განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2018
საქმის ნომერი
010210016001460047
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001460047

საქმე №2/ბ-401-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

18 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

აპელანტები - შპს ,,ს---“, შპს ,,უ--–--“

წარმომადგენლები- ლ---- მ-----–--ე, ა-–----- უ--–--

თარჯიმანი-ჟ--–---- კ----ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,გ----ე------ი“

წარმომადგენელი- თ----- მ-------

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, გაუქმებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2016 წლის 05 აგვისტოს, შპს ,,გ----ე------იმ“ დამოუკიდებელი სარჩელები აღძრა მოპასუხე შპს ,,ს---ს“ და შპს ,,უ--–--ს“ მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. 2016 წლის 23 დეკემბერს, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, სსკ-ის 182-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

 

1.1.სარჩელის საფუძვლები:

 

1.1.1. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 26 დეკემბრიდან 2016 წლის 11 მაისამდე შპს ,,გ----ე------ი“ ახორციელებდა თხევადი გაზის (ტექნიკური ბუთანი) მიწოდებას შპს ,,ს---“-სთვის. შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს მიწოდებული თხევადი ღირებულება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით უნდა გადაეხადა ნასყიდობის საგნის მყიდველზე გადაცემიდან 5 დღის ვადაში. მყიდველი - შპს ,,ს---“ ვალდებული იყო გაზის ღირებულების თანხა გადაეხადა სასაქონლო ზედნადებში, საგადასახადო ანგარიშფაქტურებში მითითებული თანხის ფარგლებში. მიწოდებული გაზის ღირებულებამ, დღგ-სა და აქციზის ჩათვლით, შეადგინა 92 877,5 ლარი. მოპასუხე სთხოვდა მათ არ შეეწყვიტათ გაზის მიწოდება, რაც დაეხმარებოდა მას დავალიანების გადახდაში. მიუხედავად არაერთი ზეპირი ფორმით დაპირებისა, მოპასუხემ დავალიანება არ გადაიხადა.

 

1.1.2.მხარეთა შორის ასევე არსებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 12 მაისიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე შპს ,,გ----ე------ი" ახორციელებდა თხევადი გაზის (ტექნიკური ბუთანი) მიწოდებას მოპასუხე შპს ,,U---“-სთვის. შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს მიწოდებული თხევადი ღირებულება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით უნდა გადაეხადა ნასყიდობის საგნის მყიდველზე გადაცემიდან 5 დღის ვადაში. მყიდველი - შპს ,,U---“ ვალდებული იყო გაზის ღირებულების თანხა გადაეხადა სასაქონლო ზედნადებში, საგადასახადო ანგარიშფაქტურებში მითითებული თანხის ფარგლებში. მიწოდებული გაზის ღირებულებიდან, დღგ-სა და აქციზის ჩათვლით, დავალიანებამ შეადგინა 47 378 ლარი. მოპასუხე სთხოვდა მას არ შეეწყვიტათ გაზის მიწოდება, რაც დაეხმარებოდა მას დავალიანების გადახდაში. მიუხედავად არაერთი ზეპირი ფორმით დაპირებისა, მოპასუხემ დავალიანება არ გადაიხადა.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,ს---მ“ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ნაწილობრივ დაეთანხმა დავალიანებას 8 119 ლარის ნაწილში, ხოლო 84 758 ლარის ნაწილში მიუთითა, რომ მას გადახდილი აქვს, რაც დასტურდება მოსარჩელის წარმომადგენლის ზ------ მ------ის მიერ გაცემული შედარების ფურცლით, თანხების მიღების ხელწერილებით, სასაქონლო ზედდებულებით, საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, დღგ-ს ს გადახდით.

 

მოპასუხე შპს ,,U---“-მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ნაწილობრივ დაეთანხმა დავალიანებას 19 773,50 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მიუთითა, რომ თანხა გადახდილი აქვს, რაც დასტურდება მოსარჩელის წარმომადგენლის ზ------ მ------ის მიერ გაცემული შედარების ფურცელით, თანხების მიღების ხელწერილებით, შედარების აქტებით, სასაქონლო ზედდებულებით, საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, დღგ-ს ს გადახდით.

 

2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით:

-შპს ,,გ----ე------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდა;

-მოპასუხე შპს ,,ს---“-ს მოსარჩელის შპს ,,გ----ე------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული თხევადი გაზის ღირებულების გადახდა, ჯამში 92 877,5 ლარის ოდენობით;

-მოპასუხე შპს ,,U---“-ს მოსარჩელის შპს ,,გ----ე------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული თხევადი გაზის ღირებულების გადახდა, ჯამში 47 378 ლარის ოდენობით;

-მოპასუხე შპს ,,ს---“-ს მოსარჩელის შპს ,,გ----ე------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისრა შპს ,,გ----ე------ი"-ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება -2790 ლარი;

-შპს ,,U---“-ს მოსარჩელის შპს ,,გ----ე------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისრა შპს ,,გ---- ე------ი"-ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 1425 ლარი;

-საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით (საქმე №284-უზრ/2016) და 2016 წლის 22 ივლისის განჩინებით (საქმე №285-უზრ/2016) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები დარჩა ძალაში, უცვლელად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

2.3.1. მხარეთა - მოსარჩელე შპს ,,გ----ე------ი"-სა და მოპასუხე შპს ,,U---“-ს შორის, ზეპირი გარიგების საფუძველზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 12 მაისიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე შპს ,,გ----ე------ი“ ახორციელებდა თხევადი გაზის (ტექნიკური ბუთანი) მიწოდებას მოპასუხე შპს ,,U---“-სთვის. 2.3.2. მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ შპს ,,გ----ე------ი“-მ შპს ,,U---“-ს 2015 წლის 12 მაისიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე მიაწოდა 180 507 ლარის ღირებულების თხევადი გაზი. 2.3.3. მხარეთა - მოსარჩელე შპს ,,გ----ე------ი"-სა და მოპასუხე შპს ,,ს---“-ს შორის, ზეპირი გარიგების საფუძველზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 26 დეკემბრიდან 2016 წლის 11 მაისამდე შპს ,,გ----ე------ი" ახორციელებდა თხევადი გ---ის (ტექნიკური ბუთანი) მიწოდებას მოპასუხე შპს ,,ს---“- სთვის. 2.3.4. შპს ,,გ----ე------ი"-მ შპს ,,ს---“-ს 2015 წლის 26 დეკემბრიდან 2016 წლის 11 მაისამდე მიაწოდა 92 877,50 ლარის ღირებულების თხევადი გ---ი. 2.3.5. სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,ს---“ და შპს ,,U---“ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. შპს ,,U---“-ს დამფუძნებელია ა-–------ უ--–--, ხოლო შპს ,,ს---“-ს დამფუძნებელია ს--- უ--–--, ა-–------ უ--–--ს შვილი. 2.3.6. სამოქალაქო საქმე №2-2498/2016 შპს ,,გ----ე------ი"-ს სარჩელისა გამო შპს ,,ს---“-ს მიმართ და სამოქალაქო საქმე №2-2499/2016 შპს ,,გ----ე------ი"-ს სარჩელისა გამო შპს ,,U---“-ს მიმართ, 2016 წლის წლის 23 დეკემბრის საოქმო განჩინებით გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი - №2-2498/2016წ. 2.3.7. მხარეთა შორის სადავოა: - აქვს თუ არა დარჩენილი გადასახდელად მოპასუხე შპს ,,ს---“-ს მოსარჩელე შპს ,,გ----ე------ი"-ს მიერ მიწოდებული 92 877,50 ლარის ღირებულების თხევადი გ---ის გამო დავალიანება მაშინ, როდესაც შპს ,,ს---“ აღიარებს დავალიანებას 8 119 ლარის ნაწილში, ხოლო 84 758 ლარის ნაწილში კი აცხადებს, რომ მას ეს თანხა გადახდილი აქვს. - აქვს თუ არა დარჩენილი გადასახდელად მოპასუხე შპს ,,U---“-ს მოსარჩელე შპს ,,გ----ე------ი"-ს მიერ მიწოდებული თხევადი გაზის გამო დავალიანება 47 378 ლარის ოდენობით მაშინ, როდესაც შპს ,,U---“ აღიარებს დავალიანებას 19 773,50 ლარის ნაწილში, ხოლო 27 604,50 ლარის ნაწილში კი აცხადებს, რომ მას ეს თანხა გადახდილი აქვს. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

2.3.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 319-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 467-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით. 2.3.9. სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შორის ნასყიდობის თაობაზე ზეპირი ფორმით გარიგების დადების გამო, არ არის რა მხარეებს შორის სადავო მიწოდებული თხევადი გაზის ოდენობა და მოცულობა, მისი საფასურის გადახდის შესახებ მტკიცება უნდა დაეკისროს მოპასუხეებს, შპს ,,ს---“-ს და შპს ,,U---“-ს. კერძოდ: შპს ,,ს---“-მ უნდა დაამტკიცოს, რომ მას, მიწოდებული თხევადი გაზის გამო დავალიანებიდან გადახდილი აქვს 84 758 ლარი მაშინ, როდესაც აღიარებს დავალიანებას 8 119 ლარის ნაწილში; ხოლო შპს ,,U---“-მ უნდა დაამტკიცოს, რომ მას მოსარჩელე შპს ,,გ----ე------ი"-ს მიერ მიწოდებული თხევადი გაზის გამო დავალიანებიდან გადახდილი აქვს 27 604,50 ლარი მაშინ, როდესაც აღიარებს დავალიანებას 19 773,50 ლარის ნაწილში. 2.3.10. დადგენილი იქნა, რომ მხარეები, შპს ,,გ----ე------ი" და შპს ,,ს---“, შპს ,,გ----ე------ი" და შპს ,,U---“, ურთიერთშორის ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე. მოსარჩელემ წარმოადგინა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედდებულები, სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლითაც დგინდება, რომ მან მიაწოდა მოპასუხე შპს ,,ს---“-ს 92 877,50 ლარის ღირებულების თხევადი გაზი, ხოლო მოპასუხე შპს ,,U---“-ს 47 378 ლარის ღირებულების თხევადი გაზი, რომლის საფასურიც, მისი განმარტებით, მოპასუხეების მიერ ანაზღაურებული არ არის. მოპასუხეებმა კი წარმოადგინეს აუდიტორის დასკვნა, შედარების ფურცლები, ცალმხრივად წარმოებული თანხის გადახდის მონაცემები-ჩანაწერები, ბარათები-ხელწერილები თანხის გადახდის შესახებ, ხოლო მხარეების მოწმეებმა მისცეს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები , ანუ მოწმეებმა მისცეს ჩვენებები იმ მხარის სასარგებლოდ, რომელ მხარის მოწმეებსაც წარმოადგენენ. 2.3.11. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა ეყრდნობა მოპასუხეების მიერ წარდგენილ მასალებს: საქონლის შეძენის რეესტრებს, ჩანაწერებს თანხების გადახდის შესახებ, ინფორმაციას გადახდების შესახებ, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებებს. ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს (ერთვის სარჩელებს). თვით აუდიტი, გაცემული დასკვნით აღიარებს, რომ მოპასუხეების მიერ წარდგენილი მასალები არ პასუხობს ბუღალტრული აღრიცხვის მოთხოვნებს. გარდა ამისა, წარდგენილი მასალების მიხედვით, შეუძლებელია ცალ-ცალკე შპს ,,ს---“-სა და შპს ,,U---“-ს ვალდებულებების დადგენა და განისაზღვრა ჯამური ვალდებულებები, ხოლო აუდიტორულ დასკვნაში აუდიტის შეფასება, რომ არსებული ვალდებულებების მოცულობის გამო, შეუძლებელია მოსარჩელეს გაეგრძელებინა გაზის მიწოდება გადახდების გარეშე, წარმოადგენს შეფასების საკითხს და სცილდება აუდიტის კომპეტენციას. სასამართლოს თვალსაზრისით, მოპასუხეებს ვალდებულებების იმ ნაწილში შესრულების შემთხვევაში, რაზედაც ისინი მიუთითებენ, შეეძლოთ წარმოედგინათ, მინიმუმ მათი სალაროს გასავლის ორდერები, დადასტურებული მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერებით (ნაღდი ანგარიშსწორებისას), ასევე საგადასახადო დეკლარაციებიც, სადაც ასახული იქნებოდა ამ ვალდებულებების შესრულება-თანხების გადახდა, რაც გამოდგებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მყარი მტკიცებულებების - საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედდებულების საპირწონედ. 2.3.12. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეების მიერ სარჩელის უარყოფა არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, შესაბამისად მთლიანად გაიზიარა სარჩელებში მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. 3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები 3.1. წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ერთობლივად გაასაჩივრეს მოპასუხე შპს ,,ს---მ“ და შპს ,,U---“-მ 3.2.აპელანტების განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია დადასტურებულად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რადგან რეალურად, მოსარჩელის მიმართ შპს , ,,U---“-ს გააჩნია მხოლოდ 6394 ლარის, ხოლო შპს ,,ს---ს“ კი - 18486.5 ლარის დავალიანება. 3.3. აპელანტთა მითითებით, საქალაქო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: მართალია, აპელანტები ეთანხმებიან სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მიწოდებული თხევადი გ---ის ოდენობასთან დაკავშირებით, მაგრამ არ ეთანხმებიან საქალაქო სასამართლოს მიერ უდავო ფაქტობრივ გარემოებად იმის მიჩნევას, რომ თითქოს უშუალოდ შპს ,,გ---–ე------ის“ ჰქონდა ზეპირი გარიგება მათთან დადებული თხევადი გ---ის შესყიდვის თაობაზე და რომ თითქოს, ამ ზეპირი გარიგების საფუძველზე უშუალოდ მოსარჩელე აწვდიდა მათ თხევად გ---ს და მის ღირებულებასაც მათგან თავად მოსარჩელე ღებულობდა. ს---მდვილეში, მათ შორის ასეთ გარიგებას ადგილი არ ჰქონია. 3.4. აპელანტების მითითებით, შპს ,,გ---–ე------ი“ თხევად გაზს ს---მდვილეში აწვდიდა არა აპელანტებს, არამედ ქ.ბათუმში მის წარმომადგენელ ზ------ მ------ეს, ეს უკანასკნელი კი ახდენდა მოსარჩელისაგან მიღებული გ---ის აპელანტებზე მიყიდვას ნაღდი ანგარიშსწორების გზით, ამასთან შპს ,,გ---–ე------ი“ ზ------ მ------ესათვის მიწოდებული გაზის რაოდენობაზე ზედდებულებს გამოწერდა და უგზავნიდა არა ფაქტობრივ მიმღებს – ზ------ მ------ეს, არამედ მათ ანუ მოსარჩელე შპს ,,გ---–ე------ი“ რეალურად თხევად გაზს აწვდიდა ქ.ბათუმში მის წარმომადგენელ ზ------ მ------ეს, ხოლო ეს უკანასკნელი მიწოდებული გაზის გაწერას ახდენდა და ზედდებულებს უგზავნიდა აპელანტებს. რაც შეეხება ანგარიშსწორების საკითხს, აპელანტები, ზ------ მ------ესგან შესყიდული გაზის ღირებულებას მასვე უხდიდნენ, რომელიც აპელანტებისაგან მიღებული გაზის ღირებულებას, შპს ,,U---“-ს სახელით აბარებდა შპს ,,გ---–ე------ის“ ბუღალტერიაში, სადაც მას გადასცემდნენ შპს ,,უ--–--ს“ სახელზე გაწერილ სალაროს შემოსავლის ორდერებს. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აპელანტთა თვალსაზრისით, არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ შპს ,,გ---–ე------ის“ მიაჩნია, რომ ქ.ბათუმში მისი წარმომადგენელ ზ------ მ------ესაგან სრულად არ აქვს მიღებული მისთვის მიწოდებული იმ თხევადი გ---ის ღირებულება, რომელიც ზ.მ------ეს მიერ გაყიდული იქნა მათზე, მაშინ დანაკლისი თანხის ანაზღაურებაც მას უნდა მოსთხოვოს და არა აპელანტებს. შესაბამისად, მოსარჩელეს გ---ის ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრეტენზია უნდა ჰქონდეს არა მათთან (რომლებიც საქონელს ყიდულობდნენ და საფასურსაც ნაღდი ანგარიშსწორებით უხდიდნენ მის წარმომადგენელ ზ------ მ------ეს), არამედ მის წარმომადგენელ ზ------ მ------ესთან, რომელიც ახდენდა გ---ის გაყიდვას აპელანტებზე და ნასყიდობის თანხის ხელზე მიღებას.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. სამოქალაქო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს შემდეგს: 4.2.. მოსარჩელე შპს ,,გ----ე------ი“-სა და მოპასუხე შპს ,,U---“-ს შორის, ზეპირი გარიგების საფუძველზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 12 მაისიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე შპს ,,გ----ე------ი“ ახორციელებდა თხევადი გ---ის (ტექნიკური ბუთანი) მიწოდებას მოპასუხე შპს ,,U---“-სთვის. შპს ,,გ----ე------ი“-მ შპს ,,U---“-ს 2015 წლის 12 მაისიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე მიაწოდა 180 507 ლარის ღირებულების თხევადი გ---ი. 4.3. მოსარჩელე შპს ,,გ----ე------ი“-სა და მოპასუხე შპს ,,ს---“-ს შორის, ზეპირი გარიგების საფუძველზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 26 დეკემბრიდან 2016 წლის 11 მაისამდე შპს ,,გ----ე------ი" ახორციელებდა თხევადი გ---ის (ტექნიკური ბუთანი) მიწოდებას მოპასუხე შპს ,,ს---“- სთვის. შპს ,,გ----ე------ი"-მ შპს ,,ს---“-ს 2015 წლის 26 დეკემბრიდან 2016 წლის 11 მაისამდე მიაწოდა 92 877,50 ლარის ღირებულების თხევადი გ---ი. 4.4. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მხარეთა განმარტებებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა, რომ აპელანტებზე რეალურად მოხდა გ---ის მიწოდება ზემოაღნიშნული ოდენობით. ასევე სადავო არაა, რომ გ---ის მიწოდებისათვის ანგარიშსწორებას აპელანტები ახორციელებდდნენ ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ის გარემოება, რომ შპს ,,ს---“ და შპს ,,U---“ თანხას უხდიდნენ არა შპს ,,გ----ე------ის“, არამედ მის წარმომადგენელს, რომელმაც აპელანტთა განმარტების თანახმად არასრულყოფილად მიაწოდა თანხები მოსარჩელეს. ასევე სადავოა ის გარემოება, რომ აპელანტებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხებიდან გადასახდელი აქვთ მხოლოდ: შპს ,,ს---ს“-8 119 ლარი, ხოლო შპს ,,U---“-ს 19 773,50 ლარი. 4.5. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,დანი -აუდიტის“ 2016 წლის 13 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, რომელიც მომზადებული იქნა შპს ,,ს---სა“ და შპს ,,უ--–--ს“ დაკვეთით, დადგენილია, რომ აუდიტორი ეყრდნობა დამკვეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და განმარტებებს, აუდიტორს არ ჩაუტარებია სპეციალური შემოწმება მათი სიზუსტესა და უტყუარობაზე და რომ ასეთზე პასუხისმგებელია დამკვეთი. ამავე დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ფაქტიურად შეუძლებელია ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების დადგენილი წესით ცალკეული მხარის (შპს ,, ,,U---“- -შპს ,,გ----ე------ი“ , შპს ,,ს---“-შპს ,,გ----ე------ი) ვალდებულების განსაზღვრა, რადგან წარმოდგენილი ინფორმაცია არ პასუხობს ბუღალტრული აღრიცხვის მოთხოვნებს. (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ.126;) 4.6. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ სამართლებრივი ხასიათის მსჯელობებს, აღნიშნავს, რომ უპირველესად შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ამდენად, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, შესაბამისად, მხარეებს შორის ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. 4.7. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ძალითაც ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი ხელშეკრულება, როგორც უკვე აღინიშნა, თავისი არსით წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების იმ მითითებას, რომ მათ არ ჰქონიათ ზეპირი შეთანხმება დადებული უშუალოდ მოსარჩელეებთან, რადგან საქმეში არსებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, სასაქონლო ზედნადებებით, სალაროს შემოსავლის ორდერებით ცალსახად დგინდება, რომ: 2015 წლის 26 დეკემბრიდან 2016 წლის 11 მაისამდე შპს ,,გ----ე------ი“-მ გახორციელა თხევადი გ---ის (ტექნიკური ბუთანი) მიწოდება შპს ,,ს---“-სთვის. მიწოდებული გ---ის ღირებულებამ, დღგ-სა და აქციზის ჩათვლით, შეადგინა 92 877,5 ლარი; ხოლო 2015 წლის 12 მაისიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე შპს ,,გ----ე------ი“-მ განახორციელა თხევადი გ---ის (ტექნიკური ბუთანი) მიწოდება მოპასუხე შპს ,,U---“-სთვის. მიწოდებული გ---ის ღირებულებამ, დღგ-სა და აქციზის ჩათვლით, შეადგინა 47 378 ლარი. შესაბამისად ზემოთქმულისა, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტებმა -შპს ,,ს---მ“ და შპს ,,U---“-მ უშუალოდ ,,შპს ,,გ----ე------ი“სთან დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,გ----ე------ი"-მ განახორციელა თხევადი გაზის (ტექნიკური ბუთანი) მიწოდება შპს ,,ს---“-სთვის და შპს ,,უ--–--“-სთვის. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველი ვალდებული იყო გაზის ღირებულების თანხა გადაეხადა სასაქონლო ზედნადებში, საგადასახადო ანგარიშფაქტურებში მითითებული თანხის ფარგლებში. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან მიაწოდა თხევადი გაზი მოპასუხეებს, რაც მხარეთა შორის სადავო არაა. შესაბამისად, შპს ,,გ----ე------ი“ მ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი თავისი ვალდებულება და კანონის თანახმად, მას, როგორც გამყიდველს, წარმოეშვა თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება, თავის მხრივ მყიდველს კი - თანხის გადახდის ვალდებულება. გამყიდველი მიუთითებს, რომ მყიდველების მიერ არაა გადახდილი მის მიერ მითითებული გაზის მიწოდების ღირებულება. საპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ეს ნორმა განამტკიცებს ვალდებულების დროულად (შეთანხმებულ ვადაში) შესრულების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს შესრულების ვადა, ვალდებულება ამ ვადაში უნდა შესრულდეს, მოვალემ არ უნდა გადააცილოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას. 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოხსენებულზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. საკითხი კი იმის თაობაზე, თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა წარმოადგინეს აუდიტორის დასკვნა, შედარების ფურცლები, ცალმხრივად წარმოებული თანხის გადახდის მონაცემები-ჩანაწერები, ბარათები-ხელწერილები თანხის გადახდის შესახებ, რომელიც ნაწარმოები აქვთ ცალმხრივად. ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ისინი ამტკიცებენ, რომ შპს ,,ს---“-ს გადახდილი აქვს 84 758 ლარი, გადასახდელი კი დარჩათ მხოლოდ 8 119 ლარი, ხოლო შპს ,,U---“-ს გადახდილი აქვს 27 604,50 ლარი, გადასახდელი კი მხოლოდ 19 773,50 ლარი. პალატა აფასებს რა მოპასუხეთა მიერ თავიანთი შესაგებლის წარმოდგენილი პოზიციის დასადასტურებლად წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნას, ასეთი სარწმუნოობის თვალსაზრისით არ მიაჩნია უტყუარი სახის მტკიცებულებად, რადგან თვით აუდიტი, გაცემული დასკვნით აღიარებს, რომ მოპასუხეების მიერ წარდგენილი მასალები არ პასუხობს ბუღალტრული აღრიცხვის მოთხოვნებს. გარდა ამისა, წარდგენილი მასალების მიხედვით, შეუძლებელია ცალ-ცალკე შპს ,,ს---“-სა და შპს ,,U---“-ს ვალდებულებების დადგენა და განისაზღვრა ჯამური ვალდებულებები, ხოლო რაც შეეხება აუდიტორულ დასკვნაში აუდიტის შეფასებას, რომ არსებული ვალდებულებების მოცულობის გამო, შეუძლებელია მოსარჩელეს გაეგრძელებინა გაზის მიწოდება გადახდების გარეშე, აღნიშნული წარმოადგენს შეფასების საკითხს და უდაოდ სცილდება აუდიტის კომპეტენციას, შესაბამისად ასეთს სასამართლო ვერ დააყრდნობს თავის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მოპასუხეების მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნას სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ ნაწილში, რომ მათ ვალდებულებები შესრულებული აქვთ იმ ოდენობით, როგორც ამას შესაგებლებში მიუთითებენ. დასკვნა ეყრდნობა მოპასუხეების მიერ წარდგენილ მასალებს: საქონლის შეძენის რეესტრებს, ჩანაწერებს თანხების გადახდის შესახებ, ინფორმაციას გადახდების შესახებ, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებებს. ეს მტკიცებულებები შედგენილია ცალმხრივად მოპასუხეების მიერ და არ არის დადასტურებული მოსარჩელის მიერ. ასევე, იმ ხელწერილებით და ბარათებით, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილია სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, გაზის საფასურის გადამცემსა და მიმღებ პირთა მიერ, არ დგინდება, რომ მოპასუხეებმა შეასრულეს ვალდებულებები იმ ნაწილში, რაც სასარჩელო მოთხოვნებს შეადგენს. პირიქით, ამ ნაწილში მოსარჩელეს თავად აქვს აღიარებული ვალდებულების შესრულების მიღება, რასაც თავად ადასტურებს მის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერებით. ამდენად,პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებმა, ვალდებულებების იმ ნაწილში შესრულების დასამტკიცებლად, რაზედაც ისინი მიუთითებენ, ვერ წარმოადგინეს მათი სალაროს გასავლის ორდერები, დადასტურებული მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერებით (ნაღდი ანგარიშსწორებისას), ასევე საგადასახადო დეკლარაციებიც, სადაც ასახული იქნებოდა ამ ვალდებულებების შესრულება-თანხების გადახდა, რაც გამოდგებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მყარი მტკიცებულებების - საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედდებულების საპირწონედ. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტები წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტებს, რომელებსაც სამოქალაქო ურთიერთობებში ეკისრებათ განსაკუთრებული წინდახედულობის გამოჩენა. შესაბამისად, მათ მიერ მითითებული გარემოებები მათ უნდა დაადასტურონ შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც მათ მიერ წარმოდგენილი და დადასტურებული ვერ იქნა. 4.9.სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტთა წარმომადგენლების განმარტებას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ფიზიკური პირი ზ------ მ------ე, რომლის ხელწერილებითაც მათი თვალსაზრისით დგინდება შესაგებლებში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოება თხევადი გაზის ღირებულების გადახდის შესახებ, წარმოადგენდა შპს ,,გ----ე------ის“ რწმუნებით აღჭურვილ პირს, რომელიც უფლებამოსილი იყო ხელზე მიეღო აპელანტებზე გაყიდული გაზის ღირებულების ადექვატური თანხა, რადგან ასეთი უარყოფილი იქნა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მიერ, ხოლო ვარგისი მტკიცებულება კი, რაც გადმოცემული განმარტების უტყუარობას სათანადო წესით დაადასტურებდა (შესაბამისი მინდობილობა) აპელანტების მიერ წარმოდგენილ ვერ იქნა. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და განმარტავს, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. 4.10.ამდენად, აპელანტებმა, როგორც მოპასუხეებმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ვერ დაადასტურეს მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაზედაც ისინი ამყარებენ თავიანთ შესაგებელს, ვერ წარმოადგინეს შესაბამისი ვარგისი და სათანადო მტკიცებულებები. ამდენად, მათ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ვერ შეასრულეს თავიანთი საპროცესო ვალდებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა განმარტავს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რაც ნიშნავს იმას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,გ--- ე------ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ს---ს“ და შპს ,,U---“-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, იგი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ს---ს“ და შპს ,,U---“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ სვანიძე

 

ლაურა მიქავა