განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2018
საქმის ნომერი
080100117001986450
ინსტანცია
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117001986450

(1/ბ-317-18წ)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2018 წელი ქ.ქ--------

 

ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ------------–---------------ის მიმართ, დაბადებული: 197- წლის 08 თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. ქ--------, დ----- ქ. მე-3 ჩიხი N12, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქ--------, ა---–-----------ის მე-4 შესახვევი ე.წ. ,-–-------–----------“,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ---------------ემ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 30 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქუთაისში ა---–-----------ის მეოთხე შესახვევში მდებარე ე-–----–-------–------------“ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ---------------ემ წინააღმდეგობა გაუწია თავის საცხოვრებელ სახლში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ ქ--------ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების მუშაკს - გ-----------–--ეს, კერძოდ: დაუზიანა მას პოლიციის პერანგი და ხელი დაარტყა სახის არეში.

 

ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განაჩენით რ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2125 (ორიათასასოცდახუთი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის 2017 წლის 30 მაისიდან - 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით, ანუ 18 დღის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1125 (ათასასოცდახუთი) ლარით და რ----------------ეს საბოლოოდ დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

რ----------------ის მიმართ ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქ--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორი ნინო ზურაბაშვილი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ რ---------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში შეუსაბამოდ მსუბუქია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დაზარალებულს ჰქონდა პრეტენზია რ-----------ესთან, ასვე ის რომ მსჯავრდებული არ აღიარებდა დანაშაულს და სადაო იყო მტკიცებულებები გამხდარი. მიუხედავად ამისა, რ---------------ეს დაუნიშნა მინიმალური სასჯელის ოდენობა. ასეთი მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - ახალი დანაშულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ---------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ-----------–--ის ჩვენებით, მოწმეების - ა---–-------ას, მ---------------–--ის, ო-----------–---–-ს ჩვენებებით, ექსპერტების - მ----------–---–ის, შ--------------ის, ო---------------იას ჩვენებებით, მსჯავრდებულა რ---------------ის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების ექსპერტიზის დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ რ---------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნინო ზურაბაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

რ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2125 (ორიათასასოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის 2017 წლის 30 მაისიდან - 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით, ანუ 18 დღის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1125 (ათასასოცდახუთი) ლარით და რ----------------ეს საბოლოოდ დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

რ----------------ის მიმართ მიმართ ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით რ----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 3000 (სამიათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად პ--------–----–---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების - მდებარე თ--------–ის რაიონის სოფელ ბ----------ში, საკადასტრო კოდი №------------ – 3000 (სამიათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: გ-----------–--ისაგან ამოღებული პოლიციელის პერანგი დაუბრუნდეს დაზარალებულ გ-----------–--ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე