განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2018
საქმის ნომერი
330100117001917454
ინსტანცია
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/97-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ი----ი

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - ზ-----------ძის,მსჯავრდებულ - რ----–--------ის,ადვოკატ - მ------------–-ძის,თარჯიმნების - ა---------–-------ვის და ზ---------------ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ----–--------ის და მისი ადვოკატის ი-----–-------ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რ----–--------ის მიმართ - დაბადებული 1--- წლის 0-----------ს, რ------------------–----------–-----------------------–- მისამართზე: რ------------------–--------–--------------–---------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----–---------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

 

რ----–--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისიწნებულ დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომას განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, რ----–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

რ----–--------ის სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 31 მარტიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

რ----–--------მა ჩაიდინა ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

რ----–--------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1,5 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინი და 1,007077 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

2017 წლის 02 მარტს, რუსთავის გზატკეცილზე, ც---------------- შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----–--------მა მის ნაცნობ გ------------–-----ზე უკანონოდ, 400 (ოთხას) ლარად გაასაღა 0,1062 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 02 (ორი) ცალად დაფასოებული ყავისფერი ფხვიერი ნივთიერება, ხოლო მოგვიანებით, 2017 წლის 07 მარტს, ქ-------–--–------------–- ავტოგასამართ სადგურ ,,გ--–--ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რ---–--- ი----მა მის ნაცნობ გ------------–-----ზე, კვლავ უკანონოდ, 400 (ოთხას) ლარად გაასაღა 0,1284 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 02 (ორი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ----–--------მა და მისმა ადვოკატმა ი-----–-------ამ. წარმოდგენილი საჩივრით დაცვის მხარემ ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და რ----–--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის მიუთითებს, რომ, აღნიშნული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მსჯავრდებულისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. მსავრდებულის განმარტებით, მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები - ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინი, მას არ ეკუთვნოდა. როგორც მისმა მეუღლემ მიუთითა, „ჟაკეტი“ ნამდვილად მისი იყო, მაგრამ არც მის ჯიბეებში და არც სხვა ადგილას არანაირი ნივთიერება არ ჰქონია. ბინაში მხოლოდ მისი მეუღლე იყო და პოლიციის თანამშრომლებს რაც უნდოდათ, იმას ჩაუდებდნენ და დააბრალებდნენ. ასევე, მსჯავრდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში და მიუთითებს, რომ გ------------–-----ს საერთოდ არ იცნობს. აპელანტის განმარტებით, ის გარემოება, რომ ფსიქოტროპული ნივთიერებების ქონას არ უარყოფდა და ასევე, უცნობი პირისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი არ გაუხდია სადაო, განპირობებული იყო იმით, რომ სურდა სწრაფად დამთავრებულიყო სამართალწარმოება, მაგრამ ვინაიდან ასე არ მოხდა, ვერ დაიბრალების იმას, რაც არ ჩაუდენია. დაცვის მხარის მითითებით, რ----–--------ის მიმართ ბრალად წარდეგნილი არც ერთი ქმედების ჩადენა არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პირველი ისტანციის სასამართლოს განაჩენი არ ეფუძნება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------------–-ძემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა ზ-----------ძემ ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------–--ლიმა განაცხადა, რომ რ----–--------ის მიმართ გამოძიება დაიწყო მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, რ----–--------ი ახორციელებდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. ამის შემდეგ დაიგეგმა და განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებშიც, რ----–--------ისგან ორჯერ მოხდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მას შემდეგ, რაც დადგენილი იქნა, რომ რ----–--------ისგან შეძენილი ნივთიერებები ნამდვილად წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებებს, სასამარლოდან აღებულ იქნა განჩინება რ----–--------ის დაკავების, მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შესახებ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მის (გ---------------–--ლის) მიერ რ----–--------ი იქნა დაკავებული და განხორციელდა მისი პირადი ჩხრეკა, თუმცა რაიმე კანონსაწინაარმდეგო ამოღებული არ ყოფილა. როგორც მოწმისათვის ცნობილია, რ----–--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 31 მარტს, თანამშრომლებთან - შ---------–-–---–თან და გ------------------სთან ერთად მონაწილებობა მიიღო რ----–--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რომელიც განხორციელდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. აღნიშნულ საგამოძიებო მოქემდებას ესწრებოდნენ რ----–--------ის მეუღლე და თარჯიმანი. ჩხრეკის შესახებ განჩინება თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო რ----–--------ის მეუღლეს. მის მიერ მსჯავრდებულის საძინებელ ოთახში ნანახი იქნა საუთოვებელ მაგიდაზე არსებული მუქი ფერის ,,ჟაკეტი’’, რომლის მარჯვენა ჯიბეში აღმოცნდა ერთი შეკვრა, მასში მოთავსებული 19 (ცხრამეტი) ცალად დაფასოებული პაკეტებით, ე.წ ,,წონაკებით“, რომელთა გახსნისას მათში აღმოჩნდა გაურკვეველი ნივთიერება. ასევე, ამავე საძინებელ ოთახში, საწოლის ქვეშ, აღმოჩნდა 02 (ორი) ცალი კონვალუტა წარწერით - „ლირიკა 300“, რომელებშიც ერთში მოთავსებული იყო ერთი ცალი, ხოლო მეორეში - ოთხი ცალი კაფსულა. ასევე, ამავე საწოლის ქვემოდან ამოღებულ იქნა შუშის ქილა გაურკვეული ნივთიერებით. როგორც გ-------------–---–მა განმარტა, ამოღებული ნივთიერებები დაილუქა, გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. ჩხრეკის ოქმს გაეცნო რ---–--- ი----ის მეუღლე, რომელმაც გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა. მოწმის განმრატებით, როდესაც მან იკითხა თუ ვისი იყო ზემოაღნიშნული ,,ჟაკეტი“, რ----–--------ის მეუღლემ განუმარტა, რომ აღნიშნული ჟაკეტი ეკუთვნოდა მის მეუღლეს - რ----–--------ს. გ-------------–---–ი ჩხრეკას ახორციელებდა შ---------–-–---–თან ერთად, ხოლო გამომძიებელი იყო გ------------------.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ---------–-–---–მა განაცხადა, რომ როგორც მისთვის ცნობულია, 2017 წლის 02 მარტს მოქალაქე გ------------–----- მივიდა მათთან სამსახურში და დაწერა განცხადება, რომლის მიხედვითაც რ----–--------ი იყო ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი, იგი უკანონოდ იძენდა ინახავდა და ასაღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოდან აღებულ იქნა განჩინება რ----–--------ის პირადი ჩხრეკისა და მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შესახებ. განჩინების საფუძველზე შეიქმნა ჯგუფი მოწმის და თანამშრომლების გ---------------აძის და გ-------------–---–ის შემაგდნელობით. 2017 წლის 31 მარტს აღნიშნული პირები გაემართნენ რ----–--------ის საცხოვრებელი ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად. ჩხრეკას ასევე ესწრებოდნენ რ----–--------ის მეუღლე და თარჯიმანი. ამ უკანასკნელმა რ----–--------ის მეუღლეს გადაუთარგმა მოსამართლის განჩინება და დაიწყეს ჩხრეკა. მოწმე შ---------–--–--ლის განმარტებით, რ----–--------ის საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში, საუთოვებელ მაგიდაზე იდო ჭრელი ფერის ,,ჟაკეტი’’, რომელიც ქალბატონის განმარტებით ეკუთვნოდა მის მეუღლეს - რ----–--------ს. აღნიშნული ,,ჟაკეტის“ შემოწმებისას, გ-------------–---–მა ,,ჟაკეტის’’ მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ლურჯ ფერის შეკვრა, რომელშიც მოთავსებული იყო 19 (ცხრამეტი) ცალი პატარა შეკვრები, მასში არსებული გაურკვეველი ნივთიერებით. აღნიშნულის შემდეგ, კვლავ გ-------------–---–მა ამავე ოთახში საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოიღო ორი ცალი ფირფიტა, რომელსაც ეწერა ,,ლირიკა“ 300, ერთ ფირფიტაში იყო ერთი, ხოლო მეორეში ოთხი კაფსულა. ასევე, საწოლის ქვემოთ ნანახი იქნა შუშის ქილა, რომელშიც მოთავსებული იყო გაურკვეველი ნივთიერება. ყოველივე აღნიშნული ნივთიერებები ამოღებული და დალუქული იქნა, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები. რ----–--------ის მეუღლემ ჩხრეკის ოქმზე გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------------მ განაცხადა, რომ იგი მონაწილეობდა ბრალდებულ რ----–--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რომელიც ჩატარდა თანამშრომლებთან გ-------------–---–თან და შ---------–-–---–თან ერთად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ჩხრეკის შედეგად რ----–--------ის საძინებელ ოთახში არსებულ საუთოებელ მაგიდაზა ნანახი იქნა ბრალდებულის ,,ჟაკეტი“, საიდანაც ამოღებული იქნა ლურჯი ფერის შეკვრა, მასში მოთავსებული 19 (ცხრამეტი) პაკეტად დაფასოებული შეკვრებით. ასევე, საძინებელ ოთახში არსებული საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოღებული იქნა ფლაკონი, გაურკვეველი ნივთიერებით და ლეიბის ქვემოდან ორი ცალი კონვალუტა წარწერით - „ლირიკა“. ამოღებული ნივთები დაილუქა და შედგა შესაბამისი ოქმი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------–-----მ განაცხადა, რომ რ----–--------ის საცხოვრებელი სახლის ახლოს ეწეოდა სამსახურებრივ საქმიანობას, რა პერიოდშიც გაიცნო რ----–--------ი. ამ უკანასკნელმა მას შესთავაზა ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა, რის შემდეგაც გამოცხადდა პოლიციის სამმართველოში და სამართლადამცავებს აცნობა რ----–--------ის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. მოწმემ თანხმობა განაცხადა პოლიციასთან თანამშრომლობაზე, რის შემდეგ, ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა რ----–--------ს და შეხვდა მას. შეხვედრებისად მისგან ორჯერ, ერთხელ დღის პერიოდში, ხოლო მეორედ - ღამის საათებში, შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, თითოეულ ჯერზე ორი შეკვრა, ხოლო ერთ შეკვრაში გადაიხადა 200 ლარი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები გადასცა გამომძიებელს, რომლებიც ამოღებული იქნა და დაილუქა სათანადო წესით.

 

2017 წლის 02 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, გ------------–-----ს მიერ წარმოდგენილი იქნა მისივე განმარტებით რ----–--------ისგან შეძენილი, ორ შეკვრად დაფასოებული გაურკვეველი ნივთიერება.

 

2017 წლის 02 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, გ------------–-----ს მიერ წარმოდგენილი იქნა მისივე განმარტებით რ----–--------ისგან შეძენილი, ორ შეკვრად დაფასოებული გაურკვეველი ნივთიერება.

 

2017 წლის 31 მარტის რ----–--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, რ----–-- ი----ს და მისი მეუღლის გ---------–---ას საძინებელ ოთახში საუთოვებელ მაგიდაზე არსებული რუხი ფერის ნაქსოვი ჟაკეტიდან, კერძოდ მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის შეკვრა, რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა 19 ცალი მცირე ზომის პოლიეთილენის შეკვრა, მასში მოთავსებული გაურკვეველი ნივთიერებით. პოლიეთილენის შეკვრა, რომელშიც მოთავსებული იყო 19 ცალი მცირე ზომის ასევე მოლურჯო ფერის შეკვრები, თავმოკრულია ძაფით. საძინებელ ოთახში არსებული საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოღებული იქნა კონვალუტის ნაჭერი, წარწერით - „ЛИРИКАэ 300мг“, მათგან ერთ ნაჭერში მოთავსებული ერთი კაფსულა, ხოლო მეორეში ოთხი კაფსულა. საწოლის ქვემოდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის მინის ფლაკონი, მასში არსებული გაურკვეული ნივთიერებით. ამოღებული ნივთები და საგნები მოთავსდა კონვერტში, შეიფუთა და დაილუქა სათანადო წესით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების გამოკვლევით დადასტურდა, რომ რ----–--------მა გ------------–-----ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება. ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების პროცესში ბრალდებულმა რ----–--------მა განაცხადა, რომ მასზე ასახული პიროვნება არის ნამდვიალდ თვითონ, ამას ადასტურებს, მოცემულ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ და ასევე სადაოდ არ ხდის ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ეპიზოდთან დაკავშირებით მოპოვებულ არცერთ მტკიცებულებას. შესაბამისად, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭათ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, ჰაბიტოსკოპიურ და ფოტო-ვიდეო ტექნიკურ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N1, N2, N3 ლაზერულ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან, ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო N4-7)დაფიქსირებული, გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია და შესაძლებელია კონკრეტული პიროვნების ფოტოსურათთან შედარებით პიროვნების სავარაუდო დადგენა, ამოცნობა. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N4 ლაზერულ დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკველებაზე წარმოდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე, N4 დისკზე არსებულ ფოტოსურათზე და მონაცემთა ბაზაში რიცხულ 1----.1--- წელს დაბადებული რ----–-- რ------- ძე ი----ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათში შეთავსებულ ფოტოსურათებზე გამოსახულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნება.

 

დაცვის მხარის მიერ ასევე უდავოდ იქნა მიჩნეული სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმადაც გ------------–-----ს მიერ წარმოდგენილი: თერმულად დამუშავებულ, მწვანე ფერის პოლიეთილენის 2 ცალ ნაჭერში შეფუთული ყავისფერი ფხვიერი ნივთიერებები, საერთო წონით - 0,6546 გრამი, შეიცავს კუსტარული წესით მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს 0,1062 გრამის ოდენობით; მწვანე ფერის პოლიეთილენის 2 ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,6894 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის წონა შეადგენს 0,1284 გრამს. რ----–--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ საკველვ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს - 0,776477 გრამს. ხოლო კონვალუტის ფირფიტის 2 ცალ ნაჭერზე განთავსებული ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე 5 ცალი თეთრი-ყავისფერით კაფსულა, საერთო წონით - 2,5 გრამი, შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - პრეგაბალინს 1,5 გრამის ოდენობით.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთავსებული, პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა რ----–--------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას და კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა არ გამოვლენილა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, ხოლო ხელმოწერის არარსებობის შემთხვევაში, გაკეთებულია შესაბამისი შენიშვნები; ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების, ასევე მათი ოქმების სისწორე და კანონთან შესაბამისობა სასამართლო სხდომაზეც იქნა დადასტურებული მასში მონაწილე პირების მიერ. პოლიციის თანამშრომლებმა თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად აღწერეს რ----–--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის და იქიდან ნარკიტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებებეის ამოღების პროცედურები. მსჯავრდებულის ბინის ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი. ასევე, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა. მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკა, დაკავება და შემდგომში ბინის ჩხრეკაც განხორციელდა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება გადამოწმებული და შეფასებულია სასამართლოს მიერ.

 

პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები და საგამოძიებო მოქმედების ოქმები ურთიერთთავსებადია და გამყარებულია ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეული სხვა არაერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით. მათ შორის, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალით და ჰაბიტოსკოპიურ და ფოტო-ვიდეო ტექნიკურ ექსპერტიზის დასკვნით.

 

რაც შეეხება რ----–--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების მსჯავრდებულისადმი კუთვნილებას, პალატა განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები ამოღებული იქნა უშუალოდ რ----–--------ის და მისი მეუღლის საძინებელი ოთახიდან. ასევე, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ როგორც რ----–--------ის მეუღლემ მიუთითა, მათ საძინებელ ოთახში საუთოვებელ მაგიდაზე არსებული „ჟაკეტი“, საიდანაც მოხდა ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინის“ ამოღება, ეკუთვნოდა რ----–--------ს. აღნიშნული ფაქტი არ უარყო თავად მსჯავრდბეულმაც და სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ „ჟაკეტი“ ნამდვილად მას ეკუთვნოდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, თუ ვისი კუთვნილება შეიძლება ყოფილიყო ამოღებული ნარკოტიკული საშულებები, ან რა გზით შეიძლება მოხვედრილიყო ისინი რ----–--------ის საძინებელ ოთახში და მის ქურთუკში, პალატისათვის სრულიად დამაჯერებელი და დასაბუთებულია ბრალდების მხარის პოზიცია, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდა რ----–--------ს.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11.). განსახილველ შემთხვევაში, გარდა მსჯავრდებულის განმარტებისა, რომ ნარკოტიკული საშუალება საცხოვრებელ ბინაში ,,ჩაუდეს“, საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე ობიექტური გარემოება, ფაქტი ან მტკიცებულება. ასევე არ არსებობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების სანდოობას, ხოლო სასამართლოს მინიმუმ, სხვაგვარი შეფასების შესაძლებლობას მისცემდა.

 

რაც შეეხება მოწმე გ------------–-----ს ჩვენებას, პალატას არ გააჩნია მის გულწრფებობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან მან სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება, ამასთან არ გამოვლენილა მისი მხრიდან რაიმე დაინტერესების არსებობა მსჯავრდებულის მიმართ. გ------------–-----მ თანმიმდევრულად და დეტალურად მოახსენა სასამართლოს რ----–--------ის მიერ მისთვის ნარკოტიკული საშუალებების შეთავაზების, სამართალდამცავ ორგანოებთან მისი თანამშრომლობის და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის პროცედურები. გ------------–-----მ დაადასტურა, რომ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორცილედა ნებაყოფლობით და კანონის სრული დაცვით.

 

პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას, რომ რ----–--------ი არ იცნობს გ------------–-----ს და იგი პირველად სასამართლო სხდომაზე ნახა. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას, რ----–--------მა დაადასტურა, რომ მასზე აღბეჭდილი პიროვნება არის ნამდვილად თვითონ, მან უდაოდ მიიჩნია ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების ეპიზოდთან დაკავშირებული მტკიცებულებები და სწორედ ამ საფუძვლით არ მოხდა აღნიშნულ ვიდეომასალაზე ჩატარებული ჰაბიტოსკოპიურ და ფოტო-ვიდეო ტექნიკურ ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევაც. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოდგენისას დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახული პიროვნება არის რ----–--------ი, იგი ნამდვილად შეხვდა გ------------–-----ს, თუმცა არა ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის მიზნით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული ხასიათის, მასში მითითებულია, რომ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე, N4 დისკზე არსებულ ფოტოსურათზე და მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ ფოტოსურათებზე გამოსახული პიროვნება სავარაუდოდ ერთიდაიგივეა, პალატას სადავოდ არ მიაჩნია ვიდეომასალაზე რ---–--- ი----ის გამოსახულების არსებობა, ვინაიდან აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა გამყარებული და დადასტურებულია, თავად მსჯავრდებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით.

 

ამ მხრივ პალატისათვის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა, რომ რ----–--------ი ფსიქოტროპული ნივთიერებების ქონას და ნარკოტიკული საშუალების გასაღებას არ უარყოფდა, ვინაიდან სურდა ბრალდების მხარესთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება და სწრაფად დამთავრებულიყო სამართალწარმოება მის მიმართ, ხოლო რეალურად, მას არანაირი კანონსაწინაარმდეგო ნივთიერება არ შეუნახავს და არც გაუსაღებია. გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად დაცვის მხარის მიერ არ მომხდარა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა. ხოლო წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ რ----–--------მა ჩაიდინა ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება.

 

პალატა უთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ რ----–--------ის ბრალეულობას ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც შეეხება სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ რ----–-- სიაევის მიმართ დანიშნული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელი და ამკუთხით განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რ----–--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენი;

 

რ----–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რ----–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

რ----–--------ის სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს 2017 წლის 31 მარტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

რ----–--------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები განადგურდეს;

 

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-მასალა 03 (სამი) DVD დისკი, რ----–--------ის სურათი დისკზე და ხმის ნიმუში დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;

 

რ----–--------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მანუჩარ კაპანაძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მურმან ი----ი