განაჩენი

სისხლის სამართლის 13.07.2018
საქმის ნომერი
150100118002414940
ინსტანცია
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002414940

საქმე №1ბ/705-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 ივლისი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გე--------------ის მიმართ, დაბადებულის - 1--- წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #----------- ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ნ----–-------------------------–--------–-----–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 126-ე მუხლის 12 ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით გე--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 126 მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გე--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 29 მარტის ჩათვლით.

 

გე--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? ან 118-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 27 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ნ----–-------------------------–--------–-----–-, საცხოვრებელ სახლში, გე--------------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ფლ-------------ს, კერძოდ, ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც ფლ-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ფაქტამდეც, გე--------------ი მეუღლეს - ფლ-------------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, 2018 წლის იანვრის თვიდან მოყოლებული, გე--------------მა რამოდენიმეჯერ სცემა მეუღლე - ფლ-------------ი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელს ურტყამდა სახეში და აგინებდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად ფლ-------------მა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გუ------------ემ და ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გე--------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ინტენსივობას, საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული და დაზარალებული სულ რამდენიმე წელი იყვნენ ცოლ-ქმარი, გე--------------მა მეუღლეს ამ წლების განმავლობაში რამოდენიმეჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ფლ-------------ი ისე არ აკეთებდა საქმეს, როგორც იგი მიუთითებდა, ფლ-------------ს დაზიანებები აღენიშნებოდა არა მარტო სახეზე, არამედ სხეულზეც, რაც მიუთითებს ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების სისასტიკეზე. წარსულში გე--------------ი განრიდებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან საკუთარი თანასოფლელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, თუმცა მის მიმართ გამოყენებული კანონით გათვალისწინებული შეღავათი არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის, იგი არ გამოსწორებულა და კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული. მისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ არის გამართლებული, ასეთ ვითარებაში სასჯელი ვერ შეასრულებს საკუთარ მიზნებს და მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა თავიდან ვერ იქნება აცილებული. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, მისი აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ფლ-------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: სა--------------ის, სო----------------ის გამოკითხვის ოქმები, ფლ-------------ის სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა და ასევე სხვა უდავო წერილობითი მტკიცებულებები.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა მხედველობაში იღებს, რომ გე--------------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არ არის ნასამართლევი /წარსულში მის მიმართ გამოყენებული იქნა განრიდება/, შერიგებულია დაზარალებულთან, პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გუ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გე--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126 მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გე--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 29 მარტის ჩათვლით.

 

გე--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

მსჯავრდებულ გე--------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე