განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2018
საქმის ნომერი
330100117001832439
ინსტანცია
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001832439

საქმე №1/ბ-611-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძე

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ვა-------–--–------–-–---–ის

ადვოკატ - მე-----–------–-–---–ის

ბრალდებულ - ავ--------–---–--–--ის

მონაწილეობით,ბრალდებულ ავ--------–---–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ავ--------–---–--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, ნ----------–----, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თ---–----------------------------–-, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვა-------–--–------–-–---–ის შუამდგომლობა ბრალდებულ ავ--------–---–--–--ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ავ--------–---–--–--ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ), რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით.

რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ავ--------–---–--–--ემ გამოძიებით დაუდგენელ დროს და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თბილისში, ბ----------------------, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში შეინახა ნარკოტიკული საშუალება 0,0065 გრამი ,,მეთადონის’’ (მარილი) შემცველი ნივთიერება და მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების: 4,6147 გრამი გამომშრალი მარიხუანას და 0,0245 გრამი ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ შემცველი ნივთიერებები. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა 2017 წლის 8 თებერვალს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თბილისში, ბ--------------------, ბინა N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ავ--------–---–--–--ემ და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, ვინაიდან იგი სრულად ეთანხმება წარდგენილ ბრალდებებს და საპროცესო შეთანხმების პირობებს, სრულყოფილად გაეწია იურიდიული კონსულტაცია. აპელანტის განმარტებით, მარცხენა ზედა კიდურის ამპუტაციის შემდეგ ძლიერი ტკივილების გამო, პერიოდულად თვითნებურად იღებს ტკივილ გამაყუჩებელ პრეპარატებს, რაც ხანდახან ხელს უშლის კონცენტრირებაში, 2018 წლის 26 აპრილს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სწორედ აღნიშნული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც მოსამართლის შეკითხვებს არადამაჯერებლად პასუხობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, შუამდგომლობაში მითითებული შემდეგი პირობებით:

ავ--------–---–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ავ--------–---–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ავ--------–---–--–--ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და სრულად დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი და საბოლოოდ, ავ--------–---–--–--ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე, 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ავ--------–---–--–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მე-----–------–-–---–მა.

პროკურორმა ასევე მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

მხარეებმა ასევე მხარი დაუჭირეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას დაზუსტებული პირობებით, კერძოდ: ავ--------–---–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 8 თებერვლიდან 2018 წლის 17 თებერვლის ჩათვლით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის პერიოდში, ავ--------–---–--–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ასევე, გაუქმდეს ავ--------–---–--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 7000 (შვიდი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, ნ-------–---–------ (პირადი N-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - 1300.00 კვ. მ მიწის ნაკვეთის (მდებარე - მ–-----, ს------–----–------, საკადასტრო კოდი: N7-.04.0--1--) ექვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა. ხოლო, ნარკოტიკული საშუალებები და ნივთიერი მტკიცებულებები დალუქული N F-- 727--- და N F-- 7270-- ლუქებით, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, პალატას დადგენილად მიაჩნია, შემდეგი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ავ--------–---–--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 5000 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის განაჩენით ავ--------–---–--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ავ--------–---–--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 23.02.2017 წერილით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენებთან დაკავშირებით, მოვალეს - ავ--------–---–--–--ეს არ წარუდგენია ჯარიმების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და საქმეზე ირიცხება დავალიანება.

ამასთან, სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. ბრალდებული აცნობიერებს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებულ ავ--------–---–--–--ეს ასევე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ავ--------–---–--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 273-ე მუხლით.

ამასთან, შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-217-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებულ ავ--------–---–--–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინება გაუქმდეს.

დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ავ--------–---–--–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ავ--------–---–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ავ--------–---–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ავ--------–---–--–--ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და სრულად დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი და საბოლოოდ, ავ--------–---–--–--ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე, 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ავ--------–---–--–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

ავ--------–---–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 8 თებერვლიდან 2018 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის პერიოდში, ავ--------–---–--–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ავ--------–---–--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ავ--------–---–--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 7000 (შვიდი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, ნ-------–---–------ (პირადი N-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - 1300.00 კვ. მ მიწის ნაკვეთის (მდებარე - მ–-----, ს------–----–------, საკადასტრო კოდი: N7-.0--0--1--) ექვივალენტურ წილზე მოიხსნას დადებული ყადაღა.

ნივთმტკიცება: ნარკოტიკული საშუალებები და ნივთიერი მტკიცებულებები დალუქული N F-- 7-7--- და N F-- 7-70-- ლუქებით, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში;

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

მოსამართლე: / მ. ლომთათიძე /