განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001341858
საქმე №2ბ/3035-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 აპრილი 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ეკატერინე ცისკარიძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი, ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი - სს „-------------“
მოწინააღმდეგე მხარე - ნა---------–-–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. სს "-------------ს" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ნა---------–-–---–ს სს "-------------ს" სასარგებლოდ 2013 წლის 15 იანვრის ''განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების - 2421.21 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 1982.84 ლარი, პროცენტი - 338.37 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი.
2.1. მოპასუხე ნა---------–-–---–ს სს "-------------ს" სასარგებლოდ 2013 წლის 15 იანვრის ''განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების ძირითად თანხაზე - 1982.84 ლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 13.21 ლარს.
2.2. მოპასუხე ნა---------–-–---–ს სს "-------------ს'' სასარგებლოდ 2013 წლის 15 იანვრის ''განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების ძირითად თანხაზე - 1982.84 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან - 06 (ექვსი) თვის განმავლობაში, რაც შეადგენს ყოველღიურად - 0.99 ლარს.
3. მოპასუხე ნა---------–-–---–ს სს "-------------ს" სასარგებლოდ 2015 წლის 25 თებერვლის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების - 2341.45 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 1962.29 ლარი, პროცენტი - 279.16 და ჯარიმა - 100 ლარი.
3.1. მოპასუხე ნა---------–-–---–ს სს "-------------ს'' სასარგებლოდ 2015 წლის 25 თებერვლის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების ძირითად თანხაზე - 1962.29 ლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 13.08 ლარს.
3.2. მოპასუხე ნა---------–-–---–ს სს "-------------ს'' სასარგებლოდ 2015 წლის 25 თებერვლის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების ძირითად თანხაზე - 1962.29 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან 06 (ექვსი) თვის განმავლობაში, რაც ყოველღიურად შეადგენს - 0.98 ლარს.
4. მოპასუხე ნა---------–-–---–ს სს "-------------ს" სასარგებლოდ 2012 წლის 19 მარტის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების - 821.21 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 798.08 ლარი და პროცენტი - 23.13 ლარი.
4.1. მოპასუხე ნა---------–-–---–ს სს "-------------ს'' სასარგებლოდ 2012 წლის 19 მარტის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების ძირითად თანხაზე - 798.08 ლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 5.32 ლარს.
4.2. მოპასუხე ნა---------–-–---–ს სს "-------------ს'' სასარგებლოდ 2012 წლის 19 მარტის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების ძირითად თანხაზე - 798.08 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან 06 (ექვსი) თვის განმავლობაში, რაც ყოველღიურად შეადგენს - 0.39 ლარს.
5. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ნა---------–-–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ------–------------–------–---------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
6. მოპასუხე ნა---------–-–---–ს მოსარჩელე სს "-------------ს" სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 175.21 ლარის გადახდა.
7. მოპასუხე ნა---------–-–---–ს მოსარჩელე სს '--------------ს'' სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 150 ლარის და სასამართლოგარეშე ხარჯის - 20 ლარის გადახდა.
8. მოსარჩელე სს "------------ს" (ს/კოდი 2--------) დაუბრუნდა მის მიერ 2016 წლის 25 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 475.72 ლარიდან - 142.29 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – T-------- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3--------, საგადახდო დავალება №-----
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. დადგენილია, რომ სს '---------------'' და მოპასუხე ნა---------–-–---–ს შორის 2013 წლის 15 იანვარს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა განვადების ბარათი 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 42 %-ით კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა წინა თვის ბოლო კალენდარული რიცხვის ჩათვლით ათვისებულ თანხას და მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელს გადანაწილებულს 10 თვეზე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.1.2. დადგენილია, რომ სს ''--------------- და ნა---------–-–---–ს შორის 2015 წლის 25 თებერვალს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი '---- P---- Card'' 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ,--------------ს'' ბანკომატში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 18 რიცხვი.
2.1.3. დადგენილია, რომ ნა---------–-–---–ის მიერ დარღვეულ იქნა განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის 15 დეკემბერს, ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის დეკემბერში და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
2.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეს განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2814.26 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 1982.84 ლარი, პროცენტი - 338.37 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 493.05 ლარი. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 13 აპრილის მდგომარეობით ნა---------–-–---–ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2415.99 ლარის ოდენობით, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 1962.29 ლარი, პროცენტი - 279.16 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 174.54 ლარი.
2.1.5. დადგენილია, რომ სს ''--------------- და ნა---------–-–---–ს შორის 2012 წლის 19 მარტს დაიდო ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება'', რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი P---- Card'' 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს '--------------ს'' ბანკომატში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 15 რიცხვი.
2.1.6. დადგენილია, რომ ნა---------–-–---–ის მიერ დარღვეულ იქნა 2012 წლის 19 მარტის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის დეკემბერში და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც 2016 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, ნა---------–-–---–ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 821.21 ლარის ოდენობით, საიდანაც, დავალიანების ძირითადი თანხაა - 798.08 ლარი, ხოლო პროცენტი - 23.13 ლარი.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3.1. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
2.3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია რომ მხარეებს სს '---------------'' და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს '--------------'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხების - 1982.84 ლარის,1962.29 ლარის და 798.08 ლარის დაბრუნება.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად უნდა დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის - 338.37 ლარის, 279.16 ლარის და 23.13 ლარის გადახდა.
2.3.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0.5% თვეში (30 დღე) შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) - 182.5%-ს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 0.05%-მდე.
შესაბამისად, 2013 წლის 15 იანვრის ''საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან'' გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს სს '--------------ს'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დარიცხული პირგასამტეხლო - 100 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1982.84 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან - 06 (ექვსი) თვის განმავლობაში, რაც შეადგენს ყოველღიურად - 0.99 ლარს.
ასევე უნდა შემცირდეს 2015 წლის 25 თებერვლის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან'' გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა - 100 ლარამდე, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1962.29 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან 06 (ექვსი) თვის განმავლობაში, რაც ყოველღიურად შეადგენს - 0.98 ლარს.
ასევე უნდა შემცირდეს 2012 წლის 19 მარტის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.05%-მდე და ნა---------–-–---–ს სს '--------------ს'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 798.08 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან 06 (ექვსი) თვის განმავლობაში, რაც ყოველღიურად შეადგენს - 0.39 ლარს.
2.3.4. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს - მოპასუხე ნა---------–-–---–ისათვის სს "-------------ს" სასარგებლოდ 2013 წლის 15 იანვრის ''განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1982.84 ლარზე წლიური 42%-ის სარგებლის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 69.39 ლარს. მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხე ნა---------–-–---–ისათვის სს "-------------ს სასარგებლოდ 2015 წლის 25 თებერვლის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1962.29 ლარზე წლიური 36%-ის სარგებლის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 58.86 ლარს. მხარე ასევე ითხოვს მოპასუხე ნა---------–-–---–ს სს "-------------ს“ სასარგებლოდ 2012 წლის 19 მარტის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 798.08 ლარზე წლიური 36%-ის სარგებლის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 23.94 ლარს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (ლუცრუმ ცესსანს). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, დასაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 8%-ს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხებზე - 1982.84 ლარზე, 1962.29 ლარზე და 798.08 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 8% სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხე ნა---------–-–---–ს სს "-------------ს" სასარგებლოდ 2013 წლის 15 იანვრის ''განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1982.84 ლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 13.21 ლარს. ასევე მოპასუხე ნა---------–-–---–ს სს "-------------ს'' სასარგებლოდ 2015 წლის 25 თებერვლის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1962.29 ლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 13.08 ლარს. ასევე მოპასუხე ნა---------–-–---–ს სს "-------------ს'' სასარგებლოდ 2012 წლის 19 მარტის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 798.08 ლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, 2016 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 5.32 ლარს. ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის განმარტებით, გაურკვეველია რატომ მიუთითა სასამართლომ მინიმუმ წლიურ 8%-ზე და რატომ ჩათვალა, რომ მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრისას სარგებლის მინიმალური ოდენობაა გადამწყვეტი, მიუღებელი შემოსავლის მომწესრიგებელი ნორმები არ მოითხოვს, ანაზღაურდეს მინიმალური ზიანი, მისი მიზანია მოსარჩელეს აუნაზღაურდეს მიუღებელი ზიანი სრული მოცულობით. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ნა---------–-–---–ს დაეკისროს 2016 წლის 13 აპრილიდან, 2013 წლის 15 იანვრის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 1982.84 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 42% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 69,39 ლარს. 2016 წლის 13 აპრილიდან 2015 წლის 25 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 1962.29 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 58,86 ლარს. 2016 წლის 13 აპრილიდან 2012 წლის 19 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 798,08 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 23,94 ლარს.
3.2.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლისათვის ანაზღაურება. მოპასუხის მხრიდან დღემდე არ მომხდარა ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, ის დღემდე სარგებლობს გაცემული კრედიტით. აღნიშნულის საფუძველზე აპელანტი ითხოვს გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილშიც და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე ნა---------–-–---–ს დაეკისროს: 2013 წლის 15 იანვრის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა 493.05 ლარი, 2013 წლის 13 აპრილიდან 2013 წლის 15 იანვრის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1982,84 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 9.91 ლარს. 2015 წლის 25 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა - 174,54 ლარი. 2016 წლის 13 აპრილიდან 2015 წლის 25 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1962,29 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველდღურად შეადგენს 9,81 ლარს. 2016 წლის 13 აპრილიდან 2012 წლის 19 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 798,08 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3,99 ლარს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1.ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
სააპელაციო პალატა საქმის მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1. სს '---------------'' და მოპასუხე ნა---------–-–---–ს შორის 2013 წლის 15 იანვარს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა განვადების ბარათი 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 42 %-ით კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა წინა თვის ბოლო კალენდარული რიცხვის ჩათვლით ათვისებულ თანხას და მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელს გადანაწილებულს 10 თვეზე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.1.2. სს ''--------------- და ნა---------–-–---–ს შორის 2015 წლის 25 თებერვალს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი '---- P---- Card'' 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ,--------------ს'' ბანკომატში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 18 რიცხვი.
4.1.3. ნა---------–-–---–ის მიერ დარღვეულ იქნა განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის 15 დეკემბერს, ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის დეკემბერში და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
4.1.4. 2016 წლის 13 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეს განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2814.26 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 1982.84 ლარი, პროცენტი - 338.37 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 493.05 ლარი. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 13 აპრილის მდგომარეობით ნა---------–-–---–ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2415.99 ლარის ოდენობით, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 1962.29 ლარი, პროცენტი - 279.16 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 174.54 ლარი.
4.1.5. სს ''--------------- და ნა---------–-–---–ს შორის 2012 წლის 19 მარტს დაიდო ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება'', რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი P---- Card'' 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს '--------------ს'' ბანკომატში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 15 რიცხვი.
4.1.6. ნა---------–-–---–ის მიერ დარღვეულ იქნა 2012 წლის 19 მარტის ''საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ'' ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის დეკემბერში და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც 2016 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, ნა---------–-–---–ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 821.21 ლარის ოდენობით, საიდანაც, დავალიანების ძირითადი თანხაა - 798.08 ლარი, ხოლო პროცენტი - 23.13 ლარი.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის ფაქტობრივი თვალსაზრისით, ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას გადასინჯავს სამართლებრივი შეფასების ნაწილში და რადგან, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
4.1.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხელშეკრულებების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე სწორად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
4.1.8. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე,განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი.
ზემოაღნიშნული მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (სუსგ # ას- 932-882-2015, 15.03.2016წ.) ასევე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, კრედიტორს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872 -ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.). სსკ-ის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მიხედვით გაანგარიშების საფუძველზე, ამდენად, მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - #ას-1385 -1307 -2012, 07.02.2013წ; #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.)
სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მიერ განხილულ საქმეზე გაკეთებულ განმარტებას, ხელშემკვრელ მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობის შესახებ, რომელიც სესხისათვის არა გონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს: სარჩელის მოთხოვნას მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის (პროცენტი) შემცირება წარმოადგენდა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამსესხებელი, რომელიც ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარე იყო, უდავო იყო, რომ სწორედ მან განსაზღვრა სესხის სარგებელი სადავო ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობას ფიზიკური პირი დაეთანხმა, ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლებოდა, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობი ს საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო მოცემულ შემთხვევაში, გადამწყვეტია ის რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეფასებას დაექვემდებარა ფიზიკურ პირთან, როგორც ხელშეკრულების სუსტ მხარესთან შეთანხმებული სარგებელი და იმავდროულად, მისი შემცირების საპირწონედ მხედვეობაში იქნა მიღებული საკრედიტო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული სარგებელის განაკვეთი. (იხ სუსგ საქმე #ას-894-834-2017 და სუსგ №ას-663-629-2015)
ამდენად, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა მინიმალური სარგებელს - წლიურ 8%-ს. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილშიც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
რადგან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გაღებული ხარჯები არ ანაზღაურდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „-------------ს“ წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ეკატერინე ცისკარიძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ვანო წიკლაური