბ 0--------- წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2016 წლის 5-------–-ს ?1--- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრით, 2016 წლის 1-------ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა მოსარჩელე ე-----ი ც----------–მა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 9------------ს ?------- წერილობითი მიმართვით არ დაკმაყოფილდა.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2016 წლის 5-------–-ს ?1--- გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 9------------ს ?------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ე----- ც----------–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე თ------ ლ-------–-ს (დაბ. 0---------წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ფაქტის დადასტურების შესახებ.
პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის მიხედვით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს; ამასთან, „პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50.11-ე მუხლის და ამავე მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის შესაბამისად;
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას იწვევს მხოლოდ ის გარემოება, თ------ ლ-------–-ს გარდაცვალება ექცევა თუ არა ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50.11-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის თ------ ლ-------–-ს გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს;
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონი უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში, მისი განმარტებისას, დადგენილი უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს-ყოველი ნორმა წაკითხული უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს -გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნების განმარტების გზით, ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.
,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50. 11-ე მუხლით იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომლებიც ექცევა მითითებული ნორმის რეგულაციაში და ასეთი შემთხვევებია: პოლიციელის გარდაცვალება ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას; გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრზე რომ გავრცელდეს ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50. 11 -ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი, მნიშვნელოვანია დადგინდეს ორი გარემოება: პოლიციელის გარდაცვალება ამ ნორმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევაში და ამ შემთხვევასთან გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირის არსებობა.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50. 11-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევის დადგენა გულისხმობს უშუალო მიზეზობრივი კავშირის დადგენას ამ მუხლში მითითებულ კონკრეტულ ქმედებასა და პირის გარდაცვალებას შორის. სააპელაციო პალატა თვლის, რომ ერთმანეთისაგან უნდა იქნეს გამიჯნული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალება და მისგან გამომდინარე სოციალური გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50.1-ე მუხლი), რაც არ წარმოშობს კომპენსაციის მიღების უფლებას, და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ ვითარებაში გარდაცვალება, რაც უკავშირდება უშუალოდ სამართალდარღვევის აღკვეთას, დამნაშავის შეპყრობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვას ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევას და მისგან გამომდინარე გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50.11-ე მუხლი), რაც კომპენსაციის დანიშვნის საფუძველია.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. პოლიცია დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს; ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავს თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ბუნებრივია, დანაშაულთან, სამართალდარღვევასთან ბრძოლა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სხვა ამასთან დაკავშირებული, პოლიციელის ყოველდღიური საქმიანობა და მოვალეობაა, მაგრამ, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50. 11-ე მუხლით განსაზღვრული ჩამონათვალი გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქმის გარემოებები ან მოვლენების შეუფერხებელი განვითარება გამოიწვევს ,,პოლიციის შესახებ“ კანონით დაცული სიკეთისთვის ზიანის მიყენებას, ანუ უშუალოდ სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვას ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, თ------ ლ-------–- გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად, მაგრამ სახეზე არ გვაქვს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50. 11-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რის გათვალისწინებითაც არ არსებობს ე----- ც----------–ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, აპელანტ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე----- ც----------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება;
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი გათავისუფლებულია სახელწმიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აპელანტ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მოსარჩელე ე----- ც----------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: მანანა ჩოხელი