განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
010141318700061389
ინსტანცია
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061389

საქმე №1/ა.გ-401-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

კახაბერ მაჭავარიანი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ--–--------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით:

 

გ--–--------–--ის (-------------–-------–-–---------------–-- მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

გ--–--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--–--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ--–--------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 6 (ექვსი) თვე;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა გ--–--------–--ის მიმართ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--–--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

გ--–--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 22 იანვრიდან;

 

გ--–--------–--ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით:

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ამირან ხუციშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მსჯავრდებულ გ--–--------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

 

გ--–--------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიოფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

 

გ--–--------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--–--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ--–--------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა გ--–--------–--ის მიმართ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით გ--–--------–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

გ--–--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 22 იანვრიდან.

 

გ--–--------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით,მსჯავრდებულ გ--–--------–--ის შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა;

 

მსჯავრდებული გ--–--------–--ე გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 1 (ერთი) წლით, 10 (ათი) თვით და 25 (ოცდახუთი) დღით ადრე.

 

2018 წლის 11 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ--–--------–--ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, გ--–--------–--eს სხვა დანაშაულებთან ერთად მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ გ--–--------–--ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანიშნული სასჯელისაგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის განაჩენით გ--–--------–--ეს მსჯავრი დაედო ,,ოპიუმი“-ს ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, შესაბამისად აღნიშნულ განაჩენთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გ--–--------–--ის მიმართ ვერ გავრცელდება.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენში გ--–--------–--ის მიმართ ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ--–--------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენში გ--–--------–--ის მიმართ, შევიდეს ცვლილება;

 

მსჯავრდებული გ--–--------–--ე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან, - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

გ--–--------–--ეს აღუდგეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენი გ--–--------–--ის მიმართ, სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

კ. მაჭავარიანი