განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2018
საქმის ნომერი
330210116001261552
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001261552

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/435-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი - ნ-----–- რ-------

წარმომადგენელი - ა---- ლ-------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ბ------ რ-------

წარმომადგენელი - ი----- ბ----–--

 

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ-----–- რ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ნ-----–- რ------- დაქორწინდა ო---- ა------------ზე ბაბუის, ი--- რ------ის გარდაცვალებამდე და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში მდებარე ქ-------–----------------------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.2. ი--- რ------- და მისი მეუღლე, ე---------- რ------- ბავშვობიდან ზრდიდნენ და პატრონობდნენ მათთან ერთად მცხოვრებ შვილიშვილებს : ნ-----–- რ-------ს, თ---------- რ-------სა და ე----- რ-------ს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.3. საქმეში წარმოდგენილი 1968 წლის 15 ივლისს შედგენილი, ნოტარიუს გ.ჭ--–--ის მიერ დამოწმებული, რეესტრის #2-------, ანდერძის მიხედვით, ი--- ს---–------ის ძე რ------- ყველა იმ ქონებას, რომელიც მისი სიკვდილის დღეს მის საკუთრებაში აღმოჩნდება, უანდერძებს შვილისშვილს - ნ-----–- გ-------ს ასულ რ-------ს, მცხოვრებს ქალაქი თ---–-----–-----------------.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული დამოწმების ფურცლის #1------, 1---------წ მიხედვით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ადასტურებს დასახელებული ანდერძის ასლის სისწორეს დედანთან, ამასთან, აღნიშნავს, რომ ნოტარიუს გ.ჭ--–--ის სანოტარო არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია ანდერძის გაუქმების/შეცვლის შესახებ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

- ანდერძი 1---------წ, #2------- (ს.ფ. 23);

-საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული დამოწმების ფურცელი #1------,1---------წ (ს.ფ.22).

 

2.4. ი--- რ------- გარდაიცვალა 1----–-–------------------ს. გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილი - გ------- რ------- და მეუღლე - ე---------- რ-------, ანდერძისმიერ მემკვიდრეს კი - შვილიშვილი, ნ-----–- რ-------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

-გარდაცვალების მოწმობა #0---------- (ს.ფ.42);

-საარქივო ცნობა ი--- რ------ის ქორწინების შესახებ 08/11/2011წ, #2------------ (ს.ფ.43);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

-- ანდერძი 1---------წ, #2------- (ს.ფ. 23).

 

2.5. ი--- რ------ის გარდაცვალების მომენტისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების 09/11/2015წ მიხედვით, მასზე ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე თ---–--------------------------------------------, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: 674 კვ.მ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება

09/11/2015წ (ს.ფ. 24).

 

2.6. საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის 27/05/2011წ, #0------------ მიხედვით, ე---------- რ------ის რეგისტრაციის ადგილს, 1933 წლის 24 დეკემბრიდან, წარმოადგენდა ქ------–---------------------. შესაბამისად, ი--- რ------ის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით, კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში მიღებული ჰქონდა იმავე მისამართზე მცხოვრებ მეუღლეს - ე---------- რ-------ს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

-საინფორმაციო ბარათი 27/05/2011წ, #0------------ (ს.ფ.44);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

2.7. საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს ი.ბ--------–--ის მიერ დამოწმებული ანდერძის 21/07/1984წ, რეესტრის #4----- მიხედვით, ე---------- რ-------მ მთელი მისი ქონება, რაც გარდაცვალების მომენტისათვის მოანდერძის საკუთრებაში აღმოჩნდება, უანდერძებს შვილიშვილს, თ---------- გ-------ს ძე რ-------ს, მცხოვრებს ქ-------–--–--------------------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :

-ე---------- რ------ის ანდერძი 21/07/1984წ, რეესტრის #4----- (ს.ფ.48).

 

2.8. ე---------- რ------- გარდაიცვალა 1-----–-–-------------ს. მის ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა შვილიშვილი - თ---------- რ-------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :

-ე---------- რ------ის გარდაცვალების მოწმობა, სააქტო ჩანაწერის #4--- (ს.ფ.51-52);

-ე---------- რ------ის ანდერძი 21/07/1984წ, რეესტრის #4----- (ს.ფ.48).

 

2.9. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის 24-ე სახელმწიფო სანოტარო კანტორის მიმართ 1984 წლის 21 ნოემბერს თ---------- რ------ის მიერ წარდგენილი განცხადებით, განმცხადებელმა მოითხოვა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემა ე---------- რ------ის დანაშთ ქონებაზე მდებარე ქ-------–------------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :

-განცხადება 21/11/1984წ (ს.ფ.50).

 

2.10. საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის 27/05/2011წ, #0------------ მიხედვით, თ---------- რ------- 1979 წლის 29 სექტემბრიდან 2008 წლის 24 აპრილამდე რეგისტრირებულია მისამართზე ქ-------–--------------------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :

-საინფორმაციო ბარათი 27/05/2011წ, #0------------ (ს.ფ.45).

 

2.11. თ---------- რ------- გარდაიცვალა 2----–-–----------------ს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :

-გარდაცვალების მოწმობა #0---------- (ს.ფ.25).

 

2.12. საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის 27/05/2011წ, #0------------ მიხედვით, ბ------ რ------- 1996 წლის 25 ივლისიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ.------–---------–-----------------–--------------------ში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საინფორმაციო ბარათი 27/05/2011წ, #0------------ (ს.ფ.47).

 

2.13. საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს თ. ბ--------–--ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის 30/11/2011წ, #1-------- მიხედვით, ბ------ რ------ის სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა მამის, თ---------- რ------ის დანაშთ ქონებაზე, რომელსაც თავის მხრივ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით მიღებული ჰქონდა ბებიის, ე---------- რ------ის ანდერძისმიერი სამკვიდრო, მოანდერძეს კი ფაქტობრივი ფლობით მეუღლის - ი--- რ------ის ქონება. საჯარო რეესტრში უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით აღირიცხა ბ------ რ------ის სახელზე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

-სამკვიდრო მოწმობა 30/11/2011წ, #1-------- (ს.ფ.37-40);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 29/12/2011წ, #8----------- (ს.ფ.26-27).

 

2.14. უძრავი ნივთი მდებარე ქ--–---------–--------------------- ბ------ რ------ის მიერ გაიყო ორ ნაწილად და მიენიჭა სხვადასხვა საკადასტრო კოდი: #0--------------- და

#0---------------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 07/03/2014წ, #8----------- (ს.ფ.31-32);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 07/03/2014წ, #8----------- (ს.ფ.35-36).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.15. სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიჩნია ფაქტების დადასტურების მიზნით რ----- რ------ისა და მ----------- ტ---ის წერილობით წარდგენილ ახსნა-განმარტება, რაც მოპასუხემ სადავოდ გახადა, ვინაიდან აღნიშნული პირები პროცესზე მოწმის სახით არ დაკითხულან და განცხადებაში მითითებული ფაქტები მოწმის სტატუსით მათ არ დაუდასტურებიათ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავის საფუძველზე, მოწმის ჩვენება მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ იგი სასამართლო სხდომაზე დაიკითხა. ამასთან, რ----- რ------ის მიერ წერილობით გაცხადებული ახსნა-განმარტებისათვის იურიდიული ძალის მინიჭების შემთხვევაშიც, მის მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან სადავო პერიოდში, ი--- რ------ის გარდაცვალებიდან, 1--- წლიდან 6 თვეში რ----- რ------- წარმოადგენდა მცირეწლოვანს, ერთი წლის ასაკის პირს, შესაბამისად, ვერ გახდებოდა ფაქტობრივი გარემოებების უშუალო თვითმხილველი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, 08/05/2013წ (ს.ფ. 22-23);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 07/06/2013წ, #8----------- (ს.ფ.29).

 

2.16. სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-----–- რ-------მ ბაბუის, ი--- რ------ის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, რაც გამოიხატა იმაში, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან დაეუფლა ბაბუის უძრავ ქონებას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

სასამართლოს მითითებით მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს, ბაბუის, ი--- რ------ის სამკვიდროს კანონით დადგენილი წესით მიღების დამადასტურებელი უტყუარი და სათანადო მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წამოუდგენია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოწმეთაგან, შვილი, დ----- რ------- წარმოადგენდა მცირეწლოვანს და იგი ვერ იხსენებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს. მოწმე, ც----- ქ------–---–-, ნ-----–- რ------ის ყოფილი მული და მოწმე, ო---- ა------------ი, ნ-----–- რ------ის ყოფილი მეუღლე, მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავენ, რომ მოსარჩელე მეუღლესთან განქორწინდა ი--- რ------ის სიცოცხლეში, საცხოვრებლად, სამ შვილთან ერთად დაბრუნდა პაპის მისამართზე, სადაც ბავშვებს აკითხავდნენ ყოფილი ნათესავები. სრულიად საპირისპირო და საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებს მიუთითებენ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, ი--- რ------ის მეზობლები, მ----- მ----------, ნ-----–- კ-------- და ზ----- ჭ--–--ე. მათი ჩვენება თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი იშველიებენ სხვა მეზობელთა გამოკითხვას, ერთხმად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ ნ-----–- რ-------ს გათხოვების შემდეგ ი--- რ------ის სახლში აღარ უცხოვრია, შესაბამისად, არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას და შესაბამისად, სადავო პერიოდში არ მიუღია მონაწილეობა სახლთმფლობელობის მოვლა-პატრონობაში. ამდენად, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ურთიერსაწინააღმდეგო ჩვენებების ფონზე, სასამართლო მოსარჩელის მოწმეთა განმარტებებს გადაწყვეტილების მიღებისას ვერ გაიზიარებს. სხვა მტკიცებულება კი, გარდა ახსნა-განმარტებისა, რაც სარწმუნოდ და უტყუარად დაადასტურებდა ნ-----–- რ------ის მხრიდან სამკვიდროს მიღებას, საქმეში არ წარმოდგენილა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ი--- რ------ის მიერ შედგენილ ანდერძში შვილიშვილის, ნ-----–- რ------ის საცხოვრებელად ადგილად მითითებულია თ---–----------------------, რაც ეწინააღმდეგება თავად მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან იგი წარმოადგენდა მოანდერძესთან ერთად მცხოვრებ, მის მომვლელ ერთადერთ პირს, ეს გარემოება გახდა საანდერძო განკარგულების გაცემის საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოწმეთა ჩვენებები შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ვერ გახდება მათი ჩვენების გაზიარების საფუძველი, ხოლო მოსარჩელის მიერ გარდა ახსნა- განმარტებისა, სხვა უტყუარი და ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ-----–- რ------ის მიერ სამკვიდრო ქონების მიღებას კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, არ წარმოდგენილა, არ არსებობს ამგვარი ფაქტობრივი გარემოების დადგენის საფუძველი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.17. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მხარეთა შეთანხმება ახალი ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მომხდარა, გამოყენებული უნდა იქნეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის ნორმები, კერძოდ, ი--- რ------ის სამკვიდროსთან დაკავშირებით სამკვიდროს გახსნის დროს, 1--- წელს მოქმედი - საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქცია.

 

2.18. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედ.) 539-ე მუხლით, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით. ამავე კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.

 

სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

სასამართლოს განმარტებით იდენტურ სამართლებრივ მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ნორმები. ხსენებული კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

 

ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო

1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები კანონით მემკვიდრედ ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

სასამართლოს განმარტებით ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

დასახელებული სამართლებრივი განსაზღვრების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი--- რ------- გარდაიცვალა 1----–-–------------------ს. გარდაცვალების მომენტისათვის მის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ--–---------–-------------------------.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ასევე, რომ გარდაცვალების მომენტისათვის მას დარჩა კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, მეუღლე - ე---------- რ-------, შვილი - გ------- რ-------.

 

საქმეში წარმოდგენილი 1968 წლის 15 ივლისს შედგენილი, ნოტარიუს გ.ჭ--–--ის მიერ დამოწმებული, რეესტრის #2------- ანდერძის მიხედვით, ი--- ს---–------ის ძე რ------- ყველა იმ ქონებას, რომელიც მისი სიკვდილის დღეს მის საკუთრებაში აღმოჩნდება, უანდერძებს შვილისშვილს - ნ-----–- გ-------ს ასულ რ-------ს, მცხოვრებს ქალაქი თ---–-----–-----------------. შესაბამისად, მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისათვის დარჩა ანდერძისმიერი მემკვიდრე - ნ-----–- რ-------ც.

 

დადგენილია ასევე, რომ მემკვიდრეთაგან ე---------- რ-------ს მიღებული აქვს მეუღლის, ი--- რ------ის სამკვიდრო ქონება (გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ანდერძის არსებობისა, მოსარჩელის განმარტებით, ე---------- რ-------ს, როგორც უსინათლოს, ისედაც ეკუთვნოდა სავალდებულო წილი, როგორც არაშრომისუნარიან მეუღლეს, იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის 547-ე მუხლის შესაბამისად) ფაქტობრივი დაუფლებით. რაც შეეხება ნ-----–- რ-------ს, სასამართლოს მიერ დადგენილად ვერ იქნა მიჩნეული ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ ბაბუის, ი--- რ------ის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, რაც გამოიხატა იმაში, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა პაპის უძრავ ქონებას. აღნიშნულის დასადასტურებლად მემკვიდრეს, გარდა ახსნა-განმარტებისა, სხვა უტყუარი და სათანადო მტკიცებულებები, სასამართლოსათვის არ წამოუდგენია.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს, ბაბუის, ი--- რ------ის, სამკვიდროს კანონით დადგენილი წესით მიღების დამადასტურებელი უტყუარი და სათანადო მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წამოუდგენია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოწმეთაგან, შვილი, დ----- რ------- წარმოადგენდა მცირეწლოვანს და იგი ვერ იხსენებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს. მოწმე, ც----- ქ------–---–-, ნ-----–- რ------ის ყოფილი მული და მოწმე, ო---- ა------------ი, ნ-----–- რ------ის ყოფილი მეუღლე, მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავენ, რომ მოსარჩელე მეუღლესთან განქორწინდა ი--- რ------ის სიცოცხლეში, საცხოვრებლად, სამ შვილთან ერთად დაბრუნდა პაპის მისამართზე, სადაც ბავშვებს აკითხავდნენ ყოფილი ნათესავები. სრულიად საპირისპირო და საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებს მიუთითებენ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, ი--- რ------ის მეზობლები, მ----- მ----------, ნ-----–- კ-------- და ზ----- ჭ--–--ე. მათი ჩვენება თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი იშველიებენ სხვა მეზობელთა გამოკითხვას, ერთხმად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ ნ-----–- რ-------ს გათხოვების შემდეგ ი--- რ------ის სახლში აღარ უცხოვრია, შესაბამისად, არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას და შესაბამისად, სადავო პერიოდში არ მიუღია მონაწილეობა სახლთმფლობელობის მოვლა-პატრონობაში. ამდენად, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ურთიერსაწინააღმდეგო ჩვენებების ფონზე, სასამართლომ მოსარჩელის მოწმეთა განმარტებები გადაწყვეტილების მიღებისას არ გაიზიარა. სხვა მტკიცებულება კი, გარდა ახსნა-განმარტებისა, რაც სარწმუნოდ და უტყუარად დაადასტურებდა ნ-----–- რ------ის მხრიდან სამკვიდროს მიღებას, საქმეში არ წარმოდგენილა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ი--- რ------ის მიერ შედგენილ ანდერძში შვილიშვილის, ნ-----–- რ------ის საცხოვრებელად ადგილად მითითებულია თ---–------------------------, რაც ეწინააღმდეგება თავად მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან იგი წარმოადგენდა მოანდერძესთან ერთად მცხოვრებ, მის მომვლელ ერთადერთ პირს, გარემოება გახდა საანდერძო განკარგულების გაცემის საფუძველი.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა ახსნა-განმარტების, საქმეში აღნიშნული სადავო გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების , მოწმეთა ჩვენების შეფასების საფუძველზე არ გამოიკვეთა ნ-----–- რ------ის მიერ ბაბუის, ი--- რ------ის სამკვიდროს კანონით დადგენილი წესით მიღების ფაქტი, რის გამოც იგი არ იქნა მიჩნეული ბაბუის სამკვიდრო ქონების ნაწილის მესაკუთრედ და არ დაკმაყოფილდა ნ-----–- რ------ის სარჩელი.

 

მოპასუხის მითითებასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის , როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას.

შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც ამ მხრივ მოპასუხის მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. (ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).

 

2.19. სასამართლოს განმარტებით სამკვიდრო მოწმობის გაცემისას, 2011 წლის 30 ნოემბერს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერი დროს. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან, ნ-----–- რ-------ს ი--- რ------ის სამკვიდრო არ მიუღია კანონით დადგენილი წესით, რის გამოც არ არსებობს სადავო ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნები - ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ ბ------ რ------ის სახელზე 2011 წლის 30 ნოემბერს, უძრავ ნივთთან, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, დაკავშირებით გაცემული სამკვიდრო მოწმობის #1--------, ¾ ნაწილში ბათილად ცნობისა და სადავო უძრავი ქონების ნ-----–- რ------ისათვის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იურიდიული ინტერესისა და სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო (სსსკ-ის 180-ე მუხლი).

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.

 

აპელანტის მითითებით მის მიერ წარდგენილმა მოწმეები დაადასტურეს ფაქტი მასზედ, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების დროის სადავო მისამართზე ცხოვრობდა და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგაც კვლავ განაგრძობდა იქ ცხოვრებას. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გაიზიარა მისი შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენება, თუმცა, მითითებული არ ყოფილა აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სასამართლო თვლის, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

1968 წლის 15 ივლისს შედგენილი, ნოტარიუს გ. ჭ--–--ის მიერ დამოწმებული ანდერძის მიხედვით, ი--- ს---–------ის ძე რ------- ყველა იმ ქონებას, რომელიც მისი სიკვდილის დღეს მის საკუთრებაში აღმოჩნდება, უანდერძებს შვილისშვილს - ნ-----–- გ-------ს ასულ რ-------ს, მცხოვრებს ქალაქი თ---–-----–-----------------. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 19.11.2015 წლის დამოწმების ფურცლის თანახმად ნოტარიუს გ. ჭ--–--ის სანოტარო არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია ი--- ს---–------ის ძე რ------ის ანდერძის გაუქმების/შეცვლის შესახებ. (ტ.1.ს.ფ. 22-23)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის ის გარემოება, რომ ბაბუის ი--- რ------ის გარდაცვალებამდე ნ-----–- რ-------მ ო---- ა------------ზე იქორწინა და საცხოვრებლად მეუღლის საცხოვრებელ მისამართზე: ქ-------–-----------------------ში გადავიდა.

 

ი--- რ------- 1----–-–------------------ს გარდაიცვალა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.11.2015წ. ცნობა-დახასიათების მიხედვით ი--- რ------ის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე: თ---–-------------------------------------, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: 674 კვ.მ. (ტ.1.ს.ფ. 24; 42)

 

უდავოა, რომ გარდაცვალების მომენტისათვის ი--- რ------ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილი - გ------- რ------- და მეუღლე - ე---------- რ-------, ანდერძისმიერ მემკვიდრეს კი - შვილიშვილი, ნ-----–- რ-------.

 

უდავოა ასევე, რომ ე---------- რ-------მ ი--- რ------ის სამკვიდრო ქონება მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო. 21.07.1984 წლის ანდერძით კი ამ უკანსკნელმა მთელი მისი ქონება, რაც გადაცვალების მომენტისთვის მის საკუთრებაში აღმოჩნდებოდა შვილიშვილს - თ---------- გ-------ს ძე რ-------ს უანდერძა. (ტ.1.ს.ფ.48).

 

ე---------- რ------- გარდაიცვალა 1-----–-–-------------ს. ამავე დღეს თ---------- რ-------მ ე---------- რ------ის დანაშთ ქონებაზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართა თბილისის 24-ე სახელმწიფო სანატორო კანტორას (ტ.1. ს.ფ. 50-52);

 

თ---------- რ------- 2----–-–----------------ს გარდაიცვალა. (ტ. ს.ფ.25).

 

30.11.2011 წელს ნოტარიუს თ. ბ--------–--ის მიერ ბ------ რ------ის სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა მამის, თ---------- რ------ის დანაშთ ქონებაზე. საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ნივთი აღირიცხა ბ------ რ------ის საკუთრებად. (ტ.1.ს.ფ. 26-27; ს.ფ.37-40)

 

4.1.2. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ ი--- რ------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილ ექვს თვიან ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ, დაკისრებული აქვს მოპასუხეს. მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ნ-----–- რ------ის მიერ ბაბუის ი--- რ------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების საკითხის გამოსარკვევად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები.

 

მოწმედ დაკითხულმა ც----- ქ------–---–მა, რომელიც ნ-----–- რ------ის ყოფილი მეუღლის დაა, განმარტა, რომ მის ძმასთან განქორწინების შემდეგ ნ-----–- რ------- შვილებთან ერთად საცხოვრებლად ბაბუის საცხოვრებელ სახლში გადავიდა, ბაბუის გარდაცვალებიდან ცოტა ხანში კი საცხოვრებლად კვლავ ც---------------ზე დაბრუნდა. (იხ. 06.10.2016წ. სხდომის საოქმო ჩანაწერი 12:08:16-12:13;15) მოწმე ო---- ა------------მა, რომელიც ნ-----–- რ------ის ყოფილი მეუღლეა განმარტა, რომ მასთან დაშორების შემდეგ ნ-----–- რ------- ბაბუის სახლში პ-------ის ქუჩაზე გადავიდა, სადაც დაახლოებით 5 წელი ცხოვრობდა. ნ-----–- რ------ის გადასვლისას ი--- რ------- ცოცხალი იყო, თუმცა, ნ-----–- (ნ-----–- რ-------) მისი გარდაცვალების შემდეგაც იქ ცხოვრობდა (იხ. 06.10.2016წ. სხდომის საოქმო ჩანაწერი 12:26:29-12:28:55) ამავე სხდომაზე მოწმედ დაიკითხა ასევე დ----- რ-------, ნ-----–- რ------ის შვილი, თუმცა ამ უკანასკნელმა სადავო პერიოდში მცირე ასაკზე მითითებით სადავო გარემოებასთან მიმართებით დანამდვილებით ვერაფერი გაიხსენა. მოწმის სახით დაკითხულმა მეზობელმა ნ-----–- კ--------მ, განმარტა, რომ ნ-----–- რ------- ადრეულ ასაკში გათხოვდა, გათხოვების შემდეგ კი ბაბუის სახლში აღარ უცხოვრია, რომ ეცხოვრა აუცილებლად ეცოდინებოდა, რადგან სადავო სახლთან ძალიან ახლოს, დაახლოებით ას მეტრში ცხოვრობს. (იხ. 06.10.2016წ. სხდომის საოქმო ჩანაწერი 12:43:08; 12:45:18; 12:46:23) მოწმის სახით დაკითხულმა მეზობელმა ზ-----ი ჭ--–--ემ, განმარტა, რომ ი--- რ------- მისი ჯარიდან დაბრუნების შემდეგ მალევე გადაიცვალა, გათხოვების შემდეგ ნ-----–- რ-------ს ბაბუის სახლში აღარ უცხოვრია. ზ-----ი ჭ--–--ის მითითებით მათ უბანში წყალი მხოლოდ სადავო სახლში მოდიოდა, შესაბამისად, წყლის ასაღებად იქ მისვლა ხშირად უხდებოდა, მიუხედავად ხშირი ვიზიტისა მას ნ-----–- რ------- სახლში არასდროს უნახავს. (იხ. 15.05.2017წ. სხდომის საოქმო ჩანაწერი 16:09:19; 16:12:46)

 

ამდენად, მოსარჩელეებმა და მის მერ მოწვეულმა მოწმეებმა (ც----- ქ------–---–ი, ო---- ა------------ი) მიუთითეს ი--- რ------ის გარდაცვალების შემდეგ ი--- რ------ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში ნ-----–- რ------ის ცხოვრების ფაქტი, ხოლო მოპასუხემ და მისმა მოწმეებმა (ნ-----–- კ--------, ზ----- ჭ--–--ე) მიუთითეს, რომ ნ-----–- რ-------ს გათხოვების შემდეგ ბაბუის ი--- რ------ის საცხოვრებელ სახლში აღარ უცხოვრია.

 

მართალია, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ც----- ქ------–---–მა და ო---- ა------------მა განმარტეს, რომ მამკვიდრებლის ი--- რ------ის გადაცვალების შემდეგ ნ-----–- რ------- კვლავ მამკვიდრებლის სახლში განაგრძობდა ცხოვრებას, თუმცა, დასახელებულ მოწმეთა ჩვენების სანდოობის შეფასებიბისაას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ც----- ქ------–---–ი მოსარჩელის ყოფილი მეუღლის და, მისი შვილების მამიდა, ხოლო ო---- ა------------ი მოსარჩელის ყოფილი მეუღლე მისი შვილების მამაა, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული მოწმეები, წარმოადგენდნენ საქმის შედეგით პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაინტერესებულ პირებს, რამეთუ სარჩელის დაკმაყოფილებით სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს მოწმის შვილების და ძმისშვილების დედა. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მიერ მოწვეული მოწმეები მხოლოდ ზოგადად მიუთითებენ იმის შესახებ, რომ ნ-----–- რ------- ექვს თვიან ვადაში დაეუფლა სამკვიდროს და რაიმე კონკრეტული ფაქტებით გამყარებულ გარემოებებს ამ მოწმეთა ჩვენება არ შეიცავს, რის გამოც მათი ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას. განსხვავებით ამ მოწმეებისაგან, მოპასუხის მიერ მოწვეული მოწმეები, რომლებიც მამკვიდრებლის მეზობლად ცხოვრობნდნენ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებით სარწმუნოდ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ნ-----–- რ------- მისი მამკვიდრებლის (პაპის) გარდაცვალების შემდეგ პაპის სახლში არ უნახავთ და რომ მას იქ აღარ უცხოვრია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოწმეები, (ნ-----–- კ--------, ზ----- ჭ--–--ე) რომელთაც მამკვიდრებლის ადგილსამყოფელთან და საცხოვრისთან მუდმივი შეხება აქვთ და საკუთარი თვალით ნანახ ფაქტებს გადმოსცემენ მიუთითებენ საწინააღმდეგო გარემოებებზე, მხოლოდ მოსარჩელის და მის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებით პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს სადავო გარემოებას მასზედ, რომ ნ-----–- რ------- პაპის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით კანონით დადგენილ ექვს თვიან ვადაში დაეუფლა. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, ასევე იმ გარემოებას, რომ სამკვიდროს გახსნის მომენტიდან (1----–-–------------------ი) გასულია ათეული წლები, რაც ართულებს საკვლევი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობას, თუმცა პალატა აქვე შენიშანვს, რომ ეს არ უმსუბუქებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთს. საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე საკვლევი გარემოების დასადასტურებლად, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს მართებდა უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებათა წარმოდგენა (თუნდაც ის, რომ მოსარჩელის პოზიცია მის მიერ მოწვეულ მოწმეებთან ერთად, ასევე იმ პირების ჩვენებითაც, რომ დადასტურებულიყო რომლებიც მამკვიდრებლის, ი--- რ------ის მეზობლები იყვნენ; გასნახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოწმედ არცერთი მეზობელი არ ყოფილა მოწვეული), რაც დაარწმუნებდა სასამართლოს ნ-----–- რ------ის მიერ 1--- წლის 2-------------იდან ექვსთვიან ვადაში ფაქტობრივი დაუფლების გზით სამკვიდროს მიღებაში.

 

4.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ი--- რ------ის სამკვიდრო გაიხსნა (1----–-–------------------ს) ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და შესაბამისად, სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები უნდა მოწესრიგდეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) შესაბამისი ნორმებით. ამასთან, მხარეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენებაზე არ შეთანხმებულან.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

პალატა აღნიშნული ნორმების სისტემური და შინაარსობრივი ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება, თავის მხრივ, ცალმხრივი სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა. გარიგება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ პირის ნების ობიექტურად არსებობას გარკვეული სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ აუცილებელია, რომ აღნიშნული ნება გამოვლენილ იქნეს. გარკვეულ შემთხვევებში, ნების გამოვლენის ავტონომია კანონისმიერ ჩარჩოებშია მოქცეული. მოცემულ შემთხვევაში, კანონი განამტკიცებს პირის უფლებას მიიღოს ან არ მიიღოს სამკვიდრო, თუმცა, აწესებს აღნიშნული ნების გამოვლენის ვადას. სამკვიდროს მიღების ნების არსებობის შემთხვევაში, ნება გამოვლენილ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში. პალატა განმარტავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება გულისხმობს იმას, რომ მემკვიდრემ აქტიური ქმედებით გამოხატა სამკვიდროს მიღების ნება. საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში ნ-----–- რ-------მ სადავო გარემოების, ი--- რ------ის სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების უტყუარად დასადასტურებლად სასამართლოს წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებები ვერ წარმოუდგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები ნ-----–- რ------ის სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნების გასაბათილებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტი გათავისფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ-----–- რ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /