განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2018
საქმის ნომერი
120100118002384027
ინსტანცია
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002384027

საქმე №1ბ/650-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ოთ-------------ს და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - იუ---------------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მე-----–-–---ს მიმართ, დაბადებულის 29.0-.1--- წელს ქ------------–-, პ/ნ 1---------- საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დ------------–--, ნ----------–----------------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქალაქი ბ------------------------–-----–-------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით მე-----–-–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

მე-----–-–--ს საქართველოს სსკ-ის 41-ე და 44-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

 

მე-----–-–--ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ------------–-, ბ-----------------–----–---------–---------------------, ა--------------------------------------, წმინდა ნ------------- და შ-----------------–---------------------, მე-----–-–--მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით, არასრულწლოვანი შვილის - 1-.12.2012 წელს დაბადებული 5 წლის სო-------–-–--ის თანდასწრებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ინ---------–--ეს, უცენზურო სიტყვებით ლანძღა და აგინა და რამოდენიმეჯერ დაარტყა თავი სახის არეში, რამაც ინ---------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მე-----–-–---სათვის დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას, მე-----–-–--მა დანაშაული ჩაიდინა მეუღლის წინააღმდეგ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, არაფრად ჩათვალა მეუღლის პიროვნება, ბავშვის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და ფაქტიურად უმიზეზოდ მიაყენა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აპელანტის აზრით, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მომავალში მე-----–-–---ს საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციას და ვერ იქნება დამაფიქრებელი მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათის, საზოგადოებრივი საშიშროების, ქმედების მძიმე შედეგის უკეთ გასაცნობიერებლად. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი კი იმდენად შემწყნარებლურია, რომ ხელს უწყობს მოძალადე პირებს ახალი დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ მე-----–-–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იუ--------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ მე-----–-–---სათვის დანიშნული სასჯელი არის დაუსაბუთებელი და ზედმეტად მკაცრი, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ ცოლ-ქმარი ფაქტიდან მეორე დღესვე შერიგდნენ და კვლავ ერთად ზრდიან სამ შვილს, შესაბამისი ნოტარიულად დამოწმებული განცხადება ინ---------–--ემ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას წარადგინა, მე-----–-–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, არასოდეს ყოფილა ნასამართლევი, არასოდეს უძალადია და უფრო მსუბუქი სასჯელი, თუნდაც ერთი 1 წელი პირობითი მსჯავრი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტები ხდიან სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ინ---------–--ის, მოწმეების: ი------------–-----------------------–---–----------------–---- ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მე-----–-–---ს დაკავების ოქმი, ბრალდებულის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ქვითარი, ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ მე-----–-–--ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან გამოძიებისას და სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. დაზარალებული შეურიგდა და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი და დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი, ასევე დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ოთ-------------ს და მსჯავრდებულ მე-----–-–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - იუ---------------ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

მე-----–-–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

მე-----–-–--ს საქართველოს სსკ-ის 41-ე და 44-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

მე-----–-–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გაუქმდეს მე-----–-–---ს მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად, გ-----------–------ (პ/ნ 1----------) კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ბ-----------------------------–----------–-, ს/კ 64.24.05.379) დადებული ყადაღა.

მე-----–-–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 19 თებერვლიდან 2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ მე-----–-–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულებები:

ინ---------–--ის პერანგი დაუბრუნდეს ინ---------–--ეს, ხოლო ინ---------–--ის სისხლის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე