განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2018
საქმის ნომერი
080210016001576545
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210016001576545

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 2/ბ-373-18 13 ივნისი 2018 წელი ქ.ქუ-----ი

 

ქუ-----ის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: საქმის განხილვის ფორმა: ირმა პერანიძე ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოსარჩელე) მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - - თ---------- ლ-------ე სს ,,ლ-------- ბ---ი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება

 

1. აპელანტის მოთხოვნა:გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება 2017 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელის, სს ,,ლ-------- ბ---ის“ სარჩელი (შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში) მოპასუხე - თ---------- ლ-------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხე თ---------- ლ-------ეს (პ/ნ 6----------), სს ,,ლ-------- ბ---ის“ (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 3148.13 ლარის (ძირი თანხა-1830 ლარი, პროცენტი -813.58 ლარი, ჯარიმა -500 ლარი ) გადახდა; 3. მოპასუხე თ---------- ლ-------ეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება; 4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 81 (ოთხმოცდაერთი) ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: საგადასახადო დავალება N8, გადამხდელის ბ---ი: სს ,,ლ-------- ბ---ი’’, LBRTBGE22, მიმღები: სახელმწიფო ხაზინა, ბ---ის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის ანგარიში/სახაზინო კოდი 300183150; ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი: 1. არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე თ---------- ლ-------ის (წარმომადგენელი ლ---- ჭ--–--ე) საჩივარი; 2. ძალაში დარჩეს ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეზე №2/2-46-16, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს „ლ-------- ბ---ის“ სარჩელი მოპასუხე თ---------- ლ-------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე; დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის განმარტებით, 2--- წლის 17 აპრილს, სს ,,ლ-------- ბ---სა“ და თ---------- ლ-------ეს შორის გაფორმდა საბ---ო საკრედიტო ხელშეკრულება №----/2---/4----, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა სესხი 1830 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა - 28.10.2014-მდე, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 24 %, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო- ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თ---------- ლ-------ეს სს ,, ლ-------- ბ---ის“ წინაშე წარმოეშვა ფულადი ვალდებულება. მისმა დავალიანებამ № 0002/2---/4---- ხელშეკრულებაზე 10.03.2015 წლის მდგომარეობით შეადგინა 6030.43 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა- 1830 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი- 813.58 ლარი, სესხის ვადაგადაცილებული ჯარიმა - 3386.85 ლარი. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება, რომლის მიხედვითაც მიეცა დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფილობითი დაფარვისათვის და მიეწოდა ინფორმაცია თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ, თუმცა ვალდებულება არ შეუსრულებია. 2017 წლის 2- სექტემბერს, მოსარჩელემ დააზუსტა (შეამცირა) სარჩელი და მოითხოვა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 3148.13 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა -1830 ლარი, პროცენტი -813.58 ლარი, ჯარიმა -500 ლარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება: 2.1. 2016 წლის 31 ოქტომბერს, ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელე სს ,, ლ-------- ბ---ის“ წარმომადგენელმა თამთა მოგელაძემ, მოპასუხედ დაასახელა თ---------- ლ-------ე და მოითხოვა, თ---------- ლ-------ეს, სს ,,ლ-------- ბ---ის“ ს/კ (2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 6030.43 ლარის (ძირი თანხა-1830 ლარი, პროცენტი -813.58, ჯარიმა -3386.85) და საქმის წარმოებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის- 181 ლარის გადახდა. 2.2. საქმის მომზადების ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა (შეამცირა) სარჩელი და მოითხოვა, თ---------- ლ-------ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 3148.13 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1830 ლარი, პროცენტი -813.58 ლარი, ჯარიმა -500 ლარი (ს.ფ.54). 2.3. ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი და მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად, რომლის ჩაბარებაზეც 2016 წლის 19 დეკემბერს ადრესატმა უარი განაცხადა (ს.ფ.37). გარდა ამისა, მოპასუხეს დამატებით, კვლავ, არაერთგზის გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, რომლის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ განხორციელდა ადრესატის არყოფნის გამო (ს.ფ.38-39). 2.4. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, თუმცა მითითებულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. 2.5. თ---------- ლ-------ის მიერ, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ვინაიდან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 868-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდა. 2.6. 2017 წლის 30 ოქტომბერს, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა თ---------- ლ-------ემ და ქუ-----ის საქალაქო სასასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს გზავნილი (სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია. მას გზავნილის ჩაბარებაზე უარი არ განუცხადებია, შესაბამისად, მისთვის არ იყო ცნობილი ინფორმაცია საქმის განმხილველი სასამართლოსა და მხარეების შესახებ. გარდა ამისა, იგი დასაქმებულია ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ქ.ქუ-----ში, იურიდიულ მისამართზე იმყოფება, მხოლოდ არასამუშაო დღეებში. 2016 წლის 19 დეკემბერი იყო სამუშაო დღე, რა დროსაც იმყოფებოდა სამსახურში და ფოსტის კურიერს მისთვის გზავნილი არ მიუტანია. 2.7. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. 2.8. დადგენილია, რომ სასამართლოს გზავნილი სამოქალაქო საქმეზე სს „ლ-------- ბ---ის“ სარჩელის გამო, მოპასუხე თ---------- ლ-------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში დაფიქსირებული მისამართის მიხედვით, ქ. ქუ-----ი, 2- მ----ს ქ. №---, რომლის ჩაბარებაზეც ადრესატმა უარი განაცხადა 2016 წლის 19 დეკემბერს. ამდენად, შესაგებლის წარმოდგენისათვის დადგენილი 10 დღიანი ვადის დენა მოპასუხე თ---------- ლ-------ის მიმართ დაიწყო 2016 წლის 19 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 29 დეკემბერს (არასამუშაო დღეების გათვალისწინებით) 24:00 საათზე. ვინაიდან, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 29 სექტემბრის №2/2-46-16/17 დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი იყო სსკ-ის 2321-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც გამორიცხავდა საჩვრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ იმ დღეებში, რომელსაც ფოსტის კურიერი უთითებდა, რომ გზავნილი არ ჩაიბარა, რეალურად მოპასუხე იმყოფებოდა ოზურგეთის სასამართლოში. სავარაუდოდ მოსარჩელემ გააყალბა საფოსტო გზავნილი. 3.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა ზღუდავდეს პირის უფლებას მიმართოს სასამართლოს და საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული წესით დაიცვას თავისი სადავოდ ქცეული უფლება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი ძალაში დატოვების დროს არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარებია, რითაც დაირღვა მისი უფლება. 3.3. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ წარადგინა საჩივარი, ამასთან სადავო გახადა საფოსტო გზავნილი, სასამართლოს აძლევდა ლოგიკური, თანმიმდევრული და დასაბუთებული დასკვნის საფუძველს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან არ იკვეთებოდა საქმისადმი ინტერესის დაკარგვა და უნდა გაუქმებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ დასაბუთებას და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: 4.3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, ამასთან, 2016 წლის 02 დეკემბრის გზავნილის ჩაბარება საფოსტო დაწესებულების მიერ ვერ მოხერხდა ადრესატის არყოფნის გამო (ს.ფ.39), ხოლო 2016 წლის 15 დეკემბრის გზავნილის ჩაბარებაზე თ---------- ლ-------ემ უარი განაცხადა 2016 წლის 19 დეკემბერს (ს.ფ.37). მიუხედავად გზავნილის ორჯერ გაგზავნისა, 2016 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელე კვლავ ეცადა მოპასუხისათვის გზავნილის ფოსტის მეშვეობით ჩაბარებას, თუმცა ადრესატის არყოფნის გამო ვერ ჩააბარა (ს.ფ.38). 4.4. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ წარადგინა ცნობა იმის თაობაზე, რომ თ.ლ-------ე 2016 წლის 6 სექტემბრიდან მუშაობს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნის თანამდებობაზე და რომ 2016 წლის 12, 19 და 27 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სხდომის მდივნის უფლებამოსილებას. (ს.ფ.92) 4.5. 2017 წლის 21 თებერვალს, საჩივრის განხილვის მიზნით დანიშნულ სასამართლო სხდომაზე თ. ლ-------ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2016 წლის 12, 19 და 27 დეკემბერს 10 საათიდან- 18 საათამდე მოპასუხე იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე. 4.6. 2017 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორმა წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება, შპს „---“-ის დირექტორისადმი მიმართვა, რომლითაც ითხოვდა 2016 წლის 19 დეკემბრის საფოსტო გზავნილის მომსახურე კურიერის ვინაობისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენას (ს.ფ.93). საჩივრის ავტორმა იმავდროულად განმარტა, რომ წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ, თუმცა სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა მტკიცებულების სასამართლოს მეშვეობით მოპოვების თაობაზე არ დაუყენებია (იხ. 21.02.2017წ სასამართლო სხდომის ოქმი). 4.7. პალატა არ იზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს გზავნილის ჩაბარებაზე უარი არ განუცხადებია და რომ საფოსტო დოკუმენტზე ჩანაწერი „უარი განაცხადა ჩაბარებაზე“- არასწორია. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომლითაც განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის მოდავე მხარეთა შორის განაწილების საკითხი და დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე მოპასუხეს უარი არ განუცხადებია - მოპასუხის მტკიცების ვალდებულებაა. 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პალატამ შეაფასა სასამართლო სხდომაზე მხარის განმარტება, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ 2016 წლის 19 დეკემბერს, შეუძლებელი იქნებოდა საფოსტო კურიერისა და მოპასუხის კომუნიკაცია, ხოლო მომჩივანს გზავნილის ჩაბარების თაობაზე დეტალური მონაცემები (საფოსტო რეესტრი, სადაც დაფიქსირებულია გზავნილის მიტანის კონკრეტული დრო, კურიერის დასახელება და სხვა მონაცემები) არ წარმოუდგენია და ასეთი მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა, 103.2 მუხლის თანახმად არ დაუყენებია. ამდენად, საჩივრის ავტორის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 19 დეკემბრის საფოსტო გზავნილში დაფიქსირებული ჩანაწერი -„უარი განაცხადა ჩაბარებაზე“ - არასწორია, გაზიარებული ვერ იქნება. 4.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, რაც შეიძლება გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, თ---------- ლ-------ის საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით, შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებითა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილებები გამოიტანა, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ თ---------- ლ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის თ---------- ლ-------ის სააპელაციო საჩივარზე ლ---- ჭ--–--ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. თ---------- ლ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება.

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუ-----ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუ-----ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე