განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210018001946936
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-411-2018 27 ივნისი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ონისე გურეშიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - თე--------- ლე–--- ნ---- გ------–-–---–ი შპს ,,ქო----–----- ტრ----------–------’’ ს---–--- ა----–--ე
დავის საგანი - სამუშაოზე აღდგება იძულებით განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- თე--------- ლე–---ს სარჩელი, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2012 წელში, თე--------- ლე–---ს და შპს „ქო----–----- ტრ----------–------ს“ შორის გაფორმდა შრომითი ხელშკრულება, რომლის საფუძველზეც თე--------- ლე–--- დასაქმდა შპს „ქო----–----- ტ------------–-----ის“ კუთნილ, ბ--------- ტიპის ავტობუსზე მძღოლად. თე--------- ლე–---მ იკისრა ვალდებულება დამორჩლებოდა შპს „ქო----–----- ტ------------–-----ის“ შიდა სტანდარტებს და შინაგანაწესს, შეესრულებინა მგზავრთა შესაბამისი მარშუტის მიხედვით გადაყვანის მოვალეობა და განეხორციელებინა სამარშუტო ავტობუსის მძღოლისათის დამახასიათებელი სხვა მოვალეობები. თავის მხრივ შპს „ქო----–----- ტრ----------–------მ“ იკისრა მისი შრომის ანაზღაურება. თე--------- ლე–---ს სამართავად გადაეცა ბ--------- ტიპის ავტობუსი სახ. №----0--;
2.2. თე--------- ლე–---ს შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 180.39 ლარს;
2.3. 2016 წლის 03 თებერვალს, შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ დირექტორის №-- ბრძანებით თე--------- ლე–---ს ხელფასიდან დაექვითა 7 ლიტრისა და 87 გრამი დიზელის საწვავის ღირებულება. დაქვითვის საფუძველი გახდა თე--------- ლე–---ზე განპირობებული ავტობუსის საწვავის ავზვში 7.87 ლიტრი დიზელის დანაკლისი;
2.4. 2016 წლის 28 აპრილს, შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ ადმინისტრაციამ თე--------- ლე–---ს მოსთხოვა ,,ჯ------------ბ--------“ სამარშუტო ხაზზე გასვლა და შესაბამისი რეისის შესრულება. თე--------- ლე–---მ რეისის შესრულებაზე უარი განაცხადა. რეისის შესრულებაზე უარის თქმის გამო თე--------- ლე–---ს სახდელის სახით დაედო საყვედური;
2.5. 2016 წლის 22 ივლისს, თე--------- ლე–---ს სახდელის სახით გამოეცხადა საყვედური. სახდელის საფუძველია ის გარემოება, რომ თე--------- ლე–---მ უარი განაცხადა 2016 წლის 08 ივლისს ,,რ--------- ს----------რ---------–-- ქ----“ სამარშუტო ხაზზე გასვლაზე;
2.6. 2016 წლის 22 ივლისს, შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ დირექტორის №-- ბრძანებით, თე--------- ლე–---ს ხელფასიდან დაექვითა 8 ლიტრისა და 60 გრამი დიზელის საწვავის ღირებულება. დაქვითვის საფუძველი გახდა თე--------- ლე–---ზე განპირობებული ავტობუსის საწვავის ავზვში 8.6 ლიტრი დიზელის დანაკლისი;
2.7. 2016 წლის 05 აგვისტოს, თე--------- ლე–---ს დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება გამოეცხადა 1.99 კმ. მანძილის ზედმეტად გავლის გამო;
2.8. შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ ერთერთი სამარშრუტო ხაზია „---------- დასახლება-რ--------- ს---------“. სატრანსპორტო საშუალება რკინიგზის ს---------დან მიდის კ--------- დასახლებაში, ბრუნდება უკან ქო----–----- რ--------- სადგურში, სადაც ჩერდება 2 საათი და შემდგე ისევ რკინიგზის ს---------დან ბრუნდება „---------- დასახლებაში“, იწყებს შესაბამის ბრუნს. 2016 წლის 22 აგვისტოს გრაფიკის მიხედვით თე--------- ლე–--- უნდა მისულიყო „----------“ დასახლებასთან და უკან უნდა დაბრუნებულიყო ქო----–----- რ--------- სადგურში, სადაც უნდა გაჩერებული 2 საათი, შემდგე ისევ რ--------- სადგურიდან უნდა დაბრუნებულიყო „---------- დასახლებაში“ და უნდა დაეწყო ბრუნის გაკეთება. თე--------- ლე–---მ გრაფიკის გათვალისწინებით კ--------- მიმართულებით ბრუნი არ შეასრულა;
2.9. თე--------- ლე–---, შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ დირექტორის 2016 წლის 02 სექტემბრის №--- ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან.
2.10. სასამართლომ დაადგინა, რომ ქო----–----- მუნიციპალიტეტის გ--------- განცხადებით მიმართა ქ. ქ------–---- ა--–----, ლ-------- და ფ----------- ქუჩების ე.წ. ,,კ------–--“ დასახლების მცხოვრებლებმა და მოითხოვეს ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციიდან გასართობ კომპლექს ,,ც-–-------–-----“ სამარშრუტო ტრანსპორტის დანიშნვა. შპს „-------–---- ტრ----------–------მ“ აღნიშნული მიმართულებით დააწესა რეისი, რომლის შესრულებაც 2016 წლის 21 აგვისტოს ევალებოდა თე--------- ლე–---ს. სრული მარშრუტის შესრულებისათვის აუცილებელი იყო 172 კმ. მანძილის გავლა. თე--------- ლ-–------ გაიარა 164.24 კმ. და ის ავტოსადგომში დაბრუნდა სხვა მძღოლებზე ადრე. სასამართლომ განმარტა, რომ მგზავრთა სიმცირე და საცობი მძღოლს არ აძლევს უფლებას გადაუხვიოს დამსაქმებლის მიერ დაწესებულ მარშრუტს. ამ დღეს მოსარჩელემ სხვა მძღოლებზე ადრე დაასრულა სამუშაო. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე არასრული რეისების შესრულების გამო გაფრთხილებული იყო 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით. შესაბამისად მას უნდა გაეთვალისწინება აღნიშნული ფაქტი და თავი შეეკავებინა რეისებისა და სამარშუტო ბრუნის თვითნებურ დაწესებასა და შეცვლაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია შრომის თავისუფლება. იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ უფლებას წარმოადგენს;
2.12. საქართველოში, შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია "საქართველოს შრომის კოდექსი". საკითხები, რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
2.13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმადაც: ”შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით”. კოდექსის მეშვიდე მუხლით ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული”;
2.14. სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობა არის დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დამსაქმებლისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობებისას დასაქმებული სამუშაოს ასრულებს დამსაქმებლის მიერ დადგენილი და უზრუნველყოფილ "შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების" პირობებში და მას ანაზღაურება მიეცემა საბოლოო პროდუქტის ხარისხის მიუხედავად;
2.15. სასამართლომ განმარტა, რომ შრომის თავისუფლებას იცავს კანონი. ნებისმიერ დასაქმებულს უფლება აქვს სადაო გახადოს, როგორც დისციპლინური სახდელის დადება, ასევე მისი გათავისუფლების კანონიერება და მოითხოვოს სახდელის დადების შესახებ აქტების გაბათილება და სამუშაოზე აღდგენა. აღნიშნული ნიშნავს, რომ დამსაქმებელი შეზღუდულია დასაქმებულს ნებისმიერ დროს დაადოს სახდელი ან გაათავისუფლოს. მას უნდა გააჩნდეს სახდელის დაკისრებისა და სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიჩნეული იქნება უკანონოდ სახდელდადებულად და გათავისუფლებულად. მოსარჩელე სადაოდ ხდის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ დირექტორის 2016 წლის 28 აპრილის №-- ბრძანებას, 2016 წლის 22 ივლისის №--- ბრძანებას, 2016 წლის 05 აგვისტოს №--- ბრძანებას, 2016 წლის 03 თებერვლის №-- ბრძანებას და 2016 წლის 22 ივლისის №--- ბრძანებას. ამტკიცებს, რომ თითოეული ბრძანება უკანონა და მოითხოვს მათ გაუქმებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ გულდასმით უნდა შეამოწმოს მოსარჩელისათვის სახდლის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები;
2.16. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაკისრებული თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულება. ანუ მას უნდა შეესრულებინა დაკისრებული ფუნქცია და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება. მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვენ. შესაბამისად მათ ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ ვალდებულებები;
2.17. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ აიძულებს გარკვეული მოქმედების შესრულებას ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. მოსარჩელეს მოვალეობა უნდა შეესრულებინა ჯეროვნად და სრულად, ანუ ისე როგორც ამას მოითხოვს საქ. სსკ-ის 361-ე მუხლი. ანალოგიურად თავისი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა დამსაქმებელსაც;
2.18. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” პუნქტით გათვალისწინებულია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი. მასში მოიაზრება დასაქმებულის მიერ შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. თუ ასეთ ფაქტს ადგილი აქვს, დამსაქმებელი უფლებამოსილია მოსარჩელესთან ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და გაათავისუფლოს დასაქმებული სამსახურიდან;
2.19. სასამართლოს მითითებით: მოსარჩელის მიერ, შრომითი ურთიერთობისას ხელშკრულების დარღვევა და წლის განმავლობაში ჯამში ხუთი გადაცდომა, დამსაქმებელს ანიჭებს უფლებას დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა. მისი ქმედება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველია, შესაბამისად მოსარჩელესთან დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა კანონიერად. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი 2016 წლის 2 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია;
2.20. მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც ის ითხოვდა იძულებით განაცდურის და ხელფასის დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07 %-ის ანაზღაურებას - სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით”;
2.21. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მოპასუხემ შეწყვიტა 2016 წლის 2 სექტემბერს. მას შემდეგ მოსარჩელე აღარ ასრულებს შრომით ვალდებულებებს და შესაბამისად ვეღარ ღებულობს ანაზღაურებას. საქმის განხილვით დადგინდა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იქნა მოპასუხის მართლზომიერი ქმედებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი საფუძვლით, შესაბამისად არ არსებობს იძულებით განაცდურის და მასზე დარიცხული კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების საფუძველი.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თე--------- ლე–---მ, ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მნიშვნელოვანი სადაო ფაქტობრივი გარემოებები და არ იმსჯელა მათზე. კერძოდ, თე--------- ლე–--- სისტემატიურად აპროტესტებდა რომ ის ავტობუსი რომელიც სამართავად მას გადასცეს წვავდა იმაზე მეტ საწვავს ვიდრე სხვა ავტობუსები და ითხოვდა მის ტექნიკურ შემოწმებას. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა ქო----–----- ტ------------–-----ის ხელმძღვანელობას არ ჩაუტარებია ტექნიკური შემოწმება და მხოლოდ კუსტარულად დამზადებული მოღუნული ჯოხით ახდენდა ავზში საწყვავის რაოდენობის შემოწმებას. ეს ჯოხი რომ კუსტარულად დამზადებული იყო დაადასტურა ასევე ქო----–----- ტ------------–-----ის დირექტორის მოადგილემ - ჯ------- შ---–---–-ა, რომელიც პროცესზე მოპასუხის მოწმის სახით იყო გამოცხადებული;
3.2. დადგენილია, რომ თე--------- ლე–--- და ვ----– ძ----–---–ი მართავდნენ ერთსა და იმავე სატრასპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით 0--. ვ----– ძ----–---–მა (მოწმემ) სასამართლო პროცესზე განაცხადა რომ ამ ავტობუსზე მასაც ჰქონდა საწვავის დანაკლისი და არაერთხელ დაუქვითეს თანხა ხელფასიდან. ეს ფაქტი არც მოპასუხე მხარემ უარყო. შესაბამისად სასამართლოს უნდა ემსჯელა ამ საკითხზე და დადგენილად მიეჩნია რომ ავტობუსს სახელმწიფო ნომრით 0-- ჰქონდა საწვავის მომატებული ხარჯი ვინაიდან ორივე მძღოლს, რომელიც ამ ავტობუსს მართავდა ჰქონდა საწვავის დანაკლისი. სასამართლო მიუთითებს რომ 6 ავტობუსს ჩაუტარდა ერთდროულად საწვავის ხარჯის შემოწმება და აქედან მხოლოდ თ--------- ლე–---ს და ვ----– ძ----–---–ს აღმოაჩნდათ საწვავის დანაკისი. სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე რომ 5 ავტობუსს თუ არ აქვს ტექნიკური პრობლემები და საწვავს მოიხმარს ნორმის ფარგლებში, ეს სულაც არ გამორიცხავს იმას რომ მეექვსე ავტობუსს ჰქონდეს ტექნიკური პრობლემები და მოიხმარდეს მეტ საწვავს;
3.3. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში რომლითაც დგინდებოდა საწვავის დანაკლისი იყო მცდარი დაანგარიშება რის შედეგადაც არასწორად იყო ნაჩვენები დანაკლისის ოდენობა. ამ უზუსტობების შესახებ დეტალურად იქნა განმარტებული მოსარჩლის მიერ სასამართლო პროცესზე. შესაბამისად, 2016 წლის 3 თებერვლის №-- ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს ხელფასიდან დაუქვითეს 7 ლიტრის და 87 გრამი დიზელის შესაბამისი ღირებულება - შედგენილია არასწორი მონაცემების საფუძველზე. ამ გარემოებას ასევე ადასტურებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიც. კერძოდ შესაგებელზე თანდართული 10-11 იანვრის შემოწმების აქტი, რომელშიც მითითებულა, რომ თე--------- ლე–--- მართავდა მე-2 ველში მითითებულ ავტობუსს სახელმწიფო ნომრით 0--. გავლილი მანძილი იანვრის თვეში იყო არა 536 კმ. არამედ 548 კმ. 10 იანვრამდე მოსარჩელე მუშაობდა 1, 2, 6, 7 და 8 იანვარს. მოსარჩელის მიერ გავლილი მანძილი შეადგენს 548 კილომეტრს და არა 536 კმ-ს როგორც ეს მითითებულია შემოწმების აქტში. შესაბამისად გახარჯული საწვავის რაოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნეს ამ გარბენის მიხედვით. 100 კილომეტრზე ავტობუსი წვავს 19 ლიტრს, შესაბამისად 1 კილომეტრზე 0.19-ს (548*0.19=104.12). ავტობუსი 548 კილომეტრზე დაწვავდა 104.12 ლიტრ დიზელს;
3.4. აპელანტის განმარტებით, შემოწმების აქტში არასწორად არის მითითებული საწვავის ნაშთი რომელიც წინა წლიდან იყო გადმოყოლილი. კერძოდ აქტში წერია რომ ნაშთი იყო 9,66 ლიტრი, მაშინ როდესაც ნაშთი იყო 8.67 ლიტრი. იანვარში ჩასხმული იქნა საწვავი 112 ლიტრის ოდენობით, ხოლო დახარჯული უნდა ყოფილიყო გარბენის მიხევით 104.12 ლიტრი. ესეიგი ავზში უნდა დარჩენილიყო 16.55 ლიტრი, ხოლო შემოწმების დროს იყო 15 ლიტრი. აქედან გამომდინარე რეალური დანაკლისი 1 იანვრიდან 10 იანვრამდე გამოდის 1 ლიტრი და 55 გრამი დიზელი (და არა 7.87). რაც სრულიად უმნიშვნელო სხვაობაა 5 დღის განმავლობაში;
3.5. აპელანტის მითითებით, სასამართლოს რომ ემსჯელა ამ გარემოებაზე მივიდოდა დასკვნამდე რომ მონაცემები რომელიც დამსაქმებელმა საფუძვლად დაუდო 2016 წლის 3 თებერვლის ბრძანებას, შეიცავდა არსებით უზუსტობებს, რის გამოც ის სარწმუნოდ ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ საწვავის დანაკლისი სწორად იყო დადგენილი;
3.6. 2016 წლის 7 ივლისს №--- ბრძანებით მოსარჩელეს ხელფასიდან დაუქვითეს 8 ლიტრის და 60 გრამი დიზელის შესაბამისი ღირებულება. ბრძანებაში მითითებულია რომ ამ ოდენობის საწვავის დანაკლისი იქნა აღმოჩენილი ავტობუსის ავზში. აპელანტის მითითებით ეს ბრძანებაც შედგენილია არასწორად დაანგარიშების საფუძველზე. სასამართლომ ამ შემთხვევაშიც საერთოდ არ იმსჯელა იმ უზუსტობებთან დაკავშირებით რომლის საფუძველზეც მოხდა საწვავის დანაკლისის დაანგარიშება;
3.7. მომდევნო პასუხისმგებლობა დასაქმებულს დაკისრებული ჰქონდა ერთიდაიმავე საფუძვლით 2016 წლის 28 აპრილს და 2016 წლის 8 ივლისს. იმის გამო რომ მას შეუცვალეს სამუშაო დღე და ვინაიდან მეორე სამსახურში მუშაობის გამო ვერ შეძლო შეცვლილი განრიგით მუშაობა დააკისრეს პასუხისმგებლობა;
3.8. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ თე--------- ლე–---მ არასაპატიო მიზეზით თქვა უარი 8 ივლისს მარშრუტის შესრულებაზე. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმაზე რომ დასაქმებული მუშაობდა სხვა სამსახურში, რომელშიც ის 2016 წლის 8 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. აღნიშნულ გარემოებაზე სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა. ეს საკითხი არის არსებითი მნიშვნელობის ვინაიდან მოპასუხისთვის ცნობილი იყო რომ მოსარჩელე სხვა სამსახურსიც მუშაობდა და თუ მოხდებოდა მისი განრიგის ცვლილება ის დაუყოვნებლივ ვერ გამოცხადდებოდა სამსახურში შეცვლილი განრიგის მიხედვით. დასაქმებულები აპროტესტებდნენ იმას რომ ყველა მძღოლს არ ჰქონდა თანაბარი სამუშაო საათები. თე--------- ლე–--- და სხვა მძროლებიც ითხოვდნენ ყველა მძღოლისთვის თანაბარი სამუშაო დროის მიცემას, წინააღმდეგ შმთხვევაში ითხოვდნენ ან არ მომხდარიყო სამუშაო განრიგების სწრაფი ცვლილება ვინაიდან სხვა სამსახურში მუშაობის პირობებში ვერ შეძლებდნენ ახალი სამუშაო განრიგის მიხედვით მუშაობას. ამ შეხვედრის შესახებ ისაუბრა ასევე მოწმე ვ----– ძ----–---–მაც. შეხვედრაზე გადაწყდა რომ დამსაქმებელი არ შეცვლიდა სამუშაო დღეების ოდენობას თვის განმავლობაში და ყველა იმუშავებდა იმ განრიგით რაც ჰქონდათ. ამის მიუხედავად იმავე თვეში 27 აპრილს მოსარჩელეს მოსთხოვეს ახალ სამარშუტო ხაზზე - "ჯ----------- ბ--------" ხაზზე გასვლა რაც მან ვერ შეძლო მეორე სამსახურში მუშაობის გამო და მომდევნო დღეს 28 აპრილს დამსაქმებელმა დააკისრა პასუხისმგებლობა რეისზე გასვლაზე უარის თქმის გამო, რაც არასწორია;
3.9. სასამართლომ გადაწყვეტილებაში არასწორად ასახა ფაქტობრივი გარემოებები და მოსარჩელის არგუმენტები იმის შესახებ, თითქოს მგზავრთა სიმცირის გამო სრულყოფილად არ შეასრულა მოსარჩელემ რეისი. დაგეგმილი გრფიკისა და რეისის მიხედვით, მოსარჩელე უნდა მისულიყო „----------“ დასახლებასთან და დაბრუნებულიყო უკან ქო----–----- რ--------- სადგურში, სადაც ქონდა 2 საათიანი გაჩერება. შემდეგ ისევ რ--------- სადგურიდან უნდა დაბრუნებულიყო კარიერში და დაეწყო ბრუნის გაკეთება. ვინაიდან იმ დღეს იყო ძალიან დიდი საცობი (იყო აგვისტოს თვე როდესაც ქ------–---- გადაყვირთულია) და წინა ბრუნი იმდენ ხანს გაგრძელდა რომ ვეღარ ასწრებდა შემდეგი ბრუნისთვის კარიერიდან რ--------- სადგურამდე ჩასვლას და უკან დაბრუენბას, მითუმეტეს 2 საათიან შესვენებას, ამიტომ აღარ ჩავიდა რ--------- სადგურამდე და წინა ბრუნის დასრულებისას გაჩერდა კარიერთან რამოდენიმე წუთით და დაიწყო ახალი ბრუნი რათა არ დაერღვია გაწერილი გრაფიკი. თუ დასაქმებული დაბრუნდებოდა სადგურში და ექნებოდა 2 საათიანი გაჩერება, განრიგის დარღვევა მაინც გამოვიდოდა ვინაიდან განრიგის არევა გამოიწვია გზებზე მოძრაობის გადატვირთვამ და დადგენილ დროში მძღოლი ვერ ასწრებდა მარშრუტის შესრულებას. დასაქმებულის მიზანი იყო, გაწერილი გრაფიკის დაცვა და მაქსიმალურად უზრუნველყოფა იმისა, რომ მოსახლეობას მიეღო მომსახურება დადგენილი წესით;
3.10. 2016 წლის 23 აგვისტოს ჩატარდა ექსპერიმენტი საწვავის ხარჯვის შემოწმების მიზნით, თე--------- ლე–--- მართავდა სხვა ავტობუსს და სხვა ავტობუსის მძღოლი მართავდა თე--------- ლე–---ს ავტობუსს. მათ გაიარეს ერთი და იგივე მანძილი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ავტობუსმა, რომელსაც 23 აგვისტოს მოსარჩელე მართავდა დაწვა 24 ლიტრი ხოლო იმ ავტობუსმა რომელსაც ექტპერიმენტის დროს სხვა მძღოლი მართავდა დაწვა 25 ლიტრი საწვავი. ამ ექსპერიმენტით დგინდება რომ ის ავტობუსი რომელსაც თე--------- ლე–--- წლების განმავლობაში მართავდა წვავს მეტს და ექსპერიმენტის დღეს სხვაობა იყო 1 ლიტრი;
3.11. ავტობუსმა რომელსაც წლების განმავლობაში მართავდა თე--------- ლე–--- (ავტობუსის სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 0--) 23 აგვისტოს დაწვა 1 ლიტრით მეტი საწვავი, შესაბამისად 1 კვირის ან 1 თვის განმავლობაში თავისთავად დაწვავდა პროპორციულად მეტს და დამსაქმებლის პრეტენზია საწვავის ხარჯთან დაკავშირებით არანაირად არ იყო გამოწვეული მოსარჩელე თე--------- ლე–---ს ბრალით;
3.12. სასამართლომ მიიჩნია რომ მოსარჩელემ დააღვია შრომის შინაგანაწესი, თუმცა შინაგანაწესი არ ყოფილა ხელშეკრულების ნაწილი, შესაბამისად შინაგანაწესის დარღვევა არ შეიძლება გამხდარიყო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე;
3.13. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1. 2012 წელში, თე--------- ლე–---ს და შპს „ქო----–----- ტრ----------–------“-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშკრულება; თე--------- ლე–--- დასაქმდა შპს „ქო----–----- ტ------------–-----ის“ კუთნილ, ბ--------- ტიპის ავტობუსზე მძღოლად და იკისრა ვალდებულება მძღოლის უფლება-მოვალეობების შესრულების შესახებ, ხოლო დამსაქმებელმა იკისრა ვალდებულება დასაქმებულისათვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შესახებ; (ს.ფ. 19);
4.2. მითითებული ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის თანახმად დასაქმებული ვალდებული იყო მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებისა და შპს „ქო----–----- ტ------------–-----ი“-ს შიდასტანდარტების, რეგულაციებისა და წესების მკაცრად დაცვასთან დაკავშირებით, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადა. კერძოდ ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით: „დასაქმებული ვალდებულია მკაცრად დაიცვას მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები და დაემორჩილოს შპს „ქო----–----- ტ------------–-----ი“-ს შიდასტანდარტებს/წესებს, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს“;
4.3. ხელშეკრულების მითითებული პუნქტის გათვალსწინებით სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელატის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგანაწესის დარღვევა არ შეიძლებოდა გამხდარიყო თე--------- ლე–---ს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ხელშეკრულებაში ნათლად არის მითითება იმაზე, რომ შპს „ქო----–----- ტ------------–-----ის“ შიდასტანდარტები/წესები წარმოადგენენ შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მათში ასახული წესების დაცვის ვალდებულება მოსარჩელემ ხელშეკრულების გაფორმებისას იკისრა;
4.4. ხელშეკრულების 2.1.3. პუნქტის თანახმად დასაქმებულმა თე--------- ლე–---მ აიღო ვალდებულება მკაცრად დაიცვას ნებისმიერი სახის ტექნიკის ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესები;
4.5. დადგენილია, რომ თე--------- ლე–---ს სამართავად გადაეცა ბ--------- ტიპის ავტობუსი სახ. №----0--; და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 180.39 ლარს;
4.6. 2015 წელს, როგორც სხვა მძღოლებს, თე--------- ლე–---საც მიღებული აქვს სიგელი წარმატებულ მუშაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (ს.ფ.24);
4.7. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ქონდა ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება მოვალეობების დარღვევას, რომელმაც სისტემატური ხასიათი მიღო 2016 წლიდან. კერძოდ: ს.ფ. 83-ზე განთავსებულია მოხსენებითი ბარათი N26, რომლითაც დადგენილია, რომ 2016 წლის 10 და 11 იანვარს, განხორციელდა ბ--------- ტიპის ავტობუსში საწვავის ფაქტობრივი ნაშთის შემოწმება; შემოწმების შედეგად გამოვლინდა 07 ლიტრისა და 87 გრამი საწვავის დანაკლისი; მითითებული მოხსენებითი ბარათი დაედო საფუძვლად შპს „ქო----–----- ტ------------–-----ის“ დირექტორის 2016 წლის 3 თებერვლის N32 ბრძანებას, რომლის თანახმადაც: თე--------- ლე–---ს ხელშეკრულების 2.4.3. [მკაცრად დაიცვას ნებისმიერი სახის ტექნიკის ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესები] პუნქტის დარღვევის საფუძელზე დაექვითა ხელფასიდან შესაბამისი თანხა [07ლ. 87გრ. დიზელის საფასური] (ს.ფ.82-83);
4.8. საქმეში განთავსებულია 2016 წლის 08 ივლისის N--- მოხსენებითი ბარათი, რომლითაც დადგენილია, რომ 2016 წლის 07 ივლისს, ავტობუსი სახ. №----0--, რომელსაც 07.07.18წ მართავდა ვ----– ძ----–---–ი და რომელსაც უნდა შეესრულებინა დაკვეთა ბ-------- მიმართულებით, ავტობუსი, საწვავის უკმარისობის გამო ჩაქრა; ადგილზე მისვლით შემოწმებული იქნა ავტობუსის ფაქტობრივი დიზელის საწვავის ნაშთი ავზში; საწვავი ავზში არ აღმოჩნდა, მაშინ როდესაც უნდა ყოფილიყო 08.60 ლიტრი; მითითებული ავტობუსით, გრაფიკის მიხედვით 05 და 06 ივლისს მოძრაობდა მძღოლი თე--------- ლე–--- (ს.ფ.86);
4.9. 2016 წლის 08 ივლისის აქტის თანახმად დგინდება, რომ 2016 წლის 07 ივლისს, ავტობუსი სახ. №----0-- შემოწმებული იქნა, და ის ტექნიკურად გამართული იყო (ს.ფ. 87);
4.10. მითითებული მოხსენებითი ბარათი დაედო საფუძვლად შპს „ქო----–----- ტ------------–-----ის“ დირექტორის 2016 წლის 22 ივლისის N--- ბრძანებას, რომლის თანახმადაც: თე--------- ლე–---ს ხელშეკრულების 2.4.3. [მკაცრად დაიცვას ნებისმიერი სახის ტექნიკის ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესები] პუნქტის დარღვევის საფუძელზე დაექვითა ხელფასიდან შესაბამისი თანხა [08.60ლ დიზელის საფასური] (ს.ფ.85-87);
4.11. 2016 წლის 25 აპრილს, შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ ადმინისტრაციამ თე--------- ლე–---ს მოსთხოვა ,,ჯ------------ბ--------“ სამარშუტო ხაზზე გასვლა და შესაბამისი რეისის შესრულება. თე--------- ლე–---მ რეისის შესრულებაზე უარი განაცხადა (ს.ფ.92. შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ დირექტორის მოადგილის ჯ------- შ---–---–ის №--- მოხსენებითი ბარათი);
4.12. რეისის შესრულებაზე უარის თქმის გამო, თე--------- ლე–---ს, შპს „ქო----–----- ტ------------–-----ის“ დირექტორის 2016 წლის 28 აპრილის N-- ბრძანებით, სახდელის სახით გამოეცხადა საყვედური;
4.13. შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ დირექტორის მოადგილის ჯ------- შ---–---–ის №--- მოხსენებითი ბარათითა და №-- ბრძანებით დადგენილია, რომ თე--------- ლე–---მ თავი აარიდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და უარი განაცხადა ჯ----------- - ბ-------- რეისზე გასვლაზე; აღნიშნული ქმედებით მოსარჩელე მხარის მიერ დაირღვა შრომითი ხელშეკრულების 1.1. პუნქტით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება - ბ--------- ტიპის ავტობუსზე განახორციელოს მძღოლის უფლება მოვალეობები;
4.14. საქმეში ს.ფ. 95-ზე განთავსებულია შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ დირექტორის მოადგილის ჯ------- შ---–---–ის №356 მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ თე--------- ლე–---მ არ შეასრულა მისი უშუალო ხელმძღვანელის ჯ------- შ---–---–ის მითითება, იმის თაობაზე, რომ გამოცხადებულიყო 2016 წლის 08 ივლისს სამარშრუტო ხაზზე რ--------- ს--------- - რ---------–-- ქ---- (ს.ფ.95-96);
4.15. შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ დირექტორის დირექტორის 2016 წლის 22 ივლისის №--- ბრძანებით, თე--------- ლე–---ს სახდელის სახით გამოეცხადა საყვედური. ბრძანებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ თე--------- ლე–---მ უარი განაცხადა 2016 წლის 08 ივლისს ,,რ--------- ს----------რ---------–-- ქ----“ სამარშუტო ხაზზე გასვლაზე;
4.16. 2016 წლის 05 აგვისტოს, თე--------- ლე–---ს დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება გამოეცხადა 1.99 კმ. მანძილის ზედმეტად გავლის გამო (ს.ფ. 97-98);
4.17. საქმეში განთავსებული შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ დირექტორის მოადგილის ჯ------- შ---–---–ის №---/1 მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ მძღოლმა თე--------- ლე–---მ 2016 წლის 10 აგვისტოს დაარღვია გრაფიკი და რ--------- ს---------დან გავიდა დაგვიანებით, რის გამოც ვერ შეასრულა ბრუნი კ------–-- მიმართულებით (ს.ფ.101);
4.18. შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ დირექტორის მიერ, 2016 წლის 10 აგვისტოს, თე--------- ლე–---ს გამოეცხადა გაფრთხილება. ამავე დოკუმენტით თე--------- ლე–---ს განემარტა, რომ ბ--------- ტიპის ავტობუსის მძღოლი ვალდებულია შეასრულოს ყველა ბრუნი, რაც გრაფიკითაა განსაზღვრული, მიუხედავად საცობისა და მგზავრთა რაოდენობისა (ს.ფ.100);
4.19. შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ ერთერთი სამარშრუტო ხაზია „---------- დასახლება-რ--------- ს---------“. სატრანსპორტო საშუალება რ--------- ს---------დან მიდის კ--------- დასახლებაში, ბრუნდება უკან ქო----–----- რ--------- სადგურში, სადაც ჩერდება 2 საათი და შემდგე ისევ რ--------- ს---------დან ბრუნდება „---------- დასახლებაში“, იწყებს შესაბამის ბრუნს. 2016 წლის 22 აგვისტოს გრაფიკის მიხედვით თე--------- ლე–--- უნდა მისულიყო „----------“ დასახლებასთან და უკან უნდა დაბრუნებულიყო ქო----–----- რ--------- სადგურში, სადაც უნდა გაჩერებული 2 საათი, შემდგე ისევ რ--------- სადგურიდან უნდა დაბრუნებულიყო „---------- დასახლებაში“ და უნდა დაეწყო ბრუნის გაკეთება. თე--------- ლე–---მ გრაფიკის გათვალისწინებით კ--------- მიმართულებით ბრუნი არ შეასრულა. აღნიშნული დარღვევის თაობაზე თე--------- ლე–---მ აღნიშნა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 22 აგვისტოს არის ტურისტული სეზონი, ამ დროს მოძრაობა ქობულეთში არის გადატვირთული და შექმნილია საცობი;
4.20. თე--------- ლე–---, შპს „-------–---- ტ------------–-----ის“ დირექტორის 2016 წლის 02 სექტემბრის №--- ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან (ს.ფ.121-122);
4.21. საქმეში განთავსებული მოხსენებითი ბარათებითა და ბრძანებებით უტყუარად დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2016 წელს თე--------- ლე–---მ არაერთგზის დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობები: კერძოდ ა) არაერთგზის დაფიქსირდა თ.ლე–---ს მართვის ქვეშ მყოფ ავტობუსზე საწვავის დანაკლისი, რის გამოც მას ორგზის დაედო ადმინისტრაციული სახდელი; ბ) მარშრუტის შესრულებაზე უარის თქმა; გ) მარშრუტის თვითნებურად შეცვლა;
4.22. აპელანტმა მიუთითა, რომ დაგეგმილი გრფიკისა და რეისის მიხედვით, მოსარჩელე უნდა მისულიყო „----------“ დასახლებასთან და დაბრუნებულიყო უკან ქო----–----- რ--------- სადგურში, სადაც ქონდა 2 საათიანი გაჩერება. შემდეგ ისევ რ--------- ს---------დან უნდა დაბრუნებულიყო კარიერში და დაეწყო ბრუნის გაკეთება. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 22 აგვისტოს ქობულეთში დამსვენებლების სიმრავლის გამო იყო ძალიან დიდი საცობი და წინა ბრუნი იმდენ ხანს გაგრძელდა რომ ვეღარ ასწრებდა შემდეგი ბრუნისთვის კარიერიდან რ--------- სადგურამდე ჩასვლას და უკან დაბრუნებას, მითუმეტეს 2 საათიან შესვენებას, ამიტომ აღარ ჩავიდა რ--------- სადგურამდე და წინა ბრუნის დასრულებისას გაჩერდა კარიერთან რამოდენიმე წუთით და დაიწყო ახალი ბრუნი რათა არ დაერღვია გაწერილი გრაფიკი;
4.23. სამოქალაქო პროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ამგვარად მიიჩნევა ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;
4.24. აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის ფაქტის „საყოველთაოდ ცნობილობა“ სუბიექტური შეფასების საგანი არაა. ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური გარემოებების შედეგად, მის შესახებ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა ინფორმირებული. როგორც ცნობილია, ადამიანებს, თავიანთი ასაკის, სოციალური თუ სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით, განსხვავებული ინტერესები გააჩნიათ და განსხვავებულ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ კონკრეტული ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად ჩაითვალოს, უნდა შეფასდეს მისი გავრცელების ფორმა, არეალი და მნიშვნელობა. საყოველთაოდ ცნობილად ისეთი ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს, რომელზეც ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ერთნაირად მიუწვდება ხელი და თითოეულ მათგანს ერთნაირად შეიძლება მოეთხოვოს მისი ცოდნა, ასაკისა თუ სტატუსის მიუხედავად. ამ ტიპის ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, ქვეყანაში არჩევნების ჩატარება, ვინაიდან, აღნიშნულთან დაკავშირებული აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის, მედიასაშუალებების მიერ მიწოდებული ინფორმაციის, აგრეთვე, სხვადასხვა პირების თუ ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, თუნდაც მინიმალურ ინფორმაციას მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობა ფლობს, მათ შორის ის ფენებიც, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არ ღებულობენ. აღნიშნულიდან გამომდინარე ტურისტულ სეზონზე იმგვარი საცობის არსებობა, რომელმაც შეუძლებელი გახადა მარშრუტის შესრულება - საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად ვერ იქნება მიჩნეული;
4.25. შესაბამისად სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს თე--------- ლე–---ს მიერ არასაპატიო მიზეზით მოხდა მარშრუტის შეცვლა;
სამართლებრივი დასაბუთება:
4.26. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი სეფასება მიეცა მათ;
4.27. პალატა სრულად იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და დამატებით განმარტავს შემდეგს;
4.28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად: სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად;
4.29. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფა ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა;
4.30. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის №ას-1391-1312-2012 წ. განჩინება);
4.31. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს;
4.32. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება- შრომის უფლება, სადაც აღნიშნულია, რომ შრომა თავისუფალია;
4.33. საერთაშორისო რეკომენდაციების თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს სამართლებრივად დასაბუთებული მიზეზის გარეშე. რეკომენდაციის თანახმად, დამსაქმებელმა წინასწარ უნდა შეატყობინოს მუშაკს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და უნდა წარმოადგინოს ამის სათანადო მიზეზი;
4.34. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საკასაციო სასამართლოს ერთ ერთ გადაწყვეტილებას (ას-527-495-2010) რომლის თანახმადაც: ”...საერთაშორისო სამართლის ნორმები გვაძლევენ უალტერნატივო დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე, აღნიშნული სტანდარტების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თანამდევად, მხოლოდ დაქირავებულის სასარგებლოდ შეცვლაზე საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც ცალსახად გულისხმობს დასაქმებულის უფლების დაცვას“;
4.35. დამსაქმებლის მიერ კანონით მინიჭებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ უფლება (ხელშეკრულებიდან გასვლა) უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი.
4.36. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე;
4.37. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ ერთი საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების არაერთგზის დარღვევა, ამასთან შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა;
4.38. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია თე--------- ლე–---ს მხრიდან შრომითი ხელშეკრულების არაერთგზის დარღვევა;
4.39. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოპასუხე ორგანიზაციას ჰქონდა კანონიერი საფუძველი თე--------- ლე–---სთან - შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თე--------- ლე–---ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
6.2. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თე--------- ლე–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლაურა მიქავა