განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002373888
საქმე №1ბ/435-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-----------–-ას
მსჯავრდებულის: რ--------------------–ის
ადვოკატების: მ--------------ის და გ-------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ რ--------------------–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №028250717001): რ--------------------–ის მიმართ. რ--------------------–ი დაბადებულია 1990 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #2----------), საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის და საცხოვრებელი მისამართი: კ-----------------------–----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ--------------------–იმ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ბორჯომი-თბილისის მატარებლით მგზავრობის დროს, კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურის მონაკვეთზე რ--------------------–იმ შელაპარაკების ნიადაგზე ვ--–--------–---–---ს მუცლის არეში დანით განზრახ მიაყენა ერთი
შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, რის შედეგადაც ვ--–--------–---–---მა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
გორის რაიონული სამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით რ--------------------–ი
ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მცხეთის რაიონული სამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულ რ--------------------–ის საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
რ--------------------–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 ივლისიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ--------------------–იმ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------------–---–მა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულ რ--------------------–ის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდეს სასჯელი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა მისი შემამსუქებელი გარემოებანი და ისე დაუნიშნა სასჯელი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა რ--------------------–იმ, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ-------------–---–მა და მ--------------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. შესავალ და დასკვნით სიტყვებში მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე რ--------------------–ის მიმართ სასჯელის შემსუბუქება.
ბრალდების მხარემ შესავალ და დასკვნით სიტყვაში მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ--------------------–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რ--------------------–ის მიერ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების რ---–-----------------------------------–---–-----------------------------------–---–------–----------------------ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ვ--–--------–---–---ის გამოკითხვის ოქმით, მსჯავრდებულ რ--------------------–ის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმით, ამოღების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, პიროვნების ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო სამედიცნო ექსპერტიზის #004337117 დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით. ამდენად, პალატა რ--------------------–ის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ რ--------------------–ისთვის სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებანი, კერძოდ ის, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებანი და ამით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელაბას. ამასთან, აქვს მძიმე ეკონომიური პირობები, რაც გამოწვია მშობლების გაცილების გამო მარტო ცხოვრებამ. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას ზემოაღნიშნული შემამასუბუქებელი გარემოებათა გამო რ--------------------–ისთვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის პირობით ჩათვლაზე. საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლით განსაზღვრულია სასჯელის დანიშვნის ზოდაგი წესი შემამსუბუქებელ გარემოებათა არსებობისას. კერძოდ, სასჯელის დანიშვნის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ,,თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით და აქტიურად ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას“. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ--------------------–იმ ვ--–--------–---–---ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა 2017 წლის 24 ივლისს, ხოლო რ--------------------–ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2017 წლის 26 ივლისს, ანუ ჩადენილი დანაშაულიდან ორი დღის შემდეგ - მაშინ, როცა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებული იყო და გამოვლენილი იყო დანაშაულის ჩამდენი პირი. იმავე მუხლის რეგულაციით არ უნდა გააჩნდეს პირს დამამაძიმებელი გარემოებანი. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი სასჯელის დანიშვნის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა ,,იარაღის გამოყენება“. მოცემულ შემთხვევაში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რ--------------------–იმ ცივი იარაღის - დანის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება მიაყენა ვ--–--------–---–---ს, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. რ--------------------–ი ნასამართლევია ორი განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენისათვის და განსახილველ საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. აღნიშნული გარემოება კი არა თუ აღმოჩნდა მსჯავრდებულისთვის შემაკავებელი, არამედ კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაული, რამაც ხელყო ადამიანის ჯანმრთელობა, რაც სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისათვის.
ამდენად, პალატის აზრით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ--------------------–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს და სიმძიმეს. იგი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ რ--------------------–ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ რ--------------------–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ--------------------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ--------------------–ის და მისი ინტერესების დამცველის - ადვოკატ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ რ--------------------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
რ--------------------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულ რ--------------------–ის საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
რ--------------------–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 ივლისიდან.
ცნობად იქნას მიღებული, რომ რ--------------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: რ--------------------–ის და ვ--–--------–---–---ის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო რ--------------------–ის და ვ--–--------–---–---ის სისხლის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე