განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2018
საქმის ნომერი
010310017002171059
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017002171059 (3/ბ-112-2018 წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ---------------ს კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე (სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ) და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2017 წლის 03 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მომართა შ--------------მა და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმება და სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ქ. ბათუმში, გ--------------ლებაში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთზე შ---------------ს საკუთრების უფლების დარეგისტრირება.

 

შ---------------ს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 08.11.2017 წ. მომართვით შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შ---------------ს კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა საჩივრად, დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში წარმოედგინა:

ა) სარჩელი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ ფორმის ნიმუშში შედგენილი წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით ხელმოწერილი თავად მოსარჩელის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ;

ბ) მიეთითებინა მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაზვევი სხვა პირის სახელი (სახელწოდება) გვარი, ძირითადი მისამართი, ასევე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი;

გ) მიეთითებინა დავის საგანი;

დ) სარჩელის ფასი;

ე) დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა და კონკრეტულად მიეთითებინა ამ ეტაპზე რა წარმოადგენს მის მოთხოვნას;

ვ) დავის საგნის ღირებულების შესაბამისად (დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით) გადაეხადა და წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით, ან ინვალიდობის დამადასტურებელი, ან ქონებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები;

 

ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ადრესატს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, და მისთვის (შ---------------სთვის) გადასაცემად 2017 წლის 05 დეკემბერს ჩაბარდა ოჯახის წევრს, რძალს - მ---------------ეს (ს.ფ. 12-13).

 

ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2017 წლის 15 დეკემბერი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შ---------------ს სარჩელი, არ იქნა მიღებული სასამართლო წარმოებაში.

 

შ--------------მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმება.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და მისი გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ შ---------------ს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი:

2017 წლის 03 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მომართა შ--------------მა და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმება და სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ქ. ბათუმში, გ--------------ლებაში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთზე შ---------------ს საკუთრების უფლების დარეგისტრირება.

 

შ---------------ს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 08.11.2017 წ. მომართვით შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შ--------------ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში წარმოედგინა ა) სარჩელი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ ფორმის ნიმუშში შედგენილი წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით ხელმოწერილი თავად მოსარჩელის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ; ბ) მიეთითებინა მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი (სახელწოდება) გვარი, ძირითადი მისამართი, ასევე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი.... გ) მიეთითებინა დავის საგანი; დ) სარჩელის ფასი; ე) დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა და კონკრეტულად მიეთიტებინა ამ ეტაპზე რა წარმოადგენს მის მოთხოვნას; ვ) დავის საგნის ღირებულების შესაბამისად (დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით) გადაეხადა და წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით, ან შესაძლებლობის შეზღუდვის დამადასტურებელი, ან ქონებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

 

ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ადრესატს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და 2017 წლის 05 დეკემბერს ჩაბარდა ოჯახის წევრს, რძალს - მ---------------ეს (ს.ფ. 12-13).

ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2017 წლის 15 დეკემბერი.

მოსარჩელემ ხარვეზი არ შეავსო.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შ---------------ს სარჩელი, არ იქნა მიღებული სასამართლო წარმოებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილში ან/და 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არის წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა, ან/და სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ.

პალატა განმარტავს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელეს მიეცა საკმარისი საპროცესო ვადა დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც მის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისია პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, შ---------------ს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ---------------ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება;

 

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე