განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.07.2018
საქმის ნომერი
330210115703264
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ზიანის ანაზღაურება, სხვა სახის დავები
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115703264 N2ბ/7128-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ქეთევან დუგლაძე

მოსამართლეები _ ანა გოგიშვილი

ლ---- გვარამია

 

სხდომის მდივანი _ ო----- ბუკია

 

აპელანტი (მოსარჩელე) _ კ-–---ა ს--–--

წარმომადგენელი - ვ------- მ----------ი

 

აპელანტი (მოპასუხე) _ შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ი“

წარმომადგენელი - ბ--- ი----ა

 

აპელანტი (მოპასუხე) - შ-- „ა-------“

წარმომადგენელი -ა-----– ო-----ა

 

თავდაპირველი მოპასუხე - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ა----ი პ--–-----

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტ კ-–---ა ს--–--ს მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუმქება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტების შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ის“ და შ-- „ა---- +--ის მოთხოვნა - – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუმქება დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - ზიანის და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კ-–---ა ს--–--ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ა----ი პ--–------ის წევრებს: შ-- ა------- - სს და შ-- ს----------–ოს ს-–----------– კ-----–---ს კ-–---ა ს--–--ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11 618.32 ლარის და 500 აშშ დოლარის გადახდა; კ-–---ა ს--–--ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 20381,68 ლარის და 10750 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2005 წლის 8 სექტემბერს შ-- ს----------–ოს ს-–----------– კ-----–---სა და შ-- „ა-------“- ს შორის დადებული იქნა ხელშეკრულება ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ა----ი პ--–------ის დაფუძნების შესახებ.

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მესაკუთრისა და კომპანიის გადაწყვეტილება მესაკუთრის კუთვნილი უძრავი ქონების ბაზაზე (მდებარე ქ. თბილისში, ს----------–ოს ქ. N--) განხორციელდეს მრავალსართულიანი საცხოვრებელის და საოფისე ფართის მშენებლობა.

 

მესაკუთრე - შ-- ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ი საკუთარი შენატანის სახით ამხანაგობას გადასცემს მიწის ნაკვეთს მასზე არსებული დაუსრულებელი მშენებლობით.

 

ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეთა მიზანია, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ვადებში ერთობლივად იმოქმედონ მრავალსართულიანი ს-–----------–ი და საოფისე ფართის ასაშენებლად.

 

ხელშეკრულების 4.1.4. პუნქტით კომპანიის შენატანი განისაზღვრება მომსახურების სახით, რაც გულისხმობს მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ფართის დაპროექტებას და მშენებლობას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. საკუთარი ან მისი ფინანსური პასუხისმგებლობით მოზიდული სახსრებით.

 

ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება ხელშეკრულების მხარეთა შორის ნაწილდება შემდეგნაირად: მესაკუთრე საერთო ფართიდან მიიღებს 1 500 კვ.მ.-ს შიდა პერიმეტრით (დანართი N1-ის შესაბამისად). ამავე ხელშეკრულების 6.1.1. პუნქტის მიხედვით, მესაკუთრე იღებს ვალდებულებას და იძლევა დაპირებას არსებულ პროექტზე აიღოს მშენებლობის ნებართვა, კომპანიასთან ერთად გამოიყენოს მაქსიმალური ძალისხმევა შესაბამის უწყებებში მიწის ნაკვეთზე უკვე არსებული პროექტის დასაკორექტირებლად ისე, რომ კომპანიას ექნება უფლება ააშენოს ამ ადგილისთვის ნორმატივებით ნებადართული მოცულობის ფართი. მიიღებს ყველა ზომას და გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას პროექტის წარმატებით განსახორციელებლად.

 

2005 წლის 19 სექტემბერს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ა----ი პ--–------ის სადამფუძნებლო კრების დადგენილებით (ოქმი N1) ჩამოყალიბდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ო----- დ--------ია, ხოლო ამხანაგობის იურიდიულ მისამართად განისაზღვრა - ქ. თბილის, ს----------–ოს ქ. N--.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2005 წლის 08 სექტემბრის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 22- 31)

- 2005 წლის 19 სექტემბრის ოქმი №1 ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა ა----ი პ--–------ ის დაფუძნების შესახებ (ს.ფ 35-36)

 

2.2. 2007 წლის 11 ოქტომბერს კ-–---ა ს--–--ს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ა----ი პ--–------ს და შ-- ა----ის + -ს შორის გაფორმდა გარიგება ს-–----------–ი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ.

 

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წევრი ერთიანდება ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ა----ი პ--–------ში. 2.2. პუნქტის თანახმად, წევრის წილი (ბინა) შეადგენს 4 ოთახიან ბინას (შემდგომში - ბინა); საცხოვრებელი ფართი - 136.71 კვ.მ. - ლოჯი და ტერასა, აივანი - 26.12 კვ.მ. სადარბაზო - 1, სართული - 7, ბინა N18.

 

ხელშეკრულების 1.8. პუნქტის თანახმად, ბინის მშენებლობის დასრულების ვადად იწოდება პირველი სადარბაზოს მშენებლობის ვადა, რომელიც დამტკიცებული პროექტის მიხედვით უნდა დასრულდეს მშენებლობის დაწყებიდან (2006 წლის 30 დეკემბერი - 2009 წლის 30 ივნისი) 36 თვის განმავლობაში.

 

გარიგების 3.1. პუნქტის თანახმად, წევრის საწევროს ოდენობა განისაზღვრება ბინის ღირებულებით, კერძოდ 129563 აშშ დოლარის ექვივალენტით გადახდის მომენტისათვის ე--------ლი ბანკის მიერ დადგენილი კურსით ლარებში.

 

ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში საწევროს 30 %-ს, კერძოდ 39 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში წევრი უხდის კომპანიას.

 

ხელშეკრულების 3.3. პუნქტის მიხედვით, წევრის მიერ პირველადი შენატანის განხორციელებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში შ-- ა------- უზრუნველყოფს წევრისათვის საწევროს დანარჩენი ნაწილის, კერძოდ 90563 აშშ დოლარის სესხის სახით გამოყოფას და საწევროს მთლიანი თანხის ამხანაგობისათვის გადახდას. 4.1.3 პუნქტის თანახმად, თუ ბინის მშენებლობის ვადა გადააჭარბებს 1.8 პუნქტში აღნიშნულ პერიოდს სამ თვეზე მეტი ხნის ვადით და წევრს არ დაურღვევია ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს პირგასამტეხლო მის მიერ განხორციელებული პირველადი შენატანისა და კომპანიასთან მიმდინარე მომენტისათვის გადახდილი სესხის ძირის 0.3% ზემოაღნიშნული სამი თვის შემდეგ ბინის მშენებლობის დასრულებამდე არსებულ ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის (ამხანაგობაში წევრად მიღების შესახებ) ხელშეკრულება №აპ2-278 (ს.ფ 13-20)

 

2.3. დადასტურებულია, რომ კ-–---ა ს--–--ს მიერ სრულადაა გადახდილი 2007 წლის

11 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 129563 აშშ დოლარი. ეს გარემოება მხარეთა ახსნა-განმარტების გარდა დასტურდება 2008 წლის 27 ივნისს შედგენილი სესხად გამოყოფილი თანხის სრულად დაფარვის მიღება-ჩაბარების აქტით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 41)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. 2007 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ამხანაგობამ ვერ შეძლო მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ბინის აშენება და საკუთრებაში გადაცემა შესაბამისად მოპასუხეების მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის ფაქტი დადასტურებულია.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად კ-–---ა ს--–--ს სახელზე რიცხული ბინა აღნიშნულია როგორც მშენებარე და სასამართლოსთვის აშკარაა, რომ მოსარჩელეს სათანადო სახით დასრულებული ნივთი არ მიუღია.

 

2007 წლის 11 ოქტომბერს შედგენილი ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად კ-–---ა ს--–--ს საცხოვრებელ ბინაში მოპასუხეებს უნდა შეესრულებინათ შემდეგი სამუშაო: სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, ტიხრების ამოყვანა, ექსტერიერზე ალუმინის კარ-ფანჯარა ორმაგი შემინვით, ბუნებრივი აირის მილგაყვანილობა (მრიცხველის გარეშე), კანალიზაციის დგარები, იატაკი მოჭიმული, კედლები გალესილი გაჯით, ბინის შესასვლელი რკინის კარი.

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კ-–---ა ს--–--ს 2007 წლის 11 ოქტომბრის გარიგებით გათვალისწინებული შესრულება სრულად არ მიუღია, კერძოდ, მოპასუხეებს ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული სამუშაო არ შეუსრულებიათ.

 

საქმის მასალებში დაცულია საქართველოს აღსრულების ე--------ლი ბ-----ოს ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, რომლის ასევე დასტურდება, რომ მოპასუხეების მიერ კ-–---ა ს--–--ს მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულება სრული მოცულობით არ შესრულდა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესით ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, რომელმაც დანართი N1-ით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებანი ვერ წარმოადგინა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2007 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულების დანართი N1 (ს.ფ. 21).

- 2014 წლის 03 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 33).

- ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, თანდართული დისკი (ს.ფ. 37-40, 63)

 

2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ-–---ა ს--–--ს უძრავი ქონების სახელშეკრულებო პირობებამდე მიყვანის მიზნით შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს - 11 618.32 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს. აღნიშნული ნორმა შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო საქმის წარმოებას დავის სახით. მისი შინაარსის შესაბამისად, პროცესის თითოეულ მონაწილეს ევალება იმ გარემოების დადასტურება, რომელზეც იგი აპელირებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია აუდიტ-შემფასებელი ბ---- დ--------ის მიერ შედგენილი აუდიტის დასკვნა, რომლითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული ზიანის ოდენობა განისაზღვრა 32 000 ლარით. სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მოპასუხე მხარე შესაგებელშიც და მთავარ სხდომაზეც სადაოდ ხდიდა მტკიცებულების სახით საქმეზე წარმოდგენილ აუდიტის დასკვნას, რომლითაც შეფასებულია ზიანის ოდენობა.

 

მოპასუხე მხარემ სასამართლოს წარუდგინა ს--- ლ----------------–--------–-------------------------------–----------ს 2015 წლის 26 ივნისის დასკვნა, რომლის მიხედვით, ქ. თბილისში, ს---–--- ც--–--ის N---ში კ-–---ა ს--–--ს კუთვნილი ს-–----------–ი ფართის N------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების მდგომარეობამდე მისაყვანის ღირებულება შეადგენს 11 618.32 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით შეფასება, როგორ სამოქალაქო პროცესის მთავარი პრინციპი ცხადყოფს, რომ არავითარ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევას.

 

სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა რა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიაჩნია, რომ უნდა გაიზიაროს ს--- ლ---- ს----------–ის ს----–---ის ე-----------ის ე--------ლ ბ-----ოს 2015 წლის 26 ივნისის დასკვნის შინაარსი. საექსპერტო გამოკვლევა შესრულებულია სპეციალისტების მიერ, რომლებიც სათანადო წესით არიან გაფრთხილებულნი შეგნებულად ყალბის დასკვნის გაცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე. ასეთი ხასიათის გაფრთხილების შედეგად მიღებული კვლევას სასამართლოს მოსაზრებით სხვა მტკიცებულებებთან შედარებით გააჩნია სანდოობის გაცილებით მაღალი ხარისხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს--- ლ----------------–--------–-------------------------------–----------ს დასკვნა (ს.ფ 260-271)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლომ განმარტა, რომ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: ამხანაგობის მონაწილე უნდა იყოს არა ნაკლებ ორი პირი, რომლებიც მოქმედებენ ერთობლივად, შესაბამისად, ერთმანეთის მიმართ არ წარმოეშობათ დაპირისპირებული ინტერესები, როგორც მოვალესა და კრედიტორს.

 

ხელშეკრულების ინტერესებიდან გამომდინარე, მის მონაწილეებს შორის შეიძლება გადანაწილდეს უფლება-მოვალეობები, თუმცა ეს ხორციელდება არა როგორც დამოუკიდებელ პირთა შორის, რომელთაც ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერესები და მოვალეობები გააჩნიათ, არამედ, როგორც სუბიექტებს შორის, რომელთა შორის უფლება-მოვალეობების გადანაწილება ხდება ამხანაგობის ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით.

 

ამხანაგობის მონაწილეთა შეთანხმება და ერთიანობის გამოვლენა უნდა მოხდეს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნის მისაღწევად. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ 2005 წლის 08 სექტემბერს შედგენილი ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ შ-- ა------- - სი და შ-- ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ი არიან 2005 წლის 8 სექტემბერს შედგენილი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ჩამოყალიბებული ამხანაგობა ა----ი პ--–------ის დამფუძნებლები და შესაბამისად წევრები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად.

 

ესეიგი მესამე პირები უფლებამოსილნი არიან მოთხოვნები წაუყენონ ამხანაგობას, ანუ მის ყველა წევრს ერთად, ან რომელიმე ერთ-ერთ მონაწილეს და მათგან მოითხოვონ ვალდებულების სრულად შესრულება.

 

აშკარაა, რომ ამხანაგობის წევრები მესამე პირების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში გვევლინებიან სოლიდარულ მოვალეებად ხოლო სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის დანაწესით კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ დასახელებულ პირებს როგორც ამხანაგობა ა----ი პ--–--ის წევრებს ეკისრებათ სოლიდარული ფინანსური პასუხისმგებლობა ამხანაგობის მიერ მესამე პირების მიმართ, მათ შორის კ-–---ა ს--–--ს წინაშეც აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების სამართლებრივი შინაარსი განისაზღვრება არა მარტოოდენ ხელშეკრულების სახელწოდების არამედ იმ უფლება-მოვალეობების ანალიზის შედეგად რომლებიც გარიგებაშია ჩამოყალიბებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, კ-–---ა ს--–--ს და ამხანაგობა ა----ი პ--–------ს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს უნდა აეშენებინა ს-–----------–ი სახლი და კ-–---ა ს--–--სთვის ანაზღაურების სანაცვლოდ უნდა გადაეცა კონკრეტული მახასიათებლების უძრავი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

კ-–---ა ს--–--სა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ა----ი პ--–------ს შორის

2007 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული გარიგების ანალიზის შედეგად უნდა დავასკვნათ, რომ იგი ნარდობის ხელშეკრულებაა. ამავდროულად, სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ მოსარჩელე მხარის მიმართ არსებული ვალდებულება სრულად შესრულებული არ არის და მისი სრულყოფილად შესრულებისთვის აუცილებელია 11 618.32 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლის დანაწესით შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კ-–---ა ს--–--მ მიიღო არსებითი ნაკლის მქონე ნივთი თუმცა მოსარჩელეს ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გასაცემი ანაზღაურება გადახდილი აქვს სრულად.

 

მოსარჩელის საცხოვრებელი ბინისთვის თანმდევი ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო დანახარჯი შეადგენს 11 618.32 ლარს, რომელიც მენარდეს მიღებული აქვს წინასწარ. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლის დანაწესით კ-–---ა ს--–--ს გააჩნდა შესაძლებლობა მენარდისთვის არ ენაზღაურებინა ნივთის ნაკლის გამოსწორებისთვის საჭირო თანხა, შესაბამისად მოპასუხე მხარეს 11618,32 ლარი კ-–---ა ს--–--სგან მიღებული აქვს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და იგივე თანხა ექვემდებარება მოსარჩელისთვის დაბრუნებას სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის თანახმად, თუ ბინის მშენებლობის ვადა გადააჭარბებს 1.8 პუნქტში აღნიშნულ პერიოდს სამ თვეზე მეტი ხნის ვადით და წევრს არ დაურღვევია ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს პირგასამტეხლო მის მიერ განხორციელებული პირველადი შენატანისა და კომპანიასთან მიმდინარე მომენტისათვის გადახდილი სესხის ძირის 0.3% ზემოაღნიშნული სამი თვის შემდეგ ბინის მშენებლობის დასრულებამდე არსებულ ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე.

 

სასამართლოს მიერ კ-–---ა ს--–--ს მიმართ ნარდობის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი ცალსახად დადასტურებულია და მოპასუხეების მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი სახეზეა, ამასთან სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მსჯელობას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით.

 

სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნოთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის სასამართლოში წარდგენის მომენტისთვისაც კი კ-–---ა ს--–--ს მიმართ არსებული ვალდებულება სრულყოფილად შესრულებული არ იყო და ვინაიდან პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება ვალდებულების სრულად შესრულებამდე სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი დაკისრება მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 11 250 აშშ დოლარი შემცირდეს და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 500 აშშ დოლარი.

 

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით კ-–---ა ს--–--ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეებს დაეკისრათ 11618,32 ლარის და 500 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ის“, მოქმედება არ წარმოადგენს მოსარჩელისგან განსხვავებულ სამართლებრივ ურთიერთობას და მის მიერ 2005 წლის 8 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება არ უნდა იქნას განხილული ამხანაგობად, ხოლო მოსარჩელის ნარდობად. შ-- ,,ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ი" არ მოქმედებდა საერთო სამეურნეო და ამხანაგობის მართვის მიზნებიდან გამომდინარე. უმარტივეს და აშკარა ფაქტს წარმოადგენს ის, რომ 2005 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულებით მხარეებმა ერთმანეთის წინაშე იკისრეს ვალდებულებები და ამავედროს წარმოეშვათ უფლებები, ხოლო მას შემდეგ რაც შ-- „ს----------–ოს ს-–----------–მა კ-----–---მა“ სრულად და ჯეროვნად შეასრულა ვალდებულებები, შ-- ,,ა-------"-ის მიმართ წარმოეშვა მოთხოვნა, რომ მისთვის გადაეცა შესაბამისი ექვივალენტი ფართები, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრებოდა შესაბამისი პასუხისმგებლობა (პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება).

 

ამხანაგობის წევრობის განმსაზღვრელი უნდა იყოს, არა ხელშეკრულების სახელწოდება და ასევე თავად ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები, არამედ ის უფლება-მოვალეობები, რომლითაც სარგებლობენ სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები. შ-- ,,ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ი"-ს უფლებები და ასევე ნაკისრი ვალდებულებები იდენტურია მოსარჩელისა, განსხვავება მხოლოდ შენატანის ფორმაშია. მარტივ და უდავო ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შ-- ,,ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---"-მა 2005 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულებით იკისრა ერთადერთი ვალდებულება შენატანის სახით უძრავი ქონების ამხანაგობაში შეტანა, რომელიც ჯეროვნად და კეთილსინდისიერად არის განხორციელებული.

 

სასამართლომ არასწორად და კანონშეუსაბამოდ გააკეთა დაასკვნა, რომ შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–-----ს“ საერთო მიზანი იყო ს-–----------–ი სახლის მშენებლობა, თუმცა ხელშეკრულების შინაარსიდან ნათელია, რომ ამ უკანასკნელის ერთადერთი მიზანი იყო აშენებულ შენობაში მიეღო მის მიერ განხორციელებული შენატანის ექვივალენტი ფართი. კომპანიას არ ამოძრავებდა ამხანაგობის მართვისა და მის სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობის მიღების სურვილი. მოსამართლის მსჯელობის უზუსტობა ასევე გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ მან შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ი“ მიიჩნია ამხანაგობაში გადაწყვეტილების მიმღებად და ასევე ამხანაგობის საქმიანობიდან შემოსული სარგებლისა და შემოსავლის მიმღებად, თუმცა ვერც ერთი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება და მათ შორის, მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებებით ვერ მტკიცდება, რომ შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ი“ იღებდა რაიმე მოგებას, სარგებელსა და შემოსავალს, გარდა იმისა, რომ შესაბამისი შენატანის შეტანით მიიღებდა ხელშეკრულებით ზუსტად განსაზღვრულ ადგილას და პირობებით აშენებულ ექვივალენტ ფართებს ანუ სარგებელს, როგორ სარგებელსაც ასევე მიიღებდა მოსარჩელე კ-–---ა ს--–--.

 

3.1.2. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ი“ არის ვალდებული მოსარჩელის წინაშე (სოლიდარულად) და შესაბამისად, კ-–---ა ს--–--ს წინაშე აიღო ვალდებულება მისთვის გადაეცა საცხოვრებელი ფართი, თუმცა თავის მხრივ, ეს უკანასკნელი ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილებასა და შედეგად შენობის დასრულებას ვერ მოახდენდა, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ შენობის აშენება არ იყო მისი ვალდებულება.

 

მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულებას ,,ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება" ეწოდება, მისი შინაარსით სხვა სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება. უფრო კონკრეტულად შ-- „ს----------–ოს ს-–----------– კ-----–---ს“ ხელშეკრულებით განესაზღვრა ზემოთმითითებული ვალდებულების შესრულება, რისი შესრულების შემთხვევაში იგი მიიღებდა ხელშეკრულებით პირდაპირ განსაზღვრული ღირებულების/ოდენობის (ექვივალენტ) ფართებს აშენებულ შენობაში, ხოლო მეორე მხარე - შ-- ,,ა---- +- - ვალდებული იყო აეშენებინა და უზრუნველეყო შესაბამისი ფინანსური სახსრების მოზიდვა (ხელშეკრულების 4.1.4 მუხლი). აქედან გამომდინარე, შ-- ,,ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ი” მისი უფლებებიდან და ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე გვევლინება დამკვეთად, რომელსაც გარკვეული ღირებულების შენატანის ხელშეკრულების მეორე მხარისთვის გადაცემით უნდა მიეღო შემსრულებლისგან, ამ შემთხვევაში შ-- ,,ა-------”-სგან, შესაბამისი ღირებულების კონკრეტული ფართები. შესაბამისად, 2005 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, თავისი შინაარსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად შ-- ,,ა----+- იღებს ვალდებულებას შ-- ,,ს----------–ოს ს-–----------– კ-----–---ს” ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული შენატანის სანაცვლოდ გადაეცა ფართი მრავალსართულიან სახლში. ხოლო მშენებლობის დათქმულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში კი შ-- „ა-------“ ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო შესაბამისი ოდენობით. აქედან გამომდინარე შ-- ,,ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ი” არ შეიძლება განხილულ იქნას ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მხარედ.

 

3.2. აპელანტ შ-- „ა---- +--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ იხელმძღვანელა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მარეგულირებელი სპეციალური ნორმებით და არასათანადო მოპასუხეებს თანხის გადახდა დააკისრა ნარდობის მუხლების საფუძველზე. მაგრამ ისეთ შემთხვევასიც კი, თუ 11.10.2007წ. N------- ერთობლივი საქმინობის ხელშეკრულება მიჩნეული იქნება ნარდობად, სასამართლოს ამ შემთხვევაშიც არ უნდა დაეკმაყოფილებინა კ-–---ა ს--–--ს სარჩელი, ვინაიდან, ნარდობის ხელშეკრულებით „შეკვეთილი“ ობიექტი - ბინა 2014 წლის 15 აპრილს გადაეცა მოსარჩელეს და თუკი კ-–---ა ს--–-- მიიჩნევდა, რომ გადაცემული ნივთი (ბინა) ნაკლის მქონე იყო აღნიშნული პრეტენზია უნდა განეცხადებინა ამხანაგობა ა----ი პ--–------ის მიმართ ნივთის მიღებისას, თანახმად, სსკ-ის 652-ე მუხლისა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უარი არ უთქვამს ნივთის მიღებაზე მისი ნაკლის გამო და არც რაიმე პრეტენზია გამოუთქვამს მისი მიღებისას.

 

3.2.2. აპელანტის მითითებით, ვინაიდან, ამხანაგობამ სრულად შესრულა ის ვალდებულებები, რასაც უკავშირდებოდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, ხოლო კ-–---ა ს--–--მ კი მიიღო აღნიშნული შესრულება, ამხანაგობისა და წევრს შორის არსებული შიდა ვალდებულებები 1 სადარბაზოს აშენების ნაწილში შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს 2014 წლის 15 აპრილიდან, თანახმად, საქართვე;ოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლისა 11.10.2007წ. N------- ხელშეკრულების 1.8., 4.4.1., 4.1.3. მუხლებისა და 15.04.2014წ. ხელშეკრულებისა. შესაბამისად, ამხანაგობიდან და მითუმეტეს მისიერთ-ერთი წევრისგან - შ-- „ა----ის +--სგან პირგასამტეხლოს მოთხოვნა ასეთ შემთხვევაში არ იყო გათვალისწინებული და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3.3. აპელანტ კ-–---ა ს--–--ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.3.1. მხარეთა შორის გაფორმებულიხელშეკრულების 4.1.3. პუნქტის თანახმად, თუ ბინის მშენებლობის ვადა გადააჭარბებს 1.8. პუნქტში აღნიშნულ პერიოდს სამ თვეზე მეტი ხნის ვადით და წევრს არ დაურღვევია ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი, წერილობრთი მოთხოვნის საფუძელზე უფლებამოსილია მიიღოს პირგასამტეხლო მის მიერ განხორციელებული პირველადი შენატანისა და კომპანიასთან მიმდინარე მომენტისათვის გადახდილი სესხის ძირის 0.3%ზემოაღნიშნული სამი თვის შემდეგ ბინის მშენებლობის დასრულებამდე არსებულ ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე. აღსანიშნავია, რომ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 30.06.3009წ. სარჩელის აღძვრის მომენტშიგასული იყო 6 წელი, ხოლო დღეის მდგომარეობით გასულია 8 წელი. ამ ხნის განმავლობაში მოვალეს არ შეუსრულებია მის მიერ ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, აპელანტს აქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ამ ხანგრძლივობის გამო მოითხოვოს პირგასამტეხლო მითითებული ოდენობით და სწორედ ამ დროის განმავლობაში შეუსრულებლობა აქცევს დაკისრებულ 500 აშშ დოლარს არგონივრულად. სარჩელში მითთებული თანხა ისედაც შემცირებულია და ფაქტობრივად მინიმუმადეა დაყვანილი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ხარისხის გათვალისწინებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნია, რომ კ-–---ა ს--–--ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ის“და შ-- „ა------- -ის “ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილების 3.1.1., 3.1.2. და 3.1.3. პუნქტებში ასახულ გარემოებებს და სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგზე:

 

4.2. 2007 წლის 11 ოქტომბერს შედგენილი ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად კ-–---ა ს--–--ს საცხოვრებელ ბინაში მოპასუხეებს უნდა შეესრულებინათ შემდეგი სამუშაო: სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, ტიხრების ამოყვანა, ექსტერიერზე ალუმინის კარ-ფანჯარა ორმაგი შემინვით, ბუნებრივი აირის მილგაყვანილობა (მრიცხველის გარეშე), კანალიზაციის დგარები, იატაკი მოჭიმული, კედლები გალესილი გაჯით, ბინის შესასვლელი რკინის კარი.

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კ-–---ა ს--–--ს 2007 წლის 11 ოქტომბრის გარიგებით გათვალისწინებული შესრულება სრულად არ მიუღია, კერძოდ, მოპასუხეებს ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული სამუშაო არ შეუსრულებიათ. აღნიშნული 2007 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, კ-–---ა ს--–--ს ს-–----------– ბინაში უნდა შესრულებულიყო შემდეგი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები: ტიხრების ამოყვანა, ექსტერიერზე ალუმინის კარ-ფანჯარა ორმაგი შემინვით, ბუნებრივი აირის მილგაყვანილობა (მრიცხველის გარეშე), კანალიზაციის დგარები, იატაკი მოჭიმული, კედლები გალესილი გაჯით, ბინის შესასვლელი რკინის კარი. პალატა იზიარებს დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული შესრულება მოსარჩელეს სრულად არ მიუღია, რომლის დასადასტურდებლად სასამართლომ სწორად მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერზე და ფაქტების კონსტატაცის ოქმზე. სადავო საკითხთან დაკავშირებით შ-- „ა-------“-ს არგუმენტი იმის შესახებ, რომ თუკი ნივთი ნაკლიანი იყო კ-–---ა ს--–--ს თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლისა, აღნიშნულის შესახებ უნდა განეცხადებინა ამხანაგობა ა----ი პ--–------ის მიმართ, პალატის შეფასებით დაუსაბუთებელია და აღნიშნული არ წარმოადგენს განსახილველი სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველზე, რომლის შესახებაც პალატა დამატებით ქვემოთ მიუთითებს.

 

4.3. დადგენილია და მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა უძრავი ქონების სახელშეკრულებო პირობებამდე მიყვანის მიზნით შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი ს--- ლ----------------–--------–-------------------------------–----------ს 2015 წლის 26 ივნისის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ს---–--- ც--–--ის N---ში კ-–---ა ს--–--ს კუთვნილი საცხოვრებელი ფართის N------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების მდგომარეობამდე მისაყვანის ღირებულება შეადგენს - 11 618.32 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

4.4. პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ სამართლებრივ შეფასებებს, დასკვნებს და მიიჩნევს, რომ 2005 წლის 08 სექტემბერის ხელშეკრულება წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობისა და არა ნარდობის ხელშეკრულებას. ამ მხრივ აპელანტების არგუმენტები დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ ერთობლივი საქმიანობა, რომლის მიზანია სახლის აშენება შეიცავს ნარდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ელემენტებს, რომლის მიზანია კონკრეტული ნაკეთობის დამზადება. როგორც ნარდობის შემთხვევაში, იგი ორიენტირებულია კონკრეტული შედეგის მიღწევაზე. უფრო მეტიც ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ერთერთი წევრი შეიძლება იყოს მენარდე, რომელიც თავისი საქმიანობით მონაწილეობს ერთობლივ საქმიანობაში, მაგრამ, როდესაც რამდენიმე პირი (ორი ან მეტი) თანხმდება ერთობლივი ძალებით თუნდაც სახლის აშენებაზე ან სხვა ნაკეთობის დამზადებაზე, (რაც შეიძლება განხორციელდეს ნარდობის ხელშეკრულებით), ერთმანეთს შორის და ასევე მესამე პირებთან ურთიერთობები მოითხოვს ნარდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებულ მოწესრიგებას. შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების საფუძველზე ხდება არა ერთობლივად ან ცალ-ცალკე ნარდობის ხელშეკრულების დადება, არამედ ისეთი ერთეულის ჩამოყალიბება, რომლითაც წესრიგდება ერთმანეთთან, ასევე მესამე პირებთან არსებული ურთიერთობები და საბოლოოდ, უზრუნველყოფილია, კონკრეტულ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულებაში ერთობლივი მონაწილეობა.

 

მისათვის, რომ ამხანაგობის ხელშეკრულება გაიმიჯნოს ნარდობის ხელშეკრულებისგან, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა დავახასიათოთ ამხანაგობის ხელშეკრულების ის მხარეები, რომლითაც იგი ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. ამხანაგობის ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ხელშეკრულება, მოითხოვს წევრებისაგან ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომლებსაც ახასიათებს სხვადასხვა ხელშეკრულებებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. როდესაც ყურადღებას ვამახვილებთ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ისეთ ხელშეკრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავს, მაგალითად, რაიმე ნაკეთობის დამზადებას, სახლის აშენებას და ა.შ. ამხანაგობის წევრთა უფლება- ვალდებულებები ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ურთიერთობებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ისეთ უფლება-ვალდებულებებს, რაც დამახასითებელია კოლექტიური გაერთიანებისათვის, რომელსაც ახასიათებს კორპორაციული სტრუქტურის ისეთი თვისებები, რომელიც მოიცავს, როგორც ორგანიზაციულ, ასევე, ქონებრივ ელემენტებს. ზუსტად ასეთი ტიპის გაერთიანება წარმოადგენს გარკვეულწილად იმ საშუალებათა ერთობას, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილია ამ გაერთიანების მონაწილეთა მიერ დასახული მიზნის მიღწევა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურება ვლინდება იმაში, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით.

 

2005 წლის 8 სექტემბერს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მესაკუთრისა და კომპანიის გადაწყვეტილება მესაკუთრის კუთვნილი უძრავი ქონების ბაზაზე (მდებარე ქ. თბილისში, ს----------–ოს ქ. N--) განხორციელდეს მრავალსართულიანი ს-–----------–ის და საოფისე ფართის მშენებლობა. მესაკუთრე - შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ი“ საკუთარი შენატანის სახით ამხანაგობას გადასცემს მიწის ნაკვეთს მასზე არსებული დაუსრულებელი მშენებლობით. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეთა მიზანია, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ვადებში ერთობლივად იმოქმედონ მრავალსართულიანი ს-–----------–ი და საოფისე ფართის ასაშენებლად. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება ნაწილდება ხელშეკრულების მხარეთა შორის (იხ. 2005 წლის 08 სექტემბრის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება ტ.1, ს.ფ 22- 31);

 

ამდენად, მითითებული ხელშეკრულების შინაარსის საფუძველზე სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ შ-- „ა-------“- სი და შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ი“ წარმოადგენენ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ჩამოყალიბებული ამხანაგობა „ა----ი პ--–------ის“ დამფუძნებლებს და წევრებს, შესაბამისად, მართებულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს ამხანაგობის მიერ მესამე პირების მიმართ მათ შორის მოსარჩელე კ-–---ა ს--–--ს მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

4.5. რაც შეეხება, კ-–---ა ს--–--სა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ა----ი პ--–------ს შორის 2007 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას თავისი სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველესყოვლისა, გასათვალისწინებელია არა ზოგადი დათქმები, არამედ ის არსებითი უფლება-მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების დადებისას. მოსარჩელის (აპელანტი) ინტერესი კი, როგორც ხელშეკრულებიდან ჩანს, შემოიფარგლება ს-–----------–ი ფართის მიღების სურვილით, რაც მას საკუთრივ ესაჭიროება და მისი ინტერესი მიმართულია ინდივიდუალურად განსაზღვრული ფართის მიმართ, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. მას ამხანაგობის დამფუძნებლებისგან განსხვავებული სამართლებრივი კავშირი აქვს ამხანაგობასთან, კერძოდ, აპელანტი (მოსარჩელე) ერთობლივი საქმიანობის მონაწილე კი არ ხდება, არამედ მოელის ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიერ აშენებული ს-–----------–ი ბინიდან განსაზღვრული ფართების მიღებას შესაბამისი საზღაურის სანაცვლოდ. იგი თვითონ არ ახორციელებს რაიმე საქმიანობას, არამედ წინასწარ იხდის გარკვეულ თანხას კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდგომ კუთვნილი ფართის მისაღებად. მისი ურთიერთობა ამხანაგობასთან შეესაბამება ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

დადგენილია, რომ ვალდებულება კ-–---ა ს--–--ს მიმართ შესრულებული არ ყოფილა

11 618.32 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მითთებული თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

4.6. კ-–---ა ს--–--ს (მოსარჩელე) სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლოს ოდენობა არასწორად იქნა შემცირებული მინიმალურ ოდენობამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც მოვალის ასევე კრედიტორის ინტერესებს. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება უნდა ემსახურებოდეს მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის თანახმად, თუ ბინის მშენებლობის ვადა გადააჭარბებს 1.8 პუნქტში აღნიშნულ პერიოდს სამ თვეზე მეტი ხნის ვადით და წევრს არ დაურღვევია ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს პირგასამტეხლო მის მიერ განხორციელებული პირველადი შენატანისა და კომპანიასთან მიმდინარე მომენტისათვის გადახდილი სესხის ძირის 0.3% ზემოაღნიშნული სამი თვის შემდეგ ბინის მშენებლობის დასრულებამდე არსებულ ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე.

 

დადგენილია, რომ დაირღვა კ-–---ა ს--–--სთან გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება შესაბამისად მოპასუხეებს წარმოეშვათ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ზიანთან ერთად მოითხოვა 11 250 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოსდაკისრება მოპასუხეებისთვის;

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლოს გაანგარიშება მოახდინა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კერძოდ, მშენებლობის დასრულების ვადის სამი თვით გადაცილებიდან ყოველგადაცილებულ თვეზე ფაქტობრივად შეტანილი თანხის 0.3 პროცენტის ოდენობით , რამაც შეადგინა 22 504 აშშ დოლარი , მშენებლობის დასრულების ვადის ( 30.06.2009წ.), სამთვიანი საშეღავათო პერიოდის ( 30.09.2009წ.) და სარჩელის აღძვრამდე გასული თვეების (58 თვე) გათვალისწინებით და გადახდილი ძირი თანხის 129 563 აშშ დოლარის 0.3 პროცენტის (388 აშშ დოლარის) შესაბამისად ; ამასთან, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა აღნიშნული გაანგარიშების საფუძველზე მიღებული პირგასამტეხლოს ნახევარი 11 250 აშშ დოლარი;

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, შეფასდეს, თუ რაში გამოიხატა მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. პალატა შენიშნავს, რომ მოპასუხეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, განსახილველ შემთხვევაში, იმაში გამოიხატა, რომ ამხანაგობამ ვერ შეძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში აეშენებინა ს-–----------–ი სახლი და გადაეცა საკუთრებაში კ-–---ა ს--–--სთვის. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასაამრთლოს მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს – 500 აშშ დოლარამდე შემცირება არაგონივრულია და არ ემსახურება კრედიტორის ინტერესების დაცვას; ამასთან, სააპელაციო პალატას მიაჩნია იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტორმა მიიღო არაჯეროვანი შესრულება, ხოლო ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ვადა ამოიწურა 2009 წელს და კრედიტორს მოვალისგან შესრულება არ აქვს მიღებული კრედიტორის კანონიერი ინტერესის დასაცავად სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლიზე მითითებით მიზანშეწონილია მოპასუხეებისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 5 625 აშშ დოლარით ( მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ნახევარი ), როგორც კრედიტორის შელახული ინტერესების კომპენსირების საშუალება, რომელიც ისეთი მძიმე ტვირთი არ იქნება მოპასუხეები ათვის, რომ მათ შეექმნათ გადაულახავი ფინანსური პრობლემები, ხოლო მოსარჩელემ მიიღოს იმაზე მეტი დაკმაყოფილება, რასაც ხელშეკრულების საფუძველზე ელოდებოდა; ამდენად, კ-–---ა ს--–--ს სარჩელი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რის შედეგადაც შ-- „ს----------–ოს ს-–----------– კ-----–---ს“ და შ-- „ა-------“-ს კ-–---ა ს--–-- სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 5 625 აშშ დოლარის გადახდა.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეებს კ-–---ა ს--–--ს სასაგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 5 625 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ის“ და შ-- „ა---- +--ის სააპელაციო საჩივრების არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება კ-–---ა ს--–--ს სააპელაციო საჩივარს დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შესაბამისად, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

საქმის მას--–ებით დადგენილია, რომ კ-–---ა ს--–--ს მიერ გასაჩივრებული იყო გადაწყვეტილება მხოლოდ დაუკმაყოფილებელი პირგასამტეხლოს ნაწილში ( 10 750 აშშ დოლარი ) და გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი შესაბამისი ოდენობით (1050 ლარი) ; კ-–---ა ს--–--ს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ნახევარი, 525 (ხუთას ოცდახუთი) ლარი, როგორც დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული; ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.12.2017წ. განჩინებებით სააპელაციო საჩივრებზე შ-- „ა-------“-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 515 ლარის, ხოლო შ-- „ს----------–ოს ს-–----------– კ-----–---ს“ 531 ლარის გადახდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ტ. 2, ს.ფ. 36-43); ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით, შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ის“ და შ-- „ა---- +--ის სააპელაციო საჩივრები არ კმაყოფილდება, შ-- „ს----------–ოს ს-–----------– კ-----–---ს“ და შ-- „ა---- +--ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.12.2017წ. განჩინებებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

სააპეაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. კ-–---ა ს--–--ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში (გადაწყვეტილების 1.1. პუნქტი 500 აშშ დოლარის ნაწილში, 1.2. პუნქტი 10 750 აშშ დოლარის ნაწილში) და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. კ-–---ა ს--–--ს სარჩელი პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

4. შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ს“ და შ-- „ა---- + -ს “ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს სახით 5 625 აშშ დოლარის გადახდა კ-–---ა ს--–--ს სასარგებლოდ;

5. შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ის“, და შ-- „ა---- +--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

6. შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ს“ სახლემწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის გადახადა 531 (ხუთას ოცდათერთმეტი) ლარის ოდენობით;

7. შ-- „ა---- +--სს სახლემწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის გადახადა 515 (ხუთას თხუთმეტი) ლარის ოდენობით;

8. შ-- „ს----------–ოს ს-–----------–ი კ-----–---ს“ და შ-- „ა---- +-ს“ კ-–---ა ს--–--ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 525 (ხუთას ოცდახუთი) ლარის გადახდა, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის ასანაზღაურებლად.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 37ა), ამ განჩინების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

10. გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ქეთევან დუგლაძე

 

მოსამართლეები ანა გოგიშვილი

 

ლ---- გვარამია