განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2018
საქმის ნომერი
160100118002271871
ინსტანცია
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002271871

საქმე №1ბ/653-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ირ---–------–-------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გი-----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 3-------, პირადი #-----------, ს----------–----------–----, დ------------–--, ა---------–----–----–----------–-----, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ.-----–------–--------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–----, ჩ---–----–---–-----------, ბ----ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენით გი-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

გი-----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2017 წლის 25 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ------–---–-------–----–---–------------, ბინა N---ში, თავის საცხოვრებელ სახლში, გი-----------------მა, შელაპარაკებისას, 16 წლის შვილის - ერ-------------ის თანდასწრებით, ქალიშვილს - რო---------------ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავში, რის შემდეგაც თანნაქონი დანა დაუსვა მარცხენა ხელზე, რითაც რო--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირ---–------–-------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება გი-----------------ის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, მსჯავრდებულის მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული შემაკავებელი ორდერი. ამასთან, ოჯახურ დანაშაულთან მიმართებაში სახელმწიფოს აქვს მკაცრი პოლიტიკა, ვინაიდან ოჯახური ძალადობის შემთხვევები, კონკრეტულად ქალზე ძალადობის ფაქტები ძალიან გახშირებულია, ოფიციალური მონაცემებით 2014 წლის განმავლობაში 28 ქალი გახდა მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მხრიდან მკვლელობის მსხვერპლი, აღნიშნულმა ციფრმა შემდეგ წლებში მოიმატა და პრევენციის მიზნით აუცილებელია ოჯახურ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა გი-----------------ის აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულ რო--------------ის და არ--------------ას ჩვენებებით და საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: 2017 წლის 25 დეკემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, 2017 წლის 25 დეკემბრის ოქმი ალკოტესტზე შემოწმების შესახებ, 2017 წლის 25 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმე ერ-------------ის გამოკითხვის ოქმი, შემაკავებელი ორდერის ოქმით N------, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ გი-----------------ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იგი თითქმის სამი თვის მანძილზე იმყოფებოდა პატიმრობაში. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ირ---–------–-------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გი-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

გი-----------------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ გი-----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გი-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

დანა, სისხლისმაგვარი კვლები, პოლიეთელინის ბოთლი და იატაკის საწმენდი ტილო განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე