განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100114658545
საქმე #1/ბ-755-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
მსჯავრდებული - ტა-----–----------–-–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------–--–-------------------–--------------------------
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ტა-----–----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 24 ივლისს, შუადღის საათებში, დ--------–--–------- რაიონში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, საკადასტრო კოდი: 5---------- მიწის ნაკვეთიდან ტა-----–----------–-–---–მა სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ორ ცალ რკინა - ბეტონის ფილას, რითაც დაზარალებულს მიადგა 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტა-----–----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასჯელი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით ტა-----–----------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ტა-----–----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულმა ტა-----–----------–-–---–მა (აპელანტი) მოითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომლითაც არ დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და დამნაშავედ ცნო ფაქტობრივად კუთვნილი ნივთის ქურდობაში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ნი-----------------ემ არაერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოსაგან ნამდვილად გადაეცა მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით #5----------1 არსებული ობიექტები, თუმცა არ იცის კონკრეტულად რა ქონებას მოიცავდა ეს ობიექტები. გამოძიების დაწყების დროისათვის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #5----------1 წარმოადგენდა არა სახელმწიფოს, არამედ სს „ა--–------------“ საკუთრებას და ბეტონის ფილები მთლიანად ხვდებოდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფარგლებში, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნული მთლიანად გამორიცხავს სახელმწიფო საკუთრების დაუფლებას და საქმეში სახელმწიფოსათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას.
სასამართლომ დაადგინა:
2014 წლის 24 ივლისს, შუადღის საათებში, დ--------–--–------- რაიონში მდებარე, საკადასტრო კოდი: 5---------- მიწის ნაკვეთიდან ტა-----–----------–-–---–მა სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ორ ცალ რკინა - ბეტონის ფილას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
შსს დ--------–--–------- რაიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელ მოწმე გი------ გო--–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2014 წლის 24 ივლისს სამსახურში შევიდა ანონიმური შეტყობინება, რომ ყოფილი „ზ-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის ფილებს იყენებდა მოქალაქე ტა-----–----------–-–---–ი. შეტყობინების საფუძველზე თანამშრომელ ნი-------------------–---–თან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე. დაინახეს სატვირთო ავტომობილი, რომელსაც გვერდზე ედგა ტვირთის ამწევი კრანი და იქვე მუშაობდა ექსკავატორი. ამწეს ერთი ბეტონის ფილა აწეული ჰქონდა დატვირთვის მიზნით, ხოლო მეორე ფილას ექსკავატორი ასუფთავებდა შემდგომი დატვირთვის მიზნით. ტერიტორია, სადაც ფილების დატვირთვა ხდებოდა ე.წ „ზ-----------------“ გამყოფი მესრის გარეთ მდებარეობდა. მესერიდან ზემოაღნიშნული ფილები დაახლოებით 15-20 მეტრის მანძილზე იყო. ტა-----–----------–-–---–მა გასაუბრებისას განუმარტა, რომ მის კუთვნილ ფილებს ტვირთავდა სხვა ადგილზე გადატანის მიზნით და მოთხოვნაზე წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, მანამდე შეეჩერებინა კი მუშაობა, ტა-----–----------–-–---–მა მაშინვე შეაჩერა მუშაობა. გამოკითხვისას ტა-----–----------–-–---–მა განმარტა, რომ ეს ადგილიც და ფილებიც მისი საკუთრება იყო და ცოტა ხანში წარუდგენდა აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც მას არ წარუდგენია. აღნიშნულის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას და დაიწყო გამოძიება.
შსს დ--------–--–------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მოწმე ნი-------------------–---–ის ჩვენებებით დადგინდა, 2014 წლის 24 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შევიდა შეტყობინება, რომ დედოფლისწყაროში „ზ-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე იღებდნენ ბეტონის ფილებს. ადგილზე გასულებს დახვდათ „ამწე“, სატვირთო და ტრაქტორი. ერთ ბეტონის ფილას ძირი ჰქონდა მოთხრილი, მეორე ბეტონის ფილა მზად იყო დასადებად და ტროსები ჰქონდა მობმული. ტა-----–----------–-–---–მა მათ უთხრა, რომ ფილები იყო მისი საკუთრება, მაგრამ მოთხოვნაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების ვერ წარადგინა.
მოწმე გი----------------–---–ის ჩვენებით გაირკვა, რომ „ამწე-კრანით“ ასრულებს კერძო სამუშაოებს. ბრალდებულთან საქმიანი ურთიერთობა ხშირად აქვს. 2014 წლის 24 ივლისს, ტა-----–ი მივიდა მასთან და უთხრა, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე უნდოდა ორი ფილის გადატანა. ადგილზე მიიყვანა ამწეკრანი და ელოდებოდა ექსკავატორის მუშაობას. გადასატანი ფილა ცოტა დაზიანებული იყო, სანამ ტროსები გაუყარა და ამ ფილას მანქანაზე დადებდა, მივიდნენ პოლიციელები და უთხრეს, რომ მუშაობა შეეჩერებინათ. ტა-----–იც იქ იყო და ჰკითხეს, ვისი იყო ბეტონის ფილები, რაზეც ტა-----–-- უპასუხა, რომ ფილები მისი იყო. ვინაიდან დიდი ხანია ტა-----–თან მუშაობს, კითხვა არ გასჩენია, თუ ვისი იყო ფილები, იცოდა რომ ეს ტერიტორია ტა-----–ის იყო. ფილები იყო „ზ-------------“ ტერიტორიის ღობიდან 10 მეტრში. მას ტა-----–ისთვის არანაირი დოკუმენტი არ მოუთხოვია და სიტყვიერად დაუჯერა, რომ ეს ფილები მას ეკუთვნოდა. ფილას რომელსაც წევდა არმატურები ქონდა დაზიანებული, ცალ მხარეს ჰქონდა ამოტეხილი და არ ჰქონდა ტროსების ჩასაბმელი.
მოწმე ნი----------–-----ის ჩვენებით დადგინდა, რომ ჰყავს ექსკავატორი და მძღოლადაც მუშაობს. ბრალდებულს იცნობს, ისინი დიდი ხანია ერთად მუშაობენ და კარგი ურთიერთობა აქვს. 2014 წლის 24 ივლისს, დაურეკა ტა-----–----------–-–---–მა და წაიყვანა ადგილზე, სადაც ბეტონის ,,პლიტა“ იყო მიწაში და უნდა გადაეტანათ „ზ-------------“ ტერიტორიაზე. ბეტონის ფილები იყო „ზ-------------“ ღობესთან. ექსკავატორით მიწას აცლიდა, რომ შემდეგ „ამწე კრანს“ ამოეღო. მუშაობა რომ დაიწყეს, მათთან მივიდა პოლიცია, ტა-----–ი იკითხეს და შემდეგ მათი მითითებით სამუშაოები შეაჩერეს. მოწმის განმარტებით, ბეტონის „პლიტას“ არმატურის „კრუჩოკები“ მომძვრალი ქონდა და მას ამწე თავისუფლად ვერ აიღებდა.
მოწმე იუ---------–----ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს სატვირთო ავტომანქანის მძღოლად. 2014 წლის 24 ივლისს, ტა-----–----------–-–---–ის დავალებით ორი ცალი „ბეტონის პლიტა“, რომლებიც იყო მიწაში და მას ეკუთვნოდა ამოეღოთ და საქმეში გამოეყენებინათ. პლიტები „ზ-------------“ ტერიტორიაზე უნდა შეეტანათ, რომელიც ტა-----–ს ეკუთვნის. ფილები, რომელიც უნდა წაეღოთ დაზიანებული იყო, ასაწევი არ ქონდა. მუშაობის დროს მათთან მივიდა პოლიცია და უთხრა, რომ არ დაედოთ სანამ საქმე არ გაირჩეოდა, ტა-----–იც დათანხმდა, რის შემდეგაც წამოვიდნენ.
დაზარალებულის წარმომადგენლის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსი სპეციალისტის ნი-----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ კახეთის მომსახურების ცენტრში პოლიციიდან შევიდა მიმართვა, რომ ადგილი ჰქონდა ორი ბეტონის ფილის ქურდობის მცდელობას. მიმდებარე ტერიტორია მესამე პირებზე არ იყო რეგისტრირებული, ხოლო თუ ქონება რეგისტრირებული არ არის და სხვისი უფლებები არ იკვეთება, ექვემდებარება სახელმწიფოზე რეგისტრაციას. აღნიშნული ტერიტორია და მასზე განთავსებული ბეტონის ფილები, რომლებიც საქმეში ფიგურირებს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. სახელმწიფო ქონების სააგენტო ბეტონის ფილების მეთვალყურეობას ვერ ახორცილებს და სააგენტოს მათი აღრიცხვა არ განუხორციელებია. იმ მომენტისთვის ბეტონის ფილები დაურეგისტრირებელი იყო და სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. როდესაც „ა--–------------“ შეისყიდა ტერიტორია, მიწის ნაკვეთი და შენობა ცალ-ცალკე რეგისტრაციას ექვემდებარებოდა. მათ მიერ წარდგენილ შეფასების აქტებში გაკეთებულ მოძრავ ქონებაზე და შენობა-ნაგებობების ჩამონათვალზე საკუთრების მოწმობები არ არის გაცემული. ვინაიდან სხვა პირთა უფლებები არ იკვეთებოდა, ამიტომ აღნიშნული წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ბეტონის ფილები იყო განთავსებული, საჯარო რეესტრში არანაირი უფლება არ იყო რეგისტრირებული.
მოწმე ვა–-------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის ივლისის ბოლოს, ინსპექტორ- გამომძიებელ გი------ გო--–---–ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 19-177-ე მუხლით. მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, სადაც აღმოჩნდა ბეტონის ფილები, რომლის გადატანას და წაღებას ცდილობდა ტა-----–----------–-–---–ი. ამის შემდეგ დაიკითხნენ პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ფილების გადატანაში, დაკითხულ იქნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ნ. კო----ე. დაიკითხა ტა-----–----------–-–---–ი, რომლის ჩვენების საფუძველზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და გამოძიების მასალებით გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ქონება წარმოდგენდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებას. ტერიტორიაზე იყო ორი ბეტონის ფილა. როგორც ახსოვს ერთ ფილას ჰქონდა უმნიშვნელო დაზიანება, აკლდა არმატურა. აღნიშნული ფილები შეაფასა აუდიტმა.
მოწმე გი---------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2014 წლის 29 ივლისს მიიღო შეტყობინება, რომ გამოძახებული იყო შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად. მის მიერ გადაღებულ იქნა შემთხვევის ადგილზე არსებული ბეტონის ფილები. იგივე მოქმედება - ფოტო- გადაღება განახორციელა აგვისტოშიც.
მოწმე ნი-------–---–ის ჩვენებით, აქვს ფირმა შპს „ა--------“ და აკეთებს ნახაზებს საჯარო რეესტრისთვის. 2014 წელს ზაფხულში, მასთან მივიდა გამომძიებელი და უთხრა, რომ ადგილიდან, საიდანაც წაღებული იყო ფილები, უნდა აეღოთ კოორდინატები და გაკეთებულიყო ნახაზი. მას აჩვენეს „ზ-------------“ მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც აიღო კოორდინატები, რის საფუძველზე შეადგინა ნახაზი და ჩაწერა დისკზე.
მოწმე გე-–--------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ არის სს „ა--–------------“ დირექტორი. 2005 წელს სააქციო საზოგადოებამ ეკონომიკის სამინისტროდან 11,5 ჰა მიწის ნაკვეთი, რაზეც განთავსებულია სააქციო საზოგადოების კუთვნილი ქონება. ამ ქონების რეგისტრაცია მოახდინეს 2005 წელს საჯარო რეესტრში. მოგვიანებით საკუთრების დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის N1-- საკუთრების მოწმობის საფუძველზე, რკინიგზის მიმდებარედ გამოისყიდეს 19,46 ჰა მიწის ნაკვეთი. გამოსყიდვის დროს, კომისიას წარუდგინეს აზომვითი ნახაზი. ეს ადგილი არის ნავთობბაზის მიმდებარედ და როდესაც 19,46 ჰა მიწის ნაკვეთის ნახაზს აკეთებდნენ, იქ იყო ნანგრევები, სამშენებლო ნარჩენები. მაშინ არ დაინტერესებულა ეს იყო თუ არა ყოფილი ბეტონის ამრევის ტერიტორია. მათ შეიძინეს მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ფილები არ შეუძენიათ. ტა-----–----------–-–---–ი არ არის მათი სააქციო საზოგადოების წევრი და „ა--–------------თვის“ არ მოუმართავს, რომ მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეესრულებინა რაიმე სახის სამუშაოები. „ა--–-----------“ საკუთრებას წარმოადგენს მხოლოდ ყოფილი წ------–------------ მიწის ნაკვეთი, რაც დარეგისტრირებული აქვთ, მაგრამ ელექტრონულად არ აქვს დარეგისტირებული. ტერიტორიაზე რაც სამშენებლო მასალებია მათ არ აუღიათ, რადგან მათი საკუთრება არ არის. მოწმის განმარტებით, „სინკარები“ ნახა როდესაც გამოძიებაში დაიბარეს. ფილის ნამტვრევები მის ტერიტორიაზე იყო, დამტვრეული ფილების გარდა კარგი ფილები არ უნახავს, ხოლო ის ფილები, რომლებზეც გამოძიებაა დაწყებული დაზიანებული იყო.
მოწმე პა----------–----ის ჩვენებით გაირკვა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. დ--------–--–------- რაიონის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიაზე, შეადგინეს აზომვითი ნახაზები, აიღეს კოორდინატები. ნაკვეთი, სადაც იყვნენ გასულები, ელექტრონულ პოლიგონალურ ბაზაში საჯარო რეესტრის მონაცემებით ვინმეზე რეგისტრირებული არ იყო. შეიძლება ვინმეს ჰქონდეს მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული, მაგრამ ეს არ გამოჩნდება ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რადგან მიწის ნაკვეთის ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა სავალდებულო არ არის. ნაკვეთი რომელზეც ექსპერიმენტი ჩატარდა, არის დაახლოებით 30 კვ.მ. ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ იდგა, არც ექსპლუატაციიდან გამოსული შენობა-ნაგებობები არ ყოფილა, ცა-----–ი მიწის ნაკვეთი იყო. ტერიტორიის მომიჯნავედ იყო ბეტონის ფილები. მოწმის განმარტებით, თუ მიწის ნაკვეთი არავის საკუთრებაში არ არის, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და თუ არ არსებობს კანონიერი მფლობელი, მიწის ნაკვეთზე არსებული უძრავი ქონებაც არავის საკუთრებაში არ არის და იგივე წესით წარმოდგენს სახელწიფო საკუთრებას.
მოწმე ვლ------------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ პოლიციის მიმართვის საფუძველზე, გავიდა ადგილზე და შეამოწმა ფილები. მის მიერ ნანახი იქნა საკედლე პანელები ორი ცალი, 6 მეტრი 1.20 მეტრი სიგანის, რომლებიც ეწყო მიწაზე. ერთი ცალი შეფასებული იქნა საშუალოდ 100 ლარად, ორი ცალი 200 ლარად. ცდომილება დასაშვებია +-- 10-15%-ით. აღნიშნული ფილები დათვალიერებით იყო ვარგის მდგომარეობაში და ღირებულების განსაზღვრისას სახელმძღვანელოთი არ უხელმძღვანელია. რაც ნახა და რაიონში არსებული ფასების მიხედვით შეაფასა ფილები, რომლებსაც უმნიშვნელო დაზიანება - ბზარი ჰქონდა, მაგრამ მთლიანი იყო. ახალი ფილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 100-150 ლარს, ეს ფილები კი იყო მეორადი.
2014 წლის 29 ივლისის ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.დედოფლისწყაროში და წარმოდგენს ყოფილი წ------–------------ მიმდებარე ტერიტორიას. შემთხვევის ადგილზე მიწის ზედაპირზე დევს ორი ცალი ბეტონის ბოძი, რომელზედაც მიყუდებულია ერთი ცალი ბეტონის ფილა, 6 მეტრი სიგრძის და 1,20 სიგანის. აღნიშნული ფილის ჩრდილოეთით, ორმოში განთავსებულია ორი ცალი ძაბრის ფორმის ბეტონის ნაკეთობა, ხოლო იგივე ბეტონის ფილიდან დასავლეთის მხარეს 11 მეტრის დაშორებით, სანახევროდ მიწაში დევს კიდევ ერთი ცალი იმავე ზომის ბეტონის ფილა, რომლის გარეშემო მიწა არის მოთხრილი.
2014 წლის 30 ივლისის აუდიტორის დასკვნის მიხედვით, ქ.დედოფლისწყაროში, წ------–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 2 ცალი ბეტონის ფილა არის ზომით: სიგრძე- 6მ, სიგანე 1,20 მ, სისქე - 0,20 მ. აღნიშნული ფილები არის საკედლე მასალა. კარგ მდგომარეობაშია (ვარგისია). დღევანდელი საბაზრო პირობების და მისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ერთი ცალი საკედლე ფილა შეფასებული იქნა 100 ლარად, შესაბამისად ორი ფილის ღირებულებაა 200 ლარი. ცდომილება დასაშვებია +-- 10-15%.
2014 წლის 18 ნოემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2009 წლის 20 მარტს მომზადებული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის (20.03.2009წ სკ.N5-----------) და 2014 წლის 19 სექტემბერს მომზადებული ამონაწერის (ს.კ N5-----------) სს „ა--–------------“ საკუთრების უფლებით გააჩნია მიწის ნაკვეთი ფართობით 306714,00 კვ.მ. დ--------–--–------- მუნიციპალიტეტის სოფელ წ-----––------–-, საკუთრების უფლების მოწმობა N1---ის და მასზე თანდართული გეგმის თანახმად, სს „ა--–------------“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თავისი კონფიგურაციით ფართობით და საზღვრებით არ არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დარეგისტრირებული (ოფიციალურ ვებ მისამართზე: www.reestri.gov.ge-ზე არ მოიპოვება ხსენებული მიწის ნაკვეთის ციფრული (ელექტრონული) ვერსია). შენიშვნა: საკუთრების უფლების მოწმობა N1---ის და მასზე თანდართული გეგმის თანახმად, სს „ა--–------------“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მცირედით ფარავს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. დ--------–--–------- მუნიციპალიტეტის სოფელ წ-----––------–-, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ აზომვით ნახაზზე დატანილ გეგმის ციფრული ვერსია დღევანდელი მდგომარეობით არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არც სახელმწიფო და არც იურიდიული ან ფიზიკურ პირის სახელზე (ოფიციალურ ვებ მისამართზე: www.reestri.gov.ge-ზე არ მოიპოვება ხსენებული მიწის ნაკვეთის ან სხვა ნებისმიერ მიწის ნაკვეთის ციფრული (ელექტრონული) ვერსია). ექსპერტიზაზე კვლევისთვის წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია შეესაბამება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N4 (2010 წლის 15 იანვარს ქ. თბილისი) „საჯარო რესტრის ინსტრიქცის დამტკიცების თაბაზე“ განსაზღვრულ მოთხოვნებს. დ--------–--–------- მუნიციპალიტეტის სოფელ წ-----––------–- საკუთრების მოწმობა N1---ის მასზე თანდართული გეგმის თანახმად, სს „ა--–------------ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ აზომვით ნახაზზე დატანილ მიწის ნაკვეთს შორის ფიქსირდება გადაფარვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ აზომვით ნახაზზე დატანილ მიწის ნაკვეთი მთლიანად ხვდება საკუთრების მოწმობა N1---ის და მასზე თანდართული გეგმის თანახმად, სს „ა--–------------“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფარგლებში, გადაფარვის ფართობი შეადგენს 355,00 კვ.მ. ექსპერტიზაზე კვლევისთვის წარდგენილი საქმე N0------------ში საქმის ფურცელ N157, N159, N160 და N164-ზე მოცემულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთები კონფიგურაცით, ფართობებით და მდებარეობით შეესაბამება საკუთრების უფლების მოწმობა N1---ის და მასზე თანდართული გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთს. დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-----––------–-, საკუთრების უფლების მოწმობა N1---ის და მასზე თანდართული გეგმის თანახმად, სს “ა--–------------“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, ასევე ექსპერტიზაზე კვლევისთვის წარდგენილი საქმე N0------------ში საქმის ფურცელ N157, N159, N160 და N164-ზე მოცემულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთების ფარგლებში მთლიანად ხვდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთი. შენიშვნა: დ--------–--–------- მუნიციპალიტეტის სოფელ წ-----––------–-, გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლისას დამკვეთის (ვა–-------–---–ის) მიერ მითითებულ ბეტონის ფილები მთლიანად ხვდება საკუთრების უფლების მოწმობა N1-- და მასზე თანდართული გეგმის მიხედვით, სს „ა--–------------“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ბეტონის ფილები ასევე მთლიანად ხვდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ აზომვით ნახაზზე დატანილ მიწის ნაკვეთის, ექსპერტიზაზე კვლევისთვის წარდგენილი საქმე N0------------ში საქმის ფურცელ N157, N159, N160 და N164-ზე მოცემულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთების ფარგლებში.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ირ--------------–-–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ როდესაც ადგილზე მივიდა, ბეტონის ფილები ხვდებოდა სს ,,ა--–------------“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში. ერთი ბეტონის ფილა ნაწილობრივ იყო მიწაში, ხოლო ერთი ფილა როგორც ახსოვს მიყუდებულ მდგომარეობაში.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმებში, რომელთა თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ ტა-----–----------–-–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება).
სააპელაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ტა-----–----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენი ტა-----–----------–-–---–ის მიმართ უცვლელად უნდა დარჩეს.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქურდობის, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ხასიათი (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლი) მდგომარეობს იმაში, რომ სხვისი ქონების დაუფლება ხდება ფარულად, მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისთვის. როგორც ქონების მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არა აქვს გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მათ საკუთრებას. დამნაშავეს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ დამსწრეთ გააზრებული არ აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი. იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის.
საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება სიღნაღის რაიონული სასამართლოს მსჯელობას და ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ტა-----–----------–-–---–ის პოზიციას უდანაშაულობის თაობაზე, რომ ბეტონის ფილები მას არ მოუპარავს და წარმოადგენდა მისი საკუთრებას. აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და თვლის, რომ მოგონილია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით და მსჯავრდებულის არგუმენტები არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ექსპერტიზის დასკვნებს, ასევე საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობაში რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულის წარმომადგენლის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსი სპეციალისტის ნი-----------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ბეტონის ფილები წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ვინაიდან, სს “ა--–------------“ მიერ ტერიტორიის შესყიდვის შემდეგ, მიწის ნაკვეთი და შენობა ცალკე რეგისტრაციას ექვემდებარებოდა. მათ მიერ წარდგენილ შეფასების აქტებში გაკეთებულ მოძრავ ქონებაზე და შენობა-ნაგებობების ჩამონათვალზე არ არის გაცემული საკუთრების მოწმობები, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ქონება არ არის ვინმეზე რეგისტრირებული და სხვისი უფლებები არ იკვეთება, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. სააქციო საზოგადოება „ა--–------------“ დირექტორმა გე-–--------–---–მა განმარტა, რომ სააქციო საზოგადოების მიერ შეძენილ იქნა მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების ნანგრევი არ შეუსყიდიათ და ბეტონის ფილები მის საკუთრებას არ წარმოადგენდა. მოწმე პა----------–----მა მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა არ იყო შენობა-ნაგებობა, ტერიტორიის მომიჯნავედ იყო ბეტონის ფილები და იმ ეტაპისთვის აღნიშნული ქონება ელექტრონულ ბაზაში ვინმეს სახელზე დარეგისტრირებული არ ყოფილა. მიწის ნაკვეთი, ისევე როგორც ნაკვეთზე არსებული უძრავი ქონება, თუ არ არსებობს კანონიერი მფლობელი, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო 2014 წლის 18 ნოემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნით და ექსპერტ ირ--------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე კვლევისთვის წარდგენილი საქმე N0------------ში საქმის ფურცელ N157, N159, N160 და N164-ზე მოცემულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთები კონფიგურაცით, ფართობებით და მდებარეობით შეესაბამება საკუთრების უფლების მოწმობა N1---ის და მასზე თანდართული გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი სადაც განთავსებული იყო ბეტონის ორი ფილა განთავსებულ იყო „ა--–------------“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
ზემოაღნიშნულის გარდა, ის გარემოება, რომ სს “ა--–------------“ ტერიტორიაზე მდებარე ორი ცალი ბეტონის ფილა, რომლის ფარული დაუფლებაც სცადა ტა-----–----------–-–---–მა, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, დადასტურებულია ასევე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 27 მაისი ბრძანებით და 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შედგენილ შეფასების აქტებით, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ სს ,,შირაქის“ მიერ, რომლის დირექტორიც იყო ტა-----–----------–-–---–ი სახელმწიფოსაგან ქონება არ ყოფილა გამოსყიდული, ხოლო ტა-----–----------–-–---–ის მიერ ბეტონის ფილების კუთვნილების ფაქტის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ტა-----–----------–-–---–მა განუცხადა, რომ მის კუთვნილ ფილებს ტვირთავდა სხვა ადგილზე გადატანის მიზნით, გამომძიებლის მოთხოვნაზე წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია და მანამდე შეეჩერებინა მუშაობა, ტა-----–----------–-–---–ი დაემორჩილა მათ მოთხოვნას, მაშინვე შეაჩერა მუშაობა, გამოკითხვისას კი ბრალდებულმა განუმარტა, რომ ეს პატარა ადგილიც და ფილებიც იყო მისი საკუთრება და ცოტა ხანში წარუდგენდა აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც მას არც გამოძიებისთვის და არც სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატა ასევე სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას მნიშვნელოვანი ზიანის დამადასტურებელ მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით. მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული. ქონების ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ სახელმწიფო, საცალო, საბაზრო ან საკომისიო ფასებზე დაყრდნობა. თუ ფასი ვერ დადგინდა, ქონების ღირებულება განისაზღვრება საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად და უტყუარად არ დასტურდება ტა-----–----------–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი, რასაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციისათვის. მართალია საქმეში წარმოდგენილია აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმადაც, თითოეული ბეტონის ფილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 100 ლარს, მაგრამ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ვლადიმერ ბერელაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული ფილებიდან, რომლებიც იყო მეორადი, ერთი იყო ნახევრად მიწაში, ხოლო ახალი ფილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 100-150 ლარს. მანვე დაადასტურა, რომ ფილებს უმნიშვნელო დაზიანება - ბზარი ჰქონდა. აღნიშნული დადასტურებულია ასევე მოწმეების - გი----------------–---–ის, ნი----------–-----ის, იუ---------–----ის, გე-–--------–---–ის, ნი-----------------ის, ბრალდებულ ტა-----–----------–-–---–ის ჩვენებით. მოწმე გი----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ფილა, რომელიც უნდა გადაეტანა დაზიანებული იყო, ცალ მხარეს ამოტეხილი იყო და არ ჰქონდა ტროსების ჩასაბმელი. მოწმე ნი----------–-----მა განმარტა, რომ ბეტონის ფილას არმატურის „კრუჩოკები“ მომძვრალი ჰქონდა და მას ამწე თავისუფლად ვერ აიღებდა, ხოლო მოწმე გე-–--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დამტვრეული ფილების გარდა მას კარგი ფილები არ უნახავს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, წარმოადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberia, Messegue, jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მისი განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი ზეპირსიტყვიერი ვარაუდები, ვერ გახდება მსჯავრდებულის გამართლების საფუძველი, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ტა-----–----------–-–---–ის მიმართ შერაცხულ ბრალდებას.
განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას ტა-----–----------–-–---–ის მიმართ განსაზღვრულ სასჯელთან დაკავშირებით, ვინაიდან სრულად გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე ბრალდებულის პიროვნება (პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია), და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ტა-----–----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენი ტა-----–----------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ტა-----–----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის ტა-----–----------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ტა-----–----------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ტა-----–----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
ტა-----–----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცება: ბეტონის ფილები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე