განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2018
საქმის ნომერი
080100118002360464
ინსტანცია
თარიღი
20.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 08-100118-02360464

(1/ბ-312-18წ)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 ივნისი, 2018 წელი ქ.ქ------სი

 

ქ------სის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------------------ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 19 მ---ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------სი, ნ----ს ქ. კორპუსი №32, ბინა №31

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ-------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის თებერვლის დასაწყისიდან 10 თებერვლის ჩათვლით ქ. ქ------სში, ნ----ს ქუჩა მე-2 შეს. N-------ინაში, გ-------------ე მეუღლეს, ნ----------------ეს, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა დედისა და ახლო ნათესავების მისამართით, რამაც გამოიწვია ნ----------------ის ტანჯვა.

 

ქ------სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით გ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო- გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქ------სის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი გვანცა ტაბატაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქ------სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუიქია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული და და შედეგად, სასჯელის ზომად გამოიყენა მინიმალური სასჯელი. ასეთი მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - ახალი დანაშულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ----------------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - მ-----------–-–---–ის, მ-----------------ის და ნ-----–--–---–--ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ-------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ------სის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გვანცა ტაბატაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქ------სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია.

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

დაევალოს გ-------------ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქ------სის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე