განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.05.2018
საქმის ნომერი
330310015001058174
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310015001058174

საქმე №3ბ/1857-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) – ავ--------–---------ე

წარმომადგენელი - ს--–----------–-ძე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ს--–------------დია

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი - ფ---------–----იძე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - ი----------------–--ლი

 

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა

 

1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ავ--------–---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 18 მარტის N--- სხდომის ოქმის შესაბამისად, 141 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, (მდებარე - ქალაქი თბილისი, ჭ--------ს I ჩიხი N--), როგორც თვითნებურად დაკავებულ - სასყიდლიან კატეგორიაზე, აღიარებული იქნა ავ--------–---------ის საკუთრების უფლება. 2010 წლის 27 მაისს ავ--------–---------ეზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N3---. უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2010 წლის 24 ივნისს ს.კ. 0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საკუთრების მოწმობა N3--- (ს.ფ. 26-27);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 5 ივნისის N1----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 28-29).

 

3.1.2. ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების (ოქმის N---) მიხედვით, ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 18 მარტის N--- სხდომის ოქმის 45-ე საკითხით მიღებული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან. გაუქმდა ქ. თბილისის საკრებულოს ტიპიური საკუთრების უფლების მოწმობა N3---. სამართლებრივი საფუძველი: ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 3.2-ე მუხლი, საქარელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-7 პუნქტები. ავ--------–---------ის სახელზე აღიარებული მიწის ნაკვეთი ყვებოდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს „ნ------------------–---------–---- ქალაქ მ--------ს“ საზღვრებში (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 6 მარტის დადგენილება), შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვა და რეგისტრაცია წარმოადგენდა ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას. წარმოადგენდა განსაკუთრებული რეგულირების სარეკრიაციო ზონას.

 

3.1.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8-------------- (16.02.2011წ) გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადადა ამავე სამსახურის N8------------07 გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ჭ--------ს I ჩიხი, N-- (საკადასტრო კოდი 0---------------). 141.1 კვ.მ. ფართის უძრავ ნივთის ავ--------–---------ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ, ხოლო ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N-------- დადგენილებით უძრავი ქონება აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება (ოქმი N---; საკითხი N--). (ს.ფ. 234-238) ;

- ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის დადგენილება N-------- (ს.ფ.240

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (247-253)

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ავ--------–---------ის სარჩელი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების (სხდომის ოქმი N---) ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით.

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N408-14) არ დაკმაყოფილდა ავ--------–---------ის სარჩელი ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ზიანის ანაზღაურების, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N398-15).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სასამართლოს გადაწყვეტილებები (ს.ფ. 292-318; ).

 

3.1.6. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების (მომზადების თარიღი 24/03/2011წ.) თანახმად, 140,56 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი N--- სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე აღირიცხა 2002 წელს. ავ--------–---------ე - მინი „ს----------–-გ---------------–ი კ-----–---ი“, შენობა-ნაგებობა; ინდივიდუალური საკუთრების საგანი: მოსარგებლე/თანამოსარგებლე ავ--------–---------ე - მინი „ს----------–-გ---------------–ი კ-----–---ი“.

 

3.1.7. ტექნიკური პასპორტიზაციის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, ობიექტი: ქალაქი თბილისი, ჭ--------ს I ჩიხი N--. აშენების თარიღი/ძირითადი აღრიცხვის თარიღი: 16.04.2002 წელი; აღრიცხვის ობიექტი ,,ს------------ე"; ვის ეკუთვნის: ავ--------–---------ე - მინი „ს----------–-გ---------------–ი კ-----–---ი“; წილობრივი საკუთრება:; რა საბუთის საფუძველზე და რა უფლებით: ნ------- დ------ის ს----–---ის ბ--–-თა ქალაქის მ--------ს გენერალური დირექტორის მომართვა 2.04.2002 წ. N-------; სულ განაშენინანების ფართობი: 98.9; მთლიანი ნაკვეთი: 140.56.

 

3.1.8. საქმეში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდ ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის 2---------წ. ბარათი T------- კ/გ 376, რომლის თანახმადაც, ვაკე, ჭ--------ს I ჩიხი N--. რეგისტრირებულის ტექნიკურის აღრიცხვის სამსახურის მასალებში - უფლებით პირებზე (გრაფა არ არის შევსებული). N1. დ------ე ა---------–ი მინი „ს----------–-გ---------------–ი კ-----–---ი“. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: აღრიცხულია ბ--–-თა ქალაქ მ--------ს გენდირექტორის 2.04.2002 წ. N------- წერილის საფუძველზე (ჩანაწერი გადახაზულია მიწერილია ,,აღარ 2002 წელს"). რასაც თან ერთვის საინვენტარიზაციო გეგმა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

საინვენტარიზაციო გეგმის (მომზადების თარიღი: 18.04.2002წ) მიხედვით, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ჭ--------ს I ჩიხი, ქ. N--, რომელიც ირიცხება ავ--------–---------ეზე, მინი ს----------–-გ---------------–ი კ-----–---ის შენობის და ნაკვეთის კანონიერების საბუთი სამსახურში წარმოდგენილი არ არის.

 

3.1.9. ნ------- დ------ის ს----–---ის ბ--–-თა ქალაქი „მ--------ს“ გენერალური დირექტორის 2002 წლის 2 აპრილის N----- წერილით, ქ. თბილისის მერიის ტექ-ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსს ეცნობა, რომ მათ ტერიტორიაზე, ჭ--------ს I ჩიხი N--, 1980-იან წლებში აშენდა ჩოგბურთის კორტები, რომელიც ირიცხებოდა მათ ბალანსზე, მაგრამ იმ დღემდე არ იყო აღრიცხული ტექ-ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ. აგრეთვე ეცნობა, რომ 1998 წელს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მოქალაქე ავ--------–---------ემ თავისი სახსრებით ააშენა კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მინი ს----------–ი-გ---------------–ი. ამავე წერილით ტექ-ინვენტარიზაციის ბიუროს ეთხოვა მ--------ს ტერიტორიაზე არსებული კორტები აღირიცხოს ბ--–-თა ქალაქ მ--------ს სახელზე, ხოლო მინი-ს----------–-გ---------------–ი კ-----–---ი (საშხაპე, საუნა, ტრენაჟორები) აღირიცხოს ავ--------–---------ის სახელზე.

 

სასა მართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა (ს.ფ.128);

- ტექნიკური პასპორტიზაციის სააღრიცხვო ბარათი (ს.ფ.134-136);

- ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის 2--------- წლის ბარათი (ს.ფ.136-143);

- ნ------- დ------ის ს----–---ის ბ--–-თა ქალაქი „მ--------ს“ გენერალურმა დირექტორის

2002 წლის 2 აპრილის N----- წერილი. (ს.ფ. 144)

 

3.1.10. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, ინდივიდუალური აუდიტორის დ----- რ-------ის აუდიტის დასკვნა (29 ივლისი 2015 წელის N------- დ.რ.), მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრის შესახებ, კერძოდ: აუდიტმა დაადგინა, რომ მოქ. ავ--------–---------ემ 2010 წლის 23 დეკემბრს მიღებული გადაწყევეტილების საფუძველზე, კერძოდ, კი ქონებაზე (საკ. კოდი: 0---------------) საკუთრების უფლების გაუქმებით განიცადა ზარალი 115 560 (ასთხუთმეტი ათას ხუთას სამოცი) აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის თანხაა - 71 560 ( სამოცდა თერთმეტი ათას ხუთას სამოცი) აშშ დოლარი და მიუღებელი შემოსავალია - 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარი. შენიშვნა: მოქ. ავ--------–---------ისადმი მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრისას მასში შეტანილი არ იქნა მიწის ნაკვეთის ღირებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აუდიტორ დ----- რ-------ის აუდიტის დასკვნა (ს.ფ. 23-25).

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.9-ე მუხლის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21.1-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, ხოლო მე-3 ნაწილით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცსეო კოდექსის 1.2-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

ამ კოდექსის 17.1-ე მუხლით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

4.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამ კოდექსის 2017 წლის 01 იანვრამდე მოქმედი 208.2-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

 

ამ კოდექსის 209.1-ე მუხლის შესაბამისად, თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, ამ კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

ადმინსტრაციულ საქმეზე (საქმე #ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განიმარტა, რომ ,,ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობაა, ამასთან, იგი განსხვავდება საჯარო სამართალში არსებული ვალდებულებისაგან, სამოქალაქო კოდექსის 317.1-ე მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს".

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი და ბოლოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."

 

სასამართლოს მოსაზრებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.

 

საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია ადამიანის უფლება იყოს დაცული სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო ქმედებებისაგან. ამ უფლების შემადგენელი ნაწილია ამ ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მიყენებული მატერიალური ან მორალური ზიანის, არამედ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესაძლებლობასაც.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დგება იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ზიანი დადგა აღნიშნული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის.

 

4.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით დასტურდება ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N----, საკითხი N--) მიღებული იმ გადაწყვეტილების შესაბამისობა კანონთან, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის 2010 წლის 18 მარტის (სხდომის ოქმი N---, საკითხი 45-ე) გადაწყვეტილება, ქ. თბილისში, ჭ--------ს I ჩიხი N-- მდებარე 140.56 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ავ--------–---------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N3---.

 

სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ქმედებით, სახელდობრ, ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 23 დეკემბრის (სხდომის ოქმი N----, საკითხი N--) გადაწყვეტილებით და მისგან გამომდინარე შედეგებით არამართლზომიერად მიადგა თუ არა ზიანი მოსარჩელეს, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის, ისე მიუღებელი შემოსავლის სახით, ასევე უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორცილებულ ქმედებას შორის.

 

4.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ ნორმის მე-4 ნაწილით დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

ამ მუხლის მე-5 ნაწილით, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება, ხოლო მე-6 ნაწილით თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აქტის მიმართ არსებობდა მხარის კანონიერი ნდობა და აქტის საფუძველზე მან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება უნდა გამომდინარეობდეს უკანონო ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან, უნდა უკავშირდებოდეს მას ფაქტობრივად და სამართლებრივად. ანაზღაურებას ვერ დაექვემდებარება ყოველგვარი ზიანი, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც გამოიწვია აქტის ბათილად ცნობამ.

 

ამრიგად, სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მასზედ, რომ ზიანის დადგომა გამოიწვია საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 დეკემბრის N--- გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე კომისიის 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობამ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ რომ მოსარჩელე ზიანის სახით ითხოვს ქ. თბილისში, ჭ--------ს I ჩიხი N-- მდებარე 141 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული 89,45 კვ.მ. შენობის საბაზრო ღირებულებისა და იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რასაც შენობის გაქირავებით მიიღებდა.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, დავის სასამართლო განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება (სასამართლო გადაწყვეტილება, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საკუთრების მოწობა, ხელშეკრულება და ა.შ.), რომლითაც დადასტურდებოდა ქ. თბილისში, ჭ--------ს I ჩიხი N---ში მდებარე 141 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს/კ 0---------------. განთავსებულ 89,45 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება.

 

სასამარლოს მოსაზრებით, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 6 მარტის დადგენილებით დაფუძნებულ შპს „ნ------------------–---------–---- ქალაქ მ--------ს“ გენერალური დირექტორის (უძრავი ქონების არამესაკუთრე პირის) 2002 წლის 02 აპრილის N----- წერილი, ქ. თბილისის მერიის ტექ-ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსისადმი არ წარმოდგენს სათანადო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, რომლიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უტყუარად ადასტურებს მოსარჩელის საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე, ქ. თბილისში, ჭ--------ს I ჩიხი N---ში 141 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) განთავსებული შენობა-ნაგებობაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ 02.04.2002 წელს მოქმედებდა 1997 წლის საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების პრვატიზების შესახებ“ ( 03.11.2009 წელს N1942 კანონით შეტანილი ცვლილებით, სათაური ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონი. კანონი ძალადაკარგულია საქართველოს 21.07.2010 წლის N3512 კანონით). ამ საკანონმდებლო აქტით, იმპერატიულად იქნა დადგენილი სახელმწიფო (თვითმმართველი ერთეულის) უძრავი ქონების გასხვისების უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები და საკუთრების/სარგებლობის უფლების შეძენის წესი. მითითებული ნორმატიული აქტის მიხედვით, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობით უფლებამოსილების მქონე პირს (დირექტორი) ასეთი წარმომადგენლობით უფლებამოსილება არ გააჩნია..

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ტექ-ბიუროს ცნობა-დახასიათების მიხედვით მიწის ნაკვეთი 2002 წელს აღირიცხა მოსარჩელის სახელზე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობით უფლებამოსილების მქონე პირის (დირექტორის) წერილობითი მიმართვის საფუძველზე. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე ავ--------–---------ეს სასამართლო განხილვისას არ წარმოუდგენია მტკიცებულება შენობის აშენების ან ფლობის მართლზომიერების შესახებ, მშენებლობის ნებართვა ან უნებართვოდ აშენებული ნაგებობის ლეგალიზების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი სამართლებრივი მოცემულობის პირობებში კი შეუძლებელია არსებობდეს „კანონიერი ნდობა“ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობას.

 

ამრიგად, სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მოსაზრება აღნიშნულზე.

 

4.8. სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 18 მარტის (სხდომის ოქმი N---, საკითხი 45) გადაწყვეტილებასა და საკუთრების მოწმობის გაცემის შემდეგ, ამავე კომისიის 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებას (ოქმი N---, საკითხი 81, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის 2010 წლის 18 მარტის (სხდომის ოქმი N---, საკითხი 45) გადაწყვეტილება და გაუქმდა ქ. თბილისის საკრებულოს ტიპიური საკუთრების უფლების მოწმობა N3---) შორის პერიოდში, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მომენტიდან, ამ უფლების ბათილად ცნობის მოენტამდე მის საკუთრებაში განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე განახორციელა ზიანის სახით მოთხოვნილი ფულადი ოდენობის სამუშაოები, გააუმჯობესა პირობები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელეს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, დავის სასამართლო განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება (სასამართლო გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მშენებლობის ნებართვა, ხარჯთაღრიცხვა, ექსპლუატაციაში მიღების აქტი, ხელშეკრულება, შესაბამისი ტექნიკის შეძენისა და მონტაჟის დოკუმენტები და ა. შ.), რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ზემოთ მითითებულ პერიოდში ქ. თბილისში, ჭ--------ს I ჩიხი N---ში, 141 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------). განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, რაიმე სახის გაუმჯობესების ჩატარებისა ფაქტი.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აუდიტორულ დასკვნაში მითითება აღნიშნულზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნისა და სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით (მშენებლობის ნებართვა, ხარჯთაღრიცხვა, ექსპლუატაციაში მიღების აქტი, შესაბამისი ტექნიკის შეძენისა და მონტაჟის დოკუმენტები და ა. შ.), არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით, კერძოდ აუდიტორის დასკვნით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ თავისთავად ზიანის არსებობა არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს. „კანონიერი ნდობის“ არსებობის საფუძვლით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მხარემ აღმჭურველი ადმინისტრაცილ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება და აღნიშნული აქტის ბათილად ცნობით მან მიიღო რეალური ქონებრივი დანაკლისი ან მიუღებელი შემოსავალი. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ აღმჭურველი ადმინისტრაცილ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე რაიმე ქმედების განხორციელება, საკუთრების აღიარების შემდგომ პერიოდში. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები და ვერ დაადასტურა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა პირის კანონიერი უფლებების შეზღუდვა და მატერიალური ზიანი. შესაბამისად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს - ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს (მატერიალური ზიანი) შორის. ამრიგად, სარჩელი მიყენებული მატერიალური ზიანის 71 560 (სამოცდათერთმეტი ათას ხუთას სამოცი) აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების თობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

4.9. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაიზიარებული მოსარჩელის მოსაზრება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორაგანოებისათვის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო ) მიუღებელი შემოსავლის 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდაუსაფუძვლობის გამო.

 

5. სააპელაციო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1. აპელანტის მითითებით გამოკვლეული არ არის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მთლიანად უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის მოთხოვნა.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

6.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

6.1.2. სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტი ვერ უთითებს რაიმე სახის მტკიცებულებაზე, ვერ ასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს სააპელაციო საჩივრის ავტორის შეფასებები.

 

6.1.3. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს, მოპასუხე მხარეს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2017 წლის 01 იანვრამდე მოქმედი) 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

 

ამავე კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და აპელანტის ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. პალატა განმარტავს, რომ მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და ვერ მიეთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ავ--------–---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რ-------ის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ლევან მურუსიძე