განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002307446
საქმე №1ბ/500-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მ------ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: თ---------------–---–ის
მსჯავრდებულის: ა------------–---–ის
მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თ---------------–---–ის, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ა---- გ---ს ძე ბ------–---–ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–---------–--ს (პ/№0----------), საშუალო განათლებით, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: დ--–-----------------------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–----------–-------------ე კორპუსში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განაჩენით, ა------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ა------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 30 იანვარს, საღამოს საათებში, ქ------–--–-----------------------ში მდებარე ბინაში ა------------–---–მა არასრულწლოვანი - 4 წლის შვილის - მ------ ბ------–---–ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს-------- ც--–-------ს, კერძოდ, დააგდო იგი იატაკზე და ხელები და ფეხები გამეტებით ურტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც ს-------- ც--–------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
გარდა აღნიშნულისა, ა------------–---–ი ს-------- ც--–-------ს მათი თანაცხოვრების ხუთი წლის განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას. აღნიშნულმა ქმედებებმა ს-------- ც--–------ის ტანჯვა გამოიწვია.
ასევე, 2016 წლის 1 აგვისტოს, მეტროსადგურ ,,თ---------–------------ის” ზედა ვესტიბიულში განთავსებული გაზეთების გასაყიდი დახლიდან ა------------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ------------–---–ის კუთვნილ თანხას 100 (ასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა თ---------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ა------------–---–ის მიმართ სასჯელის დამძიმება, კერძოდ პირობითი მსჯავრის გაუქმება და სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
აპელანტის მტკიცებით, ა------------–---–ის მხრიდან არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. ამასთან, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია დანაშაული ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანამხმად წარმოადგენს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს და დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ა------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება: მოწმეთა დაკითხვისა და გამოკითხვის ოქმებით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ამოღების ოქმით, ამოღებული ჩანაწერების რვეულით და თანხით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ა------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას, პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, დღეის მდგომარეობით მსჯავრდებული და ს-------- ც--–------- ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ერთმანეთთან ურთიერთობა აღარ აქვთ და შესაბამისად, დანაშაულის განმეორების რისკი გამორიცხულია. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი ოჯახური მდგომარეობა, მსჯავრდებულის კმაყოფაზეა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს, მას ქურდობის შედეგად დაუფლებული ფულადი თანხა დაუბრუნდა.
აპელანტის მითითება იმასთან მიმართებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამამძიმებელი გარემოება, რაც გამოიხატებოდა ოჯახის წევრის მიერ მეორე ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენაში, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლში კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა------------–---–ს მისი პიროვნების, ოჯახური მდგომარეობის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზღუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განაჩენი ა------------–---–ის მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ა------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი)წლის გამოსაცდელი ვადით.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – გირაო გაუქმებულია და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 (ათასი)ლარის ოდენობით.
5. საქართველოს სსკ-ის 65-66 - მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ა------------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- ჩანაწერების რვეული და თანხა - 100 ლარი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ------------–---–ს;
7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი