განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002324934
(1/ბ-300-18წ)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი ქ.ქ-------ი
ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ---------------------------–---–ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 1------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ-------ი, ნ----ს ქ №19/66, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქ-------ი, დ------------------------ს ქ. N14;
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის მაისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, საღამოს საათებში ქ-------ში, დ------------------------ს ქუჩის N14-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ--------------–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი მოუჭირა კისრის არეში მეუღლეს ნ--------------ეს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ფიზიკური ტკივილი. დ--------------–---–ი 2017 წლის მარტიდან ახორციელებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას ნ---- გ-------ის მიმართ და მიმართავდა მას დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განაჩენით დ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
დ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქ-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორი დარიკო ვადაჭკორია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ-------------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით. შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულის პიროვნების, წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, სახის, ხასიათის მხედველობაში მიღებით, შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან: სამართლიანობის აღდგენასთან, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციასთან. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - პირობითად ჩათვლილი 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, შეუძლებელია მსჯავრდებულ დ-------------–---–ის შემთხვევაში მიღწეულ იქნეს სასჯელის ნებისმიერი მიზანი და უფრო მეტიც, ის შესაძლოა წახალისდეს დაუსჯელობის სინდრომით.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ-------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ-------------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- გ-------ის დაკითხვის ოქმებით, მოწმეების - ნ-------------–---–ის, თ-------------–--ის დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, დათვალიერების ოქმით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ დ-------------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ დ-------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის დარიკო ვადაჭკორიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
დ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ დ--------------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ნივთმტკიცებად ცნობილი : ნ---- გ-------ის კუთვნილი HTC-ის ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე