განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2018
საქმის ნომერი
330100118002261163
ინსტანცია
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002261163

საქმე №1ბ/601-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

ეკა კოკილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: თო----------------ს

მსჯავრდებულის: ირ---–-----------ს

მონაწილეობით,ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის თო----------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ირ---–----–------------------------ს მიმართ (პირადი N0----------), დაბადებული: 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------–---------------ში, დანაშაული გათალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით, ირ---–----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ირ---–----------ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

მსჯავრდებულ ირ---–----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2017 წლის 8 დეკემბრიდან.

ირ---–----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ირ---–----------ე 2017 წლის 2 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ნ-–---------------------–- მდებარე ავ--------–------–---ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ავ--------–------–---ს კუთვნილ ფ---––-----------------------–----- მოდელის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით E-----------) მასში არსებული ნივთებით, რის შედეგადაც ავ--------–------–---ს მიადგა 3 650 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებით განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა თო----------------მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ირ---–-----------ს მიმართ სასჯელის დამძიმება.

სააპელაციო პალატამ, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ირ---–-----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია მოწმეების - გ-------------–---------------–----–---–------------------–---------–---–-- ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმებით, ირ---–-----------ს დაკავების ოქმით, ვან---------------ნ ,,ნასოსის“ და ქანჩების ამოღების ოქმით, ობიექტის - ,,ელექტრონასოსის“ ამოცნობის ოქმით, ობიექტის - ქანჩების ამოცნობის ოქმით, სს ,,ვ-----–----------–-------------------“ და შპს ,,რ------------–------------–------“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით. ასევე, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ირ---–----------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პალატა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ჩადენილი ქმედების სახესა და ხასიათზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე და რაც მათავარია, ირ---–----------ე ნასამათლევია ანალოგიური დანაშაულისათვის და ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. აღნიშნული გარემოებებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ახალი დანაშაულისათვის, სანქციით გათვლისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის განსაზღვრა პალატას არაპროპორციულად მიაჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის აზრით, ბრალდების მხარის მოთხოვნა კანონიერია, უნდა დაკმაყოფილდეს და სასჯელის დამძიმების კუთხით პირველი ინსტანციის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის თო----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ირ---–-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ირ---–----------ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

4. მსჯავრდებულ ირ---–----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2017 წლის 8 დეკემბრიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ირ---–-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა გაუქმებულია;

6. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- ვან---------------ნ ამოღებული ელექტრო „ნასოსი“ თავისივე ჩანთით და ქანჩების ნაკრებით, ფ---––-----------------------–----- მოდელის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით E-----------) - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მის კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს.

- ნივთიერი მტკიცებულების - სს ,,ვ-----–----------–-------------------’’ და სს ,,რ------------–------------–------’’ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის გახსნისა და დათვალიერების ოქმებზე დართული 2 (ორი) ცალი კომპიუტერული დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი