განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1ბ/441-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გ---- ჯერირანაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
სხდომის მდივანი: მაკა ჭოლაძე
სახელმწიფო ბრალმდებელი:
პროკურორი - ნ-------------–--ლი
მსჯავრდებული: გ-------------–---–--------------------- დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ–------------------------–----–-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სასჯელი: ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–--ლმა და ითხოვა მსჯავრდებულ გ-------------–---–---თვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე მსჯავრდებულმა გ-------------–---–-ა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც-----------------ამ და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ-------------–---–-- მიმართ ახალი გამამრთლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების არსი:
2015 წლის 17 ივნისს, ბ---------- სატყეო უბნის-ბულაჩაურის სატყეო №6 სამცველოში, გ-------------–---–-ა ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონოდ ამოძირკვა ოთხი ძირი კაკლის ჯიშის ხე, რის შედეგადაც გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 8555, 25 ლარი.
სასამართლომ დაადგინა:
გ-------------–---–- უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ხე-ბუჩქნარის უკანონდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი:
მოწმე ა-----------------ის ჩვენების მიხედვით, ის 1995 წლიდან მუშაობს მეტყევედ. ამჟამად მუშაობს ბ---------- სატყეოში ტყის მცველად. 2015 წლის 17 ივნისს, დ--–----- რაიონის სოფელი ნ------ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ---------- სატყეო უბნის - ბულაჩაურის სატყეოს N6 სამცველოზე წააწყდა, რომ გ-------------–---–-, რომელსაც მანამდეც იცნობდა, ჰქონდა 4 ძირი კაკალის ხე ამოძირკვული. გ-------------–---–-ა მასთან აღიარა და დაადასტურა, რომ კაკლები მან ამოძირკვა. რადგან იმ ადგილას, სადაც გ-------------–---–- ნახა, არ იჭერდა ტელეფონი, ავიდა ზემოთ, დაახლოებით 400 მეტრის ან მეტი მანძილის მოშორებით და დაუკავშირდა ლ----------------, რომელიც მალე მივიდა, ხეების ამოძირკვის ადგილზე აიღეს ჯიპიეს კოორდინატები. ის ადგილი აღმოჩნდა ტყის ფონდში. გ-------------–---–- იქ აღარ დახვდათ, წასული იყო იმ ადგილიდან. შემდეგ დაიბარეს გ-------------–---–-. ის გამოცხადდა მათ სამსახურში, ა-–-------------ემ შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რასაც დაეთანხმა გ-------------–---–- და მოაწერა ხელი. იმ ადგილას, სადაც კაკლის ხეები ამოძირკვეს, არის მინდორი და ტყე, მოსახლეობა არ ცხოვრობს. ამოძირკვული ხეები იყო ამოძირკვის ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით. გ-------------–---–- ნახა იქ, სადაც ამოძირკვული კაკლის ხეები იყო მოგროვილი. იქვე გვერდით იდო ბენზოხერხი. ეტყობოდა რომ ბენზოხერხით იყო ჩაჭრილი კაკლის ხეები. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ ჯერ ნახა ამოძირკვის ადგილი და შემდეგ მივიდა გ-------------–---–----. წინა დღეებში, დაახლოებით 4-5 დღით ადრე, როდესაც შემოვლაზე იმყოფებოდა, კაკლის ჯიშის ხეები ნახა, რომ იდგა, რაც შემდეგ გ-------------–---–-ა ამოძირკვა. ეს ტერიტორია ადრე ეკუთვნოდა კერძო პირს, მაგრამ შემდეგ დაახლოებით 1986 წელს, ტყეთმოწყობის დროს ამ ტერიტორიის შეტანა მოხდა ტყის ფონდში. ტერიტორია შემოღობილი არ იყო, ირგვლივ ტყეებია და შუაში არის მინდორი. მოწმემ განმარტა, რომ თუ საჯარო რეესტრში არის დარეგისტრირებული ტერიტორია, საჯარო რეესტრი აძლევს ცნობას ან ადგილობრივი გამგებელი, რომ არის გადაბერებული და შეიძლება მისი ამოძირკვა. გადაზიდვის უფლებასაც აძლევდა გამგებელი, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაეტანა. 2015 წელს სავალდებულო იყო, რომ მიწის ნაკვეთი ყოფილიყო საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული. მესაკუთრეს უნდა აეღო ცნობა საჯარო რეესტრიდან და შემდეგ გამგებელი გასცემდა ცნობას ამოძირკვის შესახებ. გ-------------–---–--თვის არ მოუთხოვია ცნობის წარმოდგენა, რადგან დაუკავშირდა ა-–-------------ეს, მაგრამ არც გ-------------–---–- წარუდგენია დოკუმენტი. პირს, ვინმეს კერძო საკუთრებაში რომ ამოეძირკვა კაკლის ჯიშის ხეები, თან უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრიდან ცნობა ან წინასწარ გაცემული გამგებლის ცნობა, რომ ჰქონდა ამოძირკვის ნებართვა ან შემდეგ წარმოედგინა. ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოჭრის დროს საჭიროა ჰქონდეს ბანკის ქვითარი, დამზადების ბილეთი, რის გარეშეც მოჭრა ითვლება უკანონოდ.
მოწმე ა-–-------------ის ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურში ბ---------- სატყეო უბნის უფროსად. 2015 წლის 17 ივნისს მას დაურეკა ტყის მცველმა ა-----------------მა და უთხრა, რომ ამოძირკვული იყო კაკლის ჯიშის ხეები, წავიდა და ნახა, რომ ამოძირკვული იყო 4 ძირი კაკლის ჯიშის ხე. იმ ადგილზე, სადაც ამოძირკვული იყო კაკლის ხეები, სპეციალური ხელსაწყოთი აიღო ჯიპიარეს კოორდინატები და აღმოჩნდა, რომ ტერიტორია მიეკუთვნებოდა ტყის ფონდს. ხეები დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე იყო გამოთრეული და იქ ეწყო. ნაწილი იყო ბენზოხერხით დამუშავებული. კაკლის ხის ფესვები იყო გადაჭრილი და ამოღებული ფესვიანად, ფესვის ნაწილი იყო ამოღებული. ა-----------------თან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ იქ ხეების ამოძირკვის ადგილზე იმყოფებოდა გ-------------–---–-. გაზომეს ხეების დიამეტრი, სპეციალური ხის საზომი ორთითათი, არის სპეციალური ცხრილები და დიამეტრით ხდება კუბადურის განსაზღვრა, დიამეტრით შესაძლებელია ზიანის დაანგარიშება. ნახეს რომ ამოთხრილი, ამოძირკვული იყო 4 ძირი. შემდეგ სამსახურში დაიბარეს გ-------------–---–-, რომელიც გამოცხადდა და შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი 4 ძირი კაკლის ხის ამოძირკვის შესახებ. მათ დაასურათეს ადგილი, სადაც იყო ამოძირკვული კაკლები. მათ აუხსნეს გ-------------–---–-, რომ ჯიპიარეს კოორდინატებით მიეკუთვნებოდა ტყის ფონდს. გ-------------–---–-ა აღიარა, რომ მის მიერ იყო ამოძირკვული კაკლის ხეები. გ-------------–---–- გაეცნო და დაეთანხმა სამართალდარღვევის ოქმს, მოაწერა ხელი, გადაეცა ოქმის ასლი, საკუთარი ხელით დაწერა ოქმის გრაფაში - სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტებაში ტექსტი, რომ ოქმში მითითებულ ინფორმაციას კაკლის ხეების ამოძირკვის შესახებ, ეთანხმება. ხეები იმავე ოქმით ჩაბარდა გ-------------–---–-. შემდგომ ა-–-------------ემ სამართალდარღვევის ოქმი ჩააბარა კანცელარიას რეაგირებისათვის. მოწმის ჩვენებით, აღნიშნული ტერიტორია არის ტყის მასივის ნაპირი, შემდეგ იწყება მინდორი, ტერიტორია შემოღობილი არ არის. მათ როდესაც აიღეს კოორდინატები და შეიყვანეს პროგრამაში, აჩვენა, რომ იყო ტყის ფონდის ტერიტორიის ნაპირი. დაახლოებით 20-50 მეტრის მოშორებით იწყებოდა სხვა ტერიტორია, რუკა არ აჩვენებს კერძო საკუთრებას მიეკუთვნება მუნიციპალიტეტს თუ სხვა ტერიტორიას. მოწმის განმარტებით, ტყის ფონდის ტერიტორიაზე არ გაიცემა მათი თანხმობის გარეშე ხის მოჭრაზე ნებართვა, წინასწარ უნდა იყოს მონიშნული ხე და გაცემული ცნობა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო საკუთრებაში იქნებოდა მოჭრილი გ-------------–---–-- მიერ ხეები, ვინაიდან 100 მეტრის დაშორებით იყო გადატანილი ხეები, რასაც ტრანსპორტის გარეშე ვერ შეძლებდა, აღნიშნული ჩაითვლებოდა ხე-ტყის ტრანსპორტირებად, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ჩაითვალა, ვინაიდან ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოხდა ხეების ამოძირკა. ა-–-------------ემ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება და განმარტა, რომ აჩვენა ის ადგილი, სადაც იყო ხეები ამოძირკვული და ასევე სადაც იყო გადატანილი, მონაწილეობდნენ ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები, რომელთა მიერ მოხდა ფოტოსურათების გადაღება.
მოწმე ჭ----------------------–-- ჩვენების მიხედვით, მუშაობს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურში. 2015 წლის ივნისში სამსახურის უფროსისგან დაევალა მოქალქე გ-------------–---–-- მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმზე ზიანის გაანგარიშება. ოქმის შინაარსიდან ირკვეოდა, რომ გ-------------–---–- უკანონოდ ჰქონდა ბულაჩაურის სატყეო უბანზე 4 ძირი კაკლის ჯიშის ხე ამოძირკვული. მის მიერ გაანგარიშება მოხდა მთავრობის დადგენილების №54-ის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებს ამოძირკვული ნებისმიერ ხარისხის ხისთვის, ტყის მერქნიანთა სახეობათა ერთ მეტრ კუბი სარგებლობისთვის შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობით განსაზღვრას. მოწმემ განმარტა, რომ კაკალი შედის ძვირფას მერქნიანთა კატეგორიაში, პირველ კატეგორიაში მოსაკრებელი განსაზღვრულია 102 ლარით, შესაბამისად ოქმში მითითებული ხის ზომების მიხედვით, მის მიერ სპეციალური ცხრა თანრიგიანი ცხრილით, რაც 2014 წლის 14 დეკემბრის მთავრობის დადგენილებით არის დამტკიცებული, რომელი ცხრილებითაც სარგებლობს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეტყევე, განისაზღვრა ხე-ტყის მოცულობა, რომელმაც შეადგინა 16,775 კუბური მეტრი, რაც გამრავლდა 102-ზე და ხუთმაგ ოდენობაზე, გარემოზე მიყენებულმა საერთო ზიანმა შეადგინა 8555 ლარი და 25 თეთრი. ამის შემდეგ შედგა შესაბამისი უწყისი, მოაწერა ხელი და დაერთო შესაბამის წარმოსადგენ მასალებს. ოქმში მითითებული იყო ხეების რაოდენობა და დიამეტრები, რაც საკმარისი მონაცემები იყო ზიანის გაანგარიშებისათვის.
დაზარალებულის წარმომადგენლის ქ-----------------–---–ის ჩვენების მიხედვით მუშაობს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურში იურისტად. 2015 წლის ზაფხულში დაეწერა შესასრულებლად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ასკ-ის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, რაც არის ამოძირკვა, რომელიც გამოვლენილი იყო ბ---------- სატყეო უბანზე. ა-–-------------ის მიერ არის ოქმი შედგენილი და ა-----------------ის მიერ იყო გამოვლენილი. 4 ძირი კაკლის ჯიშის ხე იყო ამოძირკვული. ზიანი უკვე იყო დაანგარიშებული. მან გააგზავნა გ-------------–---–-- ნასამართლობაზე ცნობა. იმ შემთხვევაში, თუ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, აგზავნის სასამართლოში, მაგრამ თუ ზიანი აღემატება 1000 ლარს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილების მე-5 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მნიშვნელვანი ზიანი არის 1000 ლარი და ზემოთ, აგზავნის პოლიციაში რეაგირებისათვის. ვინაიდან ამ შემთხვევაში ზიანი იყო საკმაოდ სოლიდური, აღემატებოდა 1000 ლარს, როგორც ახსოვს მასალები გადაეგზავნა დ--–----- პოლიციას რეაგირებისათვის. სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა ა-–-------------ემ, ხოლო ზიანის დაანგარიშება მოახდინა ჭ-----------------------–-ა. მეტყევე სპეციალისტებს ევალებათ ზიანის დაანგარიშება. ზემოაღნიშნული დადგენილების მიხედვით არსებობს ზიანის ანაზღაურების გაანგარიშების მეთოდიკა, მე-10 დანართი არის ხე-ტყესთან მიმართებაში. მოწმის განმარტებით,როგორც 2015 წლის ივნისის თვეში, ასევე მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთვევაში, თუ ხეები არის ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ბანკი გასცემს ქვითარს, სადაც მიეთითება კონკრეტული კვარტალი, ლიტერი, სატყეო უბანი, რადგან ელექტრონული პროგრამით ხედავენ რესურსს. ამის შემდეგ მიდის ტყის მცველთან, რომელიც გასცემს ხე-ტყის დამზადების ბილეთს. ყველა ტყის მცველზე გაწერილია ტერიტორია. ყველა ტყის მცველს მონიშნული აქვს თავისი სამოქმედო ტერიტორია, მათ აქვთ გეოდეზიური მონაცემების სპეციალური ბაზა, სადაც ჩატვირთულია სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები, ჯიპიარეს კოორდინატებით ხდება კოორდინატების აღება.
ზ-----------–------- ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობს დ--–----- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2015 წლის 14 ივლისს დ--–----- რაიონის სამმართველოში შევიდა წერილი და ეროვნული სატყეო სააგენტოს მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გ-------------–---–-- მიერ 4 ძირი კაკლის ჯიშის ხის ამოძირკვის ფაქტზე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე 2015 წლის 15 ივლისს ზ-----------–------- მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი ექსპერტების და სატყეო თანამშრომლის, ა-–-------------ის მონაწილეობით, რა დროსაც დაათვალიერეს დ--–-----------------------–-------–- მდებარე ტყიანი მასივი, სადაც იყო ამოძირკული 4 ჯიშის კაკლის ხე. სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა ლ-–-------------–---–-. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები და სატყეო სააგენტოს თანამშრომელი ა-–-------------ე. სოფელი ნ-----ს შემდეგ დაათვალიერეს დ--–----- რაიონ სოფელ ბ---–-------–- დალაგებული კაკლის ჯიშის ხის მორები, რომელზე მონაწილე პირმა, სატყეოს თანამშრომელმა მიუთითა, რომ იყო გ---- ბ-------–---–-ს მიერ ამოძირკვული ხის მორები. ექსპერტებმა მოახდინეს შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება, ფოტომასალა დართულია საქმეზე. დასახლებული პუნქტი, არც შენობა ნაგებობა იქ არ იყო, არც შემოღობილი არ ყოფილა, იყო ტყიანი მასივი, ცოტა მეჩხერი, ალაგ-ალაგ მინდორი. ყველა მონაწილე გაეცნო საგამოძიებო მოქმედების ოქმს და ამის შემდეგ მოაწერეს ხელი.
მოწმე ლ-–-------------–---–-ს ჩვენების მიხედვით, იგი 2015 წელს მუშაობდა დ--–----- რაიონის სამმართველოში გამომძიებლად.2015 წლის ივლისის თვეში დაიწყო გამოძიება, დ--–----- რაიონის სოფელ ნ-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხი ძირი კაკლის ხის უკანონო ამოძირკვის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლ-–-------------–---–-- მიერ დაკითხული იქნენ სატყეოს თანამშრომლები, ასევე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტები და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303 მუხლის 1 ნაწილით, რაც გულისხმობდა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვას. საგამოძიებო ექსპერიმენტს ასევე ესწრებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მოხდა ასევე შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება, რაც ერთვის საქმეს. მოწმის ჩვენებით, გ-------------–---–- აღიარებდა არასამართლებრივი ქმედების ჩადენას, რომ მარტომ ამოძირკვა 4 ძირი კაკლის ჯიშის ხე. მან როდესაც გ-------------–---–- დაიბარა დაკითხვაზე და უთხრა, რომ თუ რაიმე დოკუმენტი გააჩნდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას უფლება ჰქონდა აღნიშნული ხეების ამოძირკვის, წარმოედგინა მისთვის, გ-------------–---–-ა განუცხადა, რომ მას ასეთი დოკუმენტი არ გააჩნდა, შესაბამისად არ წარმოუდგენია. ხეების ამოძირკვის მიზეზი იყო ის, რომ იგი ავეჯს ამზადებდა და იყო დასაქმებული, ჭრიდა, შემდეგ საამქროში მიჰქონდა და ამუშავებდა ხეებს. ბრალი მის მიერ იქნა წარდგენილი, დადგენილებაც გააცნო და ბრალდებულადაც დაკითხა, რა დროსაც გ-------------–---–-ა აღიარა დანაშაული, ინანიებდა და ითხოვდა კანონით გათვალიწინებულ შეღავათებს.
ა-----–-----–--------- ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს დ--–----- რაიონის სოფელ მწითურებში. გ-------------–---–- მასთან მიიყვანეს ბიჭებმა მეზობელი სოფლიდან, უთხრეს, რომ კაკალი უნდოდა, ა-----–--- მ–------ა უთხრა, რომ თვითონ ვერ მოჭრიდა. ერთ-ერთმა პირმა თქვა, რომ თვითონ მოჭრიდა. მოილაპარაკეს, რომ 4 ხე უნდოდა გ-------------–---–-. ადგილზე არ უნახვებია გ----სთვის. გ----ს მანამდე ნანახი ჰქონდა ეს ადგილი. მოილაპარაკეს, ერთ კუბურ მეტრში 130 დოლარი უნდა გადაეხადა. გ-------------–---–- რაიმე დოკუმენტი მიწის ნაკვეთის საკუთრების შესახებ არ მოუთხოვია და არც მას წარუდგენია. მეორე სოფელში აქვს სახლი, როდესაც მოჭრეს და ის და გ-------------–---–- ავიდნენ ხეების ასაზომად, ნახეს მორები, როდესაც ზომავდნენ, ამ დროს მათთან მივიდა ა-----------------ი და ო---–--–---- სახელი არ ახსოვს, ისიც სატყეო სამსახურის თანამშრომელია. ა-----------------მა უთხრა, კაკლები რატომ მოჭერითო, ა-----–-----–--------- უპასუხა, რომ მისი კაკლები იყო, მერე წავიდა, მიუტანა საბუთები და აჩვენა ა-----------------ს. ა-----–-----–--------- განმარტებით, სოფელ ნ-----ში 7500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, სადაც იდგა 4 ძირი კაკლის ჯიშის ხე ეკუთვნოდა მის ოჯახს, წინაპრებს, ამ ტერიტორიაზე იყო სახლი, ამ სახლში ცხოვრობდნენ მისი მშობლები ნ--- (ნ-----–----) მ–-------- და დ----- მ–--------, რომელიც შემდეგ დაიშალა თავისით და დაინგრა, სახლის საძირკველი არის მიწაში, ეტყობა ნასახლარი, ჩადაბლებული ადგილია, ეტყობა ღობის კვალი, ჯაგებია ამოსული, ზოგან ფიჩხები, ზოგან ე.წ. „სეტკის“ კვალია. ვინც ნახავდა ყველა შეამჩნევდა საძირკველს კაკლის ხეებიდან 20-30 მეტრის მანძილზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა, ბოლოს დაამუშავა 1988 წელს, ხოლო მას შემდეგ არ დაუმუშავებია. ა-----–-----–--------- განმარტებით მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ აქვს და არ მიუმართავს დარეგისტრირების მოთხოვნით, რადგან არ ჰქონდა ფული და არც უცდია გადამოწმება, ვინმეს ხომ არ ჰქონდა დარეგისტრირებული აღნიშნული ნაკვეთი. მისივე განმარტებით, აზომვითი ნახაზი, რაც წარმოდგენილია საქმეში, მან გააკეთებინა და ფულიც მან გადაიხადა, თუმცა არ ახსოვს რამდენი გადაიხადა, ყველა დოკუმენტი მან მოაგროვა, თუმცა მოწმემ ასევე განმარტა, რომ ვერ ერკვევა დოკუმენტებში. ა-----–-----–--------- განმარტებით, ბოლო ერთ წელიწადში ორჯერ გადაიტანა ინსულტი, თავს გრნობს ცუდად, ბოლო სამი წელია აქვს მეხსიერების პრობლემები. 1988 წელს გარდაეცვალა ქალიშვილი და შემდეგ თანდათან გაურთულდა მეხსიერების პრობლემა, 2014 წელს დაარტყა ინსულტმა, ისევ გაუმეორა და მას შემდეგ აქვს სერიოზული პრობლემები.
2015 წლის 27 ივლისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო შს დ--–----- რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან, საიდანაც ჩავიდნენ დ--–-----------------------–-------–- ბ---------- სატყეო უბნის ბულაჩაურის სატყეოს №6 სამცველოში, სადაც გ-------------–---–-ა მიუთითა ადგილზე, სადაც მის მიერ მოხდა კაკლის ხეების ამოძირკვა.
2015 წლის 21 ივლისის ა-----------------თან და ა-–-------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების მიხედვით მათ მიერ მითიტებული იქნა ის ადგილი სადაც გ-------------–---–-- მიერ ამოძირკვული იქნა კაკლის ხეები.
2015 წლის 15 ივლისს ჩატარებული შემთხვევის ადგილი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს დ--–-----------------------–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე და წარმოადგენს ტყის მასივს. შემთხვევის ადგილს ოთხივე მხრიდან ესაზღვრება ტყის მასივი. შემთხვევის ადგილზე არის საშუალო ზომის 4 ორმო მიწაზე და შიგ მოჩანს ხის ფესვების ნარჩენები, ხოლო ორმოების გვერდზე მიმოფანტულია კაკლის ჯიშის ხის გადანაჭერი ტოტები, ასევე ყრია სხვადასხვა ზომის კაკლის ჯიშის ხის მორები. დათვალიერების დროს ასევე დათვალიერებული იქნა დ--–----- რაიონის სოფელ ბ---–-------–- საავტომობილო გზის გვერდული, სადაც ეწყო შვიდი ცალი კაკლის ჯიშის ხის მორი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელმა ა-–-------------ემ მიუთითა ის ადგილი, საიდანაც ამოძირკვული იქნა გ-------------–---–-- მიერ ოთხი ძირი კაკლის ჯიშის ხე და გადაჭრილ მორებზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე საგანი ან ნივთი ნანახი და ამოღებული არა ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული „CD“ დისკის მიხედვით, ფოტოსურათებზე აღბეჭდილია შემთხვევის ადგილი, ტყვის მასივი და მინდორი, ამოძირკვული 4 ძირი კაკლის ჯიშის ხე, გადაჭრილი ხეების მიწაში დარჩენილი ფესვების ნაწილი, ასევე ადგილზე დატოვებული მორების ნაწილი და ხეების ტოტები, ასევე გადატანილი კაკლის ხის მორები. ფოტოსურათებიდან ჩანს, რომ ტერიტორია არის დაუსახლებელი, ირგვლივ მხოლოდ მაღალი ბალახი, ბუჩქნარი და ხეებია, ახლომახლო არ ჩანს შენობის ან შემოღობილი მიწის ნაკვეთი, არ ჩანს რაიმე შენობის საძირკველი ან ნარჩენები, ასევე ნიადაგის დამუშავების კვალი.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №0----- ოქმით მიხედვით, გ-------------–---–- ოქმის შედგენის დროს ხელით წერს გრაფაში სამართალდამრღვევის ახსნა განმარტება: „ოქმში მითითებულ ინფორმაციას კაკლის ხეების ამოძირკვის შესახებ ვეთანხმები“. ხოლო ოქმში, რასაც იგი ეთანხმება მითითებულია, რომ მოქალაქე გ-------------–---–-ა ბ---------- სატყეო უბნის ბულაჩაურის სატყეოს №6 სამცველოში სოფელ ნ------ მიმდებარედ უკანონოდ ამოძირკვა 4 ძირი კაკლის ჯიშის ხეები და მათი დიამეტრებია მითითებული. აღნიშნული ხეები დამორილია და გადატანილია ჭრის ადგილიდან.
ხე-ტყის უკანონოდ მოჭრით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების უწყისის თანახმად, ზიანი შეადგინა 8555,25 ლარმა. გაანგარიშება შედგენილია სამსახურის მეტყევის ჭ----კა მ---------------–ის მიერ.
გ-------------–---–-- დასკვნით სიტყვაში თავი არ ცნო დამნაშავედ, წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მას არ მოუხდენია ოთხი ძირი კაკლის ჯიშის ხის ამოძირკვა და შესაბამისად გარემოსათვის არ მიუყენებია ზიანი. ის არის ხის ხელოსანი, მიიღო შეკვეთა, რაშიც წინასწარ გადაუხადეს თანხა და სურდა კაკლის ხის მასალის შეძენა. ბ---–-------–- მას უთხრეს, რომ სოფელ ნ-----–---–----------------–-----–-------- ჰქონდა კაკლის ხეები. შეთანხმდნენ, რომ 120 დოლარის ნაცვლად ა-----–---ი მიიღებდა 100 დოლარს ყოველ ერთ კბ/მ-ში, ვინაიდან ა-----–---ს არ შეეძლო ხეების დამზადება, ხეეებს დაამზადებდა „გ----“, რომლის გვარიც არ იცის და რომელიც ადრეც დახმარებია მას გარკვეული თანხის საფასურის სანაცვლოდ კაკლის ხეების ამოძირკვაში, მოჭრაში, დამორვაში და გამოთრევაში. გ---- შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიიღებდა 1500 ლარს. ა-----–-----–--------- უთხრა, რომ აიღებდა ადგილწარმოშობის ცნობას და გაყვებოდა რეგიონალურ სატყეოშიგანცხადების დასაწერად დაფირნიშნებასთან დაკავშირებით, ამასთან ყოველივეს შეათანხმებდა თავის შვილებთან და პასუხს ეტყოდა. ა-----–---მა ასევე დაიტოვა გ-------------–---–-- მობილურის ნომერი. დაახლოებით 4-5 დღის შემდეგ ა-----–---მა დაურეკა და უთხრა, რომ 4 ძირის მოჭრაზე იყო თანახმა. ამის შემდეგ ბრალდებული, გ-------------–---–- დაუკავშირდა ვინმე „გ----ს“, სამუშაო თანხაც გადასცა იმისათვის, რომ მოეჭრა მხოლოდ 4 ძირი კაკლის ხე. 12-15 დღის შემდეგ დაურეკა ა-----–-----–--------- და უთხრა, რომ მზად იყო კაკლის ხეები, ატანილი იყო სამანქანე გზაზე და ასულიყო. ის და ა-----–-----–-------- ავიდნენ და დაიწყეს მორების აზომვა, რა დროსაც იქ მივიდა მისთვის ნაცნობი მეტყევე ა-----------------ი და მასთან ერთად მისთვის უცნობი პიროვნება. მათ იკითხეს, თუ რას აკეთებდნენ, რაზეც უპასუხა, რომ ა-----–---ისაგან ყიდულობდა კაკლის ხის მორებს. ისინი მალე წავიდნენ. დაახლოებით 500-700 მეტრის გავლის შემდეგ გზაზე დახვდნენ ა-----------------ი თანმხლებ პირთან ერთად და არსენამ დაუძახა ა-----–-----–-------ს. მათ დაიწყეს ხმამაღალი საუბარი, რის შემდეგაც ბრალდებული ჩაერთო მათ საუბარში და მხოლოდ მაშინ გაარკვია, რომ ხეები, რომლებიც ამოძირკვა, ა-----–-----–--------- სიტყვებით, იყო ა-----–-----–--------- მამაპაპისეული, ასევე მიწაც, რასაც არ უარყოფდა ა-----------------ი, მაგრამ ჯიპიესით აღებული ამოძირკვის ადგილზე კოორდინატები, სადაც კაკლები იყო ეკუთვნოდა სატყეოს, ხოლო მიწა სატყეოს ზოლში არ იყო. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ბრალდებული დაიბარეს მცხეთის რეგიონალურ სატყეოში, შეუდგინეს ოქმი ზემოაღნიშნული 4 ძირი კაკლის ხის ამოძირკვაზე. ამის შემდეგ ის დაუკავშირდა ა-----–-----–-------ს და სთხოვა სასწრაფოდ მოეძია მიწის საბუთები და მისთვის გადაეცა. ა-----–---ი მას სთხოვდა კაკლის ხის თანხას. მან გადასცა ა-----–---ს 500 ლარი, რომ საბუთები მოეძია. ასევე, მან გადასცა გარკვეული პერიოდის შემდეგ 1500 ლარი ვინმე „გ----ს’’. ა-----–-----–--------- სასამართლოში მისი საქმის მსვლელობის დროს მიუტანა საბუთები, რომლებითაც მტკიცდებოდა, რომ მიწა, სადაც კაკლები ამოიძირკვა და კაკლებიც იყო ა-----–-----–--------- საკუთრება. ამის შემდეგ მან გადასცა ა-----–-----–-------ს 1000 დოლარი, ხოლო წაღების დროს რამდენიც იქნება კაკლის ხის მორების კუბამეტრა, მას უნდა დაუმატოს დარჩენილი თანხა 10 მ3-ზე ზევით 100 დოლარი.
დ--–----- მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ლ--------------- ადმინისტრაციულ ერთეულში, მიერ დადასტურებული 2015 წლის 21 სექტემბრის ცნობა N117-ის (ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი) (ტ.1 ს.ფ.148) და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზეომვითი ნახაზის (ტ.1 ს.ფ. 160-161), რომელსაც ადასტურებს ასევე დ--–----- მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ლ--------------- ადმინისტრაციულ ერთეულში დასტურდება, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმე ა-----–-----–--------- მშობლების საკუთრებაში იყო მიწის ნაკვეთი 0.75 ჰა და საცხოვრებელი სახლი მდებარე დ--–----- რაიონი სოფელ ნ-----ში.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუმცა სასამართლოს მიერ არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ-------------–---–-- წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დანაშაულს წარმოადგენს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პალატა განმარტავს, რომ ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა შეიძლება მოხდეს როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ქუჩებსა და სკვერებში. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს იმას, ეს მცენარე ბუნებრივადაა გაზრდილი თუ დარგულია ადამიანის მიერ. მაგრამ თუ ადგილი აქვს პირის საკუთრებაში არსებული ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულით.
პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ სადაოდ გახდა, როგორც ტერიტორიის სადაც კაკლის ჯიშის ხეების ამოძირკვა მოხდა ტყის ფონდში არსებობის ფაქტი, ასევე გ-------------–---–-- მხრიდან ამ ხე ტყის (კაკლის ხეების) გაჩეხვის ფაქტი.
პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოსთვის არ წარმოუდგინა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ: მოწმეების ა-----------------ის, ალ---------------ს ჩვენებებზე რომლებიც ადასტურებენ მხოლოდ კაკლის ხეების გაჩეხვის ფაქტს, რასაც არც ერთი მხარე სადავოდ არ ხდის, თუმცა არც ერთი ზემოაღნიშნული მოწმე უშუალოდ არ შესწრებია გ-------------–---–-- მიერ კაკლის ხეების ამოძირკვის ფაქტს; ირიბ მტკიცებულებებზე - გამომძიებლის ლ-–-------------–---–-ს და ზ-----------–------- ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებენ მხოლოდ მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებებს, ასევე მოწმეების ჭ----------------------–--, ქ-----------------–---–ის ჩვენებებსა და საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე - 2015 წლის 27 ივლისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, 2015 წლის 21 ივლისის ა-----------------თან და ა-–-------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზე, 2015 წლის 15 ივლისს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, „CD“ დისკზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №0----- ოქმსა და ხე-ტყის უკანონოდ მოჭრით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების უწყისზე მიაჩნია, რომ აღნიშნული ირიბი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ-------------–---–-- მიერ დ--–-----------------------–-------–- კაკლის ხის მოჭრის ფაქტი. კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხის გარკვევისას, მათი ბუნებით ისინი არიან ირიბი. რაც შეეხება არსენ მ–--------ს და გ-------------–---–-- ჩვენებებს, აღნიშნული ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ-------------–---–-ა არსენ მ–--------საგან შეიძინა 4 ძირი კაკლის ხე, ისე რომ ხეები ადგილზე არც უნახავს. იგი უკვე დამზადებული შემთხვევის ადგილზე (უკვე მოჭრილი და დამორილი ხეების განთავსების და არა ამოძირკვის ადგილზე) მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ხეები უკვე მოჭრილი და დამორილი იყო, ასაზომად და წამოსაღებად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად“.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით „მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი“.
პალატა განმარტავს, გ--------–-----–---–-- მიმართ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება ეფუძნება მის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენების შემოწმებას. იმ ფონზე როცა გ-------------–---–- არ უარყოფს კაკლის ჯიშის ხეების ამოძირკვის ადგილის ცოდნას საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად განხილვა ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს.
ამასთან პალატა მიუთითებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე გ-------------–---–-- მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებას და აღნიშნავს, რომ ოქმზე გაკეთებული ახსნა-განმარტება, მაშინ როდესაც სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით არ დასტურდება გ-------------–---–-- მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი ვერ გახდება უტყუარი მტკიცებულება გ-------------–---–-- მხრიდან კაკლის ხეების უკანონოდ მოჭრის მტკიცების თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, ამ ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.“
პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (რომელიც, როგორც წესი არ მსჯელობს მტკიცებულებათა საკმაროსობაზე), სამართლიანობის პრობლემა, სავალდებულოდ, არ წარმოიშობა ისეთ მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელიც გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით - როცა მტკიცებულება მყარია, რისკი მის სანდოობასთან დაკავშირებით, მისი სხვა მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება, შედარებით ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; § 89-90).
გარდა ამისა პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს კაკლის ხეების სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გაჩეხვის ფაქტის დადგენილად მიჩნევის თაობაზეც და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის „ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.“
როგორც საქმის მასალებით ირკვევა სადაო ტერიტორიის მიმართებით, რომლის საკუთრებაზეც პრეტენზიას აცხადებს, როგორც ა-–------------–-----რი, ასევე საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ეროვნული სატყეო სააგენტო, ბრალდების მხარის მიერ არაა წარმოდგენილი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი მტკიცებულება მიწის ნაკვეთის საკუთრების შესახებ.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის 1------------------- წლების 2015 წლის 12 აგვისტოს A--------------- საარქივო ცნობა, დ--–----- მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ლ--------------- ადმინისტრაციულ ერთეულში მის მიერ დადასტურებული 2015 წლის 21 სექტემბრის ცნობა N117 და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზეომვითი ნახაზი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმე ა-----–-----–--------- მშობლების საკუთრებაში იყო 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მდებარე დ--–----- რაიონი სოფელ ნ-----ში.
ამდენად პალატას მიაჩნია, რო მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით არსებობს ეჭვი მიწის ნაკვეთის და მოჭრილი კაკლის ხეების საკუთრების შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ გ-------------–---–-ა ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა კაკლის ხეები, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ-------------–---–-- მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. რისი გათვალისწინებით, in dubio pro reo-ს პრინციპის საფუძველზე დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ-------------–---–-- მიერ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - კაკლის ჯიშის ხის მორები უსასუსყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმდა გ-------------–---–-- მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 ლის 27 აგვისტოს განჩინებით ბრალდებულ გ-------------–---–-- მიმართ გამოყენებულ გირაოს - 1000(ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით თა------–----–---–-----------------–-------------–--–------------------------------------უთვნილ, თ------–-------------------------–------–---–- მდებარე უძრავ ქონებას 770.00კვ.მ ფართობს (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, შემდეგი მახასიათებლებით: ზონა - თ-------–----------------------------------–---–---------------–--------------------------------------------------------------, გირაოს თანხის 1000 ლარის პროპორციულ ნაწილზე დადებული ყადაღა მოეხსნას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი გ-------------–---–-- მიმართ უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–--ლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ გ-------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ც-----------------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი გ-------------–---–-- მიმართ.
გ-------------–---–-- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმდა გ-------------–---–-- მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 ლის 27 აგვისტოს განჩინებით ბრალდებულ გ-------------–---–-- მიმართ გამოყენებულ გირაოს - 1000(ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით თა------–----–---–-----------------–-------------–--–------------------------------------უთვნილ, თ------–-------------------------–------–---–- მდებარე უძრავ ქონებას 770.00კვ.მ ფართობს (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, შემდეგი მახასიათებლებით: ზონა - თ-------–----------------------------------–---–---------------–--------------------------------------------------------------, გირაოს თანხის 1000 ლარის პროპორციულ ნაწილზე დადებული ყადაღა მოეხსნას.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - კაკლის ჯიშის ხის მორები უსასუსყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.
საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად გ-------------–---–- უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ---- ჯეირანაშვილი