განაჩენი

სისხლის სამართლის 22.06.2018
საქმის ნომერი
330100116001271157
ინსტანცია
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/453-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - მ-----------------–--ნის,მსჯავრდებულ - ბ-----------------აძის და ადვოკატ - უ--------–--ლის მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ მ-----------------–--ნისა და მსჯავრდებულ ბ-----------------აძის ადვოკატ უ--------–--ლის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ბ-------------------------------- მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------------------------–----------–----------------------------------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: შ--------------------------–-----------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

ბ-----------------აძეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და 286-ე მუხლის პირველინაწილით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ბ-----------------აძემ 2015 წლის ივლისის ბოლოს შეიძინა კომპიუტერული მოწყობილობა ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“, რომელიც განათავსა ქ------–--–-----–----–----–-- გამზირი, პირველი შესახვევი N------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში. ბ-----------------აძე 2015 წლის ივლისიდან აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც საერთაშორისო ზარები შედიოდა ინტერნეტ ტრაფიკის მეშვეობით, ათავსებდა შ--------------–-ს“ სიმბარათებს, რომელთა მეშვეობითაც ინტერნეტ ტრაფიკით მიღებული ზარები გარდაიქმნებოდა და საბოლოო ობიექტთან ხორციელდებოდა, როგორც შიდა, ანუ ლოკალური ზარი. ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც ე.წ. ,,სიმ-ბოქსში“ იყო მოთავსებული და არა რეალურად ზარის წამომწყების ნომერს. კომპიუტერული მონაცემების შეცვლის შედეგად ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები საერთაშორისო ზარების მომსახურების კანონით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის - ერთ წუთში 0.20 აშშ დოლარის ნაცვლად იღებდნენ გაცილებით ნაკლებს - ლოკალური ზარებისათვის განსაზღვრულ მინიმალურ თანხებს. ე.წ. ,,სიმ-ბოქსის“ გამოყენებით ბ-----------------აძემ 2015 წლის ივლისიდან, 2015 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით შპს ,,ჯ------–-“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი, რაც გამოიხატა 11783.82 ლარის ოდენობით შემოსავლის მიუღებლობაში; შ--------------–-“ მიაყენა 4007 ლარის ზიანი, ხოლო შ--------------მს“ მიაყენა 25988 ლარის დიდი ოდენობით ზიანი. ასევე, სახელმწიფომ ვერ მიიღო აქციზის თანხა - ერთ წუთზე 15 თეთრი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენით:

 

ბ-----------------აძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

 

ბ-----------------აძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა რომ:

 

ბ-----------------აძემ შეიძინა კომპიუტერული მოწყობილობა ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“, რომელიც განათავსა ქ------–--–------–-----–----–-- გამზირი, პირველი შესახვევი N------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში. ბ-----------------აძე აღნიშნულ კომპიუტერული მოწყობილობაში, რომელშიც 2015 წლის 14 სექტემბრიდან, 2015 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით საერთაშორისო ზარები შედიოდა ინტერნეტ-ტრაფიკის მეშვეობით, ათავსებდა შ--------------–-ს“ სიმბარათებს, რომელთა მეშვეობითაც ინტერნეტ ტრაფიკით მიღებული ზარები გარდაიქმნებოდა და საბოლოო ობიექტთან ხორციელდებოდა, როგორც შიდა ანუ ლოკალური ზარი. ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც ე.წ. ,,სიმ-ბოქსში“ იყო მოთავსებული და არა რეალურად ზარის წამომწყების ნომერს, რითაც ახდენდა კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა მ-----------------–--ნმა და მსჯავრდებულ ბ-----------------აძის ადვოკატმა უ--------–--ლმა.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ-----------------აძის დამნაშავედ ცნობა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აპელანტის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ბ-----------------აძის 185-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას გვერდი აუარა იმ გარემოებას, რომ დაზარალებულების მიერ მოწოდებული ინფომაციით და სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების წარმომადგენლების ჩვენებით შპს „---------–-- მიადგა ზიანი 4007 ლარის ოდენობით, შ.პ.ს „ ჯ------–-“ - 11783.82 ლარის ოდენობის ზიანი, ხოლო შპს „------------ს - 25988 ლარის ოდენობის ზიანი, რაც გამოიხატა შემოსავლის მიუღებლობაში; ანუ ბ-----------------აძეს „სიმ-ბოქსის“ გამოყენებით მონაცემები რომ არ შეეცვალა და ამით მობილური ოპერატორები არ მოეტყუებინა, კომპანიებთან შემოსულ ზარად დაფიქსირდებოდა ის ტელეფონის ნომერი, რომელი ნომრიდანაც საზღვარგარეთიდან ხორციელდებოდა ზარი და არა „სიმ-ბოქსში“ მოთავსებული ქართული ნომერი, შედეგად მობილური ოპერატორები სწორედ მითითებული ოდენობის მოგებას მიიღებდნენ. მობილური ოპერატორებიდან მოწოდებული ინფორმაციით კი სწორედ რომ ბ-----------------აძის ბინიდან ამოღებული სიმ ბარათების გამოყენებით მიადგათ ზიანი. ბრალდების მხარის მითითებით, სინამდვილეს არ შეესაბამება სასამართლოს განმარტება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი მხოლოდ 14 სექტემბრიდან, 16 სექტემბრის ჩათვლით დგინდება. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ 14 სექტემბრიდან, 16 სექტემბრამდე იმ ნომრების მიერ გამოწვეული ზიანის შესახებ იყო ინფორმაცია შენახული, რომლებიც ჩხრეკის მომენტში იყო მოთავსებული სიმ ბოქსში. ბ-----------------აძის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ათასობით სიმ-ბარათი და სიმ-ბარათის ჩასადები და ბუნებრივია, რომ ყველა ეს ნომერი ერთდროულად ვერ იქნებოდა მოთავსებული „სიმ-ბოქსში“, ამ ნომრებს პერიოდულად ცვლიდა მსჯავრდებული. ბ-----------------აძემ განმარტა, რომ სიმ-ბარათები მის მიერ იყო შეძენილი „სიმ-ბოქსისთვის“ და ნამდვილად მას ეკუთვნოდა, სწორედ ამ ნომრების მიხედვით იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია ზიანის შესახებ, ანუ ზიანი დადგენილი იქნა იქიდან გამომდინარე, თუ რომელი კონკრეტული ნომრიდან რა ოდენობის ზიანი იქნა მიყენებული და შესაბამისად, მომსახურე ანძების დადგენა არ იყო საჭირო, ვინაიდან სახლიდან უკვე იყო ამოღებული ბარათები და დადასტურებულია, რომ სწორედ ფ---------ძე სარგებლობდა ამ სიმ ბარათებით. ასევე, გამოძიების დროს მიმართული იყო სასამართლოსთვის ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოსათხოვად განჩინების გაცემის თაობაზე, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, შესაბამისად ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მიიჩნია საჭირო ინფორმაციად.

 

რაც შეეხება ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვებას, ბრალდების მხარე განმარტავს, რომ ბ-----------------აძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე და ჩხრეკის ჩატარების შემდეგ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება აზრს მოკლებული იყო. მობილურ ოპერატორებს ზიანი ადგებოდათ მიმდინარე რეჟიმში, აგრეთვე არსებობდა მტკიცებულებათა დაკარგვის საფრთხე. შესაბამისად, ვერანაირ საგამოძიებო მოქმედებას, რომელიც დროში გაწელილი იქნებოდა, ბრალდების მხარე ვერ განახორციელებდა. „სიმ-ბოქსის“ მუშაობის დროს კი უმეტეს შემთხვევაში მონაცემები გადაეცემა HTTPS ინტერნეტ პროტოკოლით, რომელიც წარმოადგენს დაშიფრულ პროტოკოლს და პროკურორის განმარტებით, მის დეშიფრაციას, ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შემთხვევაში, შესაძლოა წლები დასჭირდეს.

 

ბრალდების მხარე ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ვინაიდან „სიმ-ბოქსით“ სარგებლობის უფლება ბ-----------------აძეს არ გააჩნდა, შესაბამისად, ვერ მოხდება ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 185-ე მუხლად. ბ-----------------აძე კანონიერად ფლობდა სიმ ბოქსს და სიმ ბარათებს, თუმცა უკანონოდ სარგებლობდა. მოტყუებით ქონებრივი დაზიანების დეფინიციაში არსად არ არის საუბარი დამნაშავის მიერ ქონებრივი სარგებლობის მიღებაზე, აქ კვალიფიკაციას გვაძლევს დაზარალებულისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. გარდა ამისა, ბ-----------------აძეს, რომელსაც ძვირი უჯდებოდა სიმ ბოქსის შენახვა, ფაქტია, რომ მოგების მიღების მიზანი ჰქონდა. მოგების მიღება ასევე დადასტურებულია ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საიდანაც დგინდება, რომ თურქეთიდან მითითებულ პერიოდში მას ჩაერიცხა თანხა. თუ ბ-----------------აძე სიმ ბოქსში არ მოათავსებდა ქართული მობილური ოპერატორების სიმ ბარათებს და არ შეცვლიდა ინტერნეტ ტრაფიკით მიღებულ საერთაშორისო ზარებს შიდა ზარად, მობილურ ოპერატორებს დაუფიქსირდებოდათ საერთაშორისო ზარი და ისინი მოგებას ნახავდენენ კანონის და საზღვარგარეთ არსებულ მობილურ ოპერატორტან შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისად ზიანიც არ მიადგებოდათ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის განმარტებით, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა და მიზეზობრივი კავშირი ბ-----------------აძის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რის გამოც ეს უკანასკნელი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი მასში, რომ ჩაიდინა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენის გაუქმება და ბ-----------------აძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი წარდგენილ ბრალდებაშიც გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯლობას, რომლის მიხედვითაც დადგენილად არის მიჩნეული, რომ ე.წ. „სიმ ბოქსი“ (ანუ რეალურად „ჯიესემ გეითვეი“) შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ჯერ ზოგადად კოპიუტერული მონაცემის შეცვლისთვის და მით უფრო, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისთვის. გამოძიებით არ დგინდება, თუ საიდან ხორციელდებოდა ზარები და ვისთან სრულდებოდა კონკრეტულად, ანუ არ გვაქვს ავთენტური კომპიუტერული მონაცემი და არ გვაქვს შეცვლილი კომპიუტერული მონაცემი. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, ბ-----------------აძის მიერ ახლობელთან თურქეთში და პირიქით, თურქეთიდან საქართველოში რამდენიმე ზარის განხორციელებით კონკრეტულად რომელ ქმედებაში დაინახა კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა; თურქეთიდან წამოწყებულ თუ საქართველოდან წამოწყებულ ზარებში, კონკრეტულად რომელი ზარის წამოწყებით დაიწყო კომპიუტერული მონაცემის შეცვლა და კონკრეტულად რომელი აბონენტის მობილურ ტელეფონზე დარეკვისას დასრულდა ეს ქმედება. სასამართლომ ზოგადად ფაქტი, რომ ბ-----------------აძემ მოწყობილობების დატესტვის რეჟიმში ნაცნობს დაარეკინა ისე, რომ არ გარკვეულა ვისთან, ეს მოქმედება მიიჩნია კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლად. ასევე, ე.წ. დაზარალებულებმა ვერ უზრუნველყვეს ვერანაირი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც რომელიმე ზარის ავთენტურობას ან რომელიმე აბონენტთან (იდენტიფიცირებულ) შესვლას დაამტკიცებდნენ, რაც შესაძლოა გამხდარიყო კიდეც ბ-----------------აძის ბრალდებულად ცნობის საფუძველი; იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაასაბუთებდა, როგორ ცვლის ეს ე.წ. „სიმ ბოქსი“ მონაცემს, როცა არცერთ ტექნიკურ დოკუმენტში და მათ შორის, არც საქმეში წარმოდგენილ დასკვნაში არსად წერია, რომ ამ მოწყობილობას ასეთი ფუნქცია გააჩნია.

 

დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ საგამოძიებო ორგანოებს არ განუხორციელებიათ ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემების მიმდინარე შეგროვება, რაც როგორც მინიმუმ საჭირო იყო იმისთვის, რათა მოპოვებული ყოფილიყო უნებართვო შეცვლამდე არსებული ავთენტური კომპიუტერული მონაცემი. ამ მხრივ მხოლოდ მოწმეთა ზოგადი განმარტებები ვერ იქნება დამაჯერებელი, როდესაც საჭიროა ავთენტური და შეცვლილი მონაცემების ბუნებაში არსებობის დადასტურება. ასევე, ექსპერტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ე.წ. სიმ-ბოქსი კომპიუტერულ მონაცემის შეცვლის ფუნქციით შეიძლება იქნეს გამოყენებული. საქმეში წარმოდგენილი სიმ-ბოქსების ფუნქციონალის აღწერით და ასევე საექსპერტო დასკვნაში აღწერილი შინაარსით დგინდება, რომ ამ მოწყობილობას ასეთი ფუნქცია არ გააჩნია. რაც შეეხება კითხვას - ხორციელდებოდა თუ არა ზარები, როდის, რა ხანგრძლივობით, რომელი აიპი მისამართიდან, რა ნომრიდან რა ნომრებზე, ექსპერტიზამ აღნიშნულ შეკითხვებს ვერ უპასუხა.

 

დაცვის მხარემ მიუთითა ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე და მათ საფუძველზე განმარტა, რომ ბ-----------------აძის მოქმედებები არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა უკანონო. მას სარგებლობაში ჰქონდა „ჯიესემ გეითვეი“ და არა ე.წ. „სიმ-ბოქსი. „ჯ---------------“ გამოყენება კი მხოლოდ მაშინ საჭიროებს რეგულირებას, თუ მისი გამოყენების მიზანი კომერციულია. არაავტორიზებულ საქმიანობას, რომელიც იწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას, ბ-----------------აძე განახორციელებდა იმ შემთხვევაში, თუ ის ამის სანაცვლოდ საფასურის გადახდას მოითხოვდა, ხოლო საფასურის გარეშე მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს არ სჭირდებოდა ავტორიზაცია. ხოლო იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბ-----------------აძე ე.წ. სიმ-ბოქსებს გამოიყენებდა ავტორიზების გარეშე კომერციული მიზნებისთვის, მასზე გავრცელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარე ითხოვს ბ-----------------აძის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ასევე მიუთითებს, რომ ე.წ. „სიმ ბოქსების“ შემოტანა საქართველოში ბ-----------------აძემ სრულიად ლეგალურად განახორციელა. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ „სიმ-ბოქსის“ შესყიდვა საქართველოში დღემდე შესაძლებელია, მათ შორის ქართული ონლაინ მაღაზიების მეშვეობით, რის გამოც მათი ჩამორთმევა უკანონოა და ყველა მოწყობილობა უნდა დაუბრუნდეს ბ-----------------აძეს.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მ-----------------–--ნმა მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა ბ-----------------აძემ და მისმა ადვოკატმა უ--------–--ლმა მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ბ-----------------აძის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------ლმა განმარტა, რომ საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში შ--------------–-ს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ე.წ. ,,სიმ-ბოქსების“ გამოყენებით ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე. შ--------------–-ა“ დაასახელა კონკრეტული ნომრები, რომელთა შედეგად აღნიშნულ კომპანიას ზიანი ადგებოდა. მოწმის განმარტებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა კონკრეტული მისამართი, სადაც შესაძლებელია განთავსებული ყოფილიყო ე.წ. ,,სიმ-ბოქსები“, მასში მოთავსებულ სიმ-ბარათებთან ერთად. აღნიშნულ მისამართზე მათ მიერ ჩატარებულ იქნა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოიღეს მოწყობილობები და დიდი რაოდენობის სიმ-ბარათები. გ--------------ლმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ არის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით მიიღოს საერთაშორისო ზარი და გარდაქმნას ჩვეულებრივ ზარად, ანუ მობილურის ზარად. კერძოდ, როდესაც „სიმ-ბოქსში“ ხდება საერთაშორისო ზარის მიღება, მასში მოთავსებული სიმ-ბარათებიდან, რომელთანაც ხორციელდება ზარი, იმ აბონენტთან დასრულება. ანუ კომპანიებს, რომელთა საკუთრებაშიც არის კონკრეტული, აღნიშნულ მოწყობილობაში მოთავსებული სიმ-ბარათები და რომლებთანაც ხდება ზარის დასრულება, უწევთ თანხის გადახდა საერთაშორისო ზარის დასრულების გამო. აგრეთვე ე.წ. „სიმ-ბოქსი“ ახორციელებს ზარის წამოწყების დაფარვას და ზარის მიმღებს აწვდის მასში („სიმ-ბოქსში“) არსებული ნომრის - სიმ ბარათის მონაცემებს, ამიტომ ამ მოწყობილობის კანონიერად გამოყენება შეუძლებელია, ვინაიდან მარეგულირებლის დადგენილების თანახმად, ზარის მიმღებს უცვლელად უნდა მიეწოდოს ზარის წამომწყების შესახებ ინფორმაცია. თუ ვინმესთან ხორციელდება ზარი ამ პირმა უნდა იცოდეს ვისგან შემოდის მასთან ზარი, ხოლო ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ ახორციელებს ამის დამალვას და აწვდის არასწორ ინფორმაციას. მოწმემ მიუთითა, რომ არსებობს სხვადასხვა სიმძლავრის ,,სიმ-ბოქსები“ და მათში სიმძლავრის მიხედვით თავსდება სხვადასხვა რაოდენობის სიმ-ბარათები. რაც შეეხება კომპანიებისათვის მიყენებული ზიანის დადგენას, გ--------------ლის განმარტებით, ზემოაღნიშნული მოწყობილობების გამოყენებისას ზიანის დადგენა ხდება რამდენიმე მეთოდით, კერძოდ არის შემთხვევები, როდესაც კომპანია აწვდის ნომრებს, რომლების მხრიდანაც მოხდა ზიანის მიყენება; მეორე მეთოდი არის, როდესაც ამოღებული ნომრების მიხედვით კომპანიებს ეკითხებიან ზიანის მიყენების თაობაზე და მესამე, ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დგინდება იმეი კოდები და განისაზღვრება თუ რამდენს შეადგენს მიყენებული ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------------–-–--ლმა განმარტა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება საქმეზე, რომელშიც ფიგურირებდა ბ-----------------აძე. 2015 წლის სექტემბრის თვეში, მოწმემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 1972 წელს დაბადებულ ბ-----------------აძეს ქ------–--–-----–----–----–-ს გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში განთავსებული ჰქონდა ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“, რომელშიც იყენებდა კომპანია ,,მობიტელის“ სიმ-ბარათებს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, პატაკის საფუძველზე ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც იგი დაიკითხა მოწმის სახით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–---------–-–---–მა განმარტა, რომ 2015 წლის სექტებრის თვეში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლებთან ლ---------------–----თან და ი-------–------სთან ერთად ბარალდებულის ოჯახის წევრების თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო ქ------–--–-----–----–----–-ს გამზირის პირველ ჩიხში მდებარე ბრალდებულ ბ-----------------აძის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. აღნიშნული ბინიდან ამოღებული იქნა ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“, რომელშიც მოთავსებული იყო შესაბამისი სიმ-ბარათები და ჩართული იყო ონლაინ რეჟიმში, ჩხრეკის დაწყების დროს აპარატი შეერთებული იყო დენის წყაროსთან და ფუნქციონირებდა. ასევე, ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მობილური ტელეფინები, მეხსიერების ბარათი, დიდი ოდენობით სიმ-ბარათები და დოკუმენტაცია. მოწმის განმარტებით, ამოღებული ,,სიმ-ბოქსები“ საქართველოში არ იყიდება; აღნიშნული ნივთის ქონა თავისთავად არ წარმოადგენს დანაშაულს, მაგრამ თუ პირი ე.წ. „სიმ-ბოქსს“ იყენებს შესაბამის კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე, ანუ არ გააჩნია ლიცენზია, პირის ქმედება არის უკანონო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის - შ--------------–-ს“ წარმომადგენელმა ნ-----–--------–--ლმა განმარტა, რომ კომპანიის ერთ-ერთ განყოფილებაში სისტემატიურად მოწმდება ტრაფიკები. შემოწმებისას, პროგრამულად მოხდა კონკრეტული ნომრების ამოკრება, რომლებიც შესაძლოა მოთავსებული ყოფილიყო ე.წ. ,,სიმ-ბოქსებში“. მათ მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და წარუდგინეს შესაბამისი ნომრები რეაგირების მიზნით. როგორც მოწმემ განმარტა, დადგინდა, რომ ე.წ. ,,სიმ-ბოქსის“ გამოყენებით საერთაშორისო ზარების გარდაქმნა ხდებოდა ადგილობრივ ზარებად, რის შედეგადაც შ--------------–-“ მიადგა 4007 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი. ნ-----–--------–--ლის მითითებით, ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ არის მოწყობილობა, რომელიც საერთაშორისო შემომავალი ზარის გადამისამართებას აკეთებს და მათთან შედის როგორც არასაერთაშორისო ზარი, ანუ მათ კომპანიაში ზარი სრულდება როგორც შიდა ლოკალური ზარი. საქართველოს კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილია საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფი - 20 ცენტი, რომელსაც აკლდება 15 ცენტი აქციზის თანხა და საერთაშორისო ზარის გადამისამართება ხდება ადგილობრივ ზარად. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მათთან ზარის დადასტურება ხორციელდება ადგილობრივი ტარიფით, კომპანია ვერ იღებს მოგებას. მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ ბრალდებულ ბ-----------------აძეს არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონია გაფორმებული შ--------------–------

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის - შ------------–----–---------------–-----------–------- განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავმა ორგანოებმა გადასცეს ტელეფონის ნომრები, რომლებიც გამოყენებული იყო ე.წ. ,,სიმ-ბოქსში“. აღნიშნული ნომრების მეშვეობით საერთაშორისო ტრაფიკის გარდაქმნა ხდებოდა ლოკალურ ტრაფიკზე, რის შედეგადაც შპს ,,ჯ------–-“ მიადგა 12 000 ლარამდე მატერიალური ზიანი. ბრალდებულ ბ-----------------აძეს არ ჰქონდა გაფორმებული არანაირი ხელშეკრულება, რომლითაც მას უფლებამოსილება ექნებოდა განეხორციელებინა საერთაშორისო ტრაფიკული ზარების მიღება და გადამისამართება. მოწმის მითითებით, ე.წ. ,,სიმ-ბოქსში“ იდება სიმ-ბარათები და აღნიშნული მოწყობილობის საშუალებით ხდება საერთაშორისო ზარების ლოკალურ ზარებად გარდაქმნა, რა დროსაც შ-------------––ი“ ზარი სრულდება როგორც ადგილობრივი და არა საერთაშორისო. შესაბამისად, იმ კომპანიისგან, რომელიც ამ ტრაფიკს აგზავნის, არ ხდება ანაზღაურება და კომპანიას ადგება ზარალი. მოწმემ აღნიშნა, რომ შიდა და საერთაშორისო ზარს შორის არსებობს სხვადასხვა ტარიფები კონკრეტული ქვეყნის მიხედვით, კერძოდ, ლოკალური ზარის დასრულება ღირს 3 თეთრი, ხოლო საერთაშორისო ზარის დასრულება 18 ან 22 ცენტი; ე.წ. ,,სიმ-ბოქსში“ მოთავსებული სიმ-ბარათების არსებობის შესახებ კომპანიას ინფორმაციას აწვდის მისი კონტროლის განყოფილება, რომელიც თვალყურს ადევნებს მსგავს ქმედებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის - შ------------------ წარმომადგენელმა მ-----–-----------მა განმარტა, რომ ბ-----------------აძის მიერ ე.წ. ,,სიმ- ბოქსის“ გამოყენებით შ--------------მს“ მიადგა 25 988, 29 ლარის ოდენობით ზიანი, კერძოდ, კომპანიამ ვერ მიიღო ის შემოსავალი, რაც რეალურად უნდა მიეღო. როდესაც საქართველოში შემოდის საერთაშორისო ზარი, რომელიც უნდა დამთავდრეს შ------------------ ქსელში, თუ იგი შემოდის ე.წ. ,,სიმ-ბოქსის“ გავლით, ხდება საერთაშორისო ნომის შეცვლა ადგილობრივი ნომრით და მათთან კომპანიაში ფიქსირდება არა როგორც საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი ზარი. შესაბამისად, მათ კომპანიას როდესაც უნდა მიეღო საერთაშორისო ზარის მათთან დასრულებისათვის წუთში 20 ცენტი, იღებეს უფრო დაბალ, ადგილობრივ ტარიფს. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული აპარატის გამოყენებით 2015 წლის სექტებრის თვეში შ--------------მში“ განხორციელებული იქნა 3470192.8 წამის ოდენობის ზარი, რომელიც არის 54836.58 წუთი და შეადგენს 27723.39 ლარს, საიდანაც კომპანიამ სარგებელი მიიღო 1735.097 ლარის ოდენობით, ხოლო ზარალმა შეადგინა 25988.29 ლარი. კომპანიისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ც---–--------------იძემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სატელეფონო კომუნიკაციის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტში. მისი მოვალეობაა ნუმერაციის რესურსის მართვა, კომპანიების მიერ წარდგენილი სატელეფონო ზარების დეტალური ანალიზი და ა.შ. მოწმემ სასამართლოს მოახსენა, რომ ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ არის მოწყობილობა, სადაც მოთავსებულია მობილური ოპერატორის სიმ-ბარათები. აღნიშნული მოწყობილობა ინტერნეტის საშუალებით იღებს საზღვარგარეთიდან შემოსულ სატელეფონო ზარს და გარდაქმნის ადგილობრივ მობილური ოპერატორის ნომრად. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რამდენიმე წელია, რაც საერთაშორისო სატელეფონო ზარებზე დაწესებულია ზღვრული ტარიფი, კერძოდ, მობილურ ოპერატორებზე განსაზღვრულია 20 ცენტი, ფიქსირებულზე - 10 ცენტი. ანუ საერთაშორისო ზარების მათთან დასრულების შემდეგ მობილური ოპერატორები იღებენ 20 ცენტს, აქედან 15 თეთრს იხდიან ბიუჯეტში აქციზის სახით. მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე მობილური ოპერატორების - მ--------–------------–-----------------------ს ტარიფად დაწესებულია ზარის დასრულებაზე 20 ცენტი, მაგრამ სხვა საერთაშორისო ტრაფიკის ტრანზიტულად მატარებელი ოპერატორები 16 ცენტად ასრულებენ ზარს. როგორც მოწმემ აღნიშნა, ტრანზიტული ზარის გატარების ნებართვისთვის მობილურ ოპერატორებს გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულებები ტრანზიტული ზარების ურთიერთგატარების თაობაზე. ე.წ. ,,სიმ-ბოქსით“ სატელეფონო ზარის განხორციელებისას, ჩანს რომ ეს არის ადგილობრივი ზარი და ხშირ შემთხვევაში მობილური ოპერატორები ვერ ხვდებიან, რომ საერთაშორისო ზარია, ამიტომ ე.წ. ,,სიმ-ბოქსის“ მფლობელი შეიძლება საერთოდ არ უხდიდეს მობილურ ოპერატორს თანხას. ამასთან, ე.წ. ,,სიმ-ბოქსის“ გამოყენება ასეთი საქმიანობისთვის საქართველოში არ არის კანონიერი და შესაბამისად, მისი გამოყენება არ შეიძლება. მოწმე ც---–--------------იძის განმარტებით, ბ-----------------აძეს ექნებოდა თუ არა ავტორიზება, იგი მაინც ვერ განახორციელებდა ე.წ. ,,სიმ-ბოქსით“ ამ საქმიანობას, რადგან საერთაშორისო შემომავალ ტრაფიკზე არ შეიძლება აბონენტის ნომრის შეცვლა, ვინაიდან ამ შემთხვევაში საერთაშორისო ზარის გარდაქმნა ხდება ადგილობრივ ზარად. საერთაშორისო შემომავალი ტრაფიკის გარდაქმნა ადგილობრივ ზარად კი ნიშნავს იმას, რომ მობილურ ოპერატორს არ გადაუხადო 20 ცენტი, ხოლო მობილურმა ოპერატორმა არ გადაიხადოს ბიუჯეტში 15 თეთრი. მოწმემ ისაუბრა ,,ჯ---------------“ შესახებაც და განმარტა, რომ თუ რომელიმე ავტორიზებული პირი იყენებს აღნიშნულ მოწყობილობას, მას ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს გაფორმებული ოპერატორთან, ხოლო თუკი ,,ჯ---------------“ გამოყენება ხდება იმისთვის, რომ იგი ყოფილიყო რომელიმე მობლური ოპერატორის აბონენტი და მას განეხორცილებინა საქართველოში მხოლოდ ლოკალური ზარები თავისი უწყების შესაბამისად, მას არავითარი ავტორიზაცია არ დასჭირდებოდა და ეს უკანონო ქმედება არ იქნებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–-------–--ემ განმარტა, რომ 2015 წელს შ--------------–--ან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იგი კონკრეტულ მაღაზიებში აბარებდა სიმბარათებს გაყიდვის მიზნით, რა დროსაც თანხას იღებდა ნაღდი ანგარიშსწორების წესით. როდესაც მაღაზიაში სიმ-ბარათის შესაძენად მივიდოდა მყიდველი, გამყიდველსა და მყიდველს შორის ფორმდებოდა ხელშეკრულება და სიმ-ბარათი გადაფორმდებოდა აღნიშნული პირის სახელზე. მოცემულ შემთხვევაში ის ნომრები, რომლებზედაც არ იყო მითითებული შესაბამისი პირების დემოგრაფიული მონაცემები, შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო სხვადასხვა გარემოებით, მათ შორის შესაძლოა გამყიდველებს დაეკარგათ ხელშეკრულებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ-------–-----ემ განმარტა, რომ 2016 წელს შ-------–---ს“ უწევდა სადილერო მომსახურეობას, კერძოდ, დილერების მეშვეობით ახორციელებდა შ--------–---ის“ სიმ-ბარათების და პროდუქციის რეალიზებას. როგორც მოწმემ მიუთითა, სიმ-ბარათების რეალიზებისას აუცილებელი იყო მყიდველს წარედგინა პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ხოლო ის ფაქტი, რომ კონკრეტულ სამ ნომერზე არ იყო დაფიქსირებული მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო სიმ-ბარათების გამყიდველის გულგრილობით, მის მიერ ხელშეკრულების დაკარგვით და ა.შ.

 

2015 წლის 16 სექტემბრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ბ-----------------აძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 1) ე.წ. ,,საკუჭნაო“ ოთახიდან ამოღებული იქნა 17 ცალი სადენიანი ანტენა, 1 ცალი დიდი ზომის სადენიანი ანტენა, 32 ცალი საშუალო ზომის უსადენო ანტენა, 25 ცალი პატარა ზომის უსადენო ანტენა, 1 ცალი შავი ფერის ე.წ. ,,როუტერი“ წარწერით - Four-Faith მისივე დამტენით, 1 ცალი თეთრი ფერის TP-LiNK ფირმის 2 ანტენიანი ე.წ. ,,როუტერი” მისივე სადენით, რომელშიც შეერთებულია Kingston-ის ფირმის მეხსიერების ბარათი - ,,ფლეშკა“, 1 ცალი ვერცხლისფერი მეტალის ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ 128 სიმ-ბარათის მოსათავსებელი ბუდით, დამტენით და ინტერნეტ სადენით, მასზე დამაგრებულია შტრიხკოდი - S----------------------- 1 ცალი შავი ფერის ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ 64 სიმ-ბარათის მოსათავსებელი ბუდით, რომელშიც მოთავსებულია 12 ცალი ,,ბ--–---ის“ სიმ- ბარათი, 2 ცალი განმანაწილებელი ე.წ. ,,სვიჩი“, 1 ცალი შავი ფერის N---------------------------------------------------------------------- ორი მუყაოს ყუთი, სადაც ერთში მოთავსებულია ოქროსფერი მიმღები-გადამცემი ე.წ. ,,როუტერი“ წარწერით AnuTone, მასზე დამაგრებული სადენით, ორი ცალი თეთრი ფერის სოკოს მაგვარი ანტენებით და ერთი შავი ფერის სადენი. მეორე ყუთში მოთავსებულია ვერცხლისფერი მიმღები-გადამცემი წარწერით Dual Band Repeater 900/1800 ST-1090B AGC, 2 თეთრი ფერის სოკოს მაგვარი ანტენა, ელ.სადენი, 2 ცალი შავი ფერის სადენი. შესასვლელიდან პირველი საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ,,Lenovo“-ს ფირმის შავი ფერის ნოუთბუქი S/N W--------- დამტენთან ერთად, თეთრი ფერის პლანშეტის კოპიუტერი PrimePad წარწერით, რომელსაც გვერდით აქვს დაზიანება, თეთრი ცელოფნის პარკი, მასში მოთავსებულია შავი ფერის დაზიანებული ნოუთბუქი დისკით, დაზიანებული სხვადასხვა ნაწილები. ფულის გადამხდელის პროგრამა INTEL EXPRESS, ჭ-------------- მიმართ გაგზავნილი. მე-2 საძინებელ ოთახში მდგომი კარადის უჯრიდან ამოღებული იქნა ორი 100 ლარიანი კუპიურა, ორი 20 ლარიანი კუპიურა, ორი 5 ლარიანი და რკინის მონეტა ორი 1 ლარიანი, ორი 50 თეთრიანი, ერთი 20 თეთრიანი და ორი 10 თეთრიანი. იმავე ოთახში არსებული სეიფიდან ამოღებული იქნა ოთხი 100 ლარიანი კუპიურა, ასევე ლითონის ქილა, რომელშიც მოთავსებულია 1 ცალი Nar mobile-ს სიმ-ბარათი, 1 ცალი Asercell-ის სიმ-ბარათი და 312 ცალი ,,ბ--–---ის“ სიმ-ბარათი. იმავე ოთახიდან ამოღებული იქნა 2 პლასტიკური ბარათი, ერთი AMERICAN EXPRESS იულია დენისოვას სახელზე გაცემული 3751 212143 83177, ხოლო მეორე საქართველოს ბანკის Express Card თუ ვის სახელზეა გაცემული ბარათზე არაფერია მითითებული 5------------------. ამავე ოთახში მდებარე კარადიდან ამოღებული იქნა 16 ცალი სადენიანი ანტენა, ნაცრისფერი ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ 32 ცალი სიმ-ბარათის მოსათავსებელი ბუდით, რომელშიც მოთავსებულია 1 ცალი ,,ბ--–---ის“ სიმ-ბარათი, ხოლო ე.წ. ,,სიმბოქს“ გააჩნია თვისი დამტენი. 23 ცალი საშუალო ზომის უსადენო ანტენა, 18 ცალი პატარა ზომის უსადენო ანტენა, შავი ფერის ,,ბლუთუსი“ თავისი დამტენით, რომელზეც დამაგრებულია 8 ცალი ანტენა, 3 ცალი თეთრი ფერის ორ ანტენიანი Tp-Link მოდელის როუტერი თავისივე დამტენით, 2 ცალი მონაცრისფრო ანტენა, 1 ცალი შავი ფერის Tp-Link-ის როუტერი სადენით და დამტენით, 2 ცალი გადამყვანი - 1 თეთრი ფერის, ხოლო მეორე შავი ფერის, ორივეს გააჩნია დამტენი, 1 ცალი pacuard bell-ის ფირმის ე.წ. ,,ვინჩესტერი“, 4 ცალი მეხსიერების ბარათი ე.წ. ,,ფლეშკა", 47 ცალი სხვადასხვა ზომის ლაზერული დისკი, 21 ცალი აზერბაიჯანული კომპანია ,,აზერსელის“ ბალანსის შესავსები ბარათები, 4 ცალი ქილა, რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათები, პირველში - 240 ცალი ,,ბ--–---ის“ სიმ-ბარათი, მეორეში - 324 ცალი ,,ბ--–---ის“ სიმ-ბარათი, მესამეში - 290 ცალი ,,ბ--–---ის“ სიმ-ბარათი, მეოთხეში 17 ცალი ,,ბ--–---ის“ სიმ- ბარათი. იმავე ოთახში ცალკე იდო 4 ცალი ,,ლაი-ლაის“ სიმ-ბარათი, 150 ცალი ,,ლაი- ლაის“ სიმ-ბარათი. იმავე ოთახიდან ამოღებული იქნა ოთხი ცალი სიმ-ბარათი მისსავე ბუდეებით. 5 ცალი სიმ-ბარათის ცარიელი ბუდეები, 2 ცალი ხელშეკრულება ,,ჯ-----ლთან“, 3 პლასტიკური ბარათი, ერთი როლანდ ფ---------ძის სახელზე გაცემული ,,თი-ბი-სი“ ბანკის 4---------------, მეორე საქართველოს ბანკის Express Card ბ-----------------აძის სახელზე გაცემული 51------------ 6245, მესამე ,,სმარტის“ ბარათი, რომელზეც სახელი და გვარი არაა ამოტვიფრული 5------------------- 4 ცალი ტელეფონი - ერთი ,,NOKIA“-ს ფირმის იმეი კოდით 3--------------, მასში მოთავსებულია ,,ბ--–---ის“ სიმ-ბარათი, მეორე ,,NOKIA“-ს ფირმის იმეი კოდით 3--------------------------------, მასში მოთავსებული ,,მ--------მის“ სიმ-ბარათით, მესამე ,,NOKIA“-ს ფირმის, რომელსაც დაზიანებული აქვს ერთი მხარე და იმეი კოდი არ იკითხება ზუსტად, მეოთხე ,,NOKIA“-ს ფირმის, რომელშიც მოთავსებულია უცხო სიმ-ბარათი წარწერით Mar. იმეი კოდი არ გააჩნია კორპუსის შიდა მხარეს. ასევე, ამავე ოთახიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია და ბლოკნოტი. იმავე საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა 41 ცალი ,,ბ--–---ის“ ანგარიშზე შესავსები ბარათები, 64 ცალი სიმ-ბარათის ჩასადები ბუდე და 64 ცალი მასზე გადაკრული პოლიეთილენის შესაფუთი მასზე არესებული ნომრებით. ბინაში არსებული ე.წ. ,,ლოჯიდან“ ამოღებული იქნა 378 ცალი ბ--–---ის სიმ-ბარათი, 73 ცალი ,,ბ--–---ის“ უხმარი სიმ-ბარათი მისსავე შესაფუთი პარკით, 134 ცალი ,,ბ--–---ის“ სიმ-ბარათის ბუდე და შესაფუთი პარკი, 16 ცალი სიმ-ბარათის შესაფუთი პარკი, 40 ცალი ,,ბ--–---ის“ ბალანსის შესავსები 5 ლარიანი ბარათი, 53 ცალი ,,ბ--–---ის“ ბალანსის შესავსები 5 ლარიანი ბარათი, 40 ცალი ,,ბ--–---ის“ გამოყენებული ბალანსის შესავსები 5 ლარიანი ბარათი, 137 ცალი ,,ბ--–---ის“ გამოყენებელი ბალანსის შესავსები ბარათი, 8 ცალი ,,ბ--–---ის“ გამოუყენებელი ბალანსის შესავსები ბარათი, 7 ცალი მობილური ტელეფონი - 3 ცალი Nenxida-ს ფირმის, ხოლო 3 ცალი ,,NOKIA“-ს ფირმის იმეი კოდებით 1 – 355725062037539 და 355725062037547, 2 - 355725062032456 და 355725062032464, 3 – 352913021981038, ასევე გაურკვეველი ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 867905000773756, 2 ცალი Tp-Linu-ის როუტერი ელ.სადენით, ინტერნეტის სადენით ორივეში მოთავსებულია მეხსიერების ბარათი ე.წ. ,,ფლეშკა“, Ninqston-ის ნაცრისფერი ანტენა, 1 ცალი Tp-Linu-ის გადამყვანი დამტენით, ნაცრისფერი ე.წ. ,,სიმბოქსი“ 16 ცალი სიმ-ბარათის მოსათავსებელი ბუდით - ყველა ბუდეში მოთავსებულია ,,ბ--–---ის“ სიმ-ბარათები, 15 ცალი ანტენით ელ.სადენთან ერთად. S------------------9. შავი ფერის ე.წ. ,,სიმბოქსი“ წარწერით DINSTAR 64 ცალი სიმ-ბარათის მოსათავსებელი ბუდით, მასში მოთავსებულია 16 ცალი ,,ბ--–---ის“ სიმ-ბარათი, ე.წ. ,,სიმბოქსში“ დევს 30 ცალი სადენიანი ანტენა და 2 ცალი უსადენო ანტენა, 14 ცალი სადენიანი ანტენა მიერთებულია შავი ფერის ე.წ. ,,სიმბოქსზე“, ხოლო 16 ცალი ნაცრისფერ ე.წ. ,,სიმბოქსზე“. სამზარეულოს გასასვლელიდან ამოღებული იქნა ,,NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------. ასევე ამოღებული იქნა 5 ცალი ნოუთბუქი - 1. წითელი ფერის ,,DELL“-ის ფირმის S/N 25QNFR1, საიდანაც მოხსნილი იქნა ოპერატიული მეხსიერების ,,ლამპი“, ,,სკაიპის“ საუბრების ისტორია და ,,გუგლ დრაივზე“ არსებული ინფორმაცია, 2. ცისფერი „acer“-ის ფირმის Aspire one მოდელის S/N NUAQERO015243067C87600, საიდანაც მოსხნილი იქნა ოპერატიული მეხსიერების ,,ლამპი” და ,,სკაიპის“ საუბრის ისტორია, 3. შავ-მონაცრისფრო Hp ფირმის ნოუთბუქი S/N CND75100NV, საიდანაც მოხსნილი იქნა ,,სკაიპის“ საუბრების ისტორია, 4.შავი ფერის Hp ფირმის ნოუთბუქი S/N CND4081SZU, საიდანაც მოხსნილი იქნა ,,სკაიპის“ ისტორია და 5. ყავისფერი ,,Sony vaio“-ს ფირმის ნოუთბუქი, საიდანაც მოხსნილი იქნა ,,სკაიპით” საუბრების ისტორია. ასევე, მე-6 ნოუთბუქი, რომელიც არის ,,Lenovo”-ს ფირმის, საიდანაც მოხსნილი იქნა მეხსიერების ,,ლამპი”, ,,სკაიპით“ საუბრების ისტორია, ხოლო ყველა ნოუთბუქი ამოღებული იქნა დამტენით. ასევე ამოღებული იქნა ბადრი ფ---------ძის პირადი მობილური ტელეფონი Huawei-ს ფირმის ,,ჯ-----ლის“ სიმ-ბარათით, იმეი კოდით 8-------------5. ამოღებული ნივთები მოთავსდა პოლიეთილენის პარკებში და დაილუქა N-- ლუქით, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაისვა თარიღი.

 

2016 წლის 2 თებერვლის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის სინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 1)საინფორმაციო ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი 8 ფუთად დახარისხებული ნივთები ექსპერტის მიერ გახსნილი იქნა. თითოეულ ფუთას მიენიჭა პირობითი ნომერი ,,ფუთა N1“, ,,ფუთა N2“, ”ფუთა N3“, “ფუთა N4“, “ფუთა N5“, “ფუთა N6“, ”ფუთა N7“ და “ფუთა N8“. 2) საინფორმაციო ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე ფუთა N2-ში, ფუთა N3-ში და ფუთა N4-ში მოთავსებული მოწყობილობები ე.წ. ,,სიმბოქსები“, რომლის დახმარებით შესაძლებელია VolP ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინტერნეტ ზარის გარდაქმნა GSM ზარად. 3) სიმბოქსის ტექნიკური მონაცემების მიხედვით, მასში ტექნიკური პარამეტრების სამართავად გამოიყენება ნებისმიერი ოპერაციული სისტემა, ინტერნეტ ბრაუზერი და ქსელური ინტერფეისი (LAN). წარდგენილი ნივთების საფუძველზე მათში ვერ იქნა აღმოჩენილი კონკრეტულად მოწყობილობა სიმბოქსისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფა; 4) წარდგენილი ნოუთბუქების მყარ დისკზე და USB მეხსიერების ბარათზე ვერ იქნა აღმოჩენილი განხორციელების აღრიცხვის ჟურნალი, ან სხვა რაიმე დეტალური ინფორმაცია, რომელიც ასახავს განხორციელებული შემომავალი ან გამავალი ზარების აღრიცხვიანობას. DINSTAR ფირმის სომბოქსი N4-დან გადმოწერილ იქნა შემომავალი და გამავალი ზარების ჟურნალი, რომელიც წარდგენილ იქნა ფაილებად: ,,cdr.csv.gz” და ,,cdr.xlsx” და 5)ექსპერტიზაზე წარდგენილი კომპიუტერული სისტემიდან, კერძოდ: ,,Acer“-ის ფირმის ,,Aspire One” მოდელი სერიული ნომრით -,,NUSGQER015243067C87600“, ‘’Dell”-ის ფირმის ,,Dell Vostro V131” მოდელი სერიული ნომრით - ,,014X8N701661BQ0007A00”, ,,HP”-ს ფირმის ,,15-g000sr” მოდელი სერიული ნომრით - ,,CND4081SZG” და ნოუთბუქი ,,HP”-ს ფირმის ,,KE666AA#ACB” მოდელის სერიული ნომრით - ,,CDN75100KV” ამოღებული იქნა სოციალურ ქსელ ,,Skype”-ს ჩანაწერები. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–--ლმა და დამატებით განმარტა, რომ ყველა ,,სიმ-ბოქს“ არ აქვს იმხელა მეხსიერება, რომ ყველაფერი შეინახოს, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპიუტერში არ იყო მონაცემთა ჟურნალი. ამასთან, ,,სიმ-ბოქსს“ აქვს ფუნქცია, რომლითაც შეუძლია მონაცემების გადაცემა, რაშიც იგულისხმება GSM ზარი, SMS და ა.შ.. ე.წ. ,,სიმბოქს“ აქვს ფუნქცია, როდესაც მას შეუძლია შემომავალი ინტერნეტზარი გარდაქმნას ტრაფიკად ზარად, რა დროსაც პაკეტების დონეზე იცვლება თვითონ პროტოკოლის აგებულება.

 

2015 წლის 26 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა 2015 წლის 16 სექტემბერს ქ------–--–-------–----–---------------------–--–--------, N------------ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული სიმ-ბარათები, რა დროსაც ირკვევა, რომ ფუთაში მოთავსებულია შ--------------–-ს“ სიმ-ბარათები, პლასტიკური ბარათები, შესაფუთი პაკეტები და სიმ-ბარათების ანგარიშის შესავსები ბარათები.

 

2015 წლის 14 ოქტომბრის შ--------------–-ს “ გენერალური დირექტორის N------- მიმართვის თანახმად, სს N------------ საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ,,სიმ-ბოქსების“ არსებობის გამო შ--------------–-“ 2015 წლის სექტემბრის თვეში მიადგა 4007 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი (აქციზის გარდა).

 

2015 წლის 26 ოქტომბრის შპს ,,ჯ-----ლის“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის და მონაცემთა უსაფრთხოების ჯგუფის ხელმძღვანელის N15/10 - 2110 მიმართვის თანახმად, სს N------------ საქმეზე მიწოდებული ნომრების საფუძველზე (1578) მოთხოვნილ რეპორტზე ტექნიკური ჯგუფიდან მიღებულია ინფორმაცია მხოლოდ 1304 ნომერთან დაკავშირებით და აღნიშნული ნომრებიდან საერთო ზარალი შეადგენს 11783,82, ხოლო ზარალის გამოთვლა ხდება შემდეგნაირად - წუთების რაოდენობა - საერთაშორისო ტარიფი – წუთების რაოდენობა - ურთიერთჩართვის ტარიფი = მიყენებული ზიანის საერთო რაოდენობას.

 

2015 წლის 5 ნოემბრის შ------------------ იურისტის N------- მიმართვის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან, 2015 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით შ--------------მს“ ე.წ. ,,სიმ-ბოქსის“ მეშვეობით შესაბამისი ნიმრების გამოყენების შედეგად მიადგა ზიანი 25988.29 ლარის ოდენობით.

 

2015 წლის 5 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებული იქნა შ------------------ იურისტის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი CD დისკი, რომლის გახსნის შემდეგ დისკზე ჩაწერილი აღმოჩნდა ფაილი სახელწოდებით ,,SIM-BOX-ფ---------ძის საქმე - გაცხრილული ნომრები, მისი გახსნის შემდეგ ჩანს ნომრების ჩამონათვალი, დროები და განხორციელებული ზარების ჯამური ხანგრძლივობა, ხოლო ფაილის ბოლოს მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: ჯამი (წამი) – 3470194.8, ჯამი (წუთი) – 57836.58, თანხა ($) – 11567.316, თანხა (GEL) – 27723.38626, ინტერკონექტი - 1735.0974 და ზარალი - 25988.28886. დათვალიერების დასრულების შემდეგ CD დისკი დაერთო დათვალიერების ოქმს.

 

ბ-----------------აძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ე.წ. ,,სიმ-ბოქსი” არის სიმის ყუთი, რომელიც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინტერნეტ-ტრაფიკისთვის, რადგან იგი ვერ დაუკავშირდება ,,GSM“ ანძას და ა.შ. ზარებს ახორციელებდა და სატესტო რეჟიმში იყენებდა მოწყობილობა - ,,ჯიესემ გაითვაის“ და არა ე.წ. ,,სიმ-ბოქსს“. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სწორედ ეს მოწყობილობა - ,,ჯიესემ გაითვაი“, რომელიც ჩამოტანილი ჰქონდა სარეალიზაციოდ, კერძოდ, სურდა მისი აზერბაიჯანში გაყიდვა, მისი შეძენის მიზანი არ იყო კომერციული საქმიანობის განხორციელება. ასევე, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მიზერულ ფასებში იყიდა დიდი რაოდენობით სიმ-ბარათები, რომელსაც იყენებდა მოწყობილობის სატესტო რეჟიმის განსახორციელებლად. ჩართული ჰქონდა ორი სხვადასხვა კომპანიის ,,ჯიესემ გაითვეები“ და ერთმანეთში ახორციელებდა ზარებს, სატესტო რეჟიმში, რომ აპარატურა გაეყიდა. აღნიშნული აპარატურა არის მულტიფუნქციური მოწყობილობა, შეუძლია როგორც ,,GSM“ ზარების მიღება-გადაგზავნა ინტერნეტიდან ,,GSM“ ქსელზე, ასევე პირიქით. მისი განმარტებით, მოწყობილობით სურდა კომუნიკაცია გაეადვილებინა მისი ახლობლისთვის, რომელიც საზღვარგარეთიდან დარეკავდა მასთან. ბ-----------------აძეს აღნიშნული ,,ჯიესემ გაითვაი“ შეძენიდან დაახლოებით 1 თვის განავლობაში ჰქონდა სახლში, იხდიდა ინტერნეტის და ელექტროენერგიის გამოყენების გადასახადებს. პირველი 15 დღის განმავლობაში ვერაფერი გაუგო მას, შემდეგ კი შეძლო მოწყობილობის დარეგისტრირება და დაიწყო საცდელ რეჟიმში ჩართვა, კერძოდ, ერთი ნომრიდან რეკავდა მეორეზე. ამავდროულად თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ახლობლებს სთხოვა, რომ ხანდახან განეხორციელებინათ ზარი, რაც მოხდა რამდენიმეჯერ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაედგინა - რა განსხვავება იყო ადგილობრივ და საერთაშორისო ზარებს შორის ტექნიკური თვალსაზრისით და აღმოაჩინა, რომ აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არ იყო. მითითებული მოწყობილობა მას ჩამოტანის დღიდან ჰქონდა ჩართული სატესტო რეჟიმში, მაგრამ სატესტო რეჟიმში ამუშავებდა ბოლო 3-4 დღის განმავლობაში, როდესაც საზღვარგარეთიდან ზარების განხორციელება ხდებოდა დღეში რამდენიმე წუთი. იგი ასევე, ერთმანეთთან ზარების მეშვეობით აკავშირებდა და ცდიდა მითითებულ მოწყობილობებს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას ბ-----------------აძის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ბ-----------------აძის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

მსჯავრდებული ბ-----------------აძე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მის მიერ გამოყენებული და მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა არა ე.წ. ,,სიმ- ბოქსი“, არამედ მოწყობილობა ,,ჯიესემ გაითვაი“, რომელსაც მონაცემის შეცვლის ფუნქცია არ გააჩნია. აპელანტის აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან 2015 წლის 16 სექტემბრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ბ-----------------აძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა: 1 ცალი ვერცხლისფერი მეტალის ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ 128 სიმ-ბარათის მოსათავსებელი ბუდით, დამტენით და ინტერნეტ სადენით, 1 ცალი შავი ფერის ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ 64 სიმ-ბარათის მოსათავსებელი ბუდით, რომელშიც მოთავსებულია 12 ცალი ,,ბ--–---ის“ სიმ-ბარათი, ნაცრისფერი ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ 32 ცალი სიმ-ბარათის მოსათავსებელი ბუდით, რომელშიც მოთავსებულია 1 ცალი ,,ბ--–---ის“ სიმ-ბარათი, ნაცრისფერი ე.წ. ,,სიმბოქსი“ 16 ცალი სიმ-ბარათის მოსათავსებელი ბუდით - ყველა ბუდეში მოთავსებულია ,,ბ--–---ის“ სიმ-ბარათები. შავი ფერის ე.წ. ,,სიმბოქსი“ წარწერით DINSTAR 64 ცალი სიმ-ბარათის მოსათავსებელი ბუდით, მასში მოთავსებულია 16 ცალი ,,ბ--–---ის“ სიმ-ბარათი. ასევე, 2016 წლის 2 თებერვლის სინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე ფუთა N2-ში, ფუთა N3-ში და ფუთა N4-ში მოთავსებულია მოწყობილობები ე.წ. ,,სიმბოქსები“, რომლის დახმარებით შესაძლებელია VolP ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინტერნეტ ზარის გარდაქმნა GSM ზარად. ექსპერტმა გ----------------–--ლმა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელმა ნ-----–---------–-–---–მა, გ--------------ლმა და ზ--------------–-–--ლმა განმარტეს, რომ ბ-----------------აძის ბინიდან ამოღებული და ექსპერტიზის წინაშე წარდეგნილი იქნა ე.წ. „სიმ ბოქსები“. შესაბამისად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ბ-----------------აძის ბინის ჩხრეკისას სწორედ ეს კონკრეტული მოწყობილობები - „სიმ-ბოქსები“ იქნა ამოღებული.

 

რაც შეეხება საკითხს, გამოიყენება თუ არა ე.წ. „სიმ-ბოქსი“ კომპიუტერული მონაცემების შესაცვლელად, პალატა მიუთითებს საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ აღნიშნულ მოწყობილობას შეუძლია კომპიუტრეული მონაცემების შეცვლა. კერძოდ გ--------------ლმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ არის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით მიიღოს საერთაშორისო ზარი და გარდაქმნას ჩვეულებრივ ზარად, ანუ მობილურის ზარად. აგრეთვე ე.წ. „სიმ-ბოქსი“ ახორციელებს ზარის წამოწყების დაფარვას და ზარის მიმღებს აწვდის მასში („სიმ-ბოქსში“) არსებული ნომრის - სიმ ბარათის მონაცემებს. დაზარალებული კომპანიების წარმომადგენლებმა ნ-----–--------–--ლმა, კახი ლორიამ და მ-----–-----------მა სასამართლოს მოახსენეს, რომ ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“ არის მოწყობილობა, რომელიც საერთაშორისო შემომავალი ზარის გადამისამართებას აკეთებს და კომპანიაში შედის როგორც არასაერთაშორისო ზარი, მათთან ზარი სრულდება როგორც შიდა ლოკალური ზარი. ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელმა ც---–--------------იძემ განმარტა, რომ ე.წ. ,,სიმ- ბოქსი“ არის მოწყობილობა, სადაც მოთავსებულია მობილური ოპერატორის სიმ-ბარათები. აღნიშნული მოწყობილობა ინტერნეტის საშუალებით იღებს საზღვარგარეთიდან შემოსულ სატელეფონო ზარს და გარდაქმნის ადგილობრივი მობილური ოპერატორის ნომრად.

 

მოწმეთა აღნიშნული ჩვენებები დადასტურებული და გამყარებულია 2016 წლის 2 თებერვლის სინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც საინფორმაციო ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე ფუთა N2-ში, ფუთა N3-ში და ფუთა N4-ში მოთავსებულია მოწყობილობები ე.წ. ,,სიმბოქსები“, რომლის დახმარებით შესაძლებელია VolP ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინტერნეტ ზარის გარდაქმნა GSM ზარად. ამდენად, პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მითითებას, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ე.წ. „სიმ-ბოქსს“ (როგორც თვითონ უწოდებს - ,,ჯიესემ გაითვაის“), კომპიუტერული მონაცემის შეცვლის ფუნქცია არ გააჩნია და აღნიშნული გარემოება დაკითხვისას ვერც ექსპერტმა ვერ დაადასტურა. ექსპერტმა გ----------------–--ლმა აღნიშნა, რომ ე.წ. ,,სიმბოქსს“ შეუძლია შემომავალი ინტერნეტზარი გარდაქმნას ტრაფიკად, რა დროსაც პაკეტების დონეზე იცვლება თვითონ პროტოკოლის აგებულება. „სიმ-ბოქსის“ მიერ ზარის გარდაქმნის ფუნქცია ნათლად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე, ხოლო ის გარემოება, რომ აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომპიუტერული მონაცემის შეცვლას, სცილდება ექსპერტის კომპეტენციის ფარგლებს და რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნაში ვერ იქნებოდა ასახული ტერმინი, რომ „სიმ-ბოქსს“ გააჩნია კომპიუტერული მონაცემის შეცვლის ფუნქცია. თუმცა ის ფაქტი, თუ რა ქმედებაში გამოიხატება ამ მოწყობილობის გამოყენებით კომპიუტერული მონაცემის შეცვლა (საერთაშორისო ზარის GSM ზარად გარდაქმნა), უტყუარად იქნა დადასტურებული როგორც ექსპერტის, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა არაერთი მტკიცებულებით.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, უშუალოდ ე.წ. „სიმ-ბოქსის“ ფლობა არ წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას. მნიშვნელოვანია, რომ მას პირი უნებართვოდ იყენებდეს. როგორც მოწმე გ--------------ლმა განმარტა, „სიმ-ბოქსი“ ახორციელებს ზარის წამოწყების დაფარვას და ზარის მიმღებს აწვდის მასში („სიმ-ბოქსში“) არსებული ნომრის - სიმ ბარათის მონაცემებს, ამიტომ ამ მოწყობილობის კანონიერად გამოყენება შეუძლებელია, ვინაიდან მარეგულირებლის დადგენილების თანახმად, ზარის მიმღებს უცვლელად უნდა მიეწოდოს ზარის წამომწყების შესახებ ინფორმაცია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლის ც---–--------------იძის განმარტებით, ე.წ. ,,სიმ-ბოქსის“ გამოყენება საქართველოში არ არის კანონიერი, რადგან ამ შემთხვევაში საერთაშორისო ზარის გარდაქმნა ხდება ადგილობრივ ზარად და საერთაშორისო შემომავალ ტრაფიკზე არ შეიძლება აბონენტის ნომრის შეცვლა. ამასთან, დაზარალებული კომპანიების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მათ ბ-----------------აძესთან არ ჰქოდათ გაფორმებული არანაირი ხელშეკრულება, რის საფუძვლეზეც ეს პირი ისარგებლებდა აღნიშნული მოწყობილობით.

 

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ უშუალოდ რაში გამოიხატა კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლა. ბ-----------------აძის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის თანახმად, ე.წ. სიმ-ბოქსის“ მოწყობილობა იყო ჩართულ მდგომარეობაში, ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელმა ნ-----–---------–-–---–მა განმარტა, რომ ბ-----------------აძის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა ე.წ. ,,სიმ-ბოქსი“, რომელშიც მოთავსებული იყო შესაბამისი სიმ-ბარათები და ჩართული იყო ონლაინ რეჟიმში; ჩხრეკის დაწყების დროს აპარატი შეერთებული იყო დენის წყაროსთან და ფუნქციონირებდა. გარდა ამისა, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2015 წლის 14 სექტემბრიდან, 2015 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში აღნიშნული ბინის ჩხრეკისას ამოღებული სიმ-ბარათების ნაწილი ჩართული იყო ე.წ. ,,სიმ-ბოქსებში“, რა დროსაც მითითებული მოწყობილობების გამოყენებით განხორციელებულ იქნა რამდენიმე ინტერნეტ-ტრაფიკის მიღება და საერთაშორისო ზარის გარდაქმნა ადგილობივ ლოკალურ ზარად.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ბ-----------------აძემ ჩაიდინა კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად ,,კომპიუტერული მონაცემია კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას“. საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლით განსახილველი დანაშაულის საშიშროება კი განპირობებულია იმით, რომ დანაშაულებრივი ქმედება ხელყოფს კომპიუტერული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი მფლობელის ინტერესებს და მომხმარებელთა უფლებებს. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ისეთ მოქმედებებში, როგორიცაა კომპიტერული სისტემის უნებართვოდ დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ ბ-----------------აძის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ე.წ. ,,სიმ-ბოქსები“ ახდენდნენ ინტერნეტ ზარის გარდაქმნას (შეცვლას) ადგილობრივ ზარებად GSM ზარებად, რაც ცვლის ზარის წამომწყები მოწყობილობის ნომერს და ზარის მიმღების მონაცემს, ხოლო შესაბამის კომპანიას აწვდის შეცვლილ ინფორმაციას ადგილობრივი ნომრის სახით, რაც წარმოადგენს კომპიუტერული მონაცემის შეცვლას. ამასთან, ის გარემოება, რომ ბ-----------------აძის ბინის ჩხრეკის დროს აღმოჩენილი იქნა დენის წყაროსთან შეერთებული აპარატი, რომელიც ფუნქციონირებდა, ასევე ის ფაქტი, რომ ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული სიმბარათების ნაწილი 2015 წლის 14 სექტემბრიდან, 2015 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში ჩართული იყო ამოღებულ ,,სიმ ბოქსში“, რა პერიოდშიც განხორციელებული იქნა რამოდენიმე ინტერნეტ-ტრაფიკის მიღება და საერთაშორისო ზარის გარდაქმნა ადგილობრივ ლოკალურ ზარად, უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მითითებულ პერიოდში ბ-----------------აძის მიერ ადგილი ქონდა ,,სიმ ბოქსის“ მოწყობილობის გამოყენებისა და სარგებლობის ფაქტს.

 

რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა დადგენილი, თუ საიდან ხორციელდებოდა ზარები და კონკრეტულად ვისთან სრულდებოდა, ანუ ვერ იქნა იდენტიფიცირებული აბონენტები, ასევე, არ მოხდა ინტერენტტრაფიკის მონაცემების მიმდინარე შეგროვება და ექსპერტიზის დასკვნითაც ვერ იქნა დადასტურებული - ბრალდების მიერ მითითებულ პერიოდში ხორციელდებოდა თუ არა ზარები უშალოდ ამოღებული „სიმ-ბოქსების“ გამოყენებით, დადებით შემთხვევაში - რა ხანგრძლივობით და რა ნომრებზე, პალატა განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობა გახდა ერთ-ერთი საფუძველი საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ბ-----------------აძის გამართლებისა. ამ ნაწილში პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის დასაბუთებულ მსჯელობას და ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას, რომ ბ-----------------აძის მიერ ასევე ჩადენილია ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

 

პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ ბ-----------------აძის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ათასობით სიმ-ბარათი და სიმ-ბარათის ჩასადები, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ყველა ეს ნომერი ერთდროულად ვერ იქნებოდა მოთავსებული „სიმ-ბოქსში“ და ამ ნომრებს პერიოდულად ცვლიდა მსჯავრდებული. პროკურორი ასევე განმარტავს, რომ კომპანიებისათვის მიყენებული ზარალი დადგენილი იქნა იქიდან გამომდინარე, თუ რომელი კონკრეტული ნომრიდან რა ოდენობის ზიანი იქნა მიყენებული და მომსახურე ანძების დადგენა კი არ იყო საჭირო, ვინაიდან სახლიდან უკვე იყო ამოღებული ბარათები და დადასტურებულია, რომ სწორედ ფ---------ძე სარგებლობდა ამ სიმ ბარათებით.

 

პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ ბ-----------------აძის ბინიდან დიდი რაოდენობით სიმ-ბარათების ამოღება, თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა მათგანი გამოყენებული იყო ასევე მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ მოწყობილობებში - „სიმ-ბოქსებში“. სისხლის სამართლის საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ბ-----------------აძე ,,სიმ-ბოქსით“ სარგებლობდა 2015 წლის 14 სექტემბრიდან, 2015 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. რაც შეეხება მისთვის ბრალად წარდგენილ პერიოდს - 2015 წლის ივლისიდან, 2015 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით, არ არის დადასტურებული ამ დროის განმავლობაში კონკრეტულად რა პერიოდში რომელი სიმ-ბარათების გამოყენებით მოახდინა ბ-----------------აძემ საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარებად გარდაქმნა, კონკრეტულად რა ტერიტორიიდან ხდებოდა ზარების განხორციელება, ვინ იყო ზარის წამომწყები და მიმღები მხარე. აღნიშნული ტელეფონის ნომრებით კონკრეტულ პერიოდში განხორციელებული ზარების მომსახურე ანძების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მოიპოვება, ხოლო ბ-----------------აძის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მოწყობილობებიდან სრულყოფილად ვერ მოხერხდა გადმოწერა და ვერ იქნა აღმოჩენილი განხორციელების აღრიცხვის ჟურნალი, ან სხვა რაიმე დეტალური ინფორმაცია, რომელიც ასახავს განხორციელებული შემომავალი ან გამავალი ზარების აღრიცხვიანობას.

 

რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ გამოძიების დროს მიმართული იყო სასამართლოსთვის ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოსათხოვად განჩინების გაცემის თაობაზე, პალატა ამ შემთხვევაშიც არ იზიარებს საჩივრის ავტორის შეფასებას, რომ ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, შესაბამისად, ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება არ მიიჩნია საჭიროდ. 2016 წლის 26 თებერვლის განჩინების თანახმად, მოსამართლის მიერ არ იქნა პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილებული, ვინაიდან შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით არ დასტურდებოდა მითითებული მობილური ტელეფონის ნომრების შემხებლობა დანაშაულთან, არ მოიპოვებოდა შესაბამისი ინფორმაცია გამოძიების მიერ მოპოვებული სიმბარათებისა და შუამდგომლობაში მითითებული ტელეფონის ნომრების ურთიერთკავშირის შესახებ. აღნიშნული კი, რა თქმა უნდა, არ მიუთითებს, რომ ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება არ იქნა საჭიროდ მიჩნეული, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შუამდგომლობის წარდგენისას სასამართლოს წინაშე სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული გამოსათხოვი ინფორმაციის საჭიროება და მისი შემხებლობა სისხლის სამართლის საქმესთან.

 

პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ-----------------აძემ ე.წ. „სიმ-ბოქსების“ გამოყენებით 2015 წლის 14 სექტემბრიდან, 2015 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში განახორციელა კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლა, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ჩატარებული საგმოძიებო მოქმედების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი სხვა არაერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებით; თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ვერ პასუხობენ კითხვას - განიცადეს თუ არა და რა ოდენობის ქონებრივი ზიანი განიცადეს საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა კომპანიებმა უშუალოდ ბ-----------------აძის მიერ განხორციელებული ქმედებით. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორი ცდილობს დაასაბუთოს, რომ შპს „მობიტელის“, შპს „ჯ-----ლის“ და შპს „მ--------მის“ წარმომადგენლების მიერ მითითებული თანხების ოდენობით არსებული ზიანი გამოწვეულია ბ-----------------აძის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, თუმცა ბ-----------------აძის მიერ მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ჩადენის ნაწილში აღნიშნული მტკიცებულებები ვერ პასუხობენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს და სახეზეა მხოლოდ ვარაუდი, რასაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძნება. ამ ნაწილში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია გაზიარებული არ უნდა იქნეს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სხვაგვარი დასკვების გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ ბ-----------------აძემ ჩაიდინა კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ბ-----------------აძის ბრალეულობა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იგი მსჯავრდებული უნდა იქნეს აღნიშნული კვალიფიკაციით; ხოლო საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში იგი უნდა გამართლდეს.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ბ-----------------აძის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ბ-----------------აძის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ე.წ. ,,სიმ-ბოქსების“ და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისათვის გადაცემის ფაქტზეც და განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად განაჩენში, სისხლისამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ-----------------აძის სარგებლობაში არსებული ბინიდან ამოღებული მოწყობილობები, რომელიც ნივთმტკიცებად არის ცნობილი, არის დანაშაულის იარაღი, მსჯავრდებული იყენებდა დანაშაულებრივი საქმიანობის განსახორციელებლად, მას ღირებულება გააჩნია და შესაბამისად, არსებობს მისი საპროცესო კონფისკაციის სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც აღნიშნული აპარატურა გადაეცა შსს-ს შესაბამის სამსახურს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენი ბ-----------------აძის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ მ-----------------–--ნის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ბ-----------------აძის და ადვოკატ უ--------–--ლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენი;

 

ბ-----------------აძე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბ-----------------აძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.

 

ბ-----------------აძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ბ-----------------აძის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ლეპტოპები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

ბ-----------------აძის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ე.წ. ,,სიმ-ბოქსები“ და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

ბ-----------------აძის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სიმ-ბარათები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი დისკი, შ--------------–-დან“ გადმოგზავნილი დისკი და მ-----–-----------ის მიერ წარდგენილი დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე