განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
330100117001835602
ინსტანცია
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/238-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ისაევი

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორების - ი----- ჩ-----ს, გ------- მ---------ის,ადვოკატების - შ----- კ----ის, გ------- მ-------ის,მსჯავრდებულ - გ------- გ---------–--ლის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ------- გ---------–--ლის და მისი ადვოკატის გ------- მ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ------- გ---------–--ლის მიმართ - დაბადებული 1980 წლის 16 იანვარს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-------–-------–-–----------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით:

 

გ------- გ---------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

გ------- გ---------–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2018 წლის 23 იანვრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 25 იანვრიდან, 2017 წლის 14 ივლისის ჩათვლით - 5 (ხუთი) თვე და 20 (ოცი) დღე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

გ------- გ---------–--ლმა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- გ---------–--ლმა, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი, რაც 2017 წლის 25 იანვარს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა გ------- გ---------–--ლის პირადი ჩხრეკისას, თ---–------------–----–-------------------–------------------–------------

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ------- გ---------–--ლმა და მისმა ადვოკატმა გ------- მ-------ემ. დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაცვის მხარე აპელირებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო ინფორმაციაზე. აპელანტების განმარტებით, გასაჩივრებულ განაჩენში სასამართლოს უნდა ემსჯელა მოწმე გ------- ნ-------–---–ის ჩვენებისა და პატაკის არაავთენტურობაზე, თუმცა სასამართლომ ისე გაიზიარა მისი ჩვენება, რომ სათანადო დასკვნები არ გაუკეთებია. საქმის მასალების თანახმად, გ------- ნ-------–---–ი არის ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პირი, რომელსაც ხელმძღვანელობისგან დაევალა გ------- გ---------–--ლის ადგილმდებარეობის დადგენა. აღნიშნული დავალების შესრულება მან წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა; მისივე მტკიცებით, მას თითქოსდა იმგვარი კავშირზე მყოფი პირი აღმოჩნდა, რომელიც იმყოფებოდა სარფის საბაჟო პუნქტთან, მიაწოდა ინფორმაცია გ------- გ---------–--ლის გადაადგილების თაობაზე და ისიც კი უთხრა, რომ მას თან ნარკოტიკული საშუალება უნდა ჰქონოდა. დაცვის მხარის მტკიცებით, გ------- ნ-------–---–ის აღნიშნული ჩვენება ვერ უძლებს კრიტიკას, ვინაიდან იგი არ შეესაბამება საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს და წინააღმდეგობაშია ნეიტრალური მოწმის მ-----–-------ის ჩვენებასთან. გარდა ამისა, მოწმე გ------- ნ-------–---–თან დაკავშირებით აპელანტი აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელს მოცემულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის შემდეგ აღარ გააჩნდა გამომძიებლის სტატუსი, თუმცა მიუხედავად ამისა, კვლავ განაგრძო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების ჩატარება, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ გამოძიების პროცესში მტკიცებულებათა მოპოვებისას ჩართული იყო არაუფლებამოსილი პირი - მოწმე გ------- ნ-------–---–ი.

 

გ------- გ---------–--ლის მიერ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით დაცვის მხარე ხაზს უსვამს 2017 წლის 24 იანვრით დათარიღებულ გამომძიებელ ლ-–--------------–--ლის მიერ შედგენილ პატაკს და აღნიშნავს, რომ იგი არის წინმსწრებად შედგენილი, ვინაიდან ჯ--------–------ავას პირადი ჩხრეკა (რა დროსაც მან მიუთითა გ------- გ---------–--ლზე) დასრულდა 25 იანვარს, ხოლო ლ-–--------------–--ლის პატაკი შედგენილია 24 იანვარს და მასში უკვე მოხსენიებულია გ------- გ---------–--ლი. შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები შინაარსობრივად არ შეესაბამება რეალობას და მათი შედგენის დროც არასწორია.

 

ადვოკატის განმარტებით, ურთიერთსაწინააღმდეგოა ასევე გ------- გ---------–--ლის პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელთა და მოწმე მ-----–-------ის ჩვენებები. საფუძვლიან ეჭვებს ბადებს ის გარემოებაც, რომ ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების მიერ არ იქნა გაჩხრეკილი გ------- გ---------–--ლის სამგზავრო ჩანთა და მისი საცხოვრებელი სახლი. აპელანტი მიუთითებს გამოძიების ზედაპირულად და არასრულყოფილად ჩატარებასთან დაკავშირებითაც და ამ მხრივ განმარტავს, რომ გ------- გ---------–--ლს ბრალი ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში, ხოლო გამომძიებლებს არც კი გაუჩნდათ ეჭვი ამ პიროვნების მიერ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთიერების შესაძლო შენახვასთან დაკავშირებით თავის საცხოვრებელ სახლშიც. ასევე, მათი მხრიდან არ მოხდა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეოგადაღება და გ------- გ---------–--ლის კუთვნილების დასადასტურებლად არ ჩატარებულა ამოღებული ნივთმტკიცებების ტრასოლოგიური კვლევა.

 

რაც შეეხება მოწმე ჯ--------–------ავას ჩვენებას, დაცვის მხარის შეფასებით მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის რელევანტური განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, მისი ჩვენება არ იყო გამყარებული ობიექტური, ხელშესახები სხვა რაიმე მტკიცებულებით. ჯ--------–------ავას პირდაპირი დაინტერესება გააჩნდა ამგვარი ცრუ ჩვენების მიცემით, რადგან მას ძალიან დაბალ სასჯელზე შეუთანხმდა პროკურატურა და მათ შორის გაფორმდა შესაბამისი საპროცესო შეთანხმება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტების გაანალიზების შდეგად დაცვის მხარის განმარტებით, სახეზეა ზერელედ ჩატარებული გამოძიება, რომლის საფუძველზეც მოპოვებული მტკიცებულებები ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და გ------- გ---------–--ლი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2017 წლის 24 იანვრის შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მედიკამენტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------- ნ-------–---–ის მიერ შედგენილი პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ჯ--------–------ავასა და იას ზ-----------იერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე.

 

2017 წლის 24 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 24 იანვარს 23:15 საათიდან, 2017 წლის 25 იანვარს 00:05 საათამდე პერიოდში, ჩატარებული ჯ--------–------ავას პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა აბები და აბის ნატეხები, რომლებიც ჯ--------–------ავას მიერ ოქმში გაკეთებული განცხადების თანახმად, იყო ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“ და ეკუთვნოდა პირადად მას. ამასთან, ანალოგიურ აბებს ინახავდა რეანომობილში, სამედიცინო ინვენტარის ყუთში, რაც ეკუთვნოდა როგორც მას, ასევე, ი-----–---------ესა და გ------- გ---------–--ლს, იგივე ,,ბ----–--‘‘.

 

2017 წლის 25 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, ჯ--------–------ავას მიერ მითითებულ რეანომობილში არსებული სამედიცინო ინვენტარის ყუთიდან, 2017 წლის 25 იანვრის 00:43 საათიდან, 03:10 საათამდე პერიოდში ამოღებულ იქნა 843 აბი და 2 აბის ნატეხი, რომელიც ჯ--------–------ავას მიერ ოქმში გაკეთებული განცხადების თანახმად, იყო ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“ და ეკუთვნოდა როგორც მას, ასევე, გ------- გ---------–--ლს („ბ----–-“) და ი-----–---------ეს.

 

2017 წლის 24 იანვრის შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მედიკამენტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------- ნ-------–---–ის მიერ შედგენილი პატაკის თანახმად, გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ გ------- გ---------–--ლი, ზედმეტსახელად ,,ბ----–-‘‘, არის თ---–--–-----–-–-----------------------------------–ი რეგისტრირებული და მცხოვრები, 1980 წლის 16 იანვარს დაბადებული გ------- გ-------–-- ძე გ---------–--ლი (პირადი #0----------), რომელიც არის ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი და ეწევა შეძენასა და შენახვას. იგი იმჟამად თურქეთიდან საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის‘‘ გავლით მოემართებოდა თბილისისკენ ავტომობილით, სახ.#S------, რა დროსაც შესაძლებელია, თან ჰქონოდა მის მიერ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ნ-------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 24 იანვარს მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჯ--------–------ავა და ზ----------ია იყვნენ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები, ეწეოდნენ მის უკანონო შეძენა-შენახვას და ისინი მოცემულ მომენტში დასავლეთ საქართველოდან მოემართებოდნენ თბილისის მიმართულებით ახალციხის რაიონში მცხოვრები ვინმე ჩ----–---–-ს მართვის ქვეშ მყოფი ,,მ-------------–--------------‘‘ ფირმის ავტომანქანით, მათ თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შესახებ მოახსენა ხელმძღვანელობას. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩატარდა ჯ--------–------ავას პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გააკეთა განმარტება, რომლის მიხედვითაც მისგან ამოღებული აბები, რომელსაც ინახავდა პირადად და ავტომანქანაში, ეკუთვნოდა როგორც მას, ასევე გ------- გ---------–--ლს. ამის შემდგომ მან (გ------- ნ-------–---–მა) ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება, დაედგინა გ------- გ---------–--ლის პიროვნება. მის მიერ დადგენილ იქნა, რომ ჯ--------–------ავას დასახელებული გ------- გ---------–--ლი იყო ქ-------–--–-----–-–-------–---–--------ი გ------- გ---------–--ლი, მეტსახელად ,,ბ----–-‘‘. მას თურქეთის რესპუბლიკიდან საზღვარი ჰქონდა გადმოკვეთილი, სარფის გამშვები პუნქტიდან მოემართებოდა თბილისის მიმართულებით ,,---------‘‘-ის მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით S------ და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულიც მან პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. გ------- ნ-------–---–ის განმარტებით, მან ინფორმაცია მიიღო სატელეფონო საშუალებით; ინფორმაციის წყაროს დასახლება არ შეუძლია; გ------- გ---------–--ლის შესახებ ინფორმაციის მოძიებას მოანდომა დაახლოებით საათნახევარი ან ორი საათი; მას ჯ--------–------ავას და გ------- გ---------–--ლის სიხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ვ--–-------მა განმარტა, რომ 2017 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება და დაკავებული იქნა ჯ--------–------ავა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მისგან ამოღებული აბები ეკუთვნოდა როგორც მას, ასევე გ------- გ---------–--ლს, რის შემდეგაც მოხდა დასახელებული პიროვნების გადამოწმება და დადგინდა, რომ გ------- გ---------–--ლი დასავლეთ საქართველოდან მოემართებოდა თბილისის მიმართულებით ავტომანქანა ,,---------‘‘-ით, მათთვის ცნობილი გახდა ავტომანქანის სანომრე ნიშნებიც. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და გავიდნენ აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც შენიშნეს, რომ აღნიშნული ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა საპატრულო პოლიციას. იგი თანამშრომლებთან ერთად მივიდა ავტომანქანასთან და მასში მყოფ პირებს წარუდგინეს თავი. გ------- გ---------–--ლი იჯდა მძღოლოს გვერდით, წინა სავარძელზე. მას გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და შესთავაზეს კანონსაწინააღმდეგო ნივთის ნებაყოფლობით წარმოდგენა. გ------- გ---------–--ლს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა ნებაყოფლობით არ წარმოადგინა არაფერი, რის შემდეგაც თანამშრომლებთან - გ-------–--–---სა და გ------- ლ-------–---–თან ერთად დაიწყო გ------- გ---------–--ლის პირადი ჩხრეკა. უშუალოდ ჩხრეკას ახორცილებდნენ თავად (გ------- ვ--–-------ი) და გ-------–--–---, ხოლო გ------- ლ-------–---–ი ავსებდა ოქმს. პირადად მის (გ------- ვ--–-------ის) მიერ გ------- გ---------–--ლის ქურთუკის წინა მარცხენა გარეთა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკში გახვეული 45 ოვალური ფორმის მთლიანი აბი და 4 ცალი აბის ნატეხი, რის შემდეგაც ადგილზე დააკავეს გ------- გ---------–--ლი. ამოღებული აბები შესაბამისი ლუქით დაილუქა ადგილზე გ------- ლ-------–---–ის მიერ. ასევე ადგილზე შედგა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, რასაც გაეცნო ბრალდებული და მოაწერა ხელი, ხოლო ასლები გადაეცა საგამოძიებო ორგანოში გადაყვანისას. ჩხრეკა განხროციელდა გვიან ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, ავტომობილის უკანა მხარეს. აღნიშნულის პარალელურად მისი თანამშრომლების მიერ მოხდა ავტომობილის მძღოლის პირადი ჩხრეკა და ავტომობილის ჩხრეკა, თუმცა კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ ყოფილა ამოღებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------–--–---მ განმარტა, რომ 2017 წლის 25 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მის უფლებამოსილებას, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ საქმეზე დაკავებული იქნა ჯ--------–------ავა, რომელმაც დაკავების შემდგომ აღნიშნა, რომ მასთან აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება, მის გარდა, ასევე ეკუთვნოდა გ------- გ---------–--ლს და მესამე პირს - ქ------ეს. აღნიშნულის თაობაზე თანამშრომლის მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია; გაირკვა, რომ გ------- გ---------–--ლი დასავლეთიდან მოემართებოდა თბილისის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, მათ იცოდნენ ავტომობილის მარკა და სანომრე ნიშნები, ხოლო იყო თუ არა ეს ავტომობილი ტაქსი, წინასწარ არ იცოდნენ. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და გავიდნენ ქალაქ თბილისის შემოსასვლელის მიმართულებით. მათ მიერ შემჩნეული იქნა საპატრულო ეკიპაჟის მიერ გაჩერებული ავტომანქანა, რომელშიც უნდა მჯდარიყო გ------- გ---------–--ლი. იგი (გ-------–--–---) თანამშრომლებთან - გ------- ვ--–-------თან და გ------- ლ-------–---–თან ერთად მივიდა ავტომობილთან მგზავრის მხრიდან, სადაც იჯდა გ------- გ---------–--ლი. მას წარუდგინეს თავი, სთხოვეს ავტომობილიდან გადმოსვლა, განუმარტეს თუ რა ინფორმაცია ჰქონდათ და რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაეტარებინათ. გ------- გ---------–--ლს გააცნეს დადგენილება და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რასაც ახორციელებდა თავად გ------- ვ--–-------თან ერთად, ხოლო გ------- ლ-------–---–ი ავსებდა ჩხრეკის ოქმს. გ------- ვ--–-------მა ბრალდებულის ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოიღო პოლიეთილენის პარკში გახვეული აბები. ამოღებული აბები მოთავსდა კონვერტში, დაილუქა ადგილზე და მოეწერა ხელი, მათ შორის გ---------–--ლის მიერაც. სხვა თანამშრომლების მიერ პარალელურად ჩატარდა ტაქსის მძღოლის ჩხრეკა, ხოლო შემდეგ გაიჩხრიკა ავტომანქანა, საიდანაც არაფერი არ ამოღებულა. გ------- გ---------–--ლის და ტაქსის მძღოლის ჩხრეკა მიმდინარეობდა ერთმანეთის გვერდით, ავტომობილის უკანა მხარეს, სადაც უკეთესი განათება იყო. მათ შორის დიდი დისტანცია არ იყო და ერთმანეთის საუბარი ესმოდათ. გ------- გ---------–--ლს ხელში არაფერი არ ეჭირა და მას ბარგთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. როდესაც გ------- ვ--–-------მა ბრალდებულის ქურთუკში აღმოაჩინა აბები, დაიძახა, რომ იპოვა და როცა ამოიღო, ყველას ყურადღება მიიპყრო ამ დაძახილით. შესაბამისად, ყველამ, ვინც იქ იყო, გაიგო, რომ ამოიღეს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედებების და დაკავების ოქმები შედგა ადგილზე; ბრალდებულს არც პირადი ჩხრეკისას და არც ოქმის ხელმოწერის დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია; მისი მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნა, რომ ტაქსის მძღოლი ან სხვა პირი დასწრებოდა მის პირად ჩხრეკას. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ გ------- გ---------–--ლის ფეხთმოსილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი იძლეოდა შესაძლებლობას ჩხრეკისას ფეხსაცმლის გაუხდელად შეემოწმებინათ წინდები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ლ-------–---–მა განმარტა, რომ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, გ------- გ---------–--ლი დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოემართებოდა ,,---------‘‘-ის მარკის ავტომანქანით და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება, თანამშრომლებთან ერთად გავიდა თბილისის შემოსასვლელის მიმართულებით. შენიშნეს აღნიშნული ავტომანქანა, რომელიც საპატრულო პოლიციას ჰყავდა გაჩერებული. თანამშრომლებთან ერთად მივიდა ავტომანქანის მარჯვენა მხრიდან, სადაც იჯდა გ------- გ---------–--ლი, რომელსაც უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მას უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. გ------- გ---------–--ლი გადმოვიდა მანქანიდან, გადაინაცვლეს ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხარეს, ვიაიდან იქ იყო განათება, გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და ჩაუტარეს ჩხრეკა. ჩხრეკაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ თანამშრომლები გ------- ვ--–-------ი და გ-------–--–---. გ------- ვ--–-------ის მიერ გ------- გ---------–--ლის ქურთუკის წინა მარცხენა გარე ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული 45 აბი და აბის 4 ნატეხი, რაც დაილუქა ადგილზე. ასევე, ამოღებულ იქნა და დაილუქა მისი პირადი ნივთები. პირდი ჩხრეკის ოქმს მოწმე ავსებდა ჩხრეკის მიმდინარეობისას პარალელურ რეჟიმში. გ------- გ---------–--ლი გაეცნო პირადი ჩხრეკის ოქმს და დაადასტურა ხელმოწერით, ასევე ხელმოწერით დაადასტურა ლუქები. გ------- გ---------–--ლს რაიმე შენიშვნა არ გაუკეთებია, არც რაიმე მოთხოვნები ჰქონია, მათ შორის არც მოწმის დასწრებაზე. ჩხრეკის დასრულებისთანავე გ------- გ---------–--ლი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და განემარტა უფლება-მოვალეობები. მანქანის მძღოლიც ანალოგიურად გაიჩხრიკა ავტომანქანის მარცხენა მხარეს. გ------- გ---------–--ლი და ტაქსის მძღოლი ისე იდგნენ, რომ ჩხრეკისას ერთმანეთის დანახვა შეეძლოთ. მოხდა ავტომანქანის ჩხრეკაც, თუმცა თვითონ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. მოწმემ დაადასტურა, რომ გ------- გ---------–--ლის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ჯ--------–------ავასგან, რომელიც რამდენიმე საათით ადრე გაჩხრიკეს და პირადი და რეანომობილის ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები. მიღებული ინფორმაცია დამუშავდა მათი თანამშრომლის მიერ, რის შემდეგაც გაემართნენ უკვე გ------- გ---------–--ლის ადგილსამყოფელისკენ. შემთხვევის ადგილზე იყვნენ ასევე, მ-------------–--–-ილი და ე-----------------იანი. სხვა თანამშრომლები შეიძლება იყვნენ, მაგრამ მათ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, გ------- გ---------–--ლს ნარკოტიკული ნივთიერება თან უნდა ჰქონოდა, რის გამოც სახლის ჩხრეკის ჩატარება საჭიროდ არ იქნა მიჩნეული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----–-------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, საღამოს საათებში, 22:00 საათიდან, 22:30 საათამდე პერიოდში, საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა ქ--------–------------- ქუჩაზე. მასთან მივიდა გ------- გ---------–--ლი და შეუთანხმდა თბილისში წამოყვანაზე 180 ლარად. მგზავრი დაჯდა მის გვერდით და გამოემართნენ თბილისის მიმართულებით. თბილისის შემოსასვლელში გააჩერა საპატრულო პოლიციამ და მოსთხოვა საბუთები. ვინაიდან ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, პატრულის თანამშრომლები წავიდნენ, ხოლო სანამ მანქანას დაძრავდა, უკანა მხრიდან მიადგა სამი ავტომანქანა, თავი წარუდგინეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და უთხრეს, რომ უნდა ჩატარებოდა ჩხრეკა. მოწმემ განუცხადა, რომ მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ჰქონდა, რის შემდეგაც დაიწყო მისი პირადი ჩხრეკა. პარალელურად მიმდინარეობდა გ------- გ---------–--ლის ჩხრეკა. თვითონ ავტომანქანის უკან მარცხენა კუთხესთან იდგა, ხოლო გ------- გ---------–--ლი - მარჯვენა მხარეს, სადაც ავტომანქანის შუქი ანათებდა ორივეს. მის ჩხრეკაში მონაწილეობდა ორი პირი, ასევე გაიჩხრიკა მისი მანქანაც, რა დროსაც გაიგო ხმა: ,,აი, ნახე, ნახე სადააო‘‘, გაიხედა და დაინახა გამჭვირვალე პარკი, რომელშიც იყო აბები. რა იყო და რამდენი, არ იცის. გ------- გ---------–--ლი მშვიდად შეხვდა ყველაფერს და პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩხრეკის დაწყებამდე ის არსად წაუყვანიათ. გ------- გ---------–--ლს ჩხრეკდა ორი კაცი და ერთი ოქმს ავსებდა. მოწმის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ. ოქმები ადგილზე იწერებოდა, გაეცნო და მოაწერა ხელი. მოწმემ დაადასტურა, რომ ავტომანქანაში გ------- გ---------–--ლს ეცვა ხაკისფერი ქურთუკი, რომელიც არ გაუხდია, მათ შორის არც პოლიციელების მისვლისას; იმ ადგილას პოლიციის თანამშრომლებისა და მათ გარდა, სხვა არავინ ყოფილა; გ---------–--ლისგან სხვა რამეც თუ ამოიღეს, არ დაუნახავს; გ------- გ---------–--ლმა ნაწილი მგზავრობის თანხის თავიდანვე გადაუხადა, ხოლო დარჩენილი ნაწილი პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს; გ------- გ---------–--ლს თან ჰქონდა ერთი საშუალო ზომის ჩანთა, რომელიც საბარგულში მოათავსეს, პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს თუ არა აღნიშნული ჩანთა, არ დაუნახავს, არ ახსოვს; ასევე არ ახსოვს გ------- გ---------–--ლი ითხოვდა თუ არა ჩხრეკისას მისი (მ-----–-------ის) ან სხვა მოწმის დასწრებას, მსგავსი არაფერი გაუგია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ--------–------ავამ განმარტა, რომ გ------- გ---------–--ლი გაიცნო მეგობარ ი-----–---------ისგან. იგი (ჯ--------–------ავა) მუშაობდა რეანომობილის მძღოლად შპს ,,კ----------------–------–-‘‘, რომელსაც ხელმძღვანელობდა ირაკლი ქ------ე და ეკუთვნოდა მის მამას. ერთ დღეს დაურეკა ი-----–---------ემ და უთხრა, რომ რეანომობილით უნდა წასულიყო თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, სადაც უნდა შეხვედროდა გ------- გ---------–--ლს და ეს უკანასკნელი გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებას. მან (ჯ--------–------ავამ) თავისი მეგობარი პაციენტის სახით ჩასვა რეანომობილში და ექიმთან, ექთანთან და კიდევ ერთ მძღოლთან ერთად გაემგზავრა ქალაქ ტრაპიზონში. იქ მართლაც შეხვდა გ------- გ---------–--ლს, რომელმაც გადასცა ნარკოტიკული საშუალებები, რომლის ნაწილიც ჩაიდო პირადად ჯიბეში, ხოლო ნაწილი მოათავსა რეანომობილში, მედიკამენტების ყუთში. უკან დაბრუნებისას თბილისის შემოსასვლელში გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები. პირადი ჩხრეკისას განმარტა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ასევე ინახავდა რეანომობილში, რომელიც ეკუთვნოდა როგორც მას, ასევე გ------- გ---------–--ლს და ი-----–---------ეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმში თავისივე ხელით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ნებაყოფლობით გააკეთა შენიშვნა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა ჯ----------–---მ განმარტა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, ღამის საათებში, მის მიერ განხორციელდა ჯ--------–------ავას პირადი ჩხრეკა, დაკავება და ნარკოტიკული საშუალების ამოღება. ჯ--------–------ავამ ადგილზევე განაცხადა, რომ ავტომანქანაში, რომლითაც ის გადაადგილდებოდა დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით, კიდევ ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას სამედიცინო ყუთში, რომელიც ეკუთვნოდა მას, გ------- გ---------–--ლს და ი-----–---------ეს. ამასთან დაკავშირებით ჯ--------–------ავამ პირადი ჩრეკის ოქმში გააკეთა ჩანაწერი შენიშვნის სახით, თავისივე ხელით. აღნიშნულის შემდეგ ექსპერტების და ჯ--------–------ავას მონაწილეობით ჩატარდა ავტომანქანის („რეანომობილის“) ჩხრეკა, საიდიანაც მასში არსებული სამედიცინო ყუთიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის აბები. აღნიშნულ ამოღების ოქმზეც ჯ--------–------ავამ კვლავ გააკეთა შენიშვნა, რომ აბები ეკუთვნოდა მას, გ------- გ---------–--ლს და ი-----–---------ეს. ხულორდავას განმარტებით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები გადასცა გ------- გ---------–--ლმა. მოწმემ დაადასტურა, რომ გ------- გ---------–--ლის შესახებ ინფორმაცია მათთვის წინასწარ არ იყო ცნობილი და მის შესახებ მხოლოდ ჯ--------–------ავას პირადი ჩხრეკისას შეიტყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ლ-–--------------–--ლმა, განმარტა, რომ 2014 წლის 24 იანვარს დაიწყო გამოძიება ჯ--------–------ავას და ზ----------იას მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძანა-შენახვის ფაქტზე. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე დაკავებული იქნა ჯ--------–------ავა, მან პირადი ჩხრეკისას განაცხადა, რომ მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდა როგორც მას, ასევე გ------- გ---------–--ლს და ი-----–---------ეს. მოწმემ დაადასტურა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ჯ--------–------ავას ჩხრეკის მიმდინარეობისას, რის თაობაზეც წერილობით მოახსენა ხელმძღვანელობას. როგორც იცის, გ------- გ---------–--ლის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა და დაადგინა თანამშრომელმა გ------- ნ-------–---–მა, რის შემდეგაც მოხდა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, კერძოდ, დადგინდა გ------- გ---------–--ლის ადგილსამყოფელი, ჩაუტარდა ჩხრეკა და მოხდა მისი დაკავება. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპრეცესო მოქმედებების, ასევე შესაბამისი ოქმების სისწორე.

 

გ------- გ---------–--ლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 25 იანვარს, 03:23 საათიდან, 03:45 საათამდე პერიოდში, თბილისში, დ------–-----–---------------- კილომეტრზე, ჩატარდა გ------- გ---------–--ლის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის წინა მარცხენა გარეთა ჯიბეში აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის ნაჭერში შეხვეული, მოთეთრო ფერის ოვალური ფორმის 45 აბი და აბის 4 ნატეხი, თითოეულის ზედაპირზე ამოტვიფრული ლოგო ,,B8‘‘. ამოღებული აბები და აბის ნატეხები მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, რაც დაილუქა შსს ცკ------- ბეჭდიანი ლუქებით, რომლებზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი. ამავე წესით მეორე კონვერტში დაილუქა გ------- გ---------–--ლის პირადი ნივთები. ოქმი შედგენილია შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მედიკამენტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ გ------- ლ-------–---–ის მიერ და დადასტურებულია როგორც ჩხრეკის მონაწილე პირების - გ-------–--–--ისა და გ------- ვ--–-------ის მიერ, ასევე, გ------- გ---------–--ლის მიერ.

 

2017 წლის 25 იანვრით დათარიღებული ოქმის თანახმად, გ------- გ---------–--ლი 2017 წლის 25 იანვარს, 07:30 საათზე, წარდგენილ იქნა თბილისის ნარკოლოგიური სამსახურის მე-2 განყოფილებაში, ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა, როგორც ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, ასევე, კლინიკურ შემოწმებასა და ჰაბიტოსკოპიურ და დაქტილოსკოპიურ შემოწმებაზე. ოქმი შედგენილია დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------- ნ-------–---–ის მიერ. მისი სისწორე დადასტურებულია ექიმ-ნარკოლოგ მ---------------–---–ისა და ექსპერტ ლ------------ძის, ასევე, თავად გამოსაკვლევი პირის - გ------- გ---------–--ლის ხელმოწერებით.

 

2017 წლის 26 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის #1----------ქრ დასკვნის თანახმად, გ------- გ---------–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, თეთრი ფერის ოვალური ფორმის 45 (ორმოცდახუთი) აბი, თითოეული ლოგოთი: ,,B8‘‘ და თეთრი ფერის ცალ მხარეს ოვალური ფორმის 4 (ოთხი) აბის ნატეხი, ლოგოს ნაწილებით: ,,B8‘‘ და ,,8‘‘, საერთო წონით - 18,6311 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველ აბებს და ნატეხებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ საერთო შემცველობაა 0,3726 გრამი. მითითებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა გ-------–------–---ძემ და თ-------------–---–მა. მათი განმარტებით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტები იყო დალუქული, რომელთა მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

ამდენად, წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ------- გ---------–--ლის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- გ---------–--ლმა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

 

პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ არგუმენტებზე და აქცენტებზე, რომელთა მიხედვითაც ცდილობს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობათა არსებობის და მათი არასარწმუნოობის წარმოჩენას, კერძოდ,პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას მოწმე გ------- ნ-------–---–ის ჩვენებისა და პატაკის არაავთენტურობაზე და ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ მისი ჩვენება წინააღმდეგობაშია მოწმე მ-----–-------ის ჩვენებასთან. გ------- ნ-------–---–მა მის მიერ შედგენილ პატაკში დააფიქსირა და ასევე სასამართლოსაც მოახსენა გადამოწმების შედეგად მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გ------- გ---------–--ლმა თურქეთიდან გადმოკვეთა საზღვარი საბაჟო პუნქტ „სარფის“ გავლით და მოემართებოდა თბილისის მიმართულებით კონკრეტული ავტომობილით. მოწმეს არ განუმარტავს, რომ გ------- გ---------–--ლმა სწორედ ამ ავტომობილით გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, ანდა აღნიშნული ავტომანქანით წამოვიდა საბაჟო პუნქტ ,,სარფიდან“, როგორც ამას დაცვის მხარე წარმოაჩენს. მან დაასახელა გ------- გ---------–--ლის გადაადგილების მარშრუტი და აღნიშნა, რომ იგი კონკრეტული ავტომობილით მოემართებოდა თბილისისკენ. გ------- ნ-------–---–ის აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაში არ მოდის მოწმე მ-----–-------ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ ქ---------–-------------------ზე შეუთანხმადა გ------- გ---------–--ლს და წამოიყვანა თბილისის მიმართულებით. გარდა ამისა, გ------- ნ-------–---–ს არ განუმარტავს, რომ ოპერატიული ინფორმაციის მომწოდებელი პირი იმყოფებოდა სწორედ „სარფის“ საბაჟო პუნქტთან და აღნიშნული ადგილიდან მიაწოდა მას ინფორმაცია გ------- გ---------–--ლის გადაადგილების შესახებ. პალატა განმარტავს, რომ მოწმე გ------- ნ-------–---–ის ჩვენებაში არ იკვეთება ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი გარემოებები, ასევე მის ჩვენება სრულ თანხვედრაში და შესაბამისობაშია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოწმეს არ აქვს უფლება დაასახელოს ოპერატიული ინფორმაციის მომწოდებელი პირი, ვერ გახდება მის ჩვენებაში ეჭვის შეტანისა და გაუზიარებლობის საფუძველი.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან გ------- ნ-------–---–ი საქმეზე გამოკითხული იქნა მოწმის სახით, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მას აღარ ჰქონდა გამომძიებლის სტატუსი, თუმცა მაინც განაგრძო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების ჩატარება. პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, გ------- ნ-------–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია როგორც ჯ--------–------ავას, ასევე გ------- გ---------–--ლის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის შესახებ, რაც შესაბამისი პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. სწორედ ამ გარემოებასთან დაკავშირებით იქნა იგი გამოკითხული მოწმის სახით; თუმცა იგი არ ყოფილა გ------- გ-------ანაშვილის სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და მას სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები არ განუხორციელებია. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება, რომ სახეზე იყო საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული გამომძიებლის აცილების საფუძვლები და საქმის გამოძიების პროცესში ჩართული იყო არაუფლებამოსილი პირი - მოწმე გ------- ნ-------–---–ი.

 

აპელანტი ასევე საეჭვოდ მიიჩნევს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ 2017 წლის 24 იანვრით დათარიღებულ გამომძიებელ ლ-–--------------–--ლის პატაკს და საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ჯ--------–------ავას მიერ გ------- გ---------–--ლის დასახელება მოხდა მისი (ჯ-----–--------ას) პირადი ჩხრეკის დროს, რომელიც დასრულდა 25 იანვარს, ხოლო ლ-–--------------–--ლის პატაკი დათარიღებულია 24 იანვრით, რომელშიც უკვე ასახულია ჯ--------–------ავას განმარტება რეანომობილში მოთავსებული აბების კუთვნილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაცვის მხარე ეჭვის ქვეშ აყენებს ლ-–--------------–--ლის პატაკის როგორც შინაარსობრივი მხარის ნამდვილობას, ასევე მისი შედგენის დროის რეალურობას. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა ლ-–--------------–--ლმა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მონაწილეობას არ იღებდა ჯ--------–------ავას პირად ჩხრეკაში, თუმცა ჩხრეკის მიმდინარეობის პროცესში მისთვის ცნობილი გახდა ხულორდავას განცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული აბების მსგავს აბებს ინახავდა ავტომობილშიც, რომელიც ეკუთვნოდა გ------- გ---------–--ლს და ი-----–---------ეს. ლ-–--------------–--ლის განმარტებით, აღნიშნულ ინფორმაციაზე რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ მიმართა ხელმძღვანელობას პატაკით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ჯ--------–------ავას ჩხრეკა დაიწყო 24 იანვარს, 23:15 საათზე, სრულიად დამაჯერებელი და საფუძვლიანია, რომ გამომძიებლის მიერ პატაკის შეგდენა მომხდარიყო ჯერ კიდევ 24 იანვარს, ჯ--------–------ავას ჩხრეკის დასრულებამდე.

 

რაც შეეხება შესაბამისი ელექტორნული ბაზიდან გ------- გ---------–--ლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ამობეჭდვას და საქმეზე დართვას მისი დაკავების შემდგომ, პალატა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული იქნა გ------- გ---------–--ლი, გამომძიებელმა სისხლის სამართლის საქმეზე დართვის მიზნით, შესაბამისი ელექტრონული ბაზიდან მატერიალურად მოიპოვა მისი პერსონალური მონაცემები. აღნიშნული ფაქტი ავტომატურად არ გამორიცხავს მანამდეც ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების მიერ შესაბამის ბაზაში გ------- გ---------–--ლის მონაცემების გადამოწმებას და მათ გამოყენებას. ბუნებრივია, ოპერატიული ინფორმაციის მიმღებ პირს ჰქონდა სრული უფლება, ელექტრონულად გადაემოწმებინა და გამოეყენებინა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მაშინ, როდესაც ოპერატიული ჯგუფი გადიოდა დანაშაულის გამოსავლენად. შესაბამისად, ამ კუთხით მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების ჩვენებებში და საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებულ საპროცესო მოქმედებების რეალობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

აპელანტი ურთიერთსაწინააღმდეგოდ წარმოაჩენს გ------- გ---------–--ლის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავების ჩვენებებს და განმარტავს, რომ მათ სასამართლოს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, ხოლო საქმისათვის მნიშვნელოვან მთელ რიგ გარემოებებთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ მსგავსი არაფერი ახსოვთ. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია მტკიცებულებებიდან გამომდინარე არგუმენტაციას და ლოგიკურ დასაბუთებას. პოლიციის თანამშრომლების მიერ თანმიმდევრულად და დეტალურად იქნა აღწერილი გ------- გ---------–--ლის პირადი ჩხრეკის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბების ამოღების მიმდინარეობა; ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა; მნიშვნელოვან და საქმესთან შემხებლობაში მყოფ ფაქტობრივ გარემოებებს ისინი წარმოაჩენენ იდენტურად. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა. მოწმეებმა - გ------- ლ-------–---–მა, გ------- ვ--–-------მა და გ-------–--–---მ აღნიშნეს, რომ სამივე მათგანმა მიიღო მონაწილეობა გ------- გ---------–--ლის ჩხრეკაში; მათივე განმარტებით, პირადი ჩრეკის ოქმს ადგენდა გ------- ლ-------–---–ი, ხოლო გ------- ვ--–-------ი და გ-------–--–--- ახორციელებდნენ ჩხრეკას. ის გარემოება, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობს რამოდენიმე პირი, თავისთავად არ ნიშნავს ყველა მათგანის მიერ ერთი და იგივე მოქმედების განხორციელებას. სავსებით ლიგიკურია, რომ პირად ჩხრეკაში მონაწილე ორი თანამშრომელი ერთდროულად ვერ ჩაყოფდა ხელს გ------- გ---------–--ლის ქურთუკის ჯიბეში და ერთად ვერ ამოიღებდნენ ნარკოტიკული ნივთიერების შემცევლ აბებს. შესაბამისად, გ------- ვ--–-------ის განმარტება, რომ ნარკოტიკული საშუალება უშუალოდ მან ამოიღო ბრალდებულის ქურთუკის ჯიბიდან, ხოლო გ-------–--–---ს გაკავებული ჰყავდა გ------- გ---------–--ლი, არ ეწინააღმდეგება გ-------–--–--ის ჩვენებას, რომ პირად ჩხრეკაში ისიც მონაწილეობდა. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოწმემ შესაძლოა მომხდარი ფაქტის დეტალები სრულად ვერ გაიხსენოს, ან ზოგიერთი რამ აღიდგინოს და წარმოაჩინოს განსხვავებულად, ვიდრე რეალურად მოხდა, თუმცა მისი ჩვენება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე გამოტანილი უნდა იქნეს შესაბამისი დასკვნები. მოცემულ შემთხვევაში მოწმეებმა - გ------- ვ--–-------მა, გ-------–--–---მ და გ------- ლ-------–---–მა სასამართლოს მისცეს გულწრფელი, სანდო და ურთიერთშესაბამისი ჩვენებები და მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეული უმნიშვნელო დეტალები ვერ გაიხსენეს, ხოლო სხვა გარემოებები ერთნაირად ახსოვდათ, მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ იქნება.

 

დაცვის მხარის განმარტებით, გ------- გ---------–--ლის ჩხრეკის მიმდინარეობისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბევრად მეტი პოლიციის თანამშრომელი, თუმცა აღნიშნული პირები არ არიან დაფიქსირებული საგამოძიებო მოქმედების ოქმებში. ასევე, გ------- გ---------–--ლს ტაქსში ჰქონდა ბარგი, რომლის არსებობაც რატომღაც არცერთ პოლიციის თანამშრომელს არ ახსოვს და არც კი გაუჩხრიკავთ იგი. პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეების გ------- ვ--–-------ის, გ-------–--–--ის და გ------- ლ-------–---–ი მიერ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშორმლების ყოფნის ფაქტი არ ყოფილა უარყოფილი; მათივე განმარტებით, შემთხვევის ადგილზე გავიდნენ სამი ავტომანქანით, ასევე დაადასტურეს, რომ მსგავს ოპერაციებზე შესალოა იმყოფებოდნენ ხელმძღვანელი პირებიც. საქართევლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ოქმში აღნიშნული უნდა იყოს იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, ასევე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები. შემთხვევის ადგილზე პირის ყოფნა არ ნიშნავს მის საგამოძიებო მოქმედებაში მოანწილეობას. შესაბამისად, ის თანამშორმლები, რომლებიც არ იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, ვერ იქნებოდნენ დაფიქსირებული შესაბამის ოქმებში. რაც შეეხება გ------- გ---------–--ლის ბარგს, რომლის არსებობაც მოწმე მ-----–-------ემაც დაადასტურა (განმარტა, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა ერთი ჩანთა), აღნიშნული არ ეწინააღმდეგება მოწმეების გ------- ველაურის, გ------- ლ-------–---–ის და გ-------–--–--ის ჩვენებებს, ვინაიდან ამ უკანსკნელთა გამარტებით, მათ ჩაატარეს გ.გ---------–--ლის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც თან ბარგი არ ჰქონია, ხოლო ავტომობილის ჩხრეკა, რომლის საბარგულშიც შესაძლოა მოთავსებული ყოფილიყო ბრალდებულის ჩანთა, მათ არ ჩაუტარებიათ და შესაბამისად, არ ფლობენ ინფორმაციას, ავტომობილის ჩხრეკისას თუ რა ნივთები იქნა ნანახი. მათთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ავტომანქანიდან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ყოფილა ამოღებული.

 

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები სრულ შესაბამისაობაშია ერთმანეთთან და საქმეში არესებულ წერილობით მტკიცებულებებთან, ექსპერტიზის დასკვნასთან და ასევე, საგამოძიებო მოქმედების ოქმებთან, რომლებიც შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. მათ შორის, პირადი ჩხრეკის ოქმი, დაკავების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების ლუქები ხელმოწერილია გ------- გ---------–--ლის მიერ და ამ უკანასკნელს მათში არანაირი შენიშვნა არ დაუფიქსირებია. ხოლო ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია და ექსპერტების მიერ სასამართლო სხდომაზეც იქნა დადასტურებული, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ამ მხრივ საფუძველსმოკლებულია დაცვის მხარის აპელირება, რომ გ------- გ---------–--ლმა მხოლოდ ერთ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელზედაც პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ ამ დოკუმენტით არ დაეკარგებოდა პირადი ნივთები, სხვა დოკუმენტებზე ხელმოწერის ფაქტს კი იგი ვერ იხსენებს.

 

რაც შეეხება მოწმე მ-----–-------ის ჩვენებას, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულების შეფასებაში და თვლის, რომ სრულიად უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია მოწმის ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით. ცალკეულ შემთხვევებში ადვოკატი აცხადებს, რომ მ-----–-------ე არის ნეიტრალური მოწმე, არ აქვს საქმისადმი არანაირი ინტერესი, ხოლო შემდეგ მას მოიხსენიებს, როგორც ბრალდების მხარის მიერ ,,დარიგებულ“ მოწმედ; დაცვის მხარე განმარტავს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგოა მ-----–-------ის სასამართლოსა და გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და ასევე, საქმის არსებითი განხილვისას მას პროკურორი ჟესტიკულაციით კარნახობდა ბრალდების მხარისათვის სასურველ პასუხებს. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, პალატა იზიარებს რა მოწმე მ-----–-------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას, აღნიშნავს, რომ მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან სასამართლოს მიაწოდა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ინფორმაცია. მის მიერ თანმიმდევრულად და ლოგიკურად იქნა აღწერილი გ------- გ---------–--ლის მიერ ბათუმიდან თბილისის მიმართულებით წამოყვანის, პოლიციის თანამშრომლების მიერ მათი გაჩერებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიმდინარეობა. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი და გ------- გ---------–--ლის პირადი ჩხრეკა ჩატარდა პარალელურად, ერთმანეთის გვერდით, მანქანის უკანა მარჯვენა და მარცხენა მხარეზე; გ------- გ---------–--ლი იქიდან არსად წაუყვანიათ, სხვა ავტომობილში არ ჩაუსვამთ, მისი თვალთახედვის არიდან გ---------–--ლი არ გასულა. თუმცა, სავსებით ლოგიკურია, რომ ვინაიდან მასთანაც ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედება, მისი მზერა სრულად გ---------–--ლისაკენ ვერ იქნებოდა მიმართული; მან განმარტა, რომ ქურთუკის ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი უშუალოდ არ დაუნახავს; პოლიციის თანამშრომლის ხმის გაგონებაზე, რომ იპოვა რაღაც, მიიხედა და დაინახა გამჭვირვალე პარკში მოთავსებული აბები. სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მოწმე მ-----–-------ის ჩვენების საფუძველზე არ ყოფილა დადასტურებულად მიჩნეული გ------- გ---------–--ლის ქურთუკის ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი, თუმცა არაერთ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით მისი განმარტება სრულ შესაბამისობაშია პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებთან; შესაბამისად, მეტ დამაჯერებლობას სძენს და ამყარებს მათ ჩვენებებს, რომლებიც ერთობლიობაში სრულიად თანმიმდევრული და ლოგიკურია და პალატას არ აძლევს რომელიმე მათგანის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.

 

პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც ჯ--------–------ავას პირდაპირი დაინტერესება გააჩნია გ------- გ---------–--ლის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ვინაიდან მის მიმართ გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება. აღნიშნული არგუმენტაცია თავისთავად ვერ გახდება დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების საფუძველი, ვინაიდან გ------- გ---------–--ლი მოცემულ საქმეზე მსჯავრდებული იქნა უშუალოდ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე და არა ჯ--------–------ავას მიერ მითითებული ნარკოტრიკული საშულებების შეძენა-შენახვისათვის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ჯ--------–------ავას ჩვენება ფასეულია და გაზიარებული იქნა პოლიციის თანამშრომლებისათვის გ------- გ---------–--ლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების კუთხით; გარდა ამისა, მისი ჩვენება მნიშვნელოვანია პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების შეფასებისა და საერთო ანალიზისათვის, როდესაც პოლიციელები აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო ჯ--------–------ავას მიერ გ------- გ---------–--ლის, როგორც ნარკოტიკული საშუალების ერთ-ერთი მესაკუთრის, დასახელების საფუძველზე. ამ მიმართებით მოწმე ჯ--------–------ავას ჩვენება სრულ შესაბამისობაშია სამართალდამცავი ორაგანოს თანაშრომელთა ჩვენებებთან და საქმეში არსებულ არაერთ წერილობით მტკიცებულებასთან. სწორედ ჯ--------–------ავას განმარტება გახდა საფუძველი, დადგენილიყო გ------- გ---------–--ლის შესახებ ინფორმაცია და მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება მის მიერ სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მსჯელობას, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ზედაპირულად, არ იქნა გაჩხრეკილი გ------- გ---------–--ლის საცხოვრებელი ბინა, არ განხორციელებულა პირადი ჩხრეკის ვიდეოგადღება და ასევე, არ არის ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა, რათა ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგად დადგენილიყო ნარკოტიკული ნივთიერებების გ------- გ---------–--ლისადმი კუთვნილება, პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება და არც დაცვის მხარე მიუთითებს, რომ სამართლადამცავი ორგანოს თანამშორმლები ვალდებულნი არიან განახორციელონ თითოეული საგამოძიებო მოქმედების ვიდეოგადაღება. ფაქტია, რომ ამოღებულ ნივთმტკიცებაზე გ------- გ---------–--ლის ბიოლოგიური მასალის არსებობის დასადასტურებლად ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა ვერც აღნიშნული და ვერც ის გარემოება, რომ არ განხორციელდა გ------- გ---------–--ლის საცხოვრებლი ბინის ჩხრეკა, მსჯავრდებულის უდანაშაულობის და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების „ჩადების“ დამადასტურებელი ვერ იქნება. საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას (მათ შორის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას) და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული მოქმედებების ჩაუტარებლობა სულაც არ აკნინებს იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი. პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებს გ------- გ---------–--ლის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტს, რომელსაც იგი ინახავდა პირადად.

 

ამდენად, მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე ზუსტად იქნა ნაჩვენები ის ფაქტი, რომ 2017 წლის 25 იანვარს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ გ------- გ---------–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის‘‘ საერთო შემცველობა არის 0,3726 გრამი. სახელმწიფოს მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესებს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა. ნუსხის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინი“, 0,0012 გრამიდან 0.012 გრამამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას, 0,012-დან 0.12 გრამამდე დიდ ოდენობას, ხოლო 0.12 გრამიდან განეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარის მოვალეობაა, მხარეებს თანაბრად ენიჭებათ უფლებაც და ეკისრებათ მოვალეობაც, კანონიერად მოიპოვონ და წარადგინონ მტკიცებულებები, მათ შორის ის მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებს ბრალდებულის უდანაშაულობას ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას. დაცვის მხარე ძირითად აქცენტს აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ ზერელედ ჩატარებული გამოძიებისა და დაინტერესებულ მოწმე პოლიციელთა მიერ მიცემული ჩვენებების საფუძველზე მსჯავრდებულის სკამზე ზის უდანაშაულო ადამიანი. პალატამ უკვე იმსჯელა საქმეში არსებული მტკიცებულებების საკმარისობასა და სანდოობაზე და თვლის, რომ სახეზე არ არის დაცვის მხარისეული დასკვნების გაზიარების საფუძველი. ამ მხირვ პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, სადაც აღნიშნულია, რომ საქმეზე - „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11.). მოცემულ შემთხვევაში, გარდა დაცვის მხარის განმარტებისა, რაიმე ობიექტური გარემოება, ფაქტი ან მტკიცებულება, რომ მსჯავრდებულს ნარკოტიკული საშუალება ,,ჩაუდეს’’, საქმეში არ არსებობს. ასევე არ არსებობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებას და სანდოობას და რაც სასამართლოს მინიმუმ, სხვაგვარი შეფასების შესაძლებლობას მისცემდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და საკმაოდ არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95). მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მსჯავრდებულ გ------- გ---------–--ლის მიერ მასზედ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- გ---------–--ლის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------- გ---------–--ლის ბრალეულობას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. რაც შეეხება სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ გ------- გ---------–--ლის მიმართ დანიშნული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელი და ამკუთხით განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

შესაბამისად, პალატა ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ------- გ---------–--ლის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- მ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი;

 

გ------- გ---------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

გ------- გ---------–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 23 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 25 იანვრიდან, 2017 წლის 14 ივლისის ჩათვლით - 5 (ხუთი) თვე და 20 (ოცი) დღე.

 

გ------- გ---------–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის #--------- განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 20 000 (ოცი ათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ, ნანული ჩხიკვიშვილის, ვახტანგ გ---------–--ლისა და გ------- გ---------–--ლის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - თ---–--–-----–-–-------------------------–----------------------------------------------------------------------- ეკვივალენტურ ნაწილს.

 

გ------- გ---------–--ლს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

გ------- გ---------–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ჯ--------–------ავასა და გ------- გ---------–--ლის ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს.

 

მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მანუჩარ კაპანაძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მურმან ისაევი