განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001926329
საქმე #1ბ/89-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
მზია ლომთათიძე
ზ---- ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ---- ქ--------
მსჯავრდებულის: ე-–------ მ--------ს
ადვოკატის: მ------ ჩ------ის, მ---–---- ჩ-----–---ის, მ--–---- ხ-------ას
თარჯიმნი: ა---- ს---–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ე-–------ მ--------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მ------ ჩ------ის, მ---–---- ჩ-----–---ის და მ--–---- ხ-------ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–------ მ--------ს (დაბადებული 1----–-–-------------–-, პ/ნ 1----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, ს------–-----------–-------------------------) მიმართ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის ”ა” ქვპუნქტებით და საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა, რომ ე-–------ მ-------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება;
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ე-–------ მ-------მა, შემდგომი გასაღების მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობის, 0,4967 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც ნაწილი, დიდი ოდენობის, 0,4492 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰერონის“ შემცველი ნივთიერება 2017 წლის 23 მარტს უკანონოდ გაასაღა ი----- გ----------ეზე.
2017 წლის 23 მარტს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა ი----- გ----------ე, რომლის პირადი ჩხრეკისას და საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა მის მიერ უკანონოდ შენახული, ე-–------ მ--------სგან უკანონოდ შეძენილი, დიდი ოდენობის, 0,4492 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება.
ე-–------ მ-------მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის დარჩენილი ნაწილი - 0,0475 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება - 2017 წლის 24 მარტს, 200 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ი----- გ----------ეზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), რაც იმავე დღეს იქნა მისგან ამოღებული.
მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა;
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ე-–------ მ-------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეინახა 22 ცალად დაფასოებული, დიდი ოდენობის, 0,6342 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება.
2017 წლის 31 მარტს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებული იქნა ე-–------ მ--------, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას (მდებარე მისამართზე: თბილისი, ს------–-----------–----------------------) 2017 წლის 31 მარტს ამოღებული იქნა ე-–------ მ--------ს მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 22 ცალად დაფასოებული, დიდი ოდენობის, 0,6342 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით:
ე-–------ მ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტებით და სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტებით -
10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სსკ 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე-–------ მ-------ს სასჯელისა სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე, საქართველოს სსკ 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
ე-–------ მ-------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგი----- და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასი----- საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 20 (ოცი) წლით.
ე-–------ მ-------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 31 მარტიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე-–------ მ-------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ------ ჩ------ემ, მ---–---- ჩ-----–---მა და მ--–---- ხ-------ამ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ე-–------ მ--------ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის ”ა” პუნქტებით (2017 წლის 23 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ 2017 წლის 24 მარტის ეპიზოდში, 0,0475 გრამი ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა, გასაღებისთვის, შესაბამისად მისი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამ ნაწილში მის მიმართ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა.
შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები მათი საქმეზე დასაშვებობის, შესახებობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე-–------ მ--------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მ------ ჩ------ის, მ---–---- ჩ-----–---ის და მ--–---- ხ-------ას სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე-–------ მ--------ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ი-----დიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის ”ა” პუნქტებით (2017 წლის 23 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში ე-–------ მ--------ს გამართლების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული პოზიცია არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ი----- გ----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ნარკოტიკულ საშუალების მომხმარებელია. 2017 წლის თებერვალში ფ-------–-ში, აფთიაქთან გაიცნო ე-–------ მ--------, რომელმაც წამლების იაფად შოვნაში დახმარება შესთავაზა და ტელეფონის ნომერი დაუტოვა. მართლაც სამ დღეში დაუკავშირდა ე-–------ მ-------ს და მას შემდეგ მისგან ხშირად ყიდულობდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს. როცა ფული არ ჰქონდა, მსჯავრდებული ნარკოტიკს ვალადაც აძლევდა. 23 მარტს, დილით, დაახლოებით 8-9 საათზე, დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც ე-–------ მ--------სგან ნაყიდი „ორი ცელოფანი სირეცი“ ჰქონდა, ხოლო სახლში ინახავდა ე-–------ მ--------სგან შეძენილ 16 ცალ შეკვრას, რომელიც იყო 3-4 დღის სამყოფი ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შესახებ ნებაყოფლობით აცნობა სამართალდამცველებს, ამასთან პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით მათთან თანამშრომლობა შესთავაზა. მოწმის განმარტებით, მან საგამოძიებო ორგანოდანვე დარეკა ე-–------ მ-------თან და მეორე დღისთვის ორი შეკვრა ნარკოტიკის გამზადება სთხოვა. მეორე დღეს ი----- გ----------ე შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი მივიდა ე-–------ მ--------ს სახლში და მისგან შეიძინა დაპირებული ორი შეკვრა ჰეროინი.
მოწმე დ----- ლ-------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მთავარი სამმართველოში დ---------------------–---. 2017 წლის 23 მარტს განყოფილებაში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისში მცხოვრები ი----- გ----------ე იყო ნარკოტიკული საშუალების აქტი----- მომხმარებელი და ეწეოდა მის უკანონო შეძენა -შენახვას. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ მითითებულ მისამართზე და ჩაატარეს ი----- გ----------ის საცხოვრებელი სახლის და პირადი ჩხრეკა, რა დროს ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. მომხდარის შემდეგ ი----- გ----------ემ ითანამშრომლა გამოძებასთან და დაასახელა ის პირი, ვინც მას ნარკოტიკულ საშუალებით ამარაგებდა. ი----- გ----------ემ განახორციელა ასევე ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. მოწმის განმარტებით 2017 წლის 31 მარტს, გამთენიისას, განჩინების საფუძველზე, და------ მე–---–---თან და ჯ-----ა კ--–--ესთან ერთად, ს------–----------–-ში, ჩაატარეს ე-–------ მ--------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. რა დროსაც ე-–------ მ--------ს საწოლის, კერძოდ ლეიბის ქვემოდან ამოიღეს 12 ცალი ლურჯ პოლიეთილენის პარკში და 10 ცალი მომწვანო ფერის პარკში შეხვეული ნივთიერება, მთლიანად 22 ცალი. ასევე ამოიღეს იარაღი და მის საწოლზე არსებული შარვლიდან ფულადი თანხა. ამოღებული ნივთები დაილუქა. საცხოვრევბელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს თარჯიმნისა და მსჯავრდებულის მეუღლის მონაწილეობით. ოქმის ხელმოწერაზე მსჯავრდებულის მეუღლემ უარი განაცხადა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია. ჩხრეკზე დასწრების სურვილი ოჯახის სხვა წევრებს არ გამოუთქვამს.
მოწმეებმა დეტექტივ-გამომძიებლებმა, ჯ-----ა კ--–--ემ და და------ მე–---–---მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს მოწმე დ----- ლ-------ის ჩვენება.
მოწმე ლ--–- ქ--–----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ე-–------ მ--------ს მეუღლა. შემთხვევის დღეს მისი მეუღლის მიერ კარის გაღებისას სამართალდამცველები შემოცვივდნენ, ე-–------ მ-------ს იარაღი დაარტყეს და ძირს დააგდეს. თავად მას კი უთხრეს, რომ მისი ქმარი „ბარიგა“ იყო და სახლი უნდა გაეჩხრიკათ. მეზობლებთან დარეკვა და ჩხრეკის მიმდინარეობის გადაღება რომ დააპირა, თმაში წვდნენ და სხვა ოთახში გაათრიეს. რამდენიმე წუთში აცნობეს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ აძალებდნენ ხელი მოეწერა ჩხრეკის ოქმისთვის, მაინც არ მოაწერა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ მისი მეუღლე ნარკოტიკს სახლში არ შეინახავდა. ე-–------ მ-------ს წამალი რომ ჰქონოდა, სახლში სამართალდამცველების შემოსვლამდე მტკიცებულებას გაანადგურებდა ან გვერდით მდებარე ოთახიდან მეზობელთან გაქცევის შესაძლებლობას გამოიყენებდა. რისთვისაც მას დაახლოებით ათი წუთი ჰქონდა. მოწმის განმარტებით ჩხრეკას თავად და ან მისი ოჯახის სხვა წევრი არ დასწრებია. მისი დეიდა ყვირილით ითხოვდა საგამოძიებო მოქმედებაზე დასწრებას, მაგრამ ამაოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ე-–------ მ-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ი----- გ----------ეზე ნარკოტიკული საშუალება არასდროს გაუსაღებია, ნარკოტიკულ საშუალებებს ერთად ყიდულობდნენ. თავისი წილი ი-----ს გ----------ეს ხან სახლში მიჰქონდა, ხან კი ნარკოტიკს ერთად მოიხმარდნენ. ვიდეოჩანაწერში ი----- გ----------ის მიერ მისთვის გადაცემული თანხა იყო არა ნარკოტიკული საშუალების საფასური, არამედ იმ ვალის ნაწილი, რომელიც ი-----ს ემართა. გარკვეული ხნით ადრე ი----- გ----------ემ მას ფული გამოართვა, რადგან სუბუტექსის შეძენას აპირებდნენ, თუმცა შემდეგ შეატყობინა, რომ მოატყუეს, წამალი ვერ იყიდა და თანხას მალე დაუბრუნებდა. სწორედ ამ ვალზე საუბრობენ აუდიო- ვიდეო ჩანაწერებში. ამასთან ე-–------ მ--------ს განმარტებით მისი ბინის ჩხრეკის დროს სამართალდამცველებს რეალურად არაფერი ამოუღიათ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მართლა ჰქონდა, მათ მოსვლამდე მოიხმარა. ის ნარკოტიკი, რომელზეც ჩხრეკის ოქმშია საუბარი, თავად სამართალდამცველებმა „ჩაუდეს“, რაც იმთავითვე გააპროტესტა. აღნიშნულის გამო დაემუქრნენ კიდეც, რომ თუ ჩუმად არ იქნებოდა, მის მეუღლესაც დააკავებდნენ. სახლის ჩხრეკას არც მეუღლე და არც ოჯახის სხვა წევრი არ დაასწრეს, მისი მეუღლე მხოლოდ მაშინ შემოიყვანეს, როცა ნარკოტიკი უკვე „ჩადებული“ ჰქონდათ.
2017 წლის 23 მარტს, 20:15 -20:19 სთ. ი----- გ----------ესა (5--------------) და ე-–------ მ-------ს (5-----------) შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმის თანახმად, 2017 წლის 23 მარტს, გამომძიებელ ი-----–- რ-----–---–ის მიერ, ი----- გ----------ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ი----- გ----------ე საკუთარი ნომრიდან 5----------- დაუკავშირდა კონტაქტ „A----------ს “. ზარს უპასუხა მამაკაცმა, რომელმაც მისალმების შემდეგ ი----- გ----------ეს უსაყვედურა, რომ არ დაურეკა. ი----- გ----------ემ უთხრა, რომ ცოლთან ერთად იმყოფებოდა და ვერ მოახერხა დარეკვა, ასევე, დაპირდა, რომ მეორე დღეს ნახავდა. თანამოსაუბრემ ი----- გ----------ეს ვალის გასტუმრება სთხოვა, შემდეგ კი უთხრა, რომ თეთრი ღვინო ჰქონდა შეკვეთილი და სამ დღეში 50 ლიტრს ელოდებოდა. ი----- გ----------ემ უთხრა, მისთვის ორი ცალი 150- ლარიანი „თეთრი“ გაემზადებინა, რაზეც „A----------მ “უპასუხა, რომ „თეთრი“ უკვე გაატანა და მეტი აღარ ჰქონდა. ი----- გ----------ემ ჰკითხა ჰეროინი თუ ჰქონდა, რაზეც „A---------- “მ ჯერ სთხოვა, რომ სახელის დასახელების გარეშე ესაუბრათ, შემდეგ კი დაპირდა, რომ 50 ლიტრი მისთვის სამ დღეში ექნებოდა. თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეს, დაახლოებით დილის 9 საათზე, ი----- გ----------ე მივიდოდა „A----------სთან “, რომელიც დაახვედრებდა 50 ლიტრს.
2017 წლის 24 მარტს, 08:49 -09:03 სთ. ი----- გ----------ისა და ე-–------ მ--------ს შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 24 მარტს, 08:49-09:03 სთ. საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ო-----------–------------- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისში, ს------–----------–-ში განხორციელდა ე-–------ მ--------სგან ი----- გ----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების „საკონტროლო შესყიდვა“. ამ საგამოძიებო მოქმედების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის თანახმად, ე-–------ მ--------ს სახლის ეზოში შეხვედრისას ი----- გ----------ემ მას გადასცა ფული - 5 ც. 20-ლარიანი და 1 ც. 100-ლარიანი კუპიურა. ე-–----- მ-------მა ი----- გ----------ეს მიუტანა კოლოფი, რომელშიც მოთავსებული რამდენიმე შეკვრიდან ი----- გ----------ემ ამოარჩია მისთვის სასურველი ორი შეკვრა. მათ ისაუბრეს ი----- გ----------ის მიერ გადასახდელი ძველი ვალის - დაახლოებით 3 000 ლარის ოდენობის თანხის, - გადმორიცხვაზე, რომელიც ე-–------ მ-------ს ესაჭიროებოდა ახალი საქონლის მისაღებად. ი----- გ----------ემ ე-–------ მ-------ს აუხსნა, რომ კარგი საქონელი უნდოდა, - „თეთრი“, 2-3 კაცის სამყოფი ბაშებით. ე-–------ მ--------, თავის მხრივ, დაპირდა, რომ მისთვის (ი. გ----------ისთვის) შეკვეთილი საქონელი იქნებოდა საუკეთესო, რის შემდეგაც ი----- გ----------ე ჩაჯდა მანქანაში და გასცილდა ე-–------ მ--------ს სახლს.
ი----- გ----------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის თანახმად, 2017 წლის 23 მარტს, 08:47 სთ., თბილისში, მ-----–------------ში, მისსავე საცხოვრებელ სახლში, შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დ---------------------–---- - ი-----–- რ-----–---–ის, და------ მე–---–---ის და დ----- ლ-------ის მიერ დაკავებული იქნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ი----- ნო------ს ძე გ----------ე, რომლის მარცხენა ხელიდან ამოღებული იქნა 2 ც. მოლურჯო და იასამნისფერ პოლიეთილენის მცირე ზომის ნაჭრებში მოთავსებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება; ამევე საგამოძიებო მოქმედებისას ი----- გ----------ისგან ამოღებული იქნა “ბილაინის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ოქმის თანახმად, დაკავებულმა ი----- გ----------ემ სურვილი გამოთქვა ნებაყოფლობით წარმოედგინა საცხოვრებელ სახლში მის მიერ შენახული სხვა ნარკოტიკული საშუალებები.
ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 23 მარტს, 09:27 – 09:37 სთ., დაკავებული ი----- გ----------ის მიერ მითითებულ ადგილას, მისი საცხოვრებელი სახლის (მდებარე: თბილისში, მ-----–------------ში) ეზოში არსებული რკინის მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ, შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დ---------------------–---- - და------ მე–---–---ის და დ----- ლ-------ის მიერ ნანახი და ამოღებული იქნა 16 ც. მცირე ზომის პოლიეთილენის თავმომწვარი ნაჭერი მასში მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერებით.
ამოღების ოქმის (გამომძიებელი ჯ-----ა კ--–--ე) თანახმად, 2017 წლის 24 მარტს, 09:17 – 09:40 საათზე, ქ. თბილისი, ფ-------–-, ქ. რ------------------------–-- გზების გასაყარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი----- გ----------ისგან ამოღებული იქნა მის მიერ წარმოდგენილი, იასამნისფერ, მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში დაფასოებული ფხვნილისებრი ნივთიერება, მისივე განმარტებით - ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც მან საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეიძინა ე-–------ მ--------სგან.
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის (გამომძიებელი ჯ-----ა კ--–--ე) თანახმად, 2017 წლის 31 მარტს, 05:10 - 06:15 სთ. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დ---------------------–---- - დ----- ლ-------ისა და და------ მე–---–---ის მიერ გაჩხრეკილი იქნა ე-–------ მ--------ს საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: თბილისი, ფ-------–-, ი---------------------. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა ე. მ--------ს მეუღლე და თარჯიმანი. ბინის ჩხრეკის შედეგად, ე-–------ მ--------ს კუთვნილი საწოლის ლეიბის ქვედა ზედაპირიდან ამოღებული იქნა 12 (თორმეტი) ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში შეხვეული ფხვნილისებრი ნივთიერება, ასევე 10 ცალი მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკში გახვეული მოყავისფრო ნივთიერება.
დათვალიერების ოქმის (გამომძიებელი ი-----–- რ-----–---–ი) თანახმად, 2017 წლის 23 მარტს, გამომძიებელ ი-----–- რ-----–---–ის მიერ, ი----- გ----------ის მონაწილეობით, დათვალიერდა ამ უკანასკნელის კუთვნილი „ბილაინის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული აღმოჩნდა „ბილაინის“ ორი სიმბარათი. კონტაქტების დათვალიერებისას ტელეფონის ნომრების წიგნაკში ი----- გ----------ის მიერ მითითებული იქნა კონტაქტი „A---------”, ნომრით 5-----------.
ქიმი----- ექსპერტიზის N6--/სქ -7--/ქრ დასკვნის და ექსპერტების თ----- ო-----–---–ი და ს-----ო ც--------ს ჩვენების თანახმად, ი----- გ----------ის პირადი ჩხრეკისას და მისივე სახლის ეზოდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 0,4492 გრამს.
ქიმი----- ექსპერტიზის N--------------- დასკვნის და ექსპერტების თ----- ო-----–---–ის და ს-----ო ცქ---------ს ჩვენებების თანახმად, ი----- გ----------ის პირადი ჩხრეკისას და მისივე სახლის ეზოდან ამოღებული ნივთიერებები ერთნაირი ქიმი----- შემადგენლობისაა.
ქიმი----- ექსპერტიზის N-----------/ქრ დასკვნის და ექსპერტების თ----- ო-----–---–ი და ს-----ო ც--------ს ჩვენების თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ი----- გ----------ისგან ამოღებული, იისფერ პოლიეთილენის 2 ც. ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,1765 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 0,0475 გრამს.
ქიმი----- ექსპერტიზის N--------------- დასკვნის და ექსპერტების თ----- ო-----–---–ი, ს-----ო ცქ---------) თანახმად, ი----- გ----------ისგან ამოღებული ნივთიერებები და საკონტროლო შესყიდვის შედეგად მისგან ამოღებული ნივთიერებები, ერთნაირი ქიმი----- შემადგენლობისაა.
ქიმი----- ექსპერტიზის N--------------- დასკვნის (ექსპერტები: თ----- ო-----–---–ი და ს-----ო ც--------) თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ე-–------ მ--------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული, 12 ც. მოლურჯო ფერის და 10 ც. მომწვანო ფერის პოლიეთილენის ნაჭერში, სულ 22 ც. ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით 4,5899 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 0,6342 გრამს.
ი----- გ----------ისაგან და საკონტროლო შესყიდვის შედეგად ამოღებული ნივთიერებები და ე-–------ მ--------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება სხვადასხვა ქიმი----- შემადგენლობისაა.
ფონოსკოპი----- ექსპერტიზის N----- დასკვნის და ექსპერტს ე. კ-----–-–---–ის ჩვენების თანახმად, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამაზე და ვიდეოგრამაში არსებულ ხმოვან ნაკადზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება.
ჰაბიტოსკოპი----- და ფოტო -ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N-------------- დასკვნის და ექსპერტ გ------- გ--------ის ჩვენების თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამას არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ, 1--------- წელს დაბადებულ მ------- ე-–------ის (პ/ნ 1----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნება.
ოქმით ფულადი თანხის გადაცემის შესახებ (გამომძიებელი ჯ-----ა კ--–--ე) - ი----- გ----------ეს, ე-–--- მ--------სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა 200 (ორასი) ლარის ოდენობის ფულადი თანხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ე-–------ მ-------ს 2017 წლის 23 მარტს 0,4967 გრ ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება ,,ჰეროინის“ უკანონოდ შეძენა, შენახვა და მისი ნაწილის, 0,4492 გრამი ნარკოტიკული საშუალების ი----- გ----------ეზე რეალიზაცია არ ჩაუდენია.
უპირველეს ყოვლისა პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმე ი----- გ----------ის ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 23 მარტს მისი პირადი ჩხრეკისას და ასევე საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული 0,4492 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება ,,ჰეროინი“ 2017 წლის 23 მარტს ე-–------ მ--------სგან შეიძინა, რომელსაც არაერთხელ მოუმარაგებია იგი ნარკოტიკული საშუალებით. სწორედ ი----- გ----------ის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიგეგმა ოპერატიულ სამძებრო ღონისძიება და მომდევნო დღეს, 2017 წლის 24 მარტს ი----- გ----------ემ განახორციელა ე-–------ მ--------სგან დარჩენილი, 0,0475 გრამი ნარკოტიკული საშუალების ,,საკონტროლო შესყიდვა“ .
მოწმე ი----- გ----------ის ჩვენების უტყუარობას ადასტურებს 2017 წლის 23 მარტს, მასსა და მსჯავრდებულს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, საიდანაც ნათლად ჩანს რომ ისინი ნარკოტიკულ საშუალებაზე საუბრობენ, რომელსაც ,,ლიტრად“ მოიხსენიებენ. (ი----- გ----------ის მიერ ,,ჰეროინის“ ხსენებაზე, მსჯავრდებულმა სთხოვა, რომ სახელით არ მოეხსენებინა). აღნიშნული სატელეფონო საუბრიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებული ი----- გ----------ეს მეორე დღისთვის შეჰპირდა ნარკოტიკულ საშუალებას. ხოლო მეორე დღეს, ანუ 2017 წლის 24 მარტს ე-–------ მ--------სა და ი----- გ----------ის შეხვედრასა და მისთვის ნრკოტიკული საშუალების მიყიდვის ფაქტს არც თავად დაცვის მხარე ხდის სადავოდ.
ე-–------ მ--------ს მიერ 2017 წლის 23 მარტს უკანონოდ შეძემილი და შენახული დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების დარჩენილი ნაწილის 2017 წლის 24 მარტს ი----- გ----------ესთვის მიყიდვის ფაქტის უტყუარობა დადასტურებულია ასევე ქიმი----- ექსპერტიზის N--------------- დასკვნით, რომლის თანახმადაც ი----- გ----------ისგან ამოღებული ნივთიერებები და საკონტროლო შესყიდვის შედეგად ამოღებული ნივთიერებები, ერთნაირი ქიმი----- შემადგენლობისაა.
შესაბამისად ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-–------ მ-------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობის 0,4967 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც ნაწილი, დიდი ოდენობის 0,4492 გრამი 2017 წლის 23 მარტს, ხოლო დარჩენილი ნაწილი 0,0475 გრამი კი 2017 წლის 24 მარტს უკანონოდ გაასაღა ი----- გ----------ეზე.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ე-–------ მ-------ს საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით (2017 წლის 31 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან აღნიშნული მოსაზრება ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დ---------------------–---- ჯ-----ა კ--–--ის, და------ მ--------ის და დ----- ლ-------ის ჩვენებების და მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმების თანახმად დასტურდება, რომ გაჩხრეკილი იქნა ე-–------ მ--------ს საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: თბილისი, ფ-------–-, ი---------------------. ბინის ჩხრეკის შედეგად, ე-–------ მ--------ს კუთვნილი საწოლის ლეიბის ქვედა ზედაპირიდან ამოღებული იქნა 12 (თორმეტი) ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში შეხვეული ფხვნილისებრი ნივთიერება, ასევე 10 ცალი მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკში გახვეული მოყავისფრო ნივთიერება.
ამავე დროს, სააპელაციო პალატა დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე ბინის ჩხრეკისა და ამოღების ოქმის, ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინაღმდეგობაში არც ერთმანეთთან და არც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მოწმეებმა დეტალურად და დამაჯერებლად აღწერეს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა და დაადასტურეს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მჯელობას იმის თაობაზე, რომ ე-–------ მ--------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმში მითითებული ნარკოტიკული საშუალებები ე-–------ მ-------ს რომ ეკუთვნის, ამყარებს ის ფაქტიც, რომ ბინის ჩხრეკამდე ერთი კვირით ადრე, ე-–------ მ-------- მისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ი----- გ----------ესთან შეხვედრის დროსაც ნარკოტიკული საშუალების რამდენიმე ბაშს ფლობდა, რომელთაგან ი----- გ----------ეზე გაასაღა ორი ბაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულისა და მისი მეუღლის განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ ე-–------ მ-------- სახლში არ ინახავს ნარკოტიკულ საშუალებებს, დამაჯერებლობას მოკლებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, ე-–------ მ--------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ჰეროინის შემცველ ნარკოტიკულ საშუალებათა აღმოჩენის ფაქტი.
პალატა განმარტავს, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგი----- დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შეძენის, შენახვის და გადაზიდვის წესს, ასევე იმ პირთა წრეს, ვისაც აქვს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შეძენის, შენახვის და გადაზიდვის უფლება.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგი----- დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის შეძენის უფლება აქვს ფიზიკურ პირს (მხოლოდ შესაბამისი რეცეპტის საფუძველზე);
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგი----- დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა;
პალატა განმარტავს, რომ პირის ქმედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვად მაშინ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, თუ ეს ნარკოტიკული საშუალება პირმა შეიძინა უკანონოდ შესაბამისი რეცეპტის გარეშე.
მითითებული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შენახვის უფლება აქვს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე ფიზიკურ პირს, თუ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი ექიმის დანიშნულების საფუძველზეა შეძენილი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერების შეძენა და შენახვა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგი----- დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების უგულებელყოფით შეფასდება უკანონო შეძენად და შენახვად.
უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ასევე მის გარეშე. უკანონო გასაღება დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის ”ა” ქვპუნქტებით და საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემადგენლობა დამთავრებულად ითვლება ქმედების დამთავრების მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, ქიმი----- ექსპერტიზის დასკვნების თანახმად ი----- გ----------ის მიერ ე-–------ მ--------სგან 2017 წლის 23 მარტსა და ამავე წლის 24 მარტს შეძენილი ნივთიერება, ასევე 2017 წლის 31 მარტს ე-–------ მ--------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ ე-–----- მ-------ს არ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის და გასაღების სამედიცინო და არც სპეციალური უფლებამოსილების საფუძველზე მინიჭებული უფლება.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ე-–------ მ--------ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე-–------ მ-------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის ”ა” პუნქტებით, მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით.
რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს ე-–------ მ-------თან მიმართებით გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, ოჯახური მდგომარეობა, განხორციელებული დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და აღნიშნულის გათვალისწინებით მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი ე-–------ მ--------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე-–------ მ--------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მ------ ჩ------ის, მ---–---- ჩ-----–---ის და მ--–---- ხ-------ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი ე-–------ მ--------ს მიმართ.
ე-–------ მ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტებით და სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტებით - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, საქართველოს სსკ 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტებით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი- 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე-–------ მ-------ს სსასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე, საქართველოს სსკ 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
ე-–------ მ-------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგი----- და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასი----- საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლით.
ე-–------ მ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 31 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ნარკოტიკული საშუალება - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
2 (ორი) ცალი დისკი - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
სხდომის თავმჯდომარე: /შ. ყაველაშვილი/
მოსამართლეები: /მ. ხოლოაშვილი/
/მ. ლომთათიძე/