განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2018
საქმის ნომერი
010100117002070262
ინსტანცია
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002070262

(1/ბ-299-18წ)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ------–--------------–--------–ის მიმართ, დაბადებული 196- წლის 06 ი--–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქ. ქ------–---ი, ა----–-----–ის ქუჩა N4--, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქ------–---ი, რ---------–-ს გამზირი N1---- ბინა N17,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ტ------–-–--------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 02 ივნისს, დღის საათებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით ნასამართლევმა ტ------–-–--------–მა, ქ. ქ------–---ში, დ----- ა----–-----–ის გამზ. N4---ში, არაერთგზის, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ე------------------–-–--ლს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განაჩენით ტ------–-–--------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 18 ი--–--იდან.

 

მსჯავრდებულ ტ------–-–--------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრების არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პაატა ცეცხლაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ტ------–-–--------–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ძალადობრივი ქმედებების ჩადენაში ედებოდა მას ბრალი, წარსულში გასამართლებულია ე------------------–-–--ლის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ასევე მის მიმართ არაერთხელ გაიცა დამცავი ორდერი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო და მიუხედავად ამისა დაენიშნა ისეთი, მინიმალურთან მიახლოებული ზომის სასჯელი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნები.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ ტ------–-–--------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თეიმურაზ ქვაშბაია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენის გაუქმებას და ტ------–-–--------–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები რეალურად ადასტურებს არა ტ------–-–--------–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას, არამედ მთლიანად ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას. საქმის მასალებიდან აშკარად ჩანს, რომ არასწორად იქნა წარმოებული საქმე გამოძიებაში. ბრალდების მხარის მიერ საქმეზე სწორი საგამოძიებო მოქმედების შედეგად თავად დარწმუნდებოდნენ, რომ ტ------–-–--------–ი უდანაშაულოა და მას ასეთი ბრალს ვერ წაუყენებდნენ. ისინი აღმოჩდნენ ვითომ დაზარალებულ ე------------------–-–--ლის ზეგავლენის ქვეშ, კერძოდ დაზარალებული ე. გ------–-–---–ი სისტემატიურად აკითხავდა გამომძიებელს პოლიციის განყოფილებაში და თხოვდა ტ.წ--------–ის დაკავებას. გამომძიებელი გავიდა შემთხვევის ადგილზე და მას არა ამოუღია ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორიცაა გ------–-–---–ის ტანისამოსი, როგორც თავად დაზარალებული გამოკითხვისას აღწერს მთლიანად სისხლიანი ქონდა ტანისამოსი, რასაც სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია. საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ ტ------–-–-------–ი გასამართლებულია ანალოგიური დანაშაულისათვის, სადაც მან თავი სრულად ცნო დამნაშავედ აღიარა დანაშული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ის უარყოფს რაიმე სახის ძალადობას ე------------------–-–--ლის მიმართ და წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ, ვინაიდან მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია, თუ ამგავარ ქმედებას ჩაიდენდა უალტერნატივოდ აღიარებდა დანაშაულს და წარდგენილ ბრალდებაში თავს ცნობდა დამნაშავედ, როგორც წინა შემთხვევაში. სასამართლოს აპელირება მხოლოდ მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც ტ. წ--------–ის სასარგებლოდ აძლევენ ჩვენებებს და საქმეში რაიმე სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი, რაც საფუძველს დაუდებდა გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი ტ------–-–--------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ე------------------–-–--ლის ჩვენების თანახმად, ოცი წლის წინ ცოლად გაჰყვა ტ------–-–--------–ს, შეეძინათ ორი ვაჟი - გ--------------–---------ე. 2013 წლის 18 სექტემბერს უმცროსი შვილი, ხუთი წლის ა-–---------ე ავტოავარიისას დაიღუპა, ავტომანქანის საჭეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ტ------–-–--------–ი მართავდა, რომელიც, როგორც დამნაშავე მძღოლი დააკავეს და სასჯელიც მოიხადა. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, თუმცა მალევე დააკავეს მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მეუღლეები განქორწინდნენ. სასჯელის მოხდის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა ქ------–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში - დ----- ა----–-----–ის გამზირზე N4---ში, სადაც მისი ვაჟი და ყოფილი მეუღლე ფაქტობრივად აღარ ცხოვრობდნენ, თუმცა ირიცხებოდა ამ უკანასკნელის სახელზე. მოგვიანებით ერთობლივად შეთანხმდნენ სახლის გაყიდვაზე. 2017 წლის 2 ივნისს, გ------–-–---–ი ჩავიდა ქ------–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რადგან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ესაჭიროება გაყიდვის პროცედურებისთვის. სახლი მოუწესრიგებელი დახვდა, ამიტომ გადაწყვიტა დაელაგებინა, ელოდა კლიენტებს და არ სურდა არეულ სახლში მიეღო ისინი. ამ დროს ტ------– წ--------–ი სახლის მეორე სართულზე იმყოფებოდა, სახლში შესვლისთანავე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს, სიგარეტის ნამწვიც ესროლა, თუმცა გ------–-–---–ს არ მიუქცევია ყურადღება და პირველ სართულზე შევიდა, შეჰყვა წ--------–იც, შესასვლელშივე დააგდო ძირს, ურტყამდა ხელებს თავის, მუცლის, წელის არეში, თან ლანძღავდა და ემუქრებოდა. დარტყმების შედეგად გრძნობდა ძლიერ ტკივილს, ყვიროდა და შველას ითხოვდა. შემდეგ წაქცეულს ზემოდან მოექცა, ორივე ხელი პირის ღრუში ჩაუყო და "პირის ღრუს გახლეჩვას შეეცადა", გ------–-–---–ი ცდილობდა დასხლტომოდა და საწოლის ქვეშ შემძვრალიყო, შედეგად ბრალდებული ვეღარ მისწვდა, სამაგიეროდ მისი ტელეფონი დაინახა და გატეხა. ამ დროს მეზობლები ჯ----–------–--ე და ვ-–-----------–-–---–ი შევიდნენ, წ--------–ი ეზოში გაიყვანეს. ეზოდან შემოესმა ხმა - "რას აკეთებ, თავი არ დაიღუპოო" , შემდეგ - " ჩქარა, სასწრაფო გამოიძახეთო" და მიხვდა, რომ ბრალდებულმა თავი დაიზიანა.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ მ-----------------–ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულ ე------------------–-–--ლს, პირადი შემოწმებისას ტანსაცმლისგან დაუფარავ ადგილებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, კერძოდ: ზედა ტუჩის ყაეთანზე, მთლიან ზედაპირზე გარდამავალ ლორწოვანზე აღენიშნებოდა მოწითალო-მოლურჯო ფერის, არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა პირის ღრუში მარცხენა ლოყის ლორწოვანზე. მარჯვენა ზედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის, კანის დონეზე მდებარე, მრგვალი ფორმის, ნაზი ფუფხით დაფარული ნაჭდევი, ასეთივე ნაჭდევი აღენიშნებოდა ცხვირის წვერზე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მოწმის სახით დაკითხულ ვ-–-----------–-–---–ის ჩვენების თანახმად, ტ------–-–--------–ი მისი მეზობელია. შემთხვევის დღეს, წ-------–ის სახლის ეზოს მომიჯნავედ მდებარე ჯ----–------–--ის ეზოში იმყოფებოდა და ესაუბრებოდა ამ უკანასკნელს. ტ------–ის სახლიდან შემოესმათ ყვირილის და გინების ხმა, რაც გაგრძელდა 1-2 წუთის განმავლობაში. ამ დროს დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილზე იმყოფებოდნენ წ-------–ის ეზოდან. გადაწყვიტეს შესულიყვნენ მასთან და გაერკვიათ რა ხდებოდა. ეზოში შესულებმა დაინახეს როგორ გამოვიდა სახლიდან წ--------–ი გინებით, ჯიბიდან ამოიღო გასახსნელი დანა, დაისვა ყელის არეში, შემდეგ მუცელში ჩაირტყა. რას შვრებიო - უყვირეს, ჩქარა სასწრაფო გამოიძახეთო. ნანახით ცუდად გახდნენ თავადაც და ღვალაძეც, ამიტომ ორივე სახლში წავიდა და სასწრაფოს მოსვლას და ტ------–ის საავადმყოფოში გადაყვანას აღარ შესწრებიან. მოგვიანებით, როდესაც დამშვიდდა, თავისი სახლის გადახურვაზე მომუშავე ხელოსნებთან ავიდა და სახურავიდან დაინახა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მყოფი ე-- გ------–-–---–ი, რომელიც ვიღაცას ესაუბრებოდა. გ------–-–---–ი იმ დღეს მხოლოდ ამ სიტუაციაში ნახა.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ----------------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 2 ივნისს ე------------------–-–--ლი ქ------–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში წასვლამდე ნახა ამ უკანასკნელის დედის - ნ----- გ------–-–---–ის სახლში სტუმრად ყოფნისას. ქ------–---ში წასვლამდე, გ------–-–---–ს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა სხეულზე, ხოლო საღამოს, სახლში დაბრუნებულ, შეშინებულ და აღელვებულ ე---------ეს სახის არეში აღენიშნებოდა ნაკაწრები და ნაჭდევები, რომლებიც, მისი გადმოცემით მიაყენა ყოფილმა მეუღლემ ტ------–-–--------–მა.

 

მოწმის სახით დაკითხულ სვეტლანა თავბერიძის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 2 ივნისს, თავისმა მულმა ე---------ე გ------–-–---–მა დაურე-- და შეატყობინა, რომ იმყოფებოდა ქ------–---ის პოლიციაში. ჩააკითხა მას პოლიციაში და ნახა, რომ სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, რომელიც, ე---------ეს განმარტებით, ყოფილმა მეუღლემ, ტ------–-–--------–მა მიაყენა.

 

2017 წლის 2 ივნისს, დაზარალებულ ეკატერინე გ------–-–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე აღწერა 2017 წლის 2 ივნისს, ქ. ქ------–---ში, დ----- ა----–-----–ის გამზირზე N4---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი, ყოფილი მეუღლის მიერ მის მიმართ განხოციელებული ძალადობის ფაქტი. ოქმს ერთვის ფოტო-ილუსტრაცია.

 

საქართველოს შსს ქ------–---ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ - გამოძიებლის, გიორგი ბაუჟაძის მიერ შედგენილი ამოღების ოქმის თანახმად , ე------------------–-–--ლისგან ამოღებულ იქნა "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის კორპუსი ორივე მხარეს იყო დაზიანებული. სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, ტელეფონს დაზიანებული აქვს სენსორული მინა, არის არამუშა მდგომარეობაში.

 

საქმეში წარმოდგენილია ტ------– წ-------–ის და ე------------------–-–--ლი ქორწინების და განქორწინების მოწმობების ასლები, რომელთა თანახმად, ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2000 წლის 2 მარტს, ხოლო განქორწინება გაფორმდა 2015 წლის 17 მარტს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ი--–--ის გადაწყვეტილებით, გაიცა დამცავი ორდერი და მოძალადე ტ------–-–--------–ს სამი თვით აეკრძალა მსხვერპლის - ე------------------–-–--ლის საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება 100 მეტრის რადიუსში, აეკრძალა ხელის შეშლა კუთვნილი ქონებით თავისფალ სარგებლობაში, აეკრძალა გ------–-–---–თან მიახლოვება ქ. ქ------–---ში, ა----–-----–ის გამზ. N4---ში მდებარე სახლში ყოფნისას, 10 მეტრის რადიუსში, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, ტ------–-–--------–ი მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქ/პუქნტით წარდგენილ ბრალდებაში - მისი ოჯახის წევრის, ე------------------–-–--ლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით და სასჯელად, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 3 თვის ვადით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ წარდგენილი საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ტ------–-–--------–მა ჩაიდინა ყოფილი მეუღლის ე------------------–-–--ლის მიმართ ძალადობა, ხოლო სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას, მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, იმ მოტივით, რომ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულის ბრალეულობას და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს ტ------–-–--------–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, კერძოდ, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს: დაზარალებულ ე------------------–-–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ მასზე იძალადა მისმა ყოფილმა მეუღლემ ტ------–-–--------–მა, რაც ასევე დასტურდება სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რის თანახმადაც დასტურდება, რომ დაზარალებულ ე. გ------–-–---–ს სახეზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მსჯავრდებულ ტ------–-–--------–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ტ------–-–--------–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის პაატა ცეცხლაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ტ------–-–--------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თეიმურაზ ქავშბაიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ტ------–--------------–--------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 18 ი--–--იდან.

 

მსჯავრდებულ ტ------–-–--------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთმტკიცებები - ტ------– წ--------–ის ტანსაცმელი და ე---------ე გ------–-–---–ის მობილური ტელეფონი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება გამოძიების ორგანოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე