განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2018
საქმის ნომერი
120100118002356990
ინსტანცია
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002356990

საქმე #1/ბ-575-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ივნისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე

 

სხდომის მდივანი: ვახტანგ ლობჟანიძე

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კა--------–---–--ლი;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ირ---–-------------–--ლი;

 

მსჯავრდებული - ვა----------------ძე, დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, მცხოვრები: თ------–-------------------------–-------------

 

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი).

2. საქართველოს სსკ-ის 111,187ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ).

სასჯელი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით:

ვა----------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით.

 

ვა----------------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთ) წელი და 6 (თვე).

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვა----------------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთ) წელი და 6 (თვე).

 

ვა----------------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 7 თებერვლიდან 2018 წლის 3 აპრილის ჩათვლით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

სახელმწიფო ბრალდმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და ვა----------------ძისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება თავისუფლების აღკვეთის სახით იმ საფუძვლით, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ვა----------------ძემ ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, მათ შორის ოჯახში ძალადობა და თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

მსჯავრდებულმა ვა----------------ძემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი. ჯერ კიდევ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს ვა----------------ძემ მეუღლემ განცხადებით მიმართა მიმართა პროკურატურას, რომ მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. დღეს მსჯავრდებული და დაზარალებულები არიან შერიგებულები და ერთად ცხოვრობენ. თავი არ აურიდებია არც გამოძიებისთვის და არც სასამართლოსთვის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. მუშაობს საგარეჯოში მშენებლობაზე და მომხდარის შემდეგ მგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის თებერვლის თვეში, ქ.ა---––---–-, ა------- ქ.#3-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ვა----------------ძემ ყოფილ მეუღლეს თე-------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოს თმებიდან მოქაჩა, რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და ძლიერად მოუჭერა ხელი კისერში, რის შემდეგაც სახლიდან გაქცეულ თე-------------ეს დაეწია და საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მკლავებზე ხელის მოჭერით ცდილობდა მის დამორჩილებას.

ასევე, 2018 წლის თებერვლის თვეში, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში ვა----------------ძემ დააზიანა და გაანადგურა თე-------------ის კუთვნილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თმის გასასწორებელი უთო და სათვალე, რითაც დაზარალებულს მიაყენა 169 ლარის ზიანი.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვა----------------ძის დამნაშავეობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

განაჩენის შეცვლის და სასჯელის დამძიმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა, შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გე-–----------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ ვა----------------ძის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით ცვლილება უნდა შევიდეს.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.

სააპელაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ვა----------------ძისთვის შეფარდებული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს ვა----------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ქცევას დანაშაულის ჩადენის დროს და მის შემდეგ.

ვა----------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, ისინი ერთად ცხოვრობენ და დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რაიმე ძალადობრივ ქმედებას ადგილი აღარ ჰქონია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეუწონლად მიიჩნია ვა----------------ძისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, რაც პირობით მოსახდელად უნდა განესაზღვროს.

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულებრივი ქმედების ხასიათიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ვა----------------ძემ ჩაიდინა ორი სხვადასხვა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, მიზანშეწონილად მიაჩნია ვა----------------ძის მიმართ განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის გაზრდა, რაც იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გე-–----------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება შევიდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გე-–----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენში ვა----------------ძის მიმართ შევიდეს ცვლილება.

ვა----------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

 

ვა----------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვა----------------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და 6 (თვე).

 

ვა----------------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 7 თებერვლიდან 2018 წლის 3 აპრილის ჩათვლით.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

დაზარალებულ თე-------------ის კუთვნილი ტანსაცმელი ოთხ ფუთად, სათვალე და თმის გასასწორებელი უთო ერთ ფუთად, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თე-------------ეს.

დანა ერთ ფუთად, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე