განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2018
საქმის ნომერი
120100118002276144
ინსტანცია
თარიღი
04.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002276144

საქმე №1ბ/694-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გი---------–-----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 0-------------–-------------–-, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნ----------–----------------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ-----------------------------–--------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენით გი---------–-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გი---------–-----ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახური ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 21 დეკემბერს გი---------–-----ემ თავის საცხოვრებელ სახლში ყოფით საკითხებთან დაკავშირებით არასრულწლოვნების - ტა-------–-----ის და ლე-------–-----ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ან--------–---–ს, კერძოდ, ყელში მოუჭირა ხელი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ბრალდებული გი---------–-----ე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი-----------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენის გაუქმება და გი---------–-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოში წარდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გი---------–-----ის ბრალეულობა, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია ადგილი, სადაც გი---------–-----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ან--------–---–ს, მოწმეების: ბო------------–--ისა და და------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების თანახმად ბ-----------------------------–--------–- გი---------–-----ემ მეუღლეს ან--------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ან--------–---–მა შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ პოლიციის თანამშრომლებს პირადადაც განუცხადა, ასევე განმარტა, რომ გი---------–-----ე მას ფიზიკურად გასწორებით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ პოლიციაში დარეკავდა. აღნიშნული მუქარის შემდეგ გი---------–-----ე სახლიდან წავიდა, არსებობდა ვარაუდი, რომ იგი მიიმალებოდა, მოგვიანებით გი---------–-----ე დააკავეს და შემოწმებისას ალკოჰოლური სიმთვრალე დაუდგინდა. დაზარალებულის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მას გი---------–-----ემ საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელში წაუჭირა ხელი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული ჩვენება ან--------–---–მა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, რა დროსაც მიუთითა ადგილი, სადაც გი---------–-----ემ მათი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ხელი წაუჭირა ყელში. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N561აპ-15 გადაწყვეტილების თანახმად საგამოძიებო ექსპერიმენტი პირდაპირი მტკიცებულებაა, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა, ამასთან, დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებებს და სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მტკიცებულებები. შესაბამისად, აპელანტის აზრით, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გი---------–-----ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

მსჯავრდებულ გი---------–-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტა-----–----–-----–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას იზიარებს აპელანტის განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ, ბრალდებულ გი---------–-----ის და დაზარალებულ ან--------–---–ის ჩვენებების გარდა, ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადა, კერძოდ: მოწმეების: და------------ის, ნო-----–-----ის, ბო------------–--ის, კუ--------------ის დაკითხვის ოქმები, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებები, რომელიც შედგენილ იქნა ექსპერტ ვა–-----–-–---–ის, გამომძიებლების: კუ--------------ის, ვა------------------------–---------–--–---–----------------------- მიერ, ექსპერტ და------------–---–ის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენენ უდავო მტკიცებულებებს და შესაბამისად მათი გამოკვლევა არ მომხდარა.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება უნდა მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებს პირის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულ ან--------–---–ი, ვინაიდან დაცვის მხარემ სადავოდ გახადა მისი ჩვენება. დაზარალებულმა არ დაადასტურა ბრალის ფორმულირებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მას მეუღლემ - გი---------–-----ემ, ბავშვების ტ-----------–-------–------ების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ:

დაზარალებულმა ან--------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეუღლესთან - გი---------–-----ესთან მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია. მან ასევე აღნიშნა, რომ მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მან მხოლოდ მსუბუქად დაადო ხელი კისრის არეში, რა დროსაც არანაირი ტკივილი არ განუცდია.

ხოლო, 2017 წლის 22 დეკემბრის N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ შემოწმებული იქნა ან--------–---–ი, რომელსაც სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ასევე პირადი გასინჯვის მონაცემებით ან--------–---–ს ჩივილები ტკივილზე არ აქვს.

ამდენად, არც დაზარალებულის ჩვენება და არც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას 2017 წლის 21 დეკემბერს გი---------–-----ის მიერ ან--------–---–ის მიმართ განხორციელებული ისეთი ძალადობის შესახებ, რამაც ტკივილი გამოიწვია.

ხოლო, თავად გი---------–-----ემ დუმილის უფლება გამოიყენა და უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

 

პალატა ასევე შეეხება უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს და იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, კერძოდ:

მოწმე ნო-----–-----ემ - ბრალდებულ გი---------–-----ის მამამ გამოძიებისას უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე, როგორც ბრალდებულის ახლო ნათესავმა.

მოწმეები: და------------ე და ბო------------–--ე არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველნი და მათი ჩვენებები არ არის პირდაპირი მტკიცებულება გი---------–-----ის ბრალდების დასადასტურებლად. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მოწმეებზეც, რომელთა ჩვენებები ასევე უდავო მტკიცებულებებად იქნა ცნობილი.

 

აპელანტი ასევე აპელირებს 2017 წლის 22 დეკემბერს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე და მიუთითებს, რომ ოქმი არის პირდაპირი მტკიცებულება და უსაფუძვლოდ არ მოხდა სასამართლოს მიერ მისი გაზიარება.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, ვინაიდან ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა ან--------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. ან--------–---–მა მიუთითა ადგილები, სადაც მეუღლესთან გი---------–-----ესთან მოუხდა შელაპარაკება და მანვე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა გასათვალისწინებელია, სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა, დაადასტურა, რომ მეუღლე მას ხელით შეხო ყელის არეში, თუმცა აღნიშნა, რომ ტკივილი არ განუცდია.

პალატა განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი არის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დაზარალებულის მიერ მიცემული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა და არა ქმედების ვითარების აღდგენის მიზნით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 26 აპრილის N561აპ-15 გადაწყვეტილებაში პირდაპირ მტკიცებულებად მიიჩნია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც ბრალდების მხარემ მის მიერ ჩამოყალიბებული ვერსიები გადაამოწმა და საამისოდ განხორციელებული მოქმედებები ასახა, ვითარება აღადგინა, მოცემულ შემთხვევაში კი დაზარალებულ ან--------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს, ასეთს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, სასამართლო ვერ განიხილავს მისი ჩვენების ადგილზე შემოწმებას, როგორც ცალკე აღებულ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს გი---------–-----ემ მეუღლის მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გი---------–-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გი---------–-----ის (პ-------------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

მოეხსნას ყადაღა გირაოს უზრუნველსაყოფად 10 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ვ-–---------------- (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებას მდებარე რ---------------------------–--–-----------, ზ-------------------, სექტორი-სოფ. ც--------------, კ--------–----, ნ-----------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი-საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება-სასოფლო სამეურნეო (სათიბი) დაზუსტებული ფართობი 25 000.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი 6-.0-.12.232.

 

განემარტოს გი----------–-----ეს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე