განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001180491
საქმე №1ბ/426-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ--------------ს
მსჯავრდებულის: ტ------–----------ის
ადვოკატის: ე------------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ დ----------------ის და მსჯავრდებულ ტ------–----------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ტ------–----------ის, დ----------–--------–-–------------ საქართველოს მოქალაქის (პირადი #3----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ს-----------------------------–-------–------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------–----–---–-------------------------–-- ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ------–----------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 22:35 საათზე, ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ,,---------------ს“ მიმდებარედ, A-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ,,შ----------------ს” მოდელის ა/მანქანის მძღოლმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, საქართველოს შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განყოფილების უფროსმა ტ------–----------ემ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და შედეგად დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ვ-–---------------–---–ს, რომელიც მიღებული დაზიანებების გამო შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით:
ტ------–----------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილზე.
ტ------–----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
ტ------–----------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ ტ------–----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო სასამართლო სხდომის დარბაზში მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 თებერვლიდან.
ტ------–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა დ----------------ემ, აგრეთვე, მსჯავრდებულმა ტ------–----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ----------–---–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ბრალდების მხარემ მოითხოვა ტ------–----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ტ------–----------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა ტ------–----------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ თ--------------ს მიერ, ზემდგომი პროკურორის დ-------------–--ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ტ------–----------ესთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ტ------–----------ემ, ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ტ------–----------ესთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დაზუსტებული პირობებით მოითხოვა შემდეგი:
ტ------–----------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 1 (ერთი) დღის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 4 (ოთხი) თვის და 1 (ერთი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, ტ------–----------ეს დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორაგნოებს.
ტ------–----------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 27 თებერვლიდან.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ტ------–----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაზუსტებული პირობებით მსჯავრდებულ ტ------–----------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ტ------–----------ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ტ------–----------ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ტ------–----------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ ტ------–----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის აღიარებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის, მოწმეების და ექსპერტების - ს--–----------------------–---–-----------------–-------------------–-------------------------------------------------------------–--------------------–---------------------–-------–--–----------------–---–-------------------–---–-------–-------–---------------------–----------–---–-----–-–----------–-------------------------------------–---------------–--–----------------------–-–---–-- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული სქემით), სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით და მათი დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ტ------–----------ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–6 ნაწილით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის, მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით პროკურორსა და მსჯავრდებულ ტ------–----------ეს შორის;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენში ტ------–----------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
ტ------–----------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 1 (ერთი) დღის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 4 (ოთხი) თვის და 1 (ერთი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი;
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, ტ------–----------ეს დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორაგნოებს;
ტ------–----------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 27 თებერვლიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან;
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ტ------–----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ტ------–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ავტომანქანა შკოდა (სახ. ნომრით A--------) და ავტომანქანის პლასტმასის დეტალები, დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული სხვადასხვა ნივთებით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტ თ----------------–--ის N5--------- მიმართვის წერილით მიღებული ვ-–---------------–---–ის გვამის ტანსაცმელი, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
არამაის სარქისიანის მიერ წარდგენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი - მოთავსებული 1 დისკში, შპს ,,ქ--------–----------ს ჯგუფის“ N0------ მიმართვის წერილით მიღებული გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების ვიდეო ჩანაწერები - მოთავსებული 1 ცალ დისკში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის N0------- მიმართვის წერილით მიღებული სამეთვალყურეო კამერების ვიდეო ჩანაწერები - მოთავსებული 1 ცალ დისკში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეომასალა - მოთავსებული 1 ცალ დისკში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს N5--------- მიმართვით მიღებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ამსახველი ჩანაწერები - მოთავსებული 1 ცალ დისკში და ზვიად გიგაურის მიერ წარდგენილი ფოტოები - მოთავსებული 1 ცალ დისკზე, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე